დინამოგენი 10მლ #20ა პერორ/ხს

50165
-28%
მარაგშია
30.78 
22.01 
დანაზოგი: 8.77 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფუნქციური ასთენიის დროს გამოყენებული პრეპარატები ჯენერიკიArginine aspartate+Ciproheptadina cetogl გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.78 
22.01 
დანაზოგი: 8.77 ₾ (28%)

დინამოგენი / Dynamogén

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • მწარმოებელი კომპანია: FAES FARMA
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 10მლ პერორალური გამოყენების ხსნარი პოლიმერული მასალის ერთდოზიანი ამპულა №20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
10 მლ-იანი დასალევი ამპულები #20
1 ამპულა შეიცავს :
გლუტოდინი (ციპროჰეპტადინის ალფა-კეტოგლუტარატი) -3 მგ
არგინინის ასპარტატი -1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დინამოგენს ახასიათებს აღმდგენი და მატონიზირებელი მოქმედება, აღმოფხვრის ფიზიკურ და გონებრივ ასთენიას, აძლიერებს მადას.
შეიცავს ორი აქტიური სუბსტანციის კომბინაციას: გლუტადინს და არგინინის ასპარტატს.
გლუტოდინი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და აქტიურად მონაწილეობს ნეირონების მეტაბოლიზმში.
ორგანიზმში გლუტოდინი იშლება ციპროჰეპტადინად და ალფა-კეტოგლუტარატად, ხოლო არგინინის ასპარტატი შესაბამის შეუცვლელ ამინომჟავებად.
ციპროჰეპტადინს ახასიათებს ანტიჰისტამინური, ანტიქოლინერგული და ანტისეროტონინული აქტივობა.
ალფა-კეტოგლუტარატი წარმოადგენს გლუტამინის წინამორბედს და ატფ-ის წყაროს.
გლუტამინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამინომჟავების ცვლაში და ნეირონების მეტაბოლიზმში.
არგინინი- შეუცვლელი ამინომჟავაა, ის კრეატინინის წინამორბედია, ხელს უწყობს ამიაკის გაუვნებელყოფას, ქსოვილების რეგენერაციას, შედის ძვლების და ხრტილების შემადგენლობაში.
ასპარტატი-ამინომჟავაა და მონაწილეობს რიბონუკლეოტიდების(რნმ-ის წინამორბედი) წარმოქმნაში.

ჩვენებები:

ყველა იმ მდგომარეობის მკურნალობა, რომლებიც საჭიროებენ ძირითადი ელემენტების ბალანსის აღდგენას, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში:

  • ასთენია, ფსიქოასთენია( გამოფიტვა, გადაღლა);
  • ანორექსია;
  • გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება(მეხსიერების დაქვეითება, გაფანტულობა);
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • მალაბსორბციის სინდრომი;
  • რეკოვალესცენციის პერიოდი;
  • გადატანილი ინფექციური დაავადების შემდგომი პერიოდი;
  • ოპერაციული ჩარევების შემდგომი პერიოდი;
  • რეპარაციული პროცესების დაჩქარება;
  • ოლიგოსპერმია, იმპოტენცია.

დოზირება:

ბავშვებში 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1 ამპულა 2 ჯერ დღეში, უმჯობესია 30 წთ-ით ადრე კვებამდე.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული ანორექსია და წონის მძიმე დეფიციტი, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ამპულამდე დღეში.

მიღების წესი:

  • გამოვაცალკევოთ ერთი ამპულა
  • მობრუნებით მოვაშოროთ ამპულის ზედა ყური
  • შიგთავსი გადმოვასხათ ჭიქაში, ამპულაზე ხელის მსუბუქი მოჭერით.

გვერდითი მოვლენები:

ციპროჰეპტადინის ალფა-კეტოგლუტარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ძილიოანობა, რომელიც როგორც წესი რამდენიმე დღეში თავისით გაივლის.
ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ტრანსპორტის მართვის და მსგავსი პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ ფსიქიურ და მოძრაობით რეაქციებს.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ციპროჰეპტადინის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია.
პრეპარატი არ არის რეკომენდებული ღვიძლის და თირკმლების მძიმე პათოლოგიების დროს.

განსაკუთრებული მითითებანი:

სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულებში, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, შარდის გამოყოფის შეფერხების და დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს.

10 მლ პრეპარატი შეიცავს 4.224 გ საქაროსას (რაც შეესაბამება 0.3 პურის ერთეულს), რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ გამოიყენება სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან და ნეიროლეპტიკებთან კომბინაციაში. არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთდროულად ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მათ შორის  MAO-ს ინჰიბიტორებთან. არ არის რეკომენდებული დინამოგენი დაინიშნოს კომბინაციაში საძილე საშუალებებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების საძილე ეფექტის გაძლერება. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ეფექტების გაძლიერება ერთდროულად მიღებისას.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით, არ დაუშვათ გაყინვა.

გამოშვების ფორმა:

დინამოგენი 10 მლ, პლასტიკის ამპულები  Pერ  ოს  მისაღებად #20.

მწარმოებელი:   Faes farma- ესპანეთი

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები