დეტრი-დროფსი 15000სე/მლ 10მლ

134870
მარაგშია
17.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
17.00 

დეტრი-დროპსი

DETRI-DROPS

წვეთები შიგნით მისაღებად

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: პრეპარატის 1 მლ შეიცავს: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 0.375 მგ (15000 სე-ის ექვივალენტი).

დამხმარე ნივთიერებები:  პოლიოქსილი 35 აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზილის სპირტი, არომატიზატორი „ტუტი-ფრუტი“, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, გასუფთავებული წყალი.

გამოყენება

დეტრი-დროპსი ვიტამინების ჯგუფის პრეპარატია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3).

ვიტამინი D3 წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, აგრეთვე შედის რამდენიმე სახის საკვებში. იგი ხელს უწყობს თირკმელებით და ნაწლავის საშუალებით კალციუმის ათვისებას და მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში. ვიტამინი D3-ის დეფიციტი – ბავშვებში რაქიტის (ძვლების მინერალიზაციის პროცესის დარვევა) და მოზრდილებში ოსტეომალაციის (ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია) ყველაზე ხშირი მიზეზია.

ჩვენებები

პრეპარატი დეტრი-დროპსი გამოიყენება:

•    ბავშვებში რაქიტის (ძვლების მინერალიზაციის დარღვევა გამოწვეული უმეტესად ვიტამინი D3-ის დეფიტით) და მოზრდილებში ოსტეომალაციის (ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია, გამოწვეული უმეტესად ვიტამინი D3-ის დეფიტით) პროფილაქტიკისთვის;

•    დღენაკლულ ახალშობილებში რაქიტის პროფილაქტიკისთვის;

•    ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში;

•    ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ექიმის მიერ დადგენილი საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის (მალაბსორბციის სინდრომი) მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში;

•    ბავშვებში რაქიტის და მოზრდილებში ოსტეომალაციის სამკურნალოდ;

•    ოსტეოპოროზის დროს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მოზრდილებში;

•    პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ მოზრდილებში.

უკუჩვენებები

 დეტრი-დროპსის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

•  ალერგია ქოლეკალციფეროლის (ვიტამინი D3) ან  პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

•  სისხლში კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციემია);

•  შარდში კალციუმის მომატებული შემცველობა (ჰიპერკალციურია);

•  ფსევდოჰიპოპარათიროეიდოზი (პარათირეოიდული ჰორმონის მეტაბოლიზმის დარღვევა);

•  თირკმლის უკმარისობა ან შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმელებში კენჭების წარმოქმნისადმი მიდრეკილება;

•  ვიტამინი D3-ის მომატებული შემცველობა სისხლში (D ჰიპერვიტამინოზი).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

დეტრი-დროპსის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა შემდეგ შემთხვევებში:

•  გულის დაავადებების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატით (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი) მკურნალობა.

•  სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში შეიძლება აღინიშნოს ვიტამინი D3-ის მომატებული რაოდენობა).

•  ვიტამინ D3-ის შემცველ სამკურნალო საშუალებების ან ვიტამინ D3-ით გამდიდრებულ საკვების ან რძის გამოყენება.

•  პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მზეზე ხანგრძლივად ყოფნა.

•  კალციუმის შემცველი საკვები დანამატების  გამოყენება (დეტრი-დროპსით მკურნალობის პერიოდში ექიმი უნდა აკონტროლებდეს სისხლში კალციუმის შემცველობას, რათა დარწმუნდეს, რომ კალციუმის დონე არ არის ზედმეტად მაღალი).

•  თირკმლის დაზიანება ან დაავადება (შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში კალციუმის და ფოსფორის კონტროლი).

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  შემდეგ პრეპარატების მიღებისას:

•  გულზე ან თირკმელზე მოქმედი პრეპარატები, როგორიცაა საგულე გლიკოზიდები (მაგალითად, დიგოქსინი) ან დიურეტიკები. აღნიშნული პრეპარატების ვიტამინ D3-თან ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია სისხლსა და შარდში კალციუმის დონის მატება.

•  ვიტამინი D3-ის შემცველი პრეპარატები ან ვიტამინ D3-ით გამდიდრებული საკვები ან რძე.

•  რიფამპიცინი, იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატების მიღებამ შეიძლება შეამციროს ვიტამინი D3-ის ეფექტურობა.

•  ვიტამინი დ3-ის შეწოვაზე მათი შესაძლო გავლენის გამო შემდეგი პრეპარატები:

– ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტიკონვულსანტები), ბარბიტურატები.

– გლუკოკორტიკოსტეროიდები (სტეროიდული ჰორმონები, როგორიცაა ჰირდოკორტიზონი ან პრედნიზოლონი).

შემდეგი პრეპარატების გამოყენებისას შესაძლოა ვიტამინი D3-ის ეფექტურობის შემცირება:

– სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას (მაგალითად, ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი).

– სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალციუმის შემცველობას (მაგალითად, კალციტონინი, ეტიდრონატი).

– წონის დაკლების მიზნით გამოყენებული ზოგიერთი  სამკურნალო საშუალება, რომელიც ამცირებს ნაწლავში ცხიმების შეწოვას (მაგალითად, ორლისტატი).

– ზოგიერთი საფაღარათო საშუალება (მაგალითად, თხევადი ვაზელინი).

– მაგნიუმის და ალუმინის შემცველი ანტაციდური საშუალებები (გამოიყენება გულძმარვის და საჭმლის მონელების დარღვევის დროს).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

არ მიიღოთ  ვიტამინი D-ს შემცველი პრეპარატები სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე, ვინაიდან ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი D-ს ჭარბი რაოდენობის მიღებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვს.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეტრი-დროპსის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები.

პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

დეტრი-დროპსის მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა

ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება 1 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 500 სე-ს ეკვივალენტურია).

დღენაკლულ ახალშობილებში ინიშნება 2 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000 სე-ს ეკვივალენტურია). აღნიშნული სადღეღამისო დოზა გამოიყენება კორექტირებული პოსტკონცეპტუალური ასაკის 40 კვირამდე, ხოლო შემდეგ ხდება პროფილაქტიკური დოზის შემდგომი შემცირება. დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფის ბავშვებსა და მოზრდილებში

1 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 500 სე-ს ეკვივალენტურია).

ვიტამინ D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა მალაბსორბციის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მოზრდილებში

6-10 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 3000-5000 სე-ს ეკვივალენტურია).

რაქიტის მკურნალობა

ახალშობილებში, წლამდე ასაკის და მცირეწლოვან ბავშვებში (0-დან 5 წლამდე) ინიშნება 2-4 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000-2000 სე-ს ეკვივალენტურია).

ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ინიშნება 4-10 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 2000-5000 სე-ს ეკვივალენტურია).

ოსტეომალაციის მკურნალობა

მოზრდილებში ინიშნება 2-4 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000-5000 სე-ს ეკვივალენტურია).

შემანარჩუნებელი თერაპია ოსტეოპოროზის დროს

2 წვეთი ყოველდღიურად (რაც ვიტამინი D3-ის 1000 სე-ს ეკვივალენტურია).

პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის მკურნალობა მოზრდილებში

მოზრდილებში დოზირების რეკომენდირებული დიაპაზონი შეადგენს ყოველდღიურად ვიტამინი D3-ს 20-40 წვეთს ყოველდღიურად (რაც ვიტამინი 10000-20000 სე-ს ეკვივალენტურია). პრეპარატის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სისხლის შრატში კალციუმის დონეზე. თერაპიის დასაწყისში კალციუმის დონე შრატში უნდა გაკონტროლდეს ყოველ 4-6 კვირაში და შემდგომში - ყოველ 3-6 თვეში. აუცილებლობისას დოზა უნდა დაკორექტირდეს შრატში კალციუმის დონის მიხედვით.

ბავშვები

პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 2 კვირის ასაკიდან.

