მერსინოლი 10მგ #30ტ

92735
მარაგშია
13.75 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიდეპრესანტები ჯენერიკიEscitalopramum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
13.75 

 

მერსინოლი5მგ, 10მგ, 20მგდა40მგ 

თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ესციტალოპრამის  ოქსალატი (escitalopram as oxalate)

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქციის სრული ფურცელი, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის  მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·  შეინახეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქციის ფურცელი. შესაძლებელია მოგიწიოთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

· შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· მოცემული სამკურნალო საშუალების რეცეპტი  განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ მოცემული სამკურნალო საშუალება სხვა პირებს, ამით  შეიძლება ზიანი მიაყენოთ  მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.    

· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში. 

წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელი შეიცავს:

  1. რას წარმოადგენს  მერსინოლი        და რა შემთხვევებში გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ მერსინოლის        მიღებამდე
  3. როგორ უნდა მიიღოთ მერსინოლი        
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. მერსინოლის შენახვის წესი
  6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

1. რას  წარმოადგენს  მერსინოლი   და რა შემთხვევებში გამოიყენება

მერსინოლი მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სეროტინის უკუმიტაცების  სელექციური  ინჰიბიტორები (SSRI). ეს სამკურნალო საშუალებები მოქმედებენ თავის ტვინში სეროტინის სისტემაზე და ზრდიან სეროტონინის დონეს. დარღვევები სეროტინის სისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დეპრესიის და მსგავსი დაავადებების განვითარებაში.

მერსინოლი შეიცავს  ესციტალოპრამს და გამოიყენება დეპრესიის (ხანმოკლე დეპრესიული ეპიზოდების) და შფოთვითი აშლილობის (როგორიცაა პანიკური შეტევები, ნევროზულობა, შიშები)  სამკურნალოდ. 

2. რა უნდა იცოდეთ მერსინოლის მიღებამდე

ნუ მიიღებთ მერსინოლს:

  • თუ გაქვთ ალერგია ესციტალოპრამის ან მოცემული  სამკურნალო საშუალების (მე–6 პარაგრაფში ნახსენები) რომელიმე კომპონენტის მიმართ
  • თუ ღებულობთ სხვა წამლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ინჰიბიტორების ჯგუფს,  როგორიცაა სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ), მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი)
  • თუ გაქვთ თანდაყოლილი ეპიზოდური ანომალური გულის რითმი, ან გქონდათ მსგავსი არითმია წარსულში (აღინიშნება  ელექტროკარდიოგრაფიაზე)
  • თუკი ღებულობთ გულის რითმის დამარეგულირებელ პრეპარატებს ან იმ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ გულის რითმზე (იხ. პარაგრაფი 2 „სხვა წამლების და მერსინოლის მიღება).

გაფრთხილება და პროფილაქტიკა

მერსინოლის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი გაქვთ რაიმე სხვა პრობლემა ან დაავადება, შესაძლოა თქვენმა ექიმმა მიიღოს ეს მხედველობაში.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს კონკრეტულად რა დაავადება გაწუხებთ:

            · თუ გაქვთ ეპილეფსია. მერსინოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს ეპილეფსიური სპაზმების გაჩენის შემთხვევაში, ან თუ მოიმატა გულყრების   სიხშირემ (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“)

            ·  თუ გაქვთ  ღვიძლის ან თირკმელების  ფუნქციის დარღვევა. შესაძლოა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს დოზის კორექტირება.

            · თუ გაქვთ დიაბეტი, მერსინოლით მკურნალობამ  შეიძლება  შეცვალოს გლუკოზის  დონე.  შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის  დოზის რეგულირება.

            · თუ გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში

            · თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენისადმი

            · თუ იტარებთ ელექტროკონვულსურ თერაპიას

· თუ გაქვთ გულის იშემიური დაავადება

· თუ გაქვთ ან გქონდათ გულის დაავადებები, ან ბოლო დროის მანძილზე გადატანილი გაქვთ გულის შეტევა

· თუ გაქვთ შენელებული გულისცემა ან თუ იცით, რომ შეიძლება გქონდეთ დიარეის ან ღებინების შედეგად გამოწვეული ჰიპონატრიემია

· თუ გაქვთ აჩქარებული და არასტაბილური გულისცემა, სისუსტე, თავბრუსხვევა ფეხზე დგომის დროს, მოვლენები, რომლებიც მიუთითებენ გულის არაფიზიოლოგიურ მუშაობაზე.

ყურადღება მიაქციეთ

ზოგიერთ პაციენტს მანიაკალურ–დეპრესიული აშლილობით შეიძლება აღენიშნოს მანიის  ფაზა. ეს მდგომარეობა ხასიათდება აკვიატებული აზრებით, გადაჭარბებული აქტივობით. მსგავსი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მოუსვენრობა, ერთ ადგილზე გაჩერების ან უმოძრაოდ გაჩერების სირთულე, ასევე,    შეიძლება აგეღნიშნოთ მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. მსგავს შემთხვევებში დაუყონებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

აზრები თვითმკვლელობის შესახებ, დეპრესიის და შფოთვითი აშლილობის გამწვავება

იმ შემთხვევაში თუ ხართ დეპრესიაში ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, შეიძლება გაგიჩნდეთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები. ეს შეგრძნებები შეიძლება გაგიმწვავდეთ, როდესაც იწყებთ ანტიდეპრესანტებით მკურნალობას. ანტიდეპრესანტებს, ისევე როგორც სხვა წამლებს  სჭირდებათ დრო, რათა დაიწყონ მოქმედება, ძირითადად ორი კვირა, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

კლინიკური კვლევები გვაძლევენ ინფორმაციას მომატებული რისკის შესახებ ფსიქიკური დარღვევების მქონე 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, რომლებსაც უნიშნავენ ანტიდეპრესანტს.

თუკი გიჩნდებათ აზრები თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.

ასევე შეიძლება დაგეხმაროთ  რომელიმე ახლობელ ადამიანთან ან მეგობართან საუბარი იმის შესახებ, რომ გაწუხებთ დეპრესია ან ფსიქიკური აშლილობა და სთხოვოთ მას წაიკითხოს წინამდებარე ბროშურა. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, რომ გითხრან თუკი ფიქრობენ, რომ თქვენი  ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა, ან შეამჩნევენ რაიმე ცვლილებას თქვენს ქცევებში.

ბავშვები და მოზარდები

მერსინოლი  ჩვეულებრივ არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ, რადგანაც არსებობს გვერდითი მოვლენების გამოვლენის მომატებული რისკი, როგორიცაა მაგალითად სუიციდური აზრები და მტრული ქცევა (ძირითადად  ეს არის აგრესია და ბრაზი). ამის მიუხედავად არ არის გამორიცხული ექიმმა დაუნიშნოს მერსინოლი  18 წლამდე ასაკის პაციენტებს, თუკი გადაწყვიტავს, რომ ეს მათთვის სასარგებლო იქნება. თუ თქვენმა ექიმმა დაუნიშნა მერსინოლი 18 წლამდე ასაკის პაციენტს  და გსურთ ამის განხილვა, მიმართეთ ექიმს განმეორებით. თუ მერსინოლს ღებულობს 18 წლამდე ასაკის პაციენტი, აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს  თუ კი შეამჩნევთ, რომ მას გაუმწვავდა  რომელიმე ადრე არსებული სიმპტომი.

მერსინოლის სხვა წამლებთან ერთად   მიღება

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ყველა იმ პრეპარატების  შესახებ, რომლებსაც ღებულობთ, ან ღებულობდით ბოლო პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

            · არასელექციური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, შეიცავენ ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსიზიდს, ნილამედს და ტრანილციპრომინს, როგორც აქტიურ ნივთიერებებს.  იმ შემთხვევაში, თუ მიღებული გაქვს ამ ჩამონათვალიდან რომელიმე პრეპარატი, უნდა დაიცადოთ 14 დღე მერსინოლის მიღებამდე. მერსინოლის შეწყვეტიდან უნდა გავიდეს მინიმუმ 7 დღე ჩამოთვლილი პრეპარატების მიღებამდე.

· შექცევადი, სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც შეიცავენ მოკლობემიდს (გამოიყენებიან დეპრესიის სამკურნალოდ). შეუქცევადი MAO-B  ინჰიბიტორები, რომლებიც შეიცავენ სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ) ეს წამლები ზრდიან გვერდითი მოვლენების გაჩენის ალბათობას.

· ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი

· ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ–დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი

· იმიპრამინი და დესიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)

· სუმატრიპტანი და მსგავსი წამლები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ინტენსიური ტკივილის დროს)

ეს წამლები ზრდიან გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობას.

