ფიტომალი მალამო 20გ ტუბ*

94250
-29%
მარაგშია
11.85 
8.47 
დანაზოგი: 3.38 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო და სხვა მოქმ. მქონე პრეპ. ჯენერიკიPhytomaly * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
11.85 
8.47 
დანაზოგი: 3.38 ₾ (29%)

 ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მალამო 

რეგისტრირებული იყო: საქართველოში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ბელარუსში, სომხეთში.

შემადგენლობა: ძიძოს ნაყენი 4გ. გვირილას ნაყენი 3გ. გულყვითელას ნაყენი 5გ. მრავალძარღვას ნაყენი 4გ. ფარსმანდუკის ნაყენი 4გ. კრაზანას ზეთოვანი ექსტრაქტი 10გ.  სამედიცინო ვაზელინი 70გ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აძლიერებს ქსოვილთა რეპარაციის უნარს და ხელს უწყობს ჭრილობიდან ნეკროზული უბნების მოცილებას.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, კომპლექსური თერაპიის დროს.

ჩვენებები: გამოიყენება დაზიანებული კანის, ხანგრძლივად შეუხორცებადი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფიცირებული წყლულების, ჭრილობებისა (დამწვრობა, ტრავმები, ნაწოლები და სხვ.) და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა მიკრობული ფლორით გამოწვეული დაზიანებების დროს. დაჟეჟილობის, იოგების დაჭიმვის, ანთებითი შეშუპების, რადიკულიტის, სამწვერა ნერვის ნევრალგიის, ყურის ანთების, პარადონტიტის, სტომატიტისა და მსგავსი დაავადებების დროს. გინეკოლოგიაში კოლპიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და წყლულის დროს. ახალშობილებში გამოყელვის დროს; მეძუძურ დედებში ძუძუს თავის ნახეთქებისას;

ბრონქიტის დროს რეკომენდებულია მალამოთი გულ-მკერდის დაზელვა; გამოიყენება მზისგან გამოწვეული დამწვრობისას; კარგია მწერების ნაკბენზე მალამოს წასმა;

გრიპისა და სურდოს პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ქუჩაში გასვლის წინ მალამოს წასმა ცხვირის ნესტოებში, ტუჩებისა და თვალების ირგვლივ;

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა მალამოს შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;

ჭარბი დოზის შემთხვევაში, ასევე გამოტოვებული დოზის ან “მოხსნის სინდრომის” რისკები, არაა გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები და სხვა წამლებთან შეუთავსებლობა: არაა გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება: დამწვრობისა და ჩირქოვანი ჭრილობის დროს დაზიანებულ ადგილზე იდება საფენი მალამოს თხელი ფენით, რომელიც ყოველდღე იცვლება; რადიკულიტის დროს მალამო შეიზილება 3-5 წუთის განმავლობაში 2-3-ჯერ დღეში. სიცივისგან დაცვა აუცილებელია. კოლპიტის, ეროზიის, წყლულის დროს ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ გამოიყენება მალამოთი გაჟღენთილი ტამპონი. ღრძილის ანთების დროს მალამო შეიზილება 3-4-ჯერ დღეში; ყველა სხვა შემთხვევაში საჭიროა მალამოს შეზელვა 3-5 წუთის განმავლობაში დღეში 2-ჯერ.

განსაკუთრებული მითითებები: ცალკეულ შემთხვევაში (განსაკუთრებით III ხარისხის დამწვრობისას) მალამო გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მალამოს გამოყენება უსაფრთხოა ორსულობის პერიოდში, ასევე სხვადასხვა პათოლოგიით ნებისმიერი ასაკის პაციენტის შემთხვევაში.  არა აქვს გავლენა მძღოლებზე და საშიშ მანქანა-დანადგარებზე მომუშავე პერსონალზე.

გამოშვების ფორმა: პირველადი შეფუთვა: 20გ მალამო ალუმინის ტუბში. მეორადი შეფუთვა: 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ვადის ამოწურვის