მკურნალობის ხანგრძლივობა

რაქიტის პროფილაქტიკა

ახალშობილებში და წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სიცოცხლის მე-2 კვირიდან 1 წლის დასრულებამდე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღების გაგრძელება ბავშვის სიცოცხლის მეორე წელს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

რაქიტისა და ოსტეომალაციის მკურნალობა

თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 6 კვირას პროფილაქტიკური დოზების შემდგომი დანიშვნით. რეკომენდებული არ არის პრეპარატის თერაპიული დოზების გამოყენება 1 წლის განმავლობაში დოზის გადაჭარბების რისკის გამო.

გამოყენების სხვა ჩვენებები

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.

გამოყენების წესი

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

პრეპარატის დოზის ზუსტად გასაზომად წვეთების დათვლისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ დახრილი 45° კუთხით.

ახალშობილები, წლამდე ასაკის და მცირეწლოვანი ბავშვები (0-დან 2 წლამდე)

მიღების წინ რეკომენდებულია პრეპარატის საჭირო რაოდენობის განზავება ჩაის კოვზი რძით ან წყლით. საკვების შემცველ ბოთლში ან კოვზზე დამატებისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ საკვების მიღება მოხდა სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეპარატის სრული დოზის მიღება გარანტირებული ვერ იქნება. წვეთები უნდა დაემატოს შეგრილებულ საკვებში უშუალოდ მოხმარების წინ.

ბავშვები 2 წლის ასაკიდან, 18 წლამდე ასაკის მოზარდები და მოზრდილები

პრეპარატი მიიღება ერთ სუფრის კოვზ სითხესთან ერთად.

დოზის გადაჭარბება

დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მიღების შესახებ. შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მომატებული წყურვილის შეგრძნება, 24 სთ-ის განმავლობაში შარდის გამოყოფა ჭარბი რაოდენობით, ყაბზობა, ორგანიზმის გაუწყლოვნება, კალციუმის მომატებული დონე სისხლში და შარდში (ჰიპერკაციემია და ჰიპერკალციურია), რაც ვლინდება ლაბორატორიული კვლევების დროს.

დოზის გამოტოვება

თუ დაგავიწყდათ დეტრი-დროპსის მიღება, გამოტოვებული დოზა მიიღეთ მომდევნო დოზის მიღების დროის დადგომამდე რაც შეიძლება სწრაფად. თუ პრეპარატის მომდევნო დოზის მიღების დრო უკვე დადგა, გამოტოვებულ დოზას ნუ მიიღებთ. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით სამკურნალო საშუალების დოზირების გაორმაგება დაუშვებელია! შემდგომში პრეპარატი გამოიყენება დოზირების რეკომენდებული რეჟიმის შესაბამისად.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში დეტრი-დროპსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების გამოვლენა:

•     მადის დაქვეითება, სხეულის მასის შემცირება, წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება;

•     დეპრესია, ფსიქიკური აშლილობები;

•     ლიბიდოს დაქვეითება;

•     თავის ტკივილი, ძილიანობა;

•     გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება;

•     სურდო, ცხელება;

•     კალციუმის მომატებული დონე სისხლში, შარდსა და ქსოვილებში;

•     შარდოვანას და კრეატინინის მომატებული რაოდენობა სისხლში (ურემია);

•     კენჭების წარმოქმნა თირკმელებში (ნეფროლითიაზი);

•     გახშირებული შარდვა;

•     ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, კუნთოვანი სისუსტე;

•     ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მატება სისხლში;

•     გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, მომატებული ოფლიანობა;

•     სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თვალების ანთება;

•     კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;

•     ქოლესტერინის დონის მომატება სისხლში;

•     პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცელში ან დიარეა.

ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების ან იმ გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

წვეთები შიგნით მისაღებად, 10მლ, ქარვისფერ შუშის ფლაკონში, თეთრი ფერის პლასტიკატის თავსახურით და საწვეთურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

დეტრი-დროპსის შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

ნუ გამოიყენებთ დეტრი-დროპსს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დეტრი-დროპსი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd.,

საქართველო.

მწარმოებელი

World Medicine İlaç San ve Tic. A.Ş.,

თურქეთი.