· ციმეტიდინი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუბოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება  ინსულტის განვითარების  საშიშროების შესამცირებლად). ამ წამლებს შეუძლიათ სისხლში მერსინოლის დონის მომატება

· St. John’s Wort (hypericum perforatum/ბალახეული ბალზამი) მცენარეული სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

· აცეტილსალიცილის მჟავა და  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (ეწ. ანტიკოაგულანტები, რომლებიც გამოიყენებიან  ტკივილის გაყუჩების მიზნით). ამ სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ გაზარდონ მიდრეკილება სისხლდენისადმი.

· ვარფარინი, დიპირიდამოლი, ნეფროკოონი (წამლები, რომლებიც გამოიყენებიან სისხლის გათხელებისთვის, ე.წ. ანტიკოაგულანტები).  ექიმი სავარაუდოდ შეამოწმებს თქვენი სისხლის კოაგულაციის დროს    მერსინოლის  მიღების და შეწყვეტისას, რათა დარწმუნდეს, რომ ანტიკოაგულანტების დოზა არის საკმარისი რაოდენობით.

·    მეფლოქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად), გულყრის ზღურბლის შემცირების რისკის გათვალისწინებით.

            · ნეიროლეპტიკები (სამკურნალო საშუალებები შიზოფრენიის, ფსიქოზის მკურნალობისთვის) და ანტიდეპრესანტები, გულყრის ზღურბლის შემცირების რისკის გათვალისწინებით.

            · ფლეკაინიდი,  პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ). კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები) და რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზურები). მერსინოლის დოზირება მოითხოვს ადაპტაციას.

ნუ მიიღებთ მერსინოლს, თუკი  სვამთ  გულისცემასთან დაკავშირებული  პრობლემების საწინააღმდეგო წამლებს, ან იმ წამლებს, რომლებიც მოქმედებენ გულისცემის რითმზე, როგორებიც არიან IA  და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგალითად: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ი.ვ. ერითრომიცინი, პენტამიდინი), მალარიის სამკურნალო საშუალებები (ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი). დამატებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მერსინოლის  მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად

მერსინოლის  მიღება შეიძლება ჭამის შემდეგ ან უზმოზე  (იხილეთ პარაგრაგრაფი 3 „როგორ მივიღოთ  მერსინოლი“).

ისევე როგორც უმრავლესი წამლების, მერსინოლის მიღება ალკოჰოლთან ერთად არ არის რეკომენდირებული იმ შემთხვევაშიც კი თუ მერსინოლის ალკოჰოლთან ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, გაესაუბრეთ  თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, სანამ დაიწყებთ პრეპარატის მიღებას.

უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული ზეგავლენა შეიძლება აისახოს თქვენს ახალშობილ ბავშვზე: სუნთქვის პრობლემები, მოლურჯო კანი, სპაზმები, თერმორეგულაციის დარღვევები, კვების გაძნელება, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია ან ჰიპოტონია, ტრემორი, ნერვოზულობა, გაღიზიანება, აპათია, ხშირი ტირილი, უძილობა. თუ თქვენს ახალშობილს აღენიშნება რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

დარწმუნდით, რომ თქვენმა მეანმა ან  ექიმმა იცის, რომ მკურნალობთ მერსინოლით. როდესაც ღებულობთ მერსინოლს ორსულობის, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში,  ბავშვს შეიძლება დაემუქროს სერიოზული საფრთხე, როგორიცაა მუდმივი პულმონალური ჰიპერტენზია, რომლის შედეგადაც  ახალშობილი სუნთქავს აჩქარებულად და აქვს მოლურჯო კანი. მსგავსი სიმპტომები, როგორც წესი, აღინიშნება ახალშობილის დაბადებიდან  პირველი 24 საათის განმავლობაში. ზემოთხსენებული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ   თქვენს მეანს ან ექიმს. თუ ღებულობთ მერსინოლს ორსულობის დროს, არ უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება ერთბაშად. ნებისმიერი წამლის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ციტალოპრამი, ესციტალოპრამის მსგავსად გამოკვლეულ ცხოველებში ამცირებს სპერმის ხარისხს, თეორიულად  ეს  მოქმედებს ნაყოფიერებაზე, თუმცა მისი ზემოქმედება ადამიანის  ნაყოფიერებაზე არ არის დადგენილი.

სატრანსპორტო საშუალების მართვა

არ არის რეკომენდებული მანქანის მართვა მანამდე, სანამ არ შეამოწმებთ თუ როგორ მოქმედებს თქვენზე მერსინოლი.

მერსინოლი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმი გეუბნებათ, რომ გაქვთ რომელიმე პროდუქტის აუტანლობა, გაესაუბრეთ მას, სანამ დაიწყებთ სამკურნალო საშუალების  მიღებას.

3. როგორ უნდა მიიღოთ მერსინოლი.

მოცემული პრეპარატი მიიღეთ მხოლოდ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მკაცრი დაცვით. რაიმე ეჭვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის  არის შემდეგი:

დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიური-კომპულსიური აშლილობა.

მერსინოლის  ჩვეული რეკომენდირებული დოზაა 10 მგ  დღე–ღამეში ერთხელ. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს დოზა დღე–ღამეში 20 მგ–მდე.

პანიკური აშლილობა

მერსინოლის  საწყისი დოზაა  დღეში 5 მგ პირველი კვირის განმავლობაში, შემდგომ დოზის გაზრდა დღეში 10 მგ–მდე. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს დოზა  დღეში 20 მგ–მდე.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

მერსინოლის  რეკომენდირებული დღიური დოზაა 10 მგ. პრეპარატზე თქვენი რეაქციის საფუძველზე,  შესაძლებელია ექიმმა  შეცვალოს  დოზა დღეში 5 მგ – 20 მგ–მდე.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელს ზევით)

მერსინოლის  დღიური საწყისი რეკომენდირებული დოზაა 5 მგ. შესაძლებელია ექიმმა გაზარდოს დოზა დღეში 10 მგ–მდე.

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის

ჩვეულებრივ  მერსინოლი არ ენიშნება ბავშვებს და მოზარდებს.  დამატებითი ინფორმაციისთვის  იხილეთ პარაგრაფი 2 „რა უნდა იცოდეთ მერსინოლის  მიღებამდე.“

შეგიძლიათ მიიღოთ მერსინოლი საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. დააყოლეთ ტაბლეტს ცოტა წყალი. ნუ დაღეჭავთ ტაბლეტებს, რადგანაც მათ მწარე გემო აქვთ.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გაყოთ მერსინოლის  10 მგ, 15 მგ და 20 მგ ტაბლეტი ორ თანაბარ ნაწილად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

შეიძლება გავიდეს რამდებნიმე კვირა მანამდე, სანამ თავს უკეთესად იგრძნობთ. გააგრძელეთ მერსინოლის  მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული დროის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ გრძნობთ.

არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გააგრძელეთ მერსინოლის  მიღება მანამდე, სანამ მას გინიშნავთ ექიმი. მკურნალობის ერთბაშად შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია სიმპტომების დაბრუნება და გამწვავება. რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იმ მომენტიდან, რაც  უკეთესობას იგრძნობთ.

მერსინოლის  ჭარბი დოზა

მერსინოლის  ჭარბი დოზით მიღების  შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გააკეთეთ ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ საგანგაშო სიმპტომები. ჭარბი დოზის  შესაძლო სიმპტომებია: თავბრუსხვევა, კანკალი, აგზნება, სპაზმები, კომა, გულისრევა, ღებინება, გილის რითმის შეცვლა, ჰიპოტენზია და სითხის ბალანსის დარღვევა. თან იქონიეთ მერსინოლის შეფუთვა ექიმთან ან საავადმყოფოში წასვლისას.

თუ დაგავიწყდათ მერსინოლის მიღება

ნუ მიიღებთ  ორმაგ დოზას დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ დასაძინებლად წასვლამდე, მიიღეთ დაუყოვნებლივ. მომდევნო დღეს გააგრძელეთ ჩვეულებრივად. თუ გაგახსენდათ მხოლოდ ღამე, ან მომდევნო დღეს, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივად.

თუ შეწყვიტეთ მერსინოლის მიღება

არ შეწყვიტოთ მერსინოლის მიღება, ვიდრე არ გეტყვით ექიმი. როდესაც დამთავრდება მკურნალობის პერიოდი რეკომენდირებულია მერსინოლის  დოზის ეტაპობრივად შემცირება რამდენიმე კვირის განმავლობაში. როდესაც შეწყვეტთ მერსინოლის  მიღებას, განსაკუთრებით თუ ამას გააკეთებთ ერთბაშად, შეიძლება გაგიჩნდეთ მოხსნის სიმპტომი. ეს დამახასიათებელი სიმპტომია მერსინოლით მკურნალობის  შეწყვეტისთვის.  ამ სიმპტომის გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია, თუ მკურნალობა გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში ან დიდ დოზებში, ან დოზის მკვეთრი შემცირების შემთხვევაში. ადამიანების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სიმპტომები ჩნდება მსუბუქი ფორმით და თავისით ქრებიან ორი კვირის განმავლობაში. ამის მიუხედავად, ზოგიერთ პაციენტს აღნიშნული სიმპტომი შეიძლება გაუჩნდეს მწვავე ფორმით ან დიდი ხანგრძლივობით (2–3 თვე ან მეტი). მერსინოლის  მიღების   შეწყვეტის შემდეგ მოხსნის სიმპტომის მწვავე ფორმით გაჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს. შესაძლებელია დაგინიშნოთ პრეპარატის ხელახლა მიღება დოზების უფრო ნელი შემცირებით.

მოხსნის სიმპტომია: თავბრუსხვევა (წონასწორობის დარღვევა), წვის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა (ინტენსიური სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვის შეგრძნება, ოფლიანობა, მოუსვენრობა, კანკალი, დიარეა, მხედველობის დარღვევა, გულისცემის შენელება ან აჩქარება.

აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების  გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას ამ პრეპარატს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.

როგორც წესი, გვერდითი მოვლენები ჩნდება  მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ. ასევე უნდა იცოდეთ ის, რომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა შეიძლება იყოს თქვენი ავადმყოფობის სიმპტომი და გაგიაროთ მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად.

გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ რომელიმე საავადმყოფოს:

· თუ შეამჩნიეთ, რომ, შეშუპებული გაქვთ კანი, ენა, ტუჩები, სახე, ან თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ რომელიმე საავადმყოფოს.

· შარდვის გაძნელება

· ეპილეფსიური გულყრები  (სპაზმები), იხილეთ ასევე ნაწილი 2 „გაფრთხილებები და რეკომენდაციები“.

· კანის და თვალების  მოყვითალო ფერი არის ღვიძლის უკმარისობის/ჰეპატიტის  ნიშანი

· აჩქარებული, არასტაბილური გულისცემა სიცოცხლისთვის საშიში დაავადების, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის სიმპტომია.

მკურნალობის მანძილზე რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გაჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

არახშირად (აღენიშნება 1000–დან 1–10 პაციენტს)

· უჩვეულო სისხლდენა, მათ შორის კუჭ–ნაწლავიდან სისხლდენა.

იშვიათად (აღენიშნება 10000–დან 1–10 პაციენტს)

· თუ გაქვთ მაღალი სიცხე, მოუსვენრობა, დაბნეულობა, კანკალი და კუნთების მოულოდნელი შეკუმშვა, შესაძლოა ეს იყოს იშვიათი დაავადების, სეროტონინერგული სინდრომის სიმპტომები.  მსგავსი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიხატებოდეს:

ძალიან ხშირი (აღენიშნება 10–დან 1–ს)

· შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)

ხშირი (100–დან 1–10–ს)

· ცხვირის ღრუს დახშობა ან სურდო

· დასუსტებული ან გაძლიერებული მადა

· შფოთვა, მოუსვენრობა, არაფიზიოლოგიური  სიზმრები, ძილის დარღვევები, უძილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, დაღლილობის შეგრძნება.

· დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე.

· მომატებული ოფლიანობა

· ტკივილი კუნთებში და სახსრებში

· სექსუალური დარღვევები

(დაგვიანებული ეაკულაცია, ერექციის პრობლემები, სუსტი ლიბიდო, ქალებში შესაძლებელია სირთულეები ორგაზმის მიღწევაში

· დაღლილობა, სიცხე

· წონის მომატება

არა ხშირი ( 1000–დან 1–10–ს)

·ჭინჭრის გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

გამონაყარი, ქავილი

· კბილების კრაჭუნი, აგზნება, ნერვიულობა, პანიკის შეტევები, დაბნეულობა

· ძილის დარღვევები, მადის დარღვევები, გონების დაკარგვა

· გუგების გაფართოება (მიდრიაზი), მხედველობის დარღვევები, ხმაური ყურებში.

· თმის ცვენა

· ვაგინალური სისხლდენა

· წონაში კლება

· ტაქიკარდია

· ხელების და ფეხების შეშუპება

· ცხვირიდან სისხლდენა

იშვიათი (10.000–დან 1–10–ს)

· აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები

· ბრადიკარდია

ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)

· სუიციდალური აზრები და სუიციდალური ქცევა, იხილეთ ასევე ნაწილი 2 „გაფრთხილებები და რეკომენდაციები“

· სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ამის სიმპტომებია უხასიათობა კუნთების სისუსტით)

· თავბრუსხვევა ფეხზე ადგომის დროს, დაბალი არტერიული წნევის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

· ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე)

· მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები)

· მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

· ჰემორაგიული დარღვევები, მათ შორის კანის და ლორწოვანის სისხლჩაქცევები (ეკქიმოზი) და თრომბოციტების დაბალი დონე.

· კანის და ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოდემა)

· გამოყოფილი შარდის მოცულობის მომატება (შეუსაბამო სეკრეცია ADH)

· გალაქტორეა არამეძუძურ ქალებში

· მანია

· ძვლების მოტეხილობების მომატებული საფრთხე აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მსგავს წამლებს – გულისცემის ცვლილება, ელექტრული აქტივობა, რომელიც შეინიშნება ეკგ–ზე)

ასევე ცნობილია, რომ წამლები, რომლებიც მოქმედებენ ესციტალოპრამის მსგავსად (მერსინოლის აქტიური  ნივთიერება) იწვევენ გარკვეულ გვერდით მოვლენებს.

ესენი არიან:

· მოტორიკის გაძლიერება

· ანორექსია

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გაჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ანოტაციაში.

5. როგორ შევინახოთ მერსინოლი

ისევე როგორც სხვა წამლები, მერსინოლი  უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, 25 0C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, დაიცავით სინესტის და მზის სხივებისგან. არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეიძლება წამლის უტილიზაცია  კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კითხეთ თქვენს  ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოახდინოთ პრეპარატის უტილიზაცია. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემოს დაცვას.

6.შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მერსინოლი

· აქტიური ნივთიერება – ესციტალოპრამი.

· სხვა ნივთიერებები: ნატრიუმის კარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

Opadry II White: ლაქტოზა მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი 4000.

მერსინოლის  გარეგანი და შეფუთვის შემცველობა

მერსინოლი ხელმისაწვდომია თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის  სახით  5 მგ, 10 მგ, 15 მგ და 20 მგ ტაბლეტები აღწერილია ქვემოთ.

მერსინოლი 5 მგ:  თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ამოტვიფრული E–თი ზედა მხარეზე.

მერსინოლი  10 მგ: თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები,  ღრმად ამოჭრილი, გვერდულად ზედა ნაწილზე, ამოტვიფრული „A A”-თი ქვედა ნაწილზე.

მერსინოლი  15 მგ: თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები,  ღრმად ამოჭრილი, გვერდულად ზედა ნაწილზე, ამოტვიფრული „B  B”-თი ქვედა ნაწილზე.

მერსინოლი  20 მგ: თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები,  ღრმად ამოჭრილი, გვერდულად ზედა ნაწილზე, ამოტვიფრული „E  E ”-თი ქვედა ნაწილზე.

მერსინოლი ხელმისაწვდომია გამჭირვალე და არაგამჭირვალე ბლისტერში  PVC/PE/PVDC/Aluminium.

ხელმოსაწვდომია შეფუთვის შემდეგი ზომები: 7, 10, 14, 20, 28, 30, 56, 60, 84, 90, 100, 180, 500, 1000 ტაბლეტები.

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

შპს „Medochemie“

1-10 კონსტანტინოპოლი

3011, ლემესოს, კვიპროსი

Tel. +357 25867600

Fax: +357 25560863

E-mail: [email protected]

მწარმოებელი

ფარმაცევტული ანალიტიკური ლაბორატორია

BV

დიჯკგრააფ  30, 6921 RL დუივენი,

ჰოლანდია

Tel: + 31 26 3120672

Fax: + 31 26 3120673

E-mail: [email protected]

Medochemie Ltd.

მიხაილ ირაკლეუს 2, ბიომექანიკური რაიონი წმ. ათანასიოს

4101 წმინდა ათანასიოს

ლემესოს, კვიპროსი

Tel. +357 25867600

Fax: +357 25560863

E-mail: [email protected]

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მსგავსი პროდუქტები