სპირულინა ამვილაბი500მგ#60კაფს

92150
-15%
მარაგშია
65.49 
55.67 
დანაზოგი: 9.82 ₾ (15%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები ჯენერიკიSpirulina * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
65.49 
55.67 
დანაზოგი: 9.82 ₾ (15%)

ამვილაბი/ სპირულინა

ჯანმრთელი ორგანიზმი, ძლიერი იმუნიტეტი

სპირულინა - მტკნარი წყლის მოლურჯო-მომწვანო  ფერის სპირალის ფორმის წყალმცენარეა, იგი ერთადერთი მიკროორგანიზმია, რომელმაც მილიონი წლების განმავლობაში არ განიცადა ევოლუციური ცვლილებები მისი უნიკალური და დაბალანსებული შემადგენლობის გამო. ამვილაბისსპირულინა შეიცავს 100 % - ით ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სპირულინას კალიფორნიის  ტბებიდან.

სპირულინამდიდარიაფიკოციანიდით - უნიკალური პიგმენტი, იშვიათი სასარგებლო თვისებებით, რომელიც თითქმის არ გვხვდება ბუნებაში

სპირულინას შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა:

  • 70% - ზე მეტი ცილები, ამინომჟავები, მათ შორის 8 შეუცვლელი (ესენციური)  ამინომჟავა
  • ძლიერი ანტიოქსიდანტები -  ქლოროფილი, ბეტა კაროტინი, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები (გამა ლინოლენის მჟავა)
  • ვიტამინები მათ შორის A, E, B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბიოტინი, ფოლიუმის მჟავა,  ვიტ. B12
  • მიკროელემენტები და მინერალები - თუთია, რკინა, იოდი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, სელენი, სპილენძი
  • საკვები ბოჭკოები, ფერმენტები

სპირულინასმოქმედებისსპექტრი:

  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს
  • არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში
  • აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში
  • აუმჯობესებს  კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ფუნქციებს
  • ამცირებს ალერგიულ რეაქციებს
  • აქვეითებს მადას
  • ზრდის სტრესის მიმართ გამძლეობას
  • აქვს Anti - Age ეფექტი

სპირულინა მცენარეული ცილის უმდიდრესი წყაროა (70%), მას ,,მწვანე ხორცსაც’’  უწოდებენ და იდეალურია მათთვის ვინც ვერ იღებს რძის პროდუქტებს და  ვეგეტარიანელია. სპირულინას კვებითი ღირებულება ცხოველური წარმოშობის ყველაზე კალორიულ პროდუქტზე მეტია - უფრო ცილოვანია, ვიდრე მწყერის კვერცხი, წითელი თევზი და ხიზილალა. 10 გრ სპირულინა შეიცავს იმდენივე ცილას, რაც 1 კგ ხორცშია. 1 გრ სპირულინა შეიცავს ისეთივე რაოდენობით ორგანიზმისთვის საჭირო  ნივთიერებებს, რასაც  1 კგ ბოსტნეულის ასორტი.

სპირულინაამაღლებსორგანიზმისიმუნურსისტემას, ასტიმულირებს ციტოკინების პროდუქციას და ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში. სპირულინა ააქტიურებს მაკროფაგებს, T ლიმფოციტებს  და ბუნებრივ ქილერებს, მონაწილეობს იმუნოგლობულინის სინთეზში. ბოლო კვლევების თანახმად სპირულინა მონაწილეობს ნერწყვში შემავალი IgA -ს სინთეზში, რომელიც ახდენს საკვებ პროდუქტებში არსებული ტოქსინების გაუვნებელყოფას. სპირულინა ხელს უწყობს  პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გაქრობას.

სპირულინაუძლიერესიანტიოქსიდანტია - შეიცავს ფიტონუტრიენტებს, რომლებსაც გააჩნიათ ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და უზრუნველყოფენ ორგანიზმის დაცვას უჯრედულ დონეზე  თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.

სპირულინას ერთ-ერთ უნიკალურ კომპონენტს წარმოადგენს ფიკოციანინი, რის გამოც მას სუსტი მოლურჯო ფერი აქვს,  ფიკოციანინი არის ძლიერი ანტიკანცეროგენი, ანტიოქსიდანტი, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და გამრავლებას, ამცირებს  თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას ორგანიზმზე, არეგულირებს ღეროვანი უჯრედების ფუნქციებს, აძლიერებს  იმუნიტეტს.

