დაგვიკავშირდით (032)2 900 800

სინუს სპრეი 20მლ ნაზ/ორალ.სპრ

65746
არ არის მარაგში
შეგვეკითხეთ!
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური მოქმედების და სხვა ეფექტების მქონე პრეპარატები გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები

0,5მლ-ში

20მლ-ში

დინდგელის ექსტრაქტი  (Propolis fluid extract)

0,0035მლ

0,14მლ

გამამელისის ექსტრაქტი  (White hazel extract)

0,0025მლ

0,1მლ

ქაცვის ექსტრაქტი

 (Sea Buckhorn extract)

0,0025მლ

0,1მლ

 

დამხმარე ნივთიერებები:

წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფუძე ფოსფატის დიჰიდრატი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

დინდგელის შემადგენლობაში შედის ვიტამინები, ამინომჟავები, მცენარეების ფისი, მინერალები და ბიოფლავონოიდები. ამ ბიოლოგიურ ნივთიერებებს ახასიათებს ანტიბაქტერიული, იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, რეგენერაციული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენური ეფექტი.

გამამელისის შემადგენლობაში შემავალ ბიოფლავონოიდებს და ტანინებს ახასიათებს სისხლძარღვთა შემავიწროებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება. სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტის შედეგად იხსნება კაპილარების შეგუბება, რაც ვითარდება გაციების დროს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების შედეგად.

ქაცვის ექსტრაქტს ახასიათებს იმუნომოდულაციური, რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიოქსიდანტური ეფექტი.

ჩვენება:

  • მწვავე რესპირატორული დაავადებები
  • სინუსიტები
  • ცხვირის ღრუს ქირურგიული ოპერაციების შემდეგ
  • ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი
  • პირის ღრუს ანთებითი დაავადებები, კატარული გინგივიტი, სტომატიტი.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

რეკომენდებული დოზა: პირის ღრუში და ორივე ნესტოში შესხურება 3-4-ჯერ დღეში.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა:

სინუს სპრეი 20მლ.

შენახვის პირობები:

ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი:

FORTEX ნუტრასიუტიკალს ოოდ, ბულგარეთის რესპუბლიკა.

მსგავსი პროდუქტები