დაგვიკავშირდით (032)2 900 800

დ.ტაისი ევკალიპტი50გ ბალ.მუკოპ

13856
-28%
არ არის მარაგში
8.00 
5.76 
დანაზოგი: 2.24 ₾ (28%)
შეგვეკითხეთ!
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • ჩვენი უპირატესობები
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • — ადგილზე მიტანა
    • — Pickup სერვისი
ევკალიპტის ბალზამი
DR. THEISS EUKALYPTUS BALZAMS


გამოყენების ინსტრუქცია



შემადგენლობა:
100გ შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:  
ევკალიპტის ზეთი-7.5გ;
ფიჭვის წიწვების ზეთი-7.5გ;
ქაფური-5გ;
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის ტაროს ზეთი 48.0გრ, მყარი ცხიმი 8.0გრ,  ფუტკრის სანთელი 24.0გრ.

ფორმა:
მალამო გარეგანი ხმარებისა და ინგალაციისთვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივ გამაღიზიანებელი, ამოსახველებელი და ანტისეპტიკური საშუალება.

ჩვენება:
კომპლექსურ თერაპიაში ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები (ბრონქიტის ჩათვლით), ხველებით და ძნელად გამოსაყოფი ბრონქული სეკრეტით მიმდინარე.


წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბრონქიალური ასთმა, სპასტიური ხველა, პრეპარატის წასმის ადგილას კანის საფარველის დაზიანება და კანის დაავადება.
ბავშვები 3 წლამდე.
ორსულობის და ლაქტაციის დროს ექიმის რეკომენდაციით.

სიფრთხილე:
დაუშვებელია ბალზამის მოხვედრა სახეზე,  თვალის, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანზე.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს იყენებენ, როგორც გარედან წასასმელად, აგრეთვე საინჰალაციოდ.
მოზრდილებს და ბავშვებს  3 წლდან მალამოს უსვამენ მკერდზე და ზურგზე, რამდენჯერმე დღეში (განსაკუთრებით ღამით),  წასმულ ადგილებზე აფენენ შალის ტილოს და აჩერებენ თბილათ.
საინჰალაციოდ-ამზადებენ ცხელ ხსნარს (0.5-1ლ ცხელ წყალში, არა მდუღარეში, ხსნიან 2 ჩაის კოვზ ბალზამს) ატარებენ ინალაციას 5-10 წუთის განმავლობაში.

შენახვის ვადა:
3 წელი

შენახვის პირობები:
არა უმეტეს +25ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany