ალეზინი 50გ კრემი

70363
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატები ჯენერიკიZn oxide,Panthenol,Aloe,Vit.E,Balm Peru* გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი

ალეზინი

ALEZIN

კრემი

აქტიური კომპონენტები: თუთიის ოქსიდი, ლანოლინი, ალოეს გელი, პანთენოლი (provitamin B5), ვიტამინი E, პერუს ბალზამის აქტიური კომპონენტები.

გამოყენების ჩვენებები: ნაწოლები, კანის აქერცვლა და გამოყელვა.

ალეზინი არის აქტიური დერმოკოსმეტიკური საშუალება კანის მოვლისა და დაცვისათვის, რომელიც ხელს უწყობს აქერცვლისა და გამოყელვისადმი მიდრეკილი კანის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია კანის სიწითლით, მომატებული მგრძნობელობით და ეპიდერმისის დარბილებით გამოწვეული დისკომფორტის დროს. ადგილობრივად კრემის შეზელა, კანის გაწითლებული მონაკვეთების სისტემატიურ კონტროლთან და დარტყმით მოძრაობებთან ერთად, რეკომენდებულია ნაწოლების ყოველდღიური პროფილაქტიკისათვის. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ხელს უშლიან კანზე მოქმედი მავნე ფაქტორების ზემოქმედებას და აჩქარებენ მისი რეგენერაციის პროცესს, ხოლო მალამოს ბაქტერიოსტატული და ფუნგისტატური ფენა იცავს კანს ბაქტერიული და სოკოვანი გამომწვევებისგან.

გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი.

გამოყენების წესი: წაისვით სუფთა და მშრალ კანზე. კრემის თხელი ფენით ფრთხილად დაფარეთ კანის ნაკეცები, ნაწოლები, აქერცლილი და გამოყელილი მონაკვეთები, შემდეგ შეიზილეთ საგულდაგულოდ.

არ წაისვათ კრემის სქელი ფენა. ნუ გამოიყენებთ სველ ჭრილობებზე. ნებადართულია კრემის გამოყენება უნარშეზღუდულ, იმობილიზირებულ, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში. სხვა საშუალებებთან ერთად, რეკომენდებულია კრემის გამოყენება პამპერსის ქვეშ.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები: გამოიყენეთ შეფუთვის გახსნის შემდეგ არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შემადგენლობა (INCI): წყალი, თხევადი პარაფინი, თუთიის ოქსიდი, ლანოლინი, ბარბადოსის ალოეს ფოთლის წვენი, ფუტკრის ცვილი, პროპილენ გლიკოლი, დიიზოსტეაროილ პოლიგლიცერილ-3 დიმერ დილინოლეატი, პანთენოლი, მაგნიუმის სულფატის ჰეპტაჰიდრატი, ტოკოფერილ აცეტატი, გლუკონოლაქტონი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ბენზილ ბენზოატი, ბენზილის სპირტი, ბენზილ ცინამატი, ლიმონმჟავა.

შეფუთვა: 50გ კრემი ტუბში.

მწარმოებელი: PHARMACY Laboratories s.c. 57 Wisełki Street, 04-830 ვარშავა, პოლონეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LIFE PHARMA SYSTEMS LLP, 41 Duke Street, ედინბურგი, EH6 8HH, გაერთიანებული სამეფო

მსგავსი პროდუქტები