ცაინფარმა - ანტარქტიდის კრილის ქონი 500 მგ, #60 რბილი კაფსულა

95810
-9%
მარაგშია
103.40 
93.59 
დანაზოგი: 9.81 ₾ (9%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მარეგულირებელი საშუალებები ჯენერიკიOmega-3(DHA+EPA)Astaxantin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — უფასო მიწოდება 80 ლარიდან
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
103.40 
93.59 
დანაზოგი: 9.81 ₾ (9%)

 

ცაინფარმა - ანტარქტიდის კრილის ქონი 500 მგ, #60 რბილი კაფსულა, საკვები დანამატი

ანტარქტიდის კრილის ქონი Superba2™ ბუნებრივი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების, ფოსფოლიპიდებისა და ასტაქსანტინის შემცველობით. სუფთა სუბსტანციები.

1 კაფსულა 500 მგ კრილის ქონი შეესაბამება 200 მგ ფოსფოლიპიდებს, 110 მგ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს (60 მგ ეიკოზაპენტაენის მჟავას/EPA, 27.5 მგ დოკოზაჰექსაენის მჟავას/DHA), 50 მკგ კაროტინოიდ ასტაქსანტინს. წარმოადგენს სასარგებლო ცხიმების საუკეთესო წყაროს.

კრილის ქონის სასარგებლო ეფექტები1:

  • შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც ხელს უწყობს ომეგა-3 მჟავების ადვილად შეწოვას.
  • შეიცავს ასტაქსანტინს, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • კრილის ქონი 1000 მგ დღეში მნიშვნელოვნად ამცირებს ანთების მარკერს.
  • რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის დროს ამცირებს ართრიტის სიმპტომებს: შებოჭილობას, ტკივილს, ფუნქციურ დაზიანებას.

შემადგენლობა: კრილის ქონი (12% EPA, 5.5% DHA), ჟელატინი (კაფსულა, თევზი), გაწმენდილი წყალი,  დამატენიანებელი გლიცერინი, სორბიტოლი.

მიღებისწესი: რეკომენდებულია 1-3 კაფსულა დღეში საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვა არ შეიძლება. ინიშნება 12 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.

 

არ შეიცავს

  •   ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს
  •   კონსერვანტებს
  •   გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.

  1. Science-Based Health Benefits of Krill Oil. healthline.com/nutrition. 2020
მსგავსი პროდუქტები