ლიპოსომი ფორტე 28მგ/2მლ 2მლ#5ა

69011
-28%
მარაგშია
49.73 
35.56 
დანაზოგი: 14.17 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფსიქოსტიმულატორები ჯენერიკიPhospholipids hypothalamus გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
49.73 
35.56 
დანაზოგი: 14.17 ₾ (28%)

ლიპოსომ ფორტე

 შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 28 მგ ჰიპოთალამუსის ფოსფოლიპიდები

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი. ფოსფატის ორფუძიანი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი დიჰიდრატი,  პ-ჰიდროქსიბენზოინის მჟავას ეთერები, საინექციო წყალი შესაბამისი 2 მლ-სთვის.

ფარმაცევტულიფორმა

საინექციო ხსნარი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.

28მგ/2მლ საინექციო ხსნარი, 5 ამპულა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნერვული სისტემის სამკურნალო  სხვა ფარმაცევტული პროდუქტები.

ჩვენება

გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნეიროენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული თავის ტვინის მეტაბოლური ცვლილებების  მკურნალობის დროს.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

ინექციის მიდამოში ინფექცია ანკანის საფარველის დაზიანება.

სიფრთხილის ზომები

პროდუქტი არ ითვალისწინებს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს გამოყენებისას.

სხვა საშუალებებთნ ურთიერთქმედებ

პრეპარატის სხვა წამლებთან კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება დადგენილია არ არის.

შესაძლებელია პროდუქტის შეყვანა სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებით მკურნალობის დროს, როგორიცაა ნეიროლეფსიური საშუალებები ჰიპერპროლაქტინემიის საწინააღდეგო პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამცირებს მოქმედების შეფერხებას და ზრდის ეფექტურობას) და კარდიოლოგიური სამკურნალო პრეპარატები.

გაფრთხილებები

პროდუქტის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. პროდუქტი გავლენას არ ახდენს  მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენების წესი,დოზირება

დღეში 1 ამპულა ინტრამუსკულური ან ინტრავენური ინექციის სახით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება  ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი გვერდითი მოვლენები დაფიქსირებული არ არის. გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,

ჭარბი დოზირება

რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.

შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას მკურნალობა სიმპტომურია.

შენახვის წესი
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე!

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი კუნთებში ან ვენაში ინექციისათვის.

ნარინჯისფერი მინის 2მლ ამპულა.

5 ამპულა პოლივინილქლორიდის ფირფიტოვან უჯრედოვან-კონტურულ შეფუთვაში.

გახსნის ინსტრუქცია

დაიჭირეთ ამპულა, ისე როგორც ნაჩვენებია 1 ნახატზე

ფერად წერტილზე მოახდინეთ ცერით მსუბუქი დაწოლა, ისე როგორც ეს ნაჩვენებია 2 ნახატზე.

სავაჭრო ნიშნის მფლობელი და მწარმოებელი

Fidia Farmaceutici S.p.A. -  ვია პონტე დელა ფაბრიკა, 3/ა - 35031 აბანო  ტერმე (პადუა)

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი პროდუქტები