დეტრივიტი K2 #30კაფს

140618
მარაგშია
31.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიVit.D3+K2(Menaquinone) გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
31.00 

დეტრივიტი K2

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)

შემადგენლობა

დეტრივიტი K2-ის რბილი ჟელატინის 1 კაფსულა აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს:

K2 ვიტამინს (MK-7) – 100 მკგ,

D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი) – 125 მკგ (5000 სე).

დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული. DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი; კაფსულის გარსის შემადგენლობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი, გლიცეროლი (E422), დისტილირებული წყალი.

არ შეიცავს შაქარს, არ შეიცავს გლუტენს.

მოქმედებ

დეტრივიტი K2 ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური  ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინების (D3, K2) სინერგიული კომბინაციაა, რომელიც ხელს უწყობს ძვლების კალციუმით გამდიდრებას (მინერალიზაციას) და გამოიყენება როგორც ოსტეოპოროზისა და მისგან გამოწვეული მოტეხილობების საპრევენციოდ და დამხმარე თერაპიად, ასევე რევმატოიდული ართრიტის კომპლექსური თერაპიის სქემაში დამხმარე თერაპიად.

ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის აბსორბციას, ხოლო ვიტამინი K2  ხელს უწყობს აბსორბირებული კალციუმის სწორად გადანაწილებას ორგანიზმში.

ვიტამინი D3 წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. მისი ყველაზე  მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფატების მეტაბოლიზმის რეგულირებაა. ვიტამინი D3 ააქტიურებს ორგანიზმში K-ვიტამინდამოკიდებული ცილების – ოსტეოკალცინისა (OC) და მატრიქსის Gla ცილის სინთეზს, რომელთა  აქტიური ფორმები მონაწილეობს კალციუმის ტრანსპორტირებისა და ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში. ასე, რომ ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში  მინერალური მარილების ტრანსპორტირებისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესში, რაც ხელს უწყობს ჩონჩხისა და კუნთების ნორმალურ ზრდა-განვითარებას. ასევე, ვიტამინი D3  ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს ნეიროპროტექტორული, რეპროდუქციული, იმუნომოდულაციური ეფექტების ჩათვლით და აუმჯობესებს სისტემურ ჯანმრთელობას.

ვიტამინი K2  წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც უზრუნველყოფს D ვიტამინის მონაწილეობით წარმოქმნილი ორი უმნიშვნელოვანესი ცილის – მატრიქსის Gla ცილისა და ოსტეოკალცინის (OC) გააქტიურებას. აღნიშნული ცილები მონაწილეობს ორგანიზმში კალციუმის სწორ გადანაწილებაში, ხელს უწყობს მის ტრანსპორტირებას ძვლებსა და კბილებში, სისხლძარღვებსა და რბილ ქსოვილებში კი აფერხებს კალციუმის დეპონირებას. ამით ორგანიზმი დაცულია თირკმლების, სისხლძარღვებისა და რბილი ქსოვილების კალციფიკაციისგან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისგან. ამასთან, ვიტამინი K2 მონაწილეობს ძვლების შენებაში, აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას და ამცირებს მოტეხილობათა რისკს.  ასევე, იგი არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს.

ჩვენებები

  • D ვიტამინის დეფიციტი;
  • K ვიტამინის დეფიციტი;
  • ოსტეომალაცია, განპირობებული D ვიტამინის დეფიციტით;
  • დამხმარე საშუალება ოსტეოპოროზის კომპლექსურ თერაპიაში;
  • დამხმარე საშუალება რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში;
  • D ვიტამინისა და K2 ვიტამინის დეფიციტთან დაკავშირებული ძვალ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების პათოლოგიების პროფილაქტიკა და დამხმარე თერაპია.

უკუჩვენებები

  • შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია;
  • ჰიპერვიტამინოზი D;
  • ჰიპერვიტამინოზი K;
  • K ვიტამინის ანტაგონისტების შემცველი ანტიკოაგულანტების მიღება (ვარფარინი, აცენოკუმაროლი).

უსაფრთხოების ზომები

დეტრივიტი K2 არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.

დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

დეტრივიტი K2-ის ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილნი არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში, დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას, D3 ვიტამინის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო.

ორსულობა და ლაქტაცია

დეტრივიტი K2-ის ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება ზრდასრულებში – 1 კაფსულა ერთხელ დღეში, პერორალურად, უმჯობესია ცხიმიან საკვებთან ერთად. დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად ალერგიული რეაქციები, მუცლის ტკივილი, ღებინება, სისხლიანი დიარეა.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – იხილეთ შეფუთვაზე.

ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 15-25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა

ვიტამინი D3 5000 სე (125 მკგ /ვიტამინი K2 100 მკგ – 1 კაფსულა, რბილი ჟელატინის კაფსულა №30

მწარმოებელი

IdeePharmaWelt GmbH,                                    

ბერლინი, გერმანია.