ბეტასერკი 16მგ #30ტ(თურქ)

96337
-16%
მარაგშია
10.23 
8.63 
დანაზოგი: 1.60 ₾ (16%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოყენებული პრეპარატები ჯენერიკიBetahistinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.23 
8.63 
დანაზოგი: 1.60 ₾ (16%)

ბეტასერკი 16 მგ ტაბლეტი
პერორალურად მისაღები.



აქტიური ნივთიერება:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს, რაც ექვივალენტურია 10,42 მგ ბეტაჰისტინისა.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი და ტალკი.

       პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ  გამოყენების ინსტრუქცია,    რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
    
შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგან შეიძლება ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
     თუ გაქვთ სხვა შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
     ეს  წამალი დაინიშნა მხოლოდ თქვენთვის, არ მისცეთ ის სხვას.
     აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ამ მედიკამენტს.
     ზუსტად მიჰყევით გამოყენების ინსტრუქციას. გარდა იმ დოზისა, რომელიც რეკომენდებულია თქვენთვის  არ მიიღოთ მაღალი ან დაბალი დოზა.


გამოყენების ინსტრუქციაში წერია:

1. რა არის ბეტასერკი და რისთვის გამოიყენება ის?
2.რა უნდა იცოდეთ ბეტასერკის გამოყენებამდე?
3.როგორ გამოვიყენოთ ბეტასერკი?
4.რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს?
5.ბეტასერკის შენახვის წესები

       ინსტრუქცია შეიცავს:

            1.რა არის ბეტასერკი და რისთვის გამოიყენება ის?

ბეტასერკი ორალური, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტია, მოჭრილი კიდეებით და წარწერით-16 ერთ მხარეს. ბლისტერში 30 გამოსაყენებელი ტაბლეტია.
 ბეტასერკი შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. ბეტასერკი არის ,,ჰისტამინის მსგავსი“ ნივთიერება.

იგი გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ. მენიერის დაავადების სიმპტომებია:

-თავბრუსხვევა (ვერტიგო) და გულისრება ან ღებინება
-ტინიტუსი
-სმენის დაქვეითება ან სმენის გაძნელება

თავბრუსხვევა შეიძლება გამოიწვიოს შიდა ყურის იმ ნაწილის მუშაობის დარღვევამ, რომელიც აკონტროლებს წონასწორობას. (მას ეწოდება ,,ვესტიბულური თავბრუსხვევა“)
ბეტასერკი მოქმედებს შიდა ყურში სისხლის მიწოდებაზე. ამ გზით ზეწოლა მცირდება


                2. რა უნდა გავითვალისწინოთ ბეტასერკის გამოყენებამდე
 

ბეტასერკი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის

არ გამოიყენოთ ბეტასერკი შემდეგი შემთხვევების დროს:
           
-იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ალერგია ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდსა და ბეტასერკის სხვა ნებისმიერ კომპონენტზე,
                -იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გეტყვით რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ე.წ. ფეოქრომოციტომა)

არ გამოიყენოთ ეს წამალი თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი თქვენ გეხებათ ან თუ არ მიგიმართავთ ექიმისთვის ბეტასერკის გამოყენებამდე.

ფრთხილად გამოიყენეთ ბეტასერკი შემდეგი სიტუაციების დროს

გთხოვთ, გადაამოწმეთ ექიმთან, გეხებათ თუ არა ეს თქვენ:
                -თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
                -თუ გაქვთ ასთმა

თუ გეხებათ ეს გაფრთხილებები ან წარსულში გაწუხებთად რომელიმე მათგანი, მაშინ, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბეტასერკის გამოყენებამდე ექიმმა შეიძლება ჩაატაროს გარკვეული გამოკვლევები.

ბეტასერკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
შეგიძლიათ ბეტასერკი მიიღოთ საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ბეტასერკმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (ჩამოთვლილია მე-4 თავში). ბეტასერკის საკვებთან ერთად მიღება დაგეხმარებათ კუჭის პრობლემების შემცირებაში.

ორსულობა
 
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, იმოქმედებს თუ არა ბეტასერკი ახალშობილ ბავშვზე.
 -თუ გეგმავთ ორსულობას ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ შეწყვიტეთ ბეტასერკის მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს
 -არ მიიღოთ ბეტასერკი ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ გადაწყვეტს ამის აუცილებლობას.

იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმის.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ბეტასერკი დედის რძეში.
-შეწყვიტეთ ბეტასერკის მიღება ძუძუთი კვების დროს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.


მანქანებისა და სხვა მოწყობილობების მართვა
ბეტასერკი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა მართვასა და სხვა მექანიზმებზე მუშაობაზე.
თუმცა, უნდა გვახსსოვდეს, რომ დაავადებამ, რამაც გამოიწვია თქვენი მკურნალობა ბეტასერკით (მენიერის დაავადება ან თავბრუსხვევა) შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ღებინება, გავლენა იქონიოს მანქანის ან მექაიზმების მართვის უნარზე ან გავლენა იქონიოს თქვენზე, იმ ამოცანების შესრულების დროს რომლების საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას. თუ ამაში არ ხართ დარწმუნებული, მაშნ მიმართეთ თქვენს ქიმის ან ფარმაცევტს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბეტასერკის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს რომლების საჭიროებენ გაფრთხილებას.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ რომელიმე შემდეგ წამალს:
-ანტიჰისტამინები- მათ შეუძლიათ შეამცირო ბეტასერკის თერაპიული ეფეტქი, თავის მხრივ, ბეტასერკმაც შეიძლება შეამციროს ანტიჰისტამინების მოქმედებაც.
-მონოამინ-ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI)- დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები. ამან შეიძლება გაზარდოს ბეტასერკის თერაპიული ეფექტი.
თუ იღებთ რომელიმე ზემოთჩამოთვლილს (ან თუ არ ხართ დარწმუნებული), ბეტასერკის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპრით ან ურეცეპტოდ გასაცემ წამალს, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოვიყენოთ ბეტასერკი?

გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/მიღების წესები:
გამოიყენეთ ბეტასერკი ექიმის დანიშნულებისამებრ. იმ შემთხვევაში თუ არ ხართ დარწმუნებული იმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
-ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას დაავადების სიმძიმის მიხედვით.
-გააგრძელეთ ბეტასერკის გამოყენება, რადგან შეიძ₾ება დიდი დრო დასჭირდეს მისი მოქმედების დაწყებას.

ჩვეულებრივი დოზაა ერთი 16 მგ-იანი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
იმ შემთვევაში, თუ დღეში იღებთ ერთ ტაბლეტს, მაშინ თანაბრად გადაანაწილეთ ის მთელი დღის გამავლობაში. მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.

შეეცადეთ მიიღოთ დანიშნული ტაბლეტი ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს. ეს არის მედიკამენტის ფიქსირებული რაოდენობა. მისი ერთდროული მიღება გეხმარებათ წამლის მიღების დამახსოვრებაში.


მიღების  გზა და წესები:

-
გადაყლაპეთ ტაბლეი წყლის მიყოლებით
-ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, ბეტასერკმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მსუბუქი პრობლემები (ჩამოთვლილია მე-4 თავში). ბეტასერკის მიღება საჭმელთან ერთად ხელს უწყობს კუჭის პრობლემების შემცირებას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯუფი:
ბავშვებში გამოყენება:
ვინაიდან არ არის საკმარისი მონაცემები მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, ბეტასერკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკში.


გამოყენება ხანდაზმულებში:
მიუხედავად კვლევების სიმცირისა, ამ ასაკობრივ ჯგუფში, ფართოდ გავრცელებული პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვიცვენებს, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი არ საჭიროებს დოზის კორექციას.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევები არ არის ხლმისაწვდომი პაციენტების ამ ჯგუფში, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დოზის კორექცია ამ პაციენტებში არ არის საჭირო.

 თუ ფიქრობთ, რომ ბეტასერკის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ბეტასერკს:
თ თქვენ მიიღეთ დანიშნულ დოზაზე მაღალი ბეტასერკი, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, მომატებული ძლიანობა ან მუცლის ტკივილი, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ბეტასერკის გამოყენება:
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა. შემდეგი დოზა კი მიიღეთ ჩვეულებრივ, დანიშნულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლების შეიძლება განვითარდეს ბეტასერკით მკურნალობის შეწყვეტისას:
არ შეწყვიტოთ ბეტასერკის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ბეტასერკის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

            4. შესაძლო გვერდითი  მოვლენები

მსგავსად ყველა მედიკამენისა, ბეტასერკსაც აქვს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე.  ეს შეიძლება იყოს:

არასასურველი ეფექტები დაფიქსირდა კვლევებში შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-<1/10);  იშვიათად (>1/1000-დან<1/100-მდე); ზოგჯერ (>1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000) უცნობია (შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებიდან მიუწვდომელია)

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ შეწყიტეთ ბეტასერკის გამოყენება და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

შემდეგი გვერდითი ეფექტების სიხშირე უცნობია:

ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება იყოს:
-კანის სიწითლე, ქავილი, ან გამონაყარი კანზე
-სახის, ტუჩების, ენის ან კისრის შეშუპება
-არტერიული წნევის დაცემა
-ცნობიერების დაკარგვა
-სუნთქვის გაძნელება

ზემოთ ჩამოთვლილი მიეკუთვნება ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი ან ალერგია ბეტასერკზე, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

იმ შემთვევაში, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს, აცნობეთ ექიმს

ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)
-გულისრევა
-საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)
-თავის ტკივილი

სიხშირე უცნობია:
-კუჭის მსუბუქი პრობლემები, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი, შებერილობა და გაზები
-კანის და კანქვეშა ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები, განსაკუთრებით ანგიონევროზული შეშუპება (ქავილი გამონაყარი და/ან სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუოება), ჭინჭრის ციება (კანის სიწითლისა და ქავილის ნიშანი), გამონაყარი და ქავილი.

ბეტასერკის საკვებთან ერთად მიღება დაგეხმარებათ კუჭის პრობლემეის შემცირებაში. ეს შეიძლება იყოს:

ბეტასერკის მსუბუქი გვერდითი მოვლენები

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც აღნიშნული არ არის ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება:
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის არსებობისას, რომელის აღწერილია ან არ არის ანოტაციაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. უცნობი გვერდითუ მოვლენების დასაფიქსირებლად შეგიძლიათ შეხვიდეთ www.titck.gov.tr-ზე, ,,მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება’’ ღილაკზე დაწკაპუნებით ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზ, თურქეთის ფარმაკოვიგინილაციის ცენტრს (TÜFAM)’, ნომერზე 0 800 314 00 08. იმ გვერდითი ეფექტების მოხსენებით, რომელიც დაგიფიქსირდათ, თქვენ წვლილს შეიტანთ მისი უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტის შესწავლაში.


            5. ბეტასერკის შენახვის წესები

შეინახეთ ბეტასერკი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავის შეფუთვაში.

ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გაოიყენოთ ბეტასერკი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ბეტასერკი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! წარადგინეთ ის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემაში.


ლიცენზიის მფლოფელი:
Abbott Laboratuarları İth. İhr. ve Tic. Ltd. Şti.
Saray Mah., Dr. Adnan Büyükdeniz Cad., No:2,
Kelif Plaza, 34768 Ümraniye –İstanbul

წარმოების ადგილი:
Pharmactive İlaç. San. ve Tic. A.Ş
Karaağaç Mah. Fatih Blv. No:32

ÇOSB-Kapaklı/Tekirdağ