ამს სელენიუმ 200მკგ#60ტ

78596
-29%
მარაგშია
52.20 
37.32 
დანაზოგი: 14.88 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები ჯენერიკიSelenium გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
52.20 
37.32 
დანაზოგი: 14.88 ₾ (29%)

AMS - სელენიუმი 200 მკგ

გაძლიერებული ფორმულა

მნიშვნელოვანი მიკროელემენტი

ძლიერი ანტიოქსიდანტი

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: America Medic & Science
  • მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: ერთი  ტაბლეტი შეიცავს :  სელენის L - მეთიონინი 200 მკგ 

დამხმარენივთიერებები: ორკალციუმის ფოსფატი, მცენარეული ცელულოზა, ნატრიუმის ჯვარედინი კარბოქსიმეთილცელულოზა; სტეარის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული შემომგარსველი

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:

 სელენის L -მეთიონინი ორგანული სელენია -  ყველაზე მარტივად ათვისებადი ფორმა ორგანიზმისთვის. სელენი შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. სელენის მეშვეობით  ხდება გლუტათიონპეროქსიდაზას (ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი) სინთეზი. სელენი იცავს დნმ - ის სტრუქტურას, ახორციელებს უჯრედების ნორმალური დაყოფის კონტროლს, ასევე ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. 

სელენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხელშეწყობა, თიროიდული ჰორმონების დონის ნორმალიზაცია. თიროქსინი სელენდამოკიდებულია. მონოდეიოდინაზის მონაწილეობით კონვეგირდება აქტიურ ფორმად- ტრიოდთირონინად. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან (მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს გრეივსის დაავადების მქონე პაციენტებში, ამცირებს ორბიტოპათიის ხარისხს, მნიშვნელოვნად ამცირებს Anti- TPO- ს დონეს ჰაშიმოტოს დაავადების დროს.

სელენი იცავს გულის კუნთს მძიმე მეტალების მავნე ზემოქმედებისაგან, გამოდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს, ხელს უწყობს  გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგებას, სელენი უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას, ასტიმულირებს ფრჩხილებისა და თმის ზრდას და ანელებს დაბერების პროცესს. სელენი ხასიათდება ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტი- ათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური მოქმედებით. სელენი მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნორმელური ფუნქციისთვის. აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას. კვლევებით დადგენილია რომ ორგანული სელენი არ არის ტოქსიური. მისი შეწოვა ორგანიზმის მიერ ხდება 19 % -ით მეტად ვიდრე არაორგანული სელენის და არ აქვს გამოხატული გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ.

ჩვენებები:

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • გრეივსის ოფთალმოპათია
  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კატარაქტა
  • გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი
  • ონკოლოგიური დაავადებები, სხივური და ქიმიათერაპიის შემდგომი პერიოდი
  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია.
  • გაფანტული სკლეროზი, ალცჰაიმერის დაავადება
  • კუნთოვანი დისტროფიები
  • უნაყოფობა, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა.
  • დერმატიტები, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი, თმის ცვენა
  • არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირება
  • ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციების საწინააღმდეგოდ; 
  • მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობა
  • არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვება
  • იოდდეფიციტი
  • სელენის უკმარისობის მკურნალობა და პროფილაქტიკა

უკუჩვენება: არ გააჩნია

განსაკუთრებული მითითებები:

1.არ მიიღოთ რეკომენდირებული დღიურ დოზაზე მეტი, ზედოზირების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს.

2. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

3.რეკომენდებულია ყოველდღიური მიღებისთვის როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

დოზირება და მიღების წესი:

როგორც საკვები დანამატი, მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

 ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე . ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

შეინახეთ მშრალ ადგილას და მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას.

დაცულია არასანქცირებული გახსნისგან: არ მიიღოთ პრეპარატი თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

AMS-სელენიუმი დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

მსგავსი პროდუქტები