აირონლინკი 14მგ/8მლN10ორალ/ფლ

85840
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიანემიური საშუალებები ჯენერიკიFerii(III)hydroxydum saccharosum comple გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

აირონლინკი

IRONLINK


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი, ანტიანემიური, რკინის დეფიციტის შემავსებელი საშუალება  (ბადი)

შემადგენლობა:

რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსი 14მგ/8მლ, კალიუმის სორბატი, დამატკბობლად სუკრალოზა, კარამელის არომატიზატორი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აირონლინკი  ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია რკინადეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი  რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსი  ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ახდენს რა ჰემოპოეზურ მოქმედებას.

ჩვენება:

  • რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • რკინის ფარული დეფიციტი
  • სხვადასხვა ზემოქმედებით (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვა) გამოწვეული ანემიები
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
  • ჰიპო- და ავიტამინოზები.

უკუჩვენებები:

_ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ ანემიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური, უშუალოდ ვიტ. B12 და/ან ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული);
_ ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
_ ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:
რკინის შეწოვის შემცირების თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება შავ ჩაისთან, ყავასთან ან რძესთან ერთად.
ფეკალური მასების მუქი შეფერილობა განპირობებულია შეუწოველი რკინის გამოყოფით და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა ან დიარეა, ღებინება, გასტრალგია.
ცნს-ის მხრივ: ძილის დარღვევა, აგზნებადობა, დეპრესია. 
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ეგზემატოზური მოვლენები, ჭინჭრის ციება. 

გამოშვების ფორმა:
პლასტიკურ ფლაკონში მოთავსებული სიროფი 14მგ/8მლ, პლასტიკური თავსახურით #10

გამოყენების წესი და დოზები:
18 წლიდან: 1 ფლაკონი 1 -ჯერ დღეში დილით საუზმის წინ.
მკურნალობის კურსი 20-30 დღე (ანემიის სიმძიმის მიხედვით)
ორსულები: დაწყებული ორსულობის მე-14 კვირიდან მშობიარობამდე, 1 ფლაკონი 1 -ჯერ დღეში დილით საუზმის წინ ორ-ორი კვირის განმავლობაში 1 კვირიანი შესვენებებით.
ლაქტაციისპერიოდში:  1  ფლაკონი 1-ჯერ  დღეში დილით საუზმის წინ.

მიღების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. პრეპარატის შიგთავსის შერევა შესაძლებელია ნებისმიერ სითხესთან

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის შემცველობის კონტროლით.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, კანის საფარის სიფერმკრთალე.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  კოლოფზე

აფთიაქიდან გაცემის პირობა: III ჯგუფი ურეცეპტოდ.

მწარმოებელი კომპანია: Pharmalink, ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

მსგავსი პროდუქტები