სპირულინა შეიცავს დიდი რაოდენობით ქლოროფილს - მცენარეულ ,,ჰემოგლობინს“, რომელიც ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით და მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ქლოროფილი  წარმოადგენს ორგანიზმის ბუნებრივ ,,გამწმენდ“ საშუალებას, ძლიერ  დეტოქსიკანტს, რომელიც  ბოჭავს ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს და გამოდევნის ორგანიზმიდან, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და კანცეროგენებს, რომლებიც ახდენენ დნმ -ს დაზიანებას და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას ორგანიზმში. ქლოროფილს აქვს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, აღადგენს ღვიძლის ფუნქციებს, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი, ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას.

სპირულინა შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს (ცისტინი, ფენილალანინი,  არგინინი და სხ.),  რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს, მონაწილეობენ ჰორმონების, ანტისხეულების, ფერმენტების სინთეზში.

სპირულინა,  როგორც ცილების და ამინომჟავების მდიდარი წყარო ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის წვას და კუნთოვანი მასის ზრდას, აქვეითებს მადას, შესაბამისად იწვევს წონის კორექციას. სპირულინას მიღება ვარჯიშის და ფიზიკური დატვირთვის დროს გაცილებით ეფექტურს ხდის წონის კორექციის პროცესებს.

სპირულინა შეიცავს ბეტა-კაროტინს (ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმნება A ვიტამინად), ესენციურ ამინომჟავებს, თუთიას, რომლებიც აუცილებელია თვალის, კანის, ჯანმრთელობისათვის და ძლიერი იმუნური სისტემისათვის, ხელს უშლის მხედველობის ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებების  განვითარებას, როგორიცაა ყვითელი ხალის დეგენერაცია და კატარაქტა.

სპირულინა მდიდარია საკვები ბოჭკოებით და ფერმენტემით, მოქმედებს როგორც პრებიოტიკი და აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას. კუჭში მოხვედრისთანავე მყისიერად ეკვრის ლორწოვან გარს, ხსნის გულძმარვის შეგრძნებას. იგი ეფექტურია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გასტრიტი, კუჭის წყლული და სხ.

სპირულინა შეიცავს დიდი რაოდენობით ადვილად ასათვისებელ რკინას და იოდს, ზრდის ჰემოგლობინის დონეს სისხლში, გამოიყენება ანემიების და იოდდეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.

სპირულინა წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების (B1,B2,B6, B8, B9,B12),  A, E  ვიტამინის უმდიდრეს წყაროს, რომლებიც აუცილებელია თავის ტვინის, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, ენდოკრინული სისტემების, მხედველობის და ღვიძლის  ნორმალური ფუნქიონირებისთვის.

სპირულინა შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს. ასევე ამცირებს სისხლში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას.

სპირულინა  მდიდარია მინერალებით  კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი, სელენი, სპილენძი, რომლებიც აუცილებელია თმა, კანი, ფრჩხილის ფორმირებასა და აღდგენაში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ჩვენებები:

  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • სეზონური ინფექციები
  • ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • არასრულფასოვანი კვება, ხშირი დიეტები
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა
  • ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკა
  • კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რეფლუქს-ეზოფაგიტი, გასტრიტი, ყაბზობა, დისბაქტერიოზი, კოლიტი)
  • ალერგიული რეაქციები
  • იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა
  • რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • გულ-სისხლძართა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა  (ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია)
  • ნერვული სისტემის დაავადებები (მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, ალცჰაიმერის დაავადება)
  • შაქრიანი დიაბეტი და ინსულინრეზისტენტობა
  • ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა
  • თვალის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • კანის დაავადებები, თმის ცვენა, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, სპორტსმენები

 

შემადგენლობა: სპირულინა (Arthorospira Planensis) - 500 მგ.  დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ბრინჯის ფქვილი

დოზირება:  1 კაფსულა  1-2 ჯერ დღეში ჭამის დროს

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით

გამოშვებისფორმა:  N60 კაფსულა

შენახვისპირობები: ინახება  მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მწარმოებელიამვილაბი - აშშ                 

 

 

 

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები