აპიჯელი C #30ტ საწ

90015
-28%
მარაგშია
25.00 
17.88 
დანაზოგი: 7.12 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიიმუნომოდულატორები ჯენერიკიRoyal jelly,Propolis,Vit.C გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
25.00 
17.88 
დანაზოგი: 7.12 ₾ (28%)

აპიჯელი С   30  საწუწნი  ტაბლეტი

საკვები დანამატი

1 ტაბლეტი შეიცავს:

  • ფუტკრის რძე 20 მგ
  • პროპოლისის მშრალი ექსტრაქტი 30მგ
  • ვიტამინი C (L ასკორბინის მჟავა)  30 მგ

 ფუტკრის რძე წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1; B2; B5; B6; B12;C; D; A; E; PP; ფოლის მჟავა და ინოზიტოლს), მიკროელემენტებს (Zn; Mn; Cu; Co; S; Si; Ni; Cr; და სხვა). ხელს უწყობს ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო-დისტონიის დროს. შეიცავს 6%-მდე ცხიმებს, 15%-მდე ნახშირწყლებს, საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს. ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, საკვების მონელების პროცესს. სისხლში იზრდება რკინის, ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობა. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და სტრესპროტექტორს.

პროპოლისი (დინდგელი) - ფუტკრის მიერ გამომუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერებაა, რომელიც მდიდარია  მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები.

აქვს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. წარმოადგენს საუკეთესო დამცავ საშუალებას გაციების, გრიპისა და სხვა ვირუსების,  ბაქტერიული, სოკოვანი და შერეული  ინფექციების დროს. ქმნის  პირველად  დამცავ ბარიერს და აცხრობს  ანთებით პროცესს  პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე. ამაღლებს იმუნიტეტს. ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს;

ვიტამინი  C  (Ascorbic Acid) -უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას.

მონაწილეობს  ქსოვილთა  რეგენერაციაში და აყოვნებს უჯრედული დაბერების პროცესს.

ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ.

დაბალ დოზებში თრგუნავს პროსტაგლანდინების, ანთებისა, ალერგიული რეაქციების და სხვა მედიატორების წარმოქმნას  (100-250 მგ/დღეში ორალურად).ხელს უწყობს ფაგოციტოზს.

მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში.

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  სისხლის შედედების პროცესში.

უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ განვლადობას.

რეკომენდებულია:

  • გაციების,  გრიპის და სხვა ვირუსული დაავადებების დროს.
  • პირის ღრუ და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას.
  •  ანემიის დროს.
  • სტრესის, უძილობისას, შფოთვითი მგომარეობისას და განწყობის გასაუმჯობესებლად.
  • გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ამაღლებისთვის.
  • მენოპაუზის ადრეული სიმპტომების დროს.
  • ქოლესტერინის მომატებული კონცენტრაციის დროს.
  • სქესობრივი ფუნქციის დაქვეითების, უშვილობის დროს ორივე სქესის შემთხვევაში.
  • პროსტატის ზომის ზრდასთან დაკავშირებული მდგომარეობისას.
  • ავადობის შემგდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.
  • მადის გასაუმჯობესებლად.
  • შაკიკის მქონე პირებისთვის.
  • ჯანმრთელი ადამიანებისთვის  ენერგიის და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად.

მიღების წესი და დოზირება:

საწუწნი ტაბლეტი მიიღება მოზრდილებსა და 6  წლის ასაკის ზევით ბავშვებში:

2  ან  3 ტაბლეტი დღეში.

არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურებში, დიაბეტიან პაციენტებში, თაფლზე ალერგიის დროს.  ნუ გამოიყენებთ  სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად.

შეინახეთ 25 o C -მდე,  მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე  ორიგინალურ შეფუთვაში. ვარგისობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი კომპანია : ესენსა, სერბეთი. ESENSA d.o.o. Address: Slobodna Zona, Viline vode bb. 11000 Belgrade. www.esensa.rs

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები