ფლოქსედოლი 3მგ/მლ 10მლ თვ/წვ

74544
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფტორქინოლონები ჯენერიკიOfloxacinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ფლოქსედოლი, 3 მგ/მლ, თვალის წვეთები, ხსნარი

ოფლოქსაცინი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე წაიკითხეთ ეს საინფორმაციო ფურცელი.

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს, ვინაიდან მან შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორც თქვენ.

გვერდითი ეფექტების გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ დანართ-ფურცელში:

1. რა არის ფლოქსედოლი და რისთვის გამოიყენება

2. ფლოქსედოლის გამოყენების წინ

3. როგორ გამოიყენება ფლოქსედოლი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. ფლოქსედოლის შენახვის წესი

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ფლოქსედოლი და რისთვის გამოიყენება

ფლოქსედოლის თვალის წვეთები, ხსნარი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად, თვალში. აქტიური სუბსტანცია არის ოფლოქსაცინი, ფტოროქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ოფლოქსაცინი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ზოგიერთი სახეობის ბაქტერიის მოკვლის გზით. ფლოქსედოლი განკუთვნილია მოზრდილებისა და ბავშვებისათვის 1 წლის ასაკიდან.

ფლოქსედოლი გამოიყენება ოფლოქსაცინის მიმართ სენსიტიური მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის გარეგანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: - კონიუნქტივიტი (კონიუნქტივალური ანთება); - ბლეფარიტი (ქუთოთოების ანთება); - ბლეფაროკონიუნქტივიტი (კონიუნქტივის და ქუთუთოების ანთება); - დაკრიოცისტიტი (ცრემლის სადინრის ინფექცია); - კერატიტი (რქოვანაზე წყლულები).

2. ფლოქსედოლის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ ფლოქსედოლი

-თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების (ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი და ნორფლოქსაცინი) ან ფლოქსედოლის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ფლოქსედოლის გამოყენებისას

- რეკომენდებული არ არის ფლოქსედოლის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ოფლოქსაცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში და ახალშობილებში კონიუნქტივიტის პროფილაქტიკისათის დადგენილი არ არის.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ფლოქსედოლის ხმარებისას

- თუ ინფექციური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ ან თუ მკურნალობის დროს აღინიშნება თვალის მხრივ სიმპტომების გაუარესება, უთხარით თქვენს ექიმს კლინიკური მდგომარეობის უკეთ შეფასების მიზნით.

- თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს - შეწყვიტეთ მათი გამოყენება თვალის ინფექციების რაიმე ნიშნის ან სიმპტომის არსებობისას. კონტაქტური ლინზების გამოყენება არ დაიწყოთ იმ დრომდე, ვიდრე ინფექციის ნიშნები და სიმპტომები არ გავა და არ დაასრულებთ მკურნალობას. კონტაქტური ლინზების ხელახლა გამოყენებამდე ეწვიეთ თქვენს ოფთალმოლოგს.

- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, იშვიათად, ოფლოქსაცინის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სოკოებით გამოწვეული ოპორტუნისტული ინფექციების განვითარებას. ასეთ შემთხვევებში, ფლოქსედოლის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

ფლოქსედოლის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად - უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.

ორსულობა და ლაქტაცია - ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობა-რეკომენდებული არ არის ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ორსულ ქალებში ფლოქსედოლის გამოყენების შესახებ. ეს პრეპარატი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ლაქტაცია-რეკომენდებული არ არის პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს. ოფლოქსაცინი გადადის დედის რძეში, ამიტომ, არ გამოიყენება ლაქტაციის დროს. თუ საჭიროა მკურნალობის ჩატარება, ექიმმა უნდა განიხილოს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა - ფლოქსედოლის გამოყენება გავლენას არ ახდენს ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ფლოქსედოლის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მხედველობის დროებით დაბინდვა, არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები ნორმალური მხედველობის აღდგენამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლოქსედოლის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ - ფლოქსედოლი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. მოერიდეთ რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენებას მკურნალობის პროცესში.

3. როგორ გამოიყენება ფლოქსედოლი

ფლოქსედოლი გამოიყენეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ფლოქსედოლის დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ, თითოეული პაციენტის საჭიროების მიხედვით. ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა ბავშვებში 1 წლის ასაკიდან და მოზრდილებში:

1-ლი და მე-2 დღე 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში ან ყოველ 4 საათში, მე-3 დღიდან დღეში 4-ჯერ (ყოველ 6 საათში),

უფრო მძიმე შემთხვევებში (მაგ. კერატიტი)-დოზირება შეიძლება გაიზარდოს 1-2 წვეთამდე, ყოველ საათში ან ყოველ 2 საათში. თვალის წვეთები უნდა ჩაიწვეთოთ კონიუნქტივალურ პარკში (თვალსა და ქუთუთოს შორის არსებულ „ჯიბეში“).

მოერიდეთ საწვეთურის წვერის შეხებას თვალებზე, თითებზე ან სხვა ზედაპირებზე, რათა თავიდან აიცილოთ ხსნარის დაბინძურება. ბოთლს თავსახური დაახურეთ და დალუქეთ გამოყენებისთანავე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გასვლიდან 48 საათის განმავლობაში და მინიმუმ 5 დღე. ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ფლოქსედოლი

ამ პრეპარატის გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა. ბოთლის შემცველობის შემთხვევით მიღებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ დაგავიწყდათ ფლოქსედოლის მიღება

შემდეგი დოზა მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დადგენილი განრიგით. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვიტეთ ფლოქსედოლის გამოყენება

არ შეწყვიტოთ ფლოქსედოლის გამოყენება ექიმის მიერ რეკომენდებული ვადაზე ადრე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ფლოქსედოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ზოგადად, ოფლოქსაცინის ოფთალმოლოგიური ხსნარი კარგად გადაიტანება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.

იშვიათი - ტრანზიტორული თვალის გაღიზიანება შემდეგი სიმპტომებით: - წვის შეგრძნება ან დისკომფორტი თვალის არეში; - ჩხვლეტის შეგრძნება; - სიწითლე; - ქავილი; - ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლის მიმართ)

ძალიან იშვიათი - თავბრუსხვევა; - გულისრევა (ღებინება).

თუ რომელიმე მითითებული გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ დანართ ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 5. როგორ ინახება ფლოქსედოლი

- შეინახეთ არა უმეტეს 25C-ზე;

- პირველად გახსნის შემდეგ, გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში;

 - შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას;

- არ გამოიყენოთ ფლოქსედოლი ეტიკეტზე ან გარეთა კოლოფზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 - არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც აღარ გჭირდებათ პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფლოქსედოლი

- აქტიური ინგრედიენტი არის ოფლოქსაცინი; - სხვა კომპონენტებია: ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი) და მაღალგასუფთავებული წყალი. შეიძლება შეიცავდეს ჰიდროქლორმჟავას ან დინატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის კორექციისათვის.

ფლოქსედოლის აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ფლოქსედოლი არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი. ფლოქსედოლი წარმოდგენილია გაუმჭვირვალე დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში საწვეთურით, 10 მგ ხსნარის შემცველობით. ბოთლს აქვს გაუმჭვირვალე თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილების ხრახნიანი თავსახური (დამცავი ხუფით).

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა. 25 დე აბრილ ავე., 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველჰა, პორტუგალია

Laboratorio Edol – Produtos Farmaceuticos, S.A.

Av. 25 de Abril, 6-6A,

2795-225 Linda –a – Velha

Portugal

ეს დანართი ფურცელი ბოლოს შესწორდა 2014 წლის ნოემბერში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე