მელდოზი 70მგ #4ტ

134872
მარაგშია
60.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებები ჯენერიკიAcidum Alendronicum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
60.00 

მელდოზი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 70 მგ ალენდრონის მჟავას ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის სახით.

სხვა ინგრედიენტები: სორბიტოლი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.

 

გამოყენება

მელდოზის ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ალენდრონის მჟავას (ფართოდ ცნობილია, როგორც ალენდრონატი) და მიეკუთვნება არაჰორმონალური მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. ბისფოსფონატებს. მელდოზი ახდენს ძვლის დაკარგვის პრევენციას ქალებში მენოპაუზის შემდეგ და ხელს უწყობს ძვლის აღდგენას; ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობების რისკს.

 

ჩვენებები

მელდოზი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. მელდოზი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის მოტეხილობის რისკს.

მელდოზი სამკურნალოდ მიიღება კვირაში ერთხელ.

 

ინფორმაცია ოსტეოპოროზის შესახებ

ოსტეოპოროზი არის ძვლების გათხელება და შესუსტება, რაც ხშირია ქალებში მენოპაუზის შემდეგ. მენოპაუზის დროს საკვერცხეები წყვეტს ქალის ჰორმონის, ესტროგენის გამომუშავებას, რომელიც მნიშვნელოვანი ჰორმონია ქალის ჩონჩხის ჯანმრთელობისათვის. შედეგად, ხდება ძვლის დაკარგვა და ძვლები სუსტდება. რაც უფრო ადრეულ ასაკში აღწევს ქალი მენოპაუზას, მით მეტია ოსტეოპოროზის რისკი.

ადრეულ ეტაპზე, ოსტეოპოროზი არ ავლენს სიმპტომებს. მკურნალობის გარეშე ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლების მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ამ დროს აღინიშნება ტკივილი, ხერხემლის ძვლების მოტეხილობები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, სანამ არ გამოიწვევს სიმაღლეში შემცირებას. ძვლების მოტეხილობა შეიძლება მოხდეს ნორმალური, ყოველდღიური აქტივობის დროს, როგორიცაა საგნების აწევა, ან მცირე ტრავმის შედეგად, რომლის დროსაც ჩვეულებრივ ხდება ძვლების მოტეხილობა. ძვლების მოტეხილობები, როგორც წესი, ვითარდება ბარძაყის, ხერხემლის ან მაჯის არეში და შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა მოხრილობა  („ქვრივის კუზი“) და მობილობის დაკარგვა.

 

ოსტეოპოროზის მკურნალობა

მელდოზის გამოყენებასთან ერთად ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს ცვლილებებს ცხოვრების წესში, როგორიცაა

მოწევის შეწყვეტა

როგორც ჩანს, მოწევა ზრდის ძვლის დაკარგვის სიჩქარეს და, შესაბამისად, შეიძლება გაზარდოს ძვლების მოტეხილობის რისკი.

ვარჯიში

კუნთების მსგავსად, ძვლებსაც სჭირდებათ ვარჯიში მათი სიმტკიცისა და სიჯანსაღისთვის. ნებისმიერი სავარჯიშო პროგრამის დაწყებამდე, კონსულტაციისთვის  მიმართეთ ექიმს.

დაბალანსებული კვება

ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად ჩათვალოს კვების  ან რაიმე საკვები დანამატების (განსაკუთრებით კალციუმი და ვიტამინი D) მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია.

 

უკუჩვენებები

მელდოზი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

-          ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ალენდრონატის ნატრიუმის ტრიჰიდრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);

-          საყლაპავთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, როგორიცაა შევიწროება ან ყლაპვის გაძნელება;

-         თუ არ შეგიძლიათ დგომა ან ჯდომა ვერტიკალურად მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში;

-          სისხლში კალციუმის დაბალი დონე.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ, არ მიიღოთ ტაბლეტები. პირველ რიგში გაესაუბრეთ ექიმს და მიჰყევით მოცემულ რჩევებს.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მელდოზის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს

მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს მელდოზის მიღებამდე, თუ:

-         გაქვთ თირკმელების პრობლემები,

-         გაქვთ ყლაპვის ან საჭმლის მონელების პრობლემები,

-         ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ბარეტის საყლაპავი (დაავადება, რომელიც დაკავშირებულია საყლაპავის ქვედა ნაწილში არსებული უჯრედების ცვლილებებთან),

-         გითხრეს, რომ გაქვთ სისხლში კალციუმის დაბალი დონე,

-         გაქვთ ცუდი სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ღრძილების დაავადება, დაგეგმილი გაქვთ კბილის ამოღება ან არ იტარებთ რუტინულ სტომატოლოგიურ თერაპიას,

-         გაქვთ კიბო,

-         გადიხართ ქიმიოთერაპიას ან რადიოთერაპიას,

-         იღებთ ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს (როგორიცაა ბევაციზუმაბი, ან ტალიდომიდი)

-         იღებთ კორტიკოსტეროიდებს (როგორიცაა პრედნიზონი ან დექსამეტაზონი),

-         ხართ ან იყავით მწეველი (რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სტომატოლოგიური პრობლემების რისკი).

მელდოზით მკურნალობამდე შესაძლოა, საჭირო გახდეს სტომატოლოგიური შემოწმების გავლა.

მნიშვნელოვანია პირის ღრუს კარგი ჰიგიენის დაცვა მელდოზით მკურნალობისას.

მკურნალობის დროს უნდა გაიაროთ რუტინული სტომატოლოგიური შემოწმება და დაუკავშირდეთ ექიმს ან სტომატოლოგს, თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს პირის ღრუში ან კბილებში, როგორიცაა კბილის დაკარგვა, ტკივილი ან შეშუპება.

შეიძლება განვითარდეს საყლაპავის გაღიზიანება, ანთება ან წყლული ხშირად ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები წამლის მიღებისას არ სვამენ სრულ ჭიქა წყალს და/ან თუ ისინი წვებიან მელდოზის მიღებიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში.  ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება გაუარესდეს, თუ პაციენტები განაგრძობენ მელდოზის მიღებას ამ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.

 

ბავშვები და მოზარდები

მელდოზი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

 

სხვა პრეპარატები და მელდოზი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

მოსალოდნელია, რომ კალციუმის დანამატებმა, ანტაციდებმა და ზოგიერთმა პერორალურმა მედიკამენტმა შეაფერხოს მელდოზის შეწოვა მათთან ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ინფორმაცია  „მელდოზის მიღების წესი“.

რევმატიზმის ან ხანგრძლივი ტკივილის სამკურნალო ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან იბუპროფენი), შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების პრობლემები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ ინფორმაცია  „მელდოზის მიღების წესი“.

 

მელდოზის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მოსალოდნელია, რომ საკვები და სასმელი (მათ შორის მინერალური) შეამცირებს მელდოზის ეფექტიანობას მათი ერთდროულად მიიღებისას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ინფორმაცია  „მელდოზის მიღების წესი“.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

მელდოზი განკუთვნილია მხოლოდ პოსტმენოპაუზურ ქალებში გამოსაყენებლად. არ უნდა მიიღოთ მელდოზი, თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან თუ ძუძუთი კვებავთ.

 

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

გვერდითი ეფექტები (მათ შორის დაბინდული ხედვა, თავბრუსხვევა და ძვლების, კუნთების ან სახსრების ძლიერი ტკივილი) დაფიქსირდა მელდოზის გამოყენებისას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. ინდივიდუალური პასუხები მელდოზზე შეიძლება განსხვავდებოდეს.

 

მელდოზის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ მელდოზი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე ეჭვი გაქვთ.

მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.

მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ყურადღებით, რათა დარწმუნდეთ, რომ მელდოზის მიღებით სარგებელს მიიღებთ.

1) აირჩიეთ კვირის დღე, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრაფიკს. ყოველ კვირას მიიღეთ მელდოზის ერთი ტაბლეტი თქვენს მიერ არჩეულ დღეს.

ძალიან მნიშვნელოვანია 2), 3), 4) და 5) ინსტრუქციების დაცვა, რაც დაეხმარება ტაბლეტის სწრაფად მიღწევას კუჭში და საყლაპავის გაღიზიანების შემცირებას.

2) დილით ადგომის შემდეგ და ნებისმიერი საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებამდე, გადაყლაპეთ მელდოზის ტაბლეტი მთლიანად სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით (არ მიიღოთ მინერალური წყალი) (არანაკლებ 200 მლ ან 7 უნცია).

  • არ მიიღოთ მინერალურ წყალთან ერთად (დამდგარ ან გაზიან წყალთან ერთად).
  • არ მიიღოთ ყავასთან ან ჩაისთან ერთად.
  • არ მიიღოთ წვენთან ან რძესთან ერთად.

არ დატეხოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი და არ დაუშვათ მის პირში გახსნა.

3) არ დაწვეთ - დარჩით ვერტიკალურ მდგომარეობაში (ჯდომისას, დგომისას ან სიარულისას) - ტაბლეტის გადაყლაპვიდან სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში. არ დაწვეთ დღის პირველი კვების შემდეგ.

4) არ მიიღოთ მელდოზი ძილის წინ ან დილით ადგომამდე.

 5) ყლაპვის გაძნელებისას ან ყლაპვისას ტკივილის განვითარებისას, გულმკერდის ტკივილისას, ან გულძმარვის განვითარებისას ან გამწვავებისას, შეწყვიტეთ მელდოზის მიღება და მიმართეთ ექიმს.

6) მელდოზის ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ, დაიცადეთ მინიმუმ 30 წუთი, ვიდრე მიიღებთ პირველ საკვებს, სასმელს ან დღის განმავლობაში მისაღებ სხვა პრეპარატებს, მათ შორის ანტაციდებს, კალციუმის დანამატებს და ვიტამინებს. მელდოზი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი ცარიელია.

 

დოზის გადაჭარბება

თუ შეცდომით მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დალიეთ სავსე ჭიქა რძე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ გამოიწვიოთ ღებინება და არ დაწვეთ.

 

დოზის გამოტოვება

თუ გამოტოვებთ დოზას, გახსენების შემდეგ მიიღეთ მხოლოდ ერთი ტაბლეტი დილით, არ მიიღოთ ორი ტაბლეტი ერთ დღეს. დაუბრუნდით კვირაში ერთხელ ერთი ტაბლეტის მიღებას, თქვენს მიერ არჩეულ დღეს.

 

მკურნალობის შეწყვეტა

მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ მელდოზი ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში.

ვინაიდან უცნობია, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ მელდოზი, პერიოდულად უნდა განიხილოთ ექიმთან ამ პრეპარატის მიღების გაგრძელების აუცილებლობა, რათა დადგინდეს, არის თუ არა მელდოზი შესაფერისი პრეპარატი.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში,  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა  ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტს, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობას:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):

  • გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი ყლაპვისას, საყლაპავის წყლული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ტკივილი, გულძმარვა ან ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):

  • ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, კანის მძიმე რეაქციები;
  • პირის ღრუს და/ან ყბის ტკივილი, შეშუპება ან დაზიანებები პირის ღრუში, დაბუჟება ან სიმძიმის შეგრძნება ყბის მიდამოში, ან კბილის მორყევა. ეს შეიძლება იყოს ყბის ძვლის დაზიანების ნიშნები (ოსტეონეკროზი), რომელიც ზოგადად ასოცირებულია დაგვიანებულ შეხორცებასთან და ინფექციასთან, ჩვეულებრივ კბილის ამოღების შემდეგ. თუ გაქვთ ასეთი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს და სტომატოლოგს;
  • ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა, განსაკუთრებით, პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ოსტეოპოროზის გამო ხანგრძლივ მკურნალობას, შეიძლება იშვიათად განვითარდეს. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ტკივილი, სისუსტე ან დისკომფორტი ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის მოტეხილობის ადრეული ნიშანი;
  • ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ძლიერი ტკივილი.

სხვა გვერდითი ეფექტებია:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

  • ძვლების, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ზოგჯერ ძლიერი.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):

  • სახსრების შეშუპება;
  • მუცლის ტკივილი, კუჭის არეში დისკომფორტი ან ბოყინი ჭამის შემდეგ, ყაბზობა, სისავსის ან შებერილობის შეგრძნება, დიარეა, მეტეორიზმი;
  • თმის ცვენა, ქავილი;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • დაღლილობა, ხელების ან ტერფების შეშუპება.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში):

  • გულისრევა, ღებინება;
  • ხახის/საყლაპავის ან კუჭის გაღიზიანება ან ანთება;
  • შავი ან კუპრისებრი განავალი;
  • მხედველობის დაბინდვა, ტკივილი ან თვალის სიწითლე;
  • გამონაყარი, კანის სიწითლე;
  • გრიპის მსგავსი გარდამავალი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების ტკივილი, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება და ზოგჯერ ცხელება, როგორც წესი, მკურნალობის დასაწყისში;
  • გემოვნების დარღვევა.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):

  • სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს სისხლში კალციუმის დაბალ დონეზე, მათ შორის კუნთების კრუნჩხვები ან სპაზმები და/ან ჩხვლეტის შეგრძნება თითებში ან პირის ირგვლივ;
  • კუჭის ან პეპტიური წყლულები (ზოგჯერ მძიმე ან სისხლდენით);
  • საყლაპავის შევიწროება;
  • გამონაყარი, რომელიც მწვავდება მზის სხივების ზემოქმედებისას;
  • პირის ღრუს წყლულები ტაბლეტების ღეჭვის ან დაწუწვნისას.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე ადამიანში):

  • მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და/ან ყურის ინფექცია. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ყურის ძვლის დაზიანების ნიშნები.

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ ეფექტსაც, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ  უშუალოდ საბერძნეთის მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის მეშვეობით (284 Mesogeion Av., GR-15562 Xolargos, www.eof.gr).

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

 

შენახვის წესი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები,  რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

მელდოზის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

მელდოზის ტაბლეტები შეფუთულია ალუმინის ფოლგის ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად. ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომებში:

 - BT x 2 (ბლისტერი 1x 2 ტაბლეტი).

- BT x 4 (ბლისტერი 1x 4 ტაბლეტი).

- BT x 8 (ბლისტერი 2x 4 ტაბლეტი).

- BT x 12 (ბლისტერი 3 x 4 ტაბლეტი).

- BT x 40 (ბლისტერი 10 x 4 ტაბლეტი).

შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ADELCO – CHROMATOURGIA ATHINON E. COLOCOTRONIS BROS S.A.,

37 PIREOS STR., 183 46 MOSCHATO, ATHENS-GRECE

ტელ.:(0030) 210 4819311- 4, ფაქსი: (0030) 210 4816790.

 

მწარმოებელი

RAFARM SA

Pharmaceuticals & Cosmetics Industry

37 Piraeus str, 18346 Moschato, ტელ. 210 4819311-4

ელ. ფოსტა: [email protected] www.adelco.gr

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
მთაწმინდა
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 179
წყნეთი, რუსთაველის#50
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#6
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის 1 შესახვევიN12
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N20
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 23
მაზნიაშვილისN68/ჭავჭავაძისN18
მარაგშია
ბათუმი 25
აღმაშენებლის N1
მარაგშია
იმერეთი
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
კახეთი
თელავი 6
სეხნიაშვის ქ.#10
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები