ბრეიმიქსი #30კაფს

82651
-28%
მარაგშია
44.99 
32.17 
დანაზოგი: 12.82 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიGamma-aminobut.ac.Glycin,Glutam.ac,Mg,B6 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.99 
32.17 
დანაზოგი: 12.82 ₾ (28%)

ბრეიმიქსი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

 

 შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება:
გაემ (γ- ამინოერბოს მჟავა)  200 მგ

გლიცინი   43,48 მგ

გლუტამინი  100 მგ

Mg 50 მგ

ვიტამინი B8 (ინოზიტოლი)  75 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  1,0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მალტოდექსტრინი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, კრემნიუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ბრეიმიქსი წარმოადგენს ნოოტროპულ პრეპარატს, ანგიოპროტექციული, ანტიაგრეგანტული, მოქმედებით, ასევე აუმჯობესებს მიკროცირკულციას .

გაემ (γ- ამინოერბოსმჟავაბიოგენური ნივთიერება, წარმოადგენს ძირთად შემაკავებელ ნეიროტრანსმიტერს ადამიანის ორგანიზმის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. სინაფსურ ნაპრალში გაემ-ის დაგროვებას თან ახლავს გაემ- A და გაემ-C ეცეპტორების აქტივაცია, რაც ახდენს ნეირონული იმპულსების გადაცემის ბლოკირებას. გაემ-ის აქტივობის მატება აუმჯობესებს ენერგეტიკულ პროცესებს, აჩქარებს გლუკოზის უტილიზაციას, ახდენს ქსოვილოვანი სუნთქვის აქტივაციას და ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაციას.

გაემ აუმჯობესებს აზროვნებას და მეხსიერებას, ავლენს მსუბუქ ფსიქომასტიმულირებელ, ანტიჰიპოქსიურ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას, ახდენს კუნთოვანი ტონუსის ნორმალიზაციას.

ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევით განპირობებული გართულებების აღმოფხვრას, როგორიცაა მოტორული და მეტყველების ფუნქციები, ზომიერად ახდენს არტერიული წნევის დაქვეითებას.

გაემ-B რეცეპტორების აქტივაცია ხელს უშლის გულზე გადაცემული მოროტული იმპულსებით განპირობებულ კარდიომიოციტების აგზნებას, ხელს უწყობს sAMF დონის მატებას კარდიომიოციტებში და კალციუმის იონების გატარებას, იშემიის დროს აბლოკირებს გულის რითმის სიმპათიკურ რეფლექსებს, აღმოფხვრის ტაქიკარდიას და წინაგულოვან ექსტრასისტოლიას, აღადგენს გულის ნორმალურ რითმს.

გლიცინი  -შეუცველელი ამინომჟავა,  ახდენს  ტვინის მეტაბოლიზმის აქტივაციას. წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის შემაკავებელ მედიატორს, ახასიათებს სედაციური და ანტიდეპრესიული მოქმედება. ახდენს გაემ-ერგულ ალფა-ადრენობლაკატორულ, ანტიოქსიდანტურ და ანტიტოქსიურ მოქმედებას, აღმოფხვრის ფსიქოემოციურ დატვირთვას და  აგრესიულობას,  ახდენს რა N-მეთილ-D-ასპარტატ რეცეპტორების მოქმედების ბალანსირებას.  ამაღლებს სოციალური ადაპტაციის უნარს და გუნება-განწყობას. ხელს უშლის ქალა-ტვინის ტრავმების და იშემიური ინსულტის შემდგომი გართულებების განვითარებას, ამცირებს ალკოჰოლის და ც.ნ.ს.-ის ფუნქციების შემაკავებელი პრეპარატების ტოქსიურ ზემოქმედებას.

გლუტამინი -  ასევე ძირითადი თავისუფალი ამინომჟავა, როგორც გაემ  და გლიცინი. გარდაიქმნება გაემ-ად ტვინის ქსოვილში ალფა-დეკარბოქსილირების გზით, გლუტამატ დეკარბოქსილირების ზემოქმედებით. წარმოადგენს შეცვლად ამინომჟავას . თავის ტვინის ქსოვილის მეტაბოლურ პროცესებში   თამაშობს მაღალაქტიური მედიატორის როლს, ზრდის თავის ტვინის ამტანობას ჰიპოქსიისადმი, უზრუნველყოფს ამიაკის ნეიტრალიზაციას და გამოდევნას ორგანიზმიდან.

ინოზიტოლი (В8 ვიტამინი)-მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, იცავს უჯრედულ მემბრანებს დაზიანებისგან, ხელს უწყობს ნერვული ქსოვილის აღდგენას. ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას     აღმოფხვრავს გონებრივ გადაღლილობას, ახდენს ძილის ნორმალიზაციას. ინოზიტოლის ნაკლებობას თან ახლავს ფსიქიკური აშლილობა, როგორიცაა ნერვოზულობა, შიში, დეპრესია, რაც გამოიხატება უძილობით, უყურადღებობით, მეხსიერების დარღვევებით, კუნთოვანი დისტროფიით, მხედველობის გაუარესებით, მიდრეკილებით არტერიული ჰიპერტენზიისადმი.

მაგნიუმი(Mg) გვხვდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის ბევრ პროცესში, უზრუნველყოფს უჯრედის ნორმალურ ფუნქციონირებას, თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნერვული იმპულსების გადაცემასა და კუნთოვან შეკუმშვაში. ორგანიზმის მაგნიუმზე მოთხოვნილების  შევსება ძირითადად ხდება საკვების მეშვეობით.  მაგნიუმის უკმარისობა ორგანიზმში აღინიშნება კვების რეჟიმის დარღვევისას (დიეტის დროს) ან მაგნიუმზე  გაზრდილი მოთხოვნილებისას (ძლიერი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის, სტრესის, ორსულობის და ა.შ.)

B6ვიტამინი (პირიდოქსინი)- მონაწილეობს ცილოვან ცვლაში და კუნთებში მიმდინარე სხვა ბიოქიმიურ პროცესებში. ამყარებს იმუნიტეტს. წარმოადგენს ამინ-ტრანსერაზას  კოფერმენტს. მონაწილეობს  გლუტამინის მჟავას გაემ-ად გარდაქმნის პროცესში, ასტიმულირებს გაემ-ის ენდოგენურ სინთეზს.

ჩვენებები

  • თავის ტვინის ფუნქციების სისხლძარღვოვანი წარმოშობის  დარღვევები;
  • ცერებროვასკულური უკმარისობა და დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
  • ქალა-ტვინის ტრავმა და ინსულტის კომპლექსური თერაპია;
  • ალკოჰოლური ენცეფალოპათია და ალკოჰოლური პოლინევრიტი;
  • მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, მეტყველების დარღვევები;
  • ენდოგენური დეპრესია ასთენო ჰიპოქონდრიული სიმპტომებით;
  • ფუნქციონალური ასთენია;
  • გონებრივი განვითარების შეფერხება, ცერებრული დამბლა;
  • ნეიროპათიური მდგომარეობები თანმხლები ნერვოზულობით, ძილის დარღვევებით, გულისცემის შეგრძენებით, სპაზმებით, კუნთებში ტკივილით და დაღლილობით;
  • ეპილეფსიის მკურნალობა ანტიკონვულსანტებთან კომბინაციაში, თანმხლები ფსიქიკური პროცესების და კოგნიტური ფუნქციების შეფერხების დროს.

გამოყენების წესი და დოზები

საშუალო სიმძიმის პთოლოგიების დროს ინიშნება 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, მძიმე პათოლოგიების დროს 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე.

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხევვაში შესაძლოა განვითარდეს დისპეფსიური ჩივილები, თავბრუსხვევა, უძილობა და ალერგიული რეაქციები.

წინააღმდეგჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 6 წლამდე ასაკის ბავშვები (კაფსულის გადაყლაპვასთან დაკავშირებული სირთულის გამო).

ორსულობა და ლქატაციის პერიოდი:

წინააღმდეგ ნაჩვენებია

წამლისმიერი ურთიერთქმედება:

ბენზოდიაზეპინის წარმოებულებთან, ანტიკონვულსანტებთან, სედაციურ-ჰიპოტონურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გააძლიეროს მათი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. შესაძლოა გააძლიეროს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება.
ფოსფორის მარილებთან და კალციუმთან ერთდროული გამოყენებისას ყოვნდება მაგნიუმის აბსორბცია.

გამოშვების ფორა:

ბილტერში 15 კაფსულა. 2 ბილსტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-მდე მშრალ სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები