ვალომენთი 130მლ ფლ (ნეოფ)

11705
-28%
მარაგშია
7.70 
5.51 
დანაზოგი: 2.19 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისედატიური პრეპარატები ჯენერიკიExtr.Valerianae+Menthae * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
7.70 
5.51 
დანაზოგი: 2.19 ₾ (28%)
ვალომენთი
Valomenthum
130 გ სიროფი



შემადგენლობა:
კატაბალახას სქელი ექსტრატი- 10.0 გ; პიტნის ნაყენი- 25.0 მლ;

პიტნის ზეთი- 0.04 მლ, სორბინის მჟავა, ეთილის სპირტი 96%, შაქრის სიროფი - 1000.0 გ-მდე;

,,ვალომენთი’’ შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, ბორნეოლიზოვალერიანატი, იზოვალერიანის მჟავა), ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ვალეპოტრიატებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებადობას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აქვს სუსტი ანტისეპტიკური ეფექტი.

ჩვენება:
> სხვადასხვა ფორმის ნევროზი, ისტერია, ნევრასთენია;
> აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
> შაკიკი;
> ნეიროგენული არითმია;
> ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები;
> კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა;
> მეტეორიზმი, გულისრევა.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად.
მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში; ბავშვებში: 6 თვიდან 1 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. 1-დან 3 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. 3-დან 6 წლამდე: 1 დესერტის კოვზი 2-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე თითო დესერტის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: 130გ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ქილებში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ამზომ ჭიქასთან ერთად.

ვარგისობის ვადა: 2 წელი;

შენახვა:  15_25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მსგავსი პროდუქტები