სალბუაირი2.5მგ/2.5მლ ინჰ/ხს#60

71268
-10%
მარაგშია
209.99 
190.04 
დანაზოგი: 19.95 ₾ (10%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიბრონქოლიზური პრეპარატები ჯენერიკიSalbutamolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
209.99 
190.04 
დანაზოგი: 19.95 ₾ (10%)

სალბუაირი  2.5მგ საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერისათვის

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: სალბუტამოლის სულფატი.

 თითოეული ამპულა შეიცავს 2.5 მგ სალბუტამოლს (ექვივალენტურია 3 მგ სალბუტამოლის სულფატის), რომელიც განზავებულია 2.5 მლ სტერილურ იზოტონურ ფიზიოლოგიურ ხსნარში;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი და გოგირდმჟავა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

მედიკამენტის აქტიური ნივთიერება - სალბუტამოლი, მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფს, რომელიც ადუნებს სასუნთქი გზების კუნთებს, ხელს უწყობს ფილტვებში სასუნთქი გზების გაფართოებას და შედეგად, სუნთქვის გაადვილებას.

მედიკამენტი განკუთვნილია ქრონიკული ბრონქოსპაზმის (ფილტვებში სასუნთქი გზების დახშობა) სამკურნალოდ, რომელიც არ ემორჩილება ტრადიციულ თერაპიას და ბრონქული ასთმის მძიმე შეტევების დროს.

უკუჩვენება

დაუშვებელია სალბუაირი 2.5 მგ-ის გამოყენება

-           თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) სალბუტამოლის ან სალბუაირი 2.5 მგ-ის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

-           ნაადრევი მშობიარობის დროს ან ორსულობის ნადრევად შეწყვეტის საფრთხის შემთხვევაში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ექიმთან კონსულტაციაა საჭირო ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე თუ პაციენტს აღენიშნება:

-           გულის დაავადება, არარეგულარული გულისცემა ან სტენოკარდია;

-           ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;

-           კალიუმის მაღალი დონე სისხლში;

-           დიაბეტი;

-           ლაქტატის მაღალი დონე სისხლში (ლაქტატაციდოზი), რადგან აღნიშნულმა შეიძლება გაამწვავოს სუნთქვითი პრობლემები;

-           სალბუტამოლისა და იპრატროპიუმის ბრომიდის ერთდროული გამოყენებისას, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს ოკულარული ცვლილებები, როგორიცაა დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

სხვა მედიკამენტებთან ერთადმიღება

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს სალბუაირ 2.5 მგ-თან. მნიშვნელოვანია მკურნალ ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:

-           პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორებს, როგორიცაა პროპრანოლოლი;

-           დეპრესიის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები (ე.წ. მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები);

-           პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ანტიქოლინერგულ ნივთიერებებს (გამოიყენება ასთმის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, პარკინსონის დაავადების და შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ);

-           სხვა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სუნთქვის გაადვილებას, როგორიცაა ტერბუტალინი.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

თუ ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს სალბუაირი 2.5 მგ-ის დანიშვნა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, უნდა მოხდეს მისი სარგებლისა და პოტენციური რისკის თანაფარდობის ფრთხილი შეფასება კლინიკური სურათის სიმძიმის გათვალისწინებით.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე სალბუაირი 2.5 მგ-ის რაიმე ზეგავლენის შემთხვევები არ არის აღწერილი.

სპორტსმენებში გამოყენება

მედიკამენტი შეიცავს სალბუტამოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ-კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი.

გამოყენების წესი

სალბუაირი 2.5 მგ-ის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ბავშვებსა და მოზრდილებში გამოყენება

რეკომენდებული დოზაა 2.5 მგ მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ექიმმა დოზა შეიძლება გაზარდოს 5 მგ-მდე მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში. ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ნებულაიზერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღე, რეგულარულად ან ხმაურიანი სუნთქვის ან სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში.

სალბუაირი 2.5 მგ გამოყენებულ უნდა იქნას სათანადო ნებულაიზერის ხელსაწყოს საშუალებით. წარმოქმნილი ორთქლის ინჰალაცია უნდა მოხდეს სახის ნიღბის ან სპეციალური სამაგრის მეშვეობით. ნებულაიზერის შერჩევა და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

მედიკამენტის სწორი გამოყენების ინსტრუქციები

მედიკამენტი განკუთვნილია ნებულაიზერის საშუალებით ინჰალაციისათვის, ამიტომ დაუშვებელია მისი ინექცია ან გადაყლაპვა.

1.  ნებულაიზერის მომზადება უნდა მოხდეს მწარმოებლისა და ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად. ნებულაიზერი უნდა იყოს სუფთა.

2. პლასტმასის სტრიპიდან, რომელიც მოთავსებულია კოლოფში, ამოღებულ უნდა იქნას ერთ-ერთი ამპულა (სურ. 1). სტრიპი დანარჩენი ამპულებით უნდა მოთავსდეს ისევ კოლოფში.

3. ამპულა უნდა მოთავსდეს ვერტიკალურ პოზიციაში, ქვემოდან ზემოთ და გახსნა უნდა მოხდეს მისი ზედა ნაწილის მოტრიალებით (სურ. 2);

4. თუ ექიმის მიერ მოცემული არ არის სხვა ინსტრუქცია, ამპულიდან მთლიანი სითხე უნდა დაიცალოს ნებულაიზერის ხსნარის კონტეინერში;

5. ნებულაიზერი გამოყენებულ უნდა იქნას ექიმის ინსტრუქციების შესაბამისად. ცარიელი პლასტმასის ამპულა გადაგდებული უნდა იქნას;

6. გამოყენების შემდეგ, ნებულაიზერი უნდა გასუფთავდეს მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ სალბუაირი 2.5 მგ-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

დოზის გადაჭარბებ

დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს გულის რიტმის ცვლილებები, გულის თრთოლვა, ტრემორი, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, პულსის ცვლილება, სტენოკარდია, შეხურების შეგრძნება, პირის სიმშრალე და მხედველობის აკომოდაციის დარღვევა. 

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა ან ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში დარეკვა (ტელ.: 91 562 04 20) მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. საჭიროა ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტის ინსტრუქცია ან ამპულა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რა პრეპარატი მიიღო პაციენტმა.

დოზის გამოტოვებ

სალბუაირი 2.5 მგ-ის დოზის გამოტოვებისას, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულების მიხედვით ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, სალბუაირი 2.5 მგ-იც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთ პაციენტს ხანდახან შეიძლება განუვითარდეს, თუმცა სიხშირე ზუსტად არ არის დადგენილი, ტკივილი მკერდის არეში (გულის პრობლემების ან სტენოკარდიის გამო). სალბუაირი 2.5 მგ-ით მკურნალობის დროს, ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა ეცნობოს ექიმს, მაგრამ არ უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი (აღინიშნება 10-დან 1 პაციენტში)

-           თავის ტკივილი;

-           კანკალი;

-           ტაქიკარდია.

ნაკლებად  ხშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

-           გულის თრთოლვა;

-           პირისა და ყელის გაღიზიანება;

-           კუნთების სპაზმები.

იშვიათი (აღინიშნება 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

-           კალიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალიემია);

-           პერიფერიული სისხლძარვების გაფართოება (პერიფერიული ვაზოდილატაცია).

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

-           ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია და კოლაფსი;

-           ჰიპერაქტიურობა;

-           არითმია, მათ შორის წინაგულების ციმციმი, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და ექსტრასისტოლა (გულის რიტმის დარღვევები);

-           პარადოქსული ბრონქოსპაზმი.

სიხშირე უცნობია

-           მიოკარდიუმის იშემია (სისხლის მიწოდების დაქვეითება გულის კუნთის ნაწილში);

-           ლაქტატაციდოზი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით, ვებ-ვერდი: www.notificaram.es.

შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

ამპულები უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ და ნარჩენი სითხე უნდა გადაიღვაროს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ამპულაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ფორმა და შეფუთვა

სალბუაირი 2.5 მგ წარმოადგენილია 10 ამპულიანი სტრიპის სახით, ამპულა შეიცავს უფერო ან ღია ყვითელ ხსნარს. სტრიპი მოთავსებულია ალუმინის ფოლგის პაკეტში.

თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს 60 ამპულას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Laboratorio ALDO-UNIÓN, S.L. Baronesa de Maldá, 73

08950 Esplugues de Llobregat

Barcelona (Spain)

ლაბორატორიო ალდო-იუნიონ, ს.ლ. ბარონესა დე მალდა, 73

08950 ესპლუგუეს დე ლობრეგატი

ბარსელონა (ესპანეთი)

მწარმოებელი

Laboratoire Unither

Espace Industriel Nord

151 rue André Durouchez–CS 28028

80084 AMIENS Cedex 2

France

ლაბორატორ უნიტერ

ესპეის ინდასტრიელ ნორდ

151 რუ ანდრე დუროშე-ჩშ 28028

80084 ამიენი ცედექს 2

საფრანგეთი

სხვა ფარმაცევტული ფორმები

სალბუაირი 5 მგ საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერისათვის.

 

მსგავსი პროდუქტები