რეკრეოლი 50მგ/გ 50გ კრემი

81335
-19%
მარაგშია
20.00 
16.23 
დანაზოგი: 3.77 ₾ (19%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატები ჯენერიკიDexpanthenol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • უფასო მიწოდება 80 ლარიდან
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — მიკითხვა
20.00 
16.23 
დანაზოგი: 3.77 ₾ (19%)

 

 1.სახელწოდება

რეკრეოლი 50 მგ/გ კრემი

2.მწარმოებელი

ს.ს. „გრინდეკსი“

 3.აღწერა

ჰომოგენური თეთრი ან  მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე კრემი.

 4.ჩვენებები

კანის ზედაპირული დაზიანებების მკურნალობა (კანის მსუბუქი დამწვრობები და ნახეთქები, კანის დაბეჟილობები), კანის ანთებითი პროცესები (სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი დასხივების შედეგად).

 5.მოქმედი ნივთიერება (INN)

დექსპანთენოლი 5%

6. შემადგენლობა

კრემის 1 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - დექსპანთენოლი   50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: DL - პანთოლაქტონი; ფენოქსიეთანოლი; კალიუმის ცეტილფოსფატი, ლანოლინი (ცხვრის ცხიმი), პროპილენგლიკოლი; სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, იზოპროპილ მირისტატი, გასუფთავებული წყალი - 1 გ-მდე.

7. გამოყენების წესი, კურსის ხანგრძლივობა და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ისე როგორც აღწერილია ინსტრუქციაში, ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისთვის.

ჩვეულებრივ კრემი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

დექსპანთენოლი გამოიყენება ადგილობრივად დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ.

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები

კვლევები ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

კვლევები ხანდაზმულ  პაციენტებში (65 წლის და ზევით ასაკი) არ ჩატარებულა.

ბავშვებში გამოყენება

დექსპანთენოლი გამოიყენება ბავშვებში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ კრემის ეფექტი ძალზე ძლიერია, ან ძალზე სუსტია, მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

8. ფარმაკოდინამიკა

დექსპანთენოლი ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ А (CoA)-ს  შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიუმის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ფიბრობლასტების პროლიფერაციის ზრდაში და კანის რეგენერაციის დაჩქარებაში ჭრილობების შეხორცების პროცესში.

უჯრედების დაყოფის და კანის ახალი ქსოვილების  ფორმირების პროცესი აღადგენს კანის ელასტიურობას და ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.

9. ფარმაკოლოგიური მოქმედება

10.  ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

დექსპანთენოლი სწრაფად შეიწოვება კანში და დაუყოვნებლივ გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც ფართოდ ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებში, ძირითადად კოფერმენტ А -ს სახით.

განაწილება

წამლის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პანთოტენის მჟავა კონცენტრირდება თმაში, თმის ძირებში, ფრჩხილებში, ეპიდერმისში და დერმაში.

გამოყოფა

პანთოტენის მჟავა გამოიყოფა უცვლელი სახით ძირითადად შარდთან და მცირე რაოდენობით განავალთან ერთად.  

11. უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა დექსპანთენოლის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

დექსპანთენოლი არ გამოიყენება ჭრილობების დამუშავების მიზნით ჰემოფილიის მქონე პაციენტებში, სისხლდენის მაღალი რისკის არსებობის გამო.

12. ჭარბი დოზირება

დამიანებში ჭარბი დოზირების შემთხვევები უცნობია. დიდი დოზებით დექსპანთენოლის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მას გააჩნია დაბალი ტოქსიურობა და იგი არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ არასასურველ გვერდით მოვლენებს.

13. პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

მალამო რეკრეოლის გამოყენება დაშვებულია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ადამიანის ფერტილობაზე დექსპანთენოლის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

14. გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია  გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველასთან ის არ ვლინდება.

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემების მიხედვით და აღმოჩენის სიხშირის მითითებით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან  <1/10-მდე), არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათად: კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, კანის შეწითლება, ეკზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება და კანზე წყლულები.

ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების, ასევე ისეთი გვერდითი მოვლენების გაჩენისას, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის ნახსენები, მიმართეთ ექიმს.

15. სპეციალური მითითებები

მოერიდეთ რეკრეოლის კრემის შემთხვევით მოხვედრას თვალებში.

რეკრეოლის კრემის გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიური რეაქციების გაჩენის შემთხვევაში.

პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 14 დღეში მკურნალობის არაეფეტურობის ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

კრემი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელსაც შეუძლია კანის გაღიზიანების  გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი). 

კრემი შეიცავს ლანოლინს და ცეტილის სპირტს, რომლებსაც შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი). 

16. გამოშვების ფორმა

კრემი გარეგანი გამოყენებისთვის

კრემის 1 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - დექსპანთენოლი   50 მგ;

17. შენახვის პირობები

შენახვის სპეციალურ პირობებს არ საჭიროებს. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

18. ვარგისიანობის ვადა

2 წელი

19. აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე)

20. წამლის ფორმა

50გ კრემი ალუმინის ტუბში.

იხილეთ სრულად

მსგავსი პროდუქტები