ოლანზა 5 5მგ #30ტ

97269
არ არის მარაგში
15.19 
ფარმაკოლოგიური ჯგუფინეიროლეპტიკები ჯენერიკიOlanzapinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
15.19 

ოლანზა 5

ოლანზა 10 

 

სავაჭრო დასახელება

ოლანზა 5 

ოლანზა 10 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ოლანზაპინი

წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - ოლანზაპინს  5მგ / 10მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფსიქოლეფსური საშუალებები, დიაზეპინის, ოქსაზეპინის,  თიაზეპინის და ოქსეპინის წარმოებულები

ათქ კოდი: N05AH03.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

 

ფარმაკოკინეტიკა

ოლანზაპინი კარგად შეიწოვება და პიკურ კონცენტრაციებს აღწევს დაახლოებით 6 საათში პერორალური მიღების შემდეგ. სისტემურ მიმოქცევაში მიღწევამდე იგი ჭარბად გამოიყოფა პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად დოზის დაახლოებით 40% მეტაბოლიზმით.  საკვები გავლენას არ ახდენს ოლანზაპინის შეწოვის სიჩქარესა და მოცულობაზე. ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიხედვით ოლანზაპინის ტაბლეტების და პერორალურად დაშლადი ტაბლეტების დოზირებული ფორმები ბიოექვივალენტურია.

ოლანზაპინი ამჟღავნებს ხაზოვან კინეტიკას კლინიკური დოზირების დიაპაზონზე. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 21-45 სთ (5-95%; საშუალოდ 30 სთ), ხოლო პლაზმური კლირენსი მერყეობს 12-47 ლ/სთ (5-95%; საშუალოდ 25 ლ/სთ).

 

ფარმაკოდინამიკა

ოლანზაპინი არის ატიპური ანტიფსიქოზური საშუალება 5HT2A/2C, 5HT3, 5HT6, დოპამინ D4, D3, D1, D2, ქოლინერგული მუსკარინული რეცეპტორების (m1–m5), ALPHA-1 (alpha1) ადრენერგიული და ჰისტამინ H1 რეცეპტორის მიმართ აფინობით.

შემდგომი კვლევები ასევე მიუთითებენ, რომ ოლანზაპინი სელექციურად ურთიერთქმედებს მეზოლიმბურ სისტემასთან, ექსტრაპირამიდულ სისტემასთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების გარეშე.

მუსკარინული რეცეპტორების მიმართ ოლანზაპინის ანტაგონიზმი (m1-m5) აიხსნება მისი ანტიქოლინერგული ეფექტით.  ჰისტამინ H1 რეცეპტორების ოლანზაპინის ანტაგონიზმით აიხსნება პრეპარატით გამოწვეული ძილიანობა. ადრენერგიული  ალფა1 რეცეპტორების ოლანზაპინის ანტაგონიზმით აიხსნება პრეპრატის მიერ გამოწვეული ორთოსტატული ჰიპოტენზია.

 

გამოყენების ჩვენებები

მოზრდილები

ოლანზაპინი ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ.

ოლანზაპინი ეფექტურია კლინიკური გაუმჯობესების შენარჩუნებისთვის უწყვეტი თერაპიის დროს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ  საწყისი მკურნალობაზე პასუხი.

ოლანზაპინი ინიშნება საშუალო და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ.

პაციენტებში, რომელთა მანიაკალური ეპიზოდები პასუხობენ ოლანზაპინით მკურნალობას, ოლანზაპინი ინიშნება რეციდივის პრევენციისთვის ბიპოლარული აშლილობის დროს.

 

დოზირება

მოზრდილები

შიზოფრენია: ოლანზაპინის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში.

მანიაკალური ეპიზოდი: საწყისი დოზაა 15 მგ ერთჯერადი დღიური დოზის სახით მონოთერაპიის დროს ან 10 მგ დღიურად კომბინირებული თერაპიის დროს.

ბიპოლარული აშლილობის დროს რეციდივის პრევენცია: რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ/დღეში. პაციენტებში, რომლებიც ოლანზაპინს იღებდნენ მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ, თერაპიის გაგრძელება ხდება იმავე დოზებით რეციდივის პრევენციისთვის. ახალი მანიაკალური, შერეული ან დეპრესიული ეპიზოდების განვითარების შემთხვევაში, ოლანზაპინის თერაპია უნდა გაგრძელდეს (დოზის ოპტიმიზაციით საჭიროების შემთხვევაში) დამხმარე თერაპიასთან ერთად, სიმპტომების სამკურნალოდ კლინიკური ჩვენების მიხედვით.

შიზოფრენიის მკურნალობის, მანიაკალური ეპიზოდების და ბიპოლარული დარღვევების დროს რეციდივის პრევენციის დროს, დღიური დოზის 5-20 მგ/დღეში დიაპაზონში კორექცია უნდა მოხდეს შემდგომში კლინიკური სტატუსის საფუძველზე. რეკომენდებული საწყისი დოზის მომატება დასაშვებია შესაბამისი კლინიკური შემოწმების შემდეგ და არანაკლებ 24 საათიანი ინტერვალებით.

ოლანზაპინის მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად, რადგან აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვები.  დოზის თანდათანობით შემცირება უნდა მოხდეს ოლანზაპინის თერაპიის შეწყვეტისას.

პედიატრიული პოპულაცია

ოლანზაპინის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო. მოკლევადიან კვლევებში მოზარდ პაციენტებში მოზრდილებისგან განსხვავებით შეინიშნებოდა წონის მომატება, ცილების და პროლაქტინის ცვლილება.

ხანდაზმული პაციენტები

დაბალი საწყისი დოზა (5 მგ/დღეში) რუტინულად არ ინიშნება მაგრამ დასაშვებია > 65 წლის ასაკის პაციენტებში კლინიკური ფაქტორების მიხედვით.

პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით

მსგავს პაციენტებში ინიშნება დაბალი საწყისი დოზა (5 მგ). ღვიძლის საშუალო უკმარისობის შემთხვევაში (ციროზი, ჩაილდ პიუს კლასი A ან B) საწყისი დოზაა 5 მგ და იზრდება დიდი სიფრთხილით.

სქესი

საწყისი დოზა და დოზის დიაპაზონი არ იცვლება მდედრობითი სქესის პაციენტებში მამრობითი სქესის პაციენტებთან მიმართებაში.

მწეველები

საწყისი დოზა და დოზის დიაპაზონის რუტინული ცვლილება არ არის საჭირო არამწეველებში მწეველებთან მიმართებაში. ერთზე მეტი ფაქტორის არსებობისას, რაც იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას (მდედრობითი სქესი, გერიატრიული ასაკი, არამწეველობა), საჭიროა საწყისი დოზის შემცირება.

 

მიღების მეთოდი:

ბლისტერის გახსნისთანავე, მშრალი ხელებით ამოიღეთ ტაბლეტი და მოათავსეთ ოლანზაპინის პერორალურად დაშლადი ტაბლეტი პირში. ტაბლეტის დაშლა სწრაფად ხდება ნერწყვში და მისი გადაყლაპვა ადვილია როგორც წყალთან ერთად, ასევე წყლის გარეშეც.

 

გვერდითი მოვლენები

ოლანზაპინი წარმოადგენს ატიპურ ანტიფსიქოზურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება შიზოფრენიის და ბიპოლარული დარღვევების მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ. ოლანზაპინი გაყიდვაშია გენერიული ფორმით, ცნობილი როგორც ოლანზაპინი და მისი მიღება შესაძლებელია როგორც პერორალურად, ასევე ინექციის სახით. ოლანზაპინის გვერდითი მოვლენები მოიცავს აკატიზიას (წყნარად ჯდომის უუნარობა), ყაბზობას, თავის ტკვილს, თავბრუსხვევას, ძილიანობას, მოუსვენრობას, წონის მომატებას (ძირითადად თინეიჯერებში), მადის მომატებას, მეხსიერების პრობლემებს, მუცლის ტკივილს, შარდის ბუშტის კონტროლის დაკარგვას, ზურგის ტკივილს, ხელ-ფეხის ტკივილს, ჩხვლეტის შეგრძნებას ან დაბუჟებას, სარძევე ჯირკვლების შეშუპებას ან გამონადენს (ქალებში ან მამაკაცებში), ასევე მენსტრუალური პერიოდების გამოტოვებას.

 

 

 

უკუჩვენებები

აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

პაციენტები ვიწროკუთხოვანი გლაუკომას რისკით.

 

პრეპარატებთან ურთიერთქმედება

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

პოტენციური ურთიერთქმედება, რომელიც გავლენას ახდენს ოლანზაპინზე

ვინაიდან, ოლანზაპინი მეტაბოლიზდება CYP1A2-ით, ნივთიერებებმა, რომელთაც შეუძლიათ მოცემული იზოფერმენტის ინდუქცია ან ინჰიბირება შესაძლებელია გავლენა იქონიონ ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

CYP1A2-ის ინდუქცია

ოალანზაპინის მეტაბოლიზმის ინდუქცია შესაძლებელია გამოიწვიოს მწეველობამ და კარბამაზეპინმა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ოლანზაპინის კონცენტრაციის შემცირება. შეინიშნებოდა ოლანზაპინის მსუბუქი ან ზომიერი კლირენსი. კლინიკური შედეგები შეზღუდულია, მაგრამ რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი და შესაძლებელია საჭირო გახდეს ოლანზაპინის დოზის მომატება.

CYP1A2-ის ინჰიბირება

ფლუვოქსამინმა,  CYP1A2 სპეციფიურმა ინჰიბიტორმა გამოავლინა ოლანზაპინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი ინჰიბირება. ოლანზაპინის Cmax საშუალო ზრდა ფლუვოქსამინის მიღების შემდეგ შეადგენდა 54% ქალ არამწეველებში და 77% მამაკაც მწეველებში. ოლანზაპინის AUC საშუალო ზრდა შეადგენდა 52% და 108% შესაბამისად. ოლანზაპინის დაბალი საწყისი დოზის გამოყენება უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუვოქსამინს ან CYP1A2-ის სხვა ინჰიბიტორს, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი, ოლანზაპინის დოზის შემცირება საჭიროა CYP1A2-ის ინჰიბიტორის თერაპიის დაწყებისას.

შემცირებული ბიოშეღწევადობა

აქტივირებული ნახშირი ამცირებს პერორალური ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას 50-60%-ით და მისი მიღება უნდა მოხდეს ოლანზაპინის მიღებამდე 2 საათით ადრე ან შემდეგ.

ფლუოქსეტინი (CYP2D6 ინჰიბიტორები), ანტაციდის ერთჯერადი დოზები (ალუმინი, მაგნიუმი) ან ციმეტიდინი მნიშვნელოვნად არ მოქმედებენ ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ოლანზაპინის სხვა პრეპარატებზე ზემოქმედების პოტენციალი

ოლანზაპინმა შესაძლებელია მოახდინოს დოპფამინური აგონისტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ანტაგონიზმი.

ოლანზაპინი არ აინჰიბირებს ძირითად CYP450 იზოფერმენტს in vitro (მაგ.1A2, 2D6, 2C9, 2C19, 3A4). ამგვარად არ არის მოსალოდნელი განსაკუთრებული ურთერთქმედება In vivo კვლევების მიხედვით, სადაც არ შეინიშნებოდა შემდეგი აქტიური ნივთიერებების მეტაბოლიზმის ინჰიბირება: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ძირითადად არსებული CYP2D6 გზაზე), ვარფარინი (CYP2C9), თეოფილინი (CYP1A2) ან დიაზეპამი (CYP3A4 და 2C19). ოლანზაპინს არ გამოუმჟღავნებია ურთიერთქმედება ლითუმთან ან ბიპერიდენთან ერთად მიღებისას.

ვალპროის პლაზმური დონეების თერაპიული მონიტორინგის შედეგად არ შეინიშნებოდა ვალპროის დოზის კორექციის აუცილებლობა ოლანზაპინთან ერთად მიღების შემდეგ.

ცნს-ზე ზოგადი  მოქმედება

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლს ან ისეთ პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ცნს-ს დეპრესიას. ოლანზაპინის პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღება პარკინსონის დაავადების და დემენციის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

QT ინტერვალი

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ოლანზაპინის მიღებისას QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთად.

 

განსაკუთრებული გაფრთხილებები

ტრანსამინაზების მომატება: შეინიშნებოდა ღვიძლის ტრანსამინაზების (ALT, AST) გარდამავალი მომატება. ამიტომ, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ALT და/ან AST მომატების დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების და სიმპტომების შემთხვევაში, ასევე პაციენტებში მანამდე არსებული ღვიძლის შეზღუდულ ფუნქციურ რეზერვთან ასოცირებული მდგომარეობებით და პაციენტებში პოტენციურად ჰეპატოტოქსიური საშუალებების მიღებისას. მკურნალობის დროს ALT და/ან AST-ს მომატების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტზე დაკვირვება და დოზის შემცირება. ჰეპატიტის დიაგნოზის შემთხვევაში ოლანზაპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სუიციდი: შიზოფრენიის დროს დამახასიათებელია სუიციდის მცდელობები, ამიტომ საჭიროა სათანადო დაკვირვება მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებზე. ოლანზაპინით მკურნალობისას შეინიშნებოდა ასევე მანამდე არსებული ქალაშიდა წნევის გამწვავების ერთეული შემთხვევები.

ხანდაზმული პაციენტები: კლინიკურ კვლევებში არ შეინიშნებოდა ოლანზაპინის ამტანობის განსხვავება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის. თუმცა, საწყისი დაბალი დოზის მიღების გათვალისწინება საჭიროა ისეთი ფაქტორების არსებობისას, რასაც შეუძლია ფარმაკოკინეტიკური კლირენსის შემცირება ან ფარმაკოდინამიკური პასუხის გაზრდა ოლანზაპინის მიმართ.

პაციენტები ჰემატოლოგიური დარღვევებით:  ოლანზაპინის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ლეიკოციტების და/ან ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობა, გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორებით, პაციენტებში პრეპარატით გამოწვეული ძვლის ტვინის დათრგუნვის/ტოქსიურობის  ისტორიით, პაციენტებში ძვლის ტვინის დათრგუნვით გამოწვეული თანმხლები დაავადებით, სხივური თერაპიით ან ქიმიოთერაპიით, ასევე პაციენტებში ჰიპერეოზინოფილური მდგომარეობებით ან მიელოპროლიფერაციული დაავადებით.

ასაკის, მწეველობის და სქესის კომბინირებულ ეფექტს შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური განსხვავება. ახალგაზრდა მამრობითი სქესის მწეველებში კლირენსი, მაგ. შესაძლებელია 3-ჯერ მაღალი იყოს, ვიდრე ხანდაზმულ არამწეველ ქალებში. შესაძლეებლია დოზის ცვლილების აუცილებლობა პაციენტებში ისეთი ფაქტორების კომბინაციისას, რომელთაც შეუძლიათ ოლანზაპინის მეტაბოლიზმის შესუსტება. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო CYP1A2  ინდუქტორებთან ან ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას.

დისფაგია: შეინიშნებოდა ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ასოცირებული საყლაპავის მოტორიკის დარღვევა და ასპირაცია. ოლანზაპინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პნევმონიის ასპირაციის რისკის დროს.

ცერებროვასკულარული გვერდითი მოვლენები, მწეველობის, დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით: ცერებროვასკულარული გვერდითი მოვლენები (მაგ. ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა), მათ შორის ფატალური, შეინიშნებოდა განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის დროს. პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ ცერებროვასკულარული მოვლენა, აღენიშნებოდათ ცერებროვასკულური გვერდითი მოვლენების მომატებულ რისკთან ასოცირებული წინასწარგანწყობის ფაქტორები  (მაგ. მანადე არსებული ცერებროვასკულური გვერდითი მოვლენების ისტორია ან გარდამავალი იშემიური შეტევა, ჰიპერტენზია, მწეველობა) და წარმოდგებოდა თანმხლებ დაავადებასთან ერთად და/ან პრეპარატებთან ერთად, რომელთაც გააჩნდათ დროებითი კავშირი ცერებროვასკულარულ გვერდით მოვლენებთან. ოლანზაპინი არ ინიშნება დემენციასთან ასოცირებული ფსიქოზის სამკურნალოდ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებში არ ჩატარებულა ოლანზაპინის ადექვატური კვლევები და ორსულებმა ოლანზაპინი უნდა მიიღონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ რისკს. არ არის ოლანზაპინის გამოყენება რეკომენდებული ლაქტაციის დროს, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების ძალიან ხშირ სიმპტომებს (>10% ინტენსივობა) მოიცავს ტაქიკარდია, აგიტაცია/აგრესიულობა, დიზართრია, სხვადასხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომი და ცნობიერების შესუსტებული დონე სედაციიდან კომამდე.

ჭარბი დოზირების სხვა სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვან შედეგს მოიცავს დელირიუმი, კონვულსიები, კომა, შესაძლო ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, სუნთქვის დათრგუნვა, ასპირაცია, ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, არითმია (<2% დოზის გადაჭარბების შემთხვევაში) და კარდიოპულმონარული გაჩერება. მწვავე 450მგ ჭარბი დოზირებისას შეინიშნებოდა ფატალური გამოსავალი, მაგრამ ასევე შეინიშნებოდა გადარჩენაც დაახლოებით 2გ პერორალური ოლანზაპინის ჭარბი დოზირების დროს.

მართვა

არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. არ არის რეკომენდებული ღებინების გამოწვევა. შესაძლებელია დაინიშნოს  ჭარბი დოზირების მართვისთვის სტანდარტული პროცედურები (მაგ. კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება). აქტივირებული ნახშირის ერთდროულად გამოყენება ამცირებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას 50-60%-ით.

საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და ორგანოთა სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი კლინიკური მდგომარეობის მიხედვით, ასევე ჰიპოტენზიის  და სისხლძარღვთა უკმარისობის მკურნალობა და სუნთქვის ფუნქციის შენარჩუნება. დაუშვებელია ეპინეფრინის, დოპამინის ან ბეტა-აგონისტური მოქმედების სხვა სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენება, ვინაიდან ბეტა სტიმულირებამ შესაძლებელია გააუარესოს ჰიპოტენზია. აუცილებელია კარდიოვასკულარული მონიტორინგი შესაძლო არითმიის აღმოსაჩენად. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე საჭიროა სათანადო მონიტორინგი და დაკვირვება.

 

შეფუთვა:

10 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ დაბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა:

24 თვე

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი

Celogen Generics Private Limited, ინდოეთი

 

მსგავსი პროდუქტები