ოლზაპი 10მგ #30ტ GMP

24965
მარაგშია
31.68 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინეიროლეპტიკები ჯენერიკიOlanzapinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
31.68 
ოლზაპი
Olanzapin


ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ნეიროლეფსიური

შემადგენლობა

ოლზაპის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ოლანზაპინის 5 მგ-ს ან 10 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ოლანზაპინი ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალებაა, რომელსაც ახასაითებს მთელ რიგ რეცეპტორულ სისტემაზე ფართო  ფარმაკოლოგიური მოქმედება.
დადგენილია ოლანზაპინის მსგავსება სეროტონინო 5-HT2A/C, 5-HT3, 5-HT6; დოფამინო D1, D2, D3, D4, D5; მუსკარინულ M1-5; ადრენერგულ α1 და ჰისტამინო-H1 რეცეპტორებისადმი. გამოვლენილია ანტაგონიზმი ოლანზაპინსა და 5HT, დოფამინო- და ქოლინო-რეცეპტორებს შორის. ოლანზაპინს ახასიათებს უფრო მეტად გამოხატული აქტივობა სეროტონინო 5-HT2 რეცეპტორებისადმი, ვიდრე დოფამინო-D2 რეცეპტორებისადმი. ოლანზაპინი შერჩევითად ამცირებს მეზოლიმბური დოფამინერგული ნეირონების აგზნებადობას, ამავდროულად უმნიშვნელო გავლენას ახდენს მოტორული ფუნქციის მარეგულირებელ სტრიარულ ნერვულ გზებზე. ოლანზაპინის შედარებით ნაკლები დოზა აქვეითებს პირობით დაცვით რეფლექსს (ანტიფსიქოზური აქტივობის მახასიათებელი ტესტი), ვიდრე დოზა, რომელიც იწვევს კატალეფსიას (მოშლილობა, რომელიც აისახება მოტორულ ფუნქციაზე). ანქსიოლიზური ტესტის ჩატარებისას, სხვა ნეიროლეფსიური საშუალებებისგან განსხვავებით, ოლანზაპინი აძლიერებს განგაშის საწინააღმდეგო ეფექტს.
შიზოფრენიით დაავადებულებში კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოლანზაპინი უზრუნველყოფს როგორც პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია და სხ.), ასევე ნეგატიური მოშლილობების რედუქციას.
ოლანზაპინი პერორალური მიღების შემდეგ კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 5-8 საათში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. T1/2 შეადგენს საშუალოდ 33 (12-47) საათს. ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები განსხვავებულია პაციენტის სქესის, ასაკის მიხედვით და თამბაქოს მომხმარებლებში.

ჩვენება

ოლზაპი ინიშნება:
- შიზოფრენიისა და სხვა ფსიქოზური მოშლილობების მწვავე შეტევების კუპირებისა და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობის მიზნით, რომელიც ვლინდება პროდუქტიული (ბოდვა, ჰალუცინაცია, ავტომატიზმი) და/ან ნეგატიური (ემოციური და სოციალური აქტივობის დაქვეითება, მეტყველების სიმწირე) სიმპტომატიკით. ასევე, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული აფექტური მოშლილობების დროს;
- ბიპოლარული აფექტური მოშლილობების სამკურნალოდ, მწვავე მანიაკალური და შერეული ტიპის შეტევების დროს, ფსიქოზური გამოვლინებებით და ფაზების სწრაფი მონაცვლეობით ან მათ გარეშე.

უკუჩვენება

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ოლანზაპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის, უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს, ხოლო ლაქტაციის პერიოდში ოლანზაპინის გამოყენებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
ოლანზაპინის (ისევე როგორც სხვა ნეიროლეფსიური საშუალებების) გამოყენებისას შესაძლებელია ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარება, რაც გულისხმობს ტემპერატურის მატებას, კუნთების რიგიდობას, ფსიქიკური სტატუსისა და ვეგეტატიური დარღვევების გამოვლინებას (არასტაბილური პულსი და არტერიული წნევა, ტაქიკარდია, არითმია, ოფლდენის გაძლიერება). დამატებით შესაძლებელია - კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და თირკმლების მწვავე უკმარისობა. აღნიშნული სინდრომის ნებისმიერი კლინიკური სიმპტომის გამოვლინება მოითხოვს ოლანზაპინის მოხსნას.
ჰალოპერიდოლთან შედარებით, ოლანზაპინი გაცილებით იშვიათად იწვევს დისკინეზიას, რომელიც მედიკამენტის მოხსნას მოითხოვს. თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია გვიანი დისკინეზიის გამოვლინების რისკი. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნა. გვიანი დისკინეზიის სიმპტომები შესაძლებელია გაღრმავდეს ან გამოვლინდეს პრეპარატის მოხსნის შემდეგაც.
ოლანზაპინით მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების (ასპარტატამინოტრასფერაზა და ალანინამინოტრანსფერაზა) დონის მატება. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ პაციენტებს ღვიძლის ფუნქციური უკმარისობით ან პაციენტებს, რომლებიც იღებენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს. ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება მოითხოვს პაციენტებზე განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროებისას დოზის შემცირებას.
ოლანზაპინი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს ანამნეზში ეპილეფსიური გულყრების არსებობისას ან პაციენტებს კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით.
ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში: ლეიკოციტების და/ან ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობით (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული), ანამნეზში მედიკამენტების მიღების ფონზე ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით/ტოქსიკური დარღვევით, ანამნეზში რადიოთერაპიით, ქიმიოთერაპიით ან თანმხლები დაავადებებით გამოწვეული ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით, ჰიპერეოზინოფილიით ან მიელოპროლიფერაციული დაავადებით.
ოლანზაპინით მკურნალობის ფონზე გვერდითი ეფექტების სახით იშვიათად ვლინდება ანტიქოლინერგული აქტივობა. მიუხედავად ამისა, სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით, ნაწლავის პარალიზური გაუვალობით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით და სხვა.
ოლანზაპინმა თეორიულად შესაძლებელია დათრგუნოს დოფამინის აგონისტების მოქმედება.
ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატებთან და ალკოჰოლთან ერთად.
ოლანზაპინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ოლანზაპინის კლირენსი მატულობს თამბაქოს მომხმარებლებსა და პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბამაზეპინს.
ერთჯერადად მიღებული ოლანზაპინი გავლენას არ ახდენს შემდეგი პრეპარატების მეტაბოლიზმზე: იმიპრამინი ან მისი მეტაბოლიტი დეზიპრამინი, ვარფარინი, თეოფილინი, დიაზეპამი, ასევე - ლითიუმი და ბიპერიდინი.
ეთანოლთან კომბინაციაში შესაძლებელია ოლანზაპინის სედატიური ეფექტის გაძლიერება. ერთჯერადად მიღებული ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები ან ციმეტიდინი გავლენას არ ახდენენ პერორალურად მიღებული ოლანზაპინის ბიოშეღწევადობაზე. აქტივირებული ნახშირი 50-60%-ით ამცირებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას. ფლუოქსეტინი ზრდის ოლანზაპინის მაქსიმალურ კონცენტრაციასა და ამცირებს მის კლირენსს. ოლანზაპინსა და ვალპროატის მჟავას შორის კლინიკური მნიშვნელობის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთგავლენა ნაკლებად მოსალოდნელია.

დოზის გადაჭარბება

ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია: ტაქიკარდია, აგზნებადობა/აგრესიულობა, არტიკულაციის მოშლა, ექსტრაპირამიდული დარღვევები და ცნობიერების სხვადასხვა სიმძიმის დარღვევა (სედატიური ეფექტიდან კომამდე).
კლინიკური მნიშვნელობის სხვა გამოვლინებებს მიეკუთვნება დელირია, კრუნჩხვა, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, სუნთქვის დათრგუნვა, ასპირაცია, არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, არითმია, გულისა და სუნთქვის გაჩერება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ღებინების ხელოვნურად გამოწვევა რეკომენდებული არ არის. ნაჩვენებია დეზინტოქსიკაციის სტანდარტული მეთოდები (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, რაც ოლანზაპინის ბიოშეღწევადობას ამცირებს 50-60%-ით). კლინიკური სურათიდან გამომდინარე ინიშნება სიმპტომური თერაპია, ტარდება სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციათა კონტროლი (არტერიული ჰიპოტენზიისა და სისხლძარღვოვანი კოლაფსის თერაპია, სუნთქვის ფუნქციის კონტროლი). არ ინიშნება ეპინეფრინი, დოფამინი ან სხვა ბეტა-ადრენორეცეპტორების აგონისტი სიმპათომიმეტური საშუალებები, ვინაიდან შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზიის გაღრმავება გამოიწვიონ.

დოზირება და მიღების წესი

შიზოფრენია და მსგავსი ფსიქოზური მოშლილობები:
ოლანზაპინის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ.
საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე.
ოლანზაპინის დღიური თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ-ის ფარგლებში. დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტანდარტული დღიური დოზის (10 მგ) გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის შესაბამისი კლინიკური გამოკვლევის ჩატარება.
ბიპოლარული მოშლილობები:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს დღეში ერთხელ.
დღიური თერაპიული დოზა მერყეობს 5-20 მგ-ის ფარგლებში. დღიური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტანდარტული დღიური დოზის (15 მგ) გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის შესაბამისი კლინიკური გამოკვლევის ჩატარება. დოზის მატება უნდა მოხდეს თანდათანობით 24 საათიანი ინტერვალებით.
დოზის შერჩევა სხვადასხვა ჯგუფის პაციენტებისათვის:
ასაკოვან პაციენტებში, ასევე პაციენტებში თირკმლების მძიმე უკმარისობით ან ღვიძლის ფუნქციების საშუალო სიმძიმის უკმარისობით, პრეპარატი ინიშნება საწყისი დღიური დოზით 5 მგ. საწყისი დოზის შემცირება რეკომენდებულია პაციენტებში რისკ-ფაქტორების კომბინაციით (მდედრობითი სქესის პაციენტები, ასაკოვანი და არამწეველები), როდესაც მოსალოდნელია ოლანზაპინის მეტაბოლიზმის შენელება.
18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში ოლანზაპინის მოქმედება შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები

ოლანზაპინის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება ძილიანობა და წონის მატება. ასევე გამოვლენილია პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის მცირედ გამოხატული და ტრანზიტორული მატება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ოლანზაპინის მოხსნის გარეშე უბრუნდება ნორმას.
ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება თავბრუსხვევა, ასთენია, აკატიზია, მადის გაძლიერება, პერიფერიული შეშუპება, ორთოსტატული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, ყაბზობა. იშვიათად ვლინდება ტრანზიტორული, უსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების მატება. ერთეულ შემთხვევაში - პლაზმაში გლუკოზის დონის ზრდა ან ეოზინოფილია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 5 მგ ან 10 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით!
მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
შიდა ქართლი
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ვაკე
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
სამგორი
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
კახეთი
ახმეტა 1
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
თელავი 6
სეხნიაშვის ქ.#10
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
იმერეთი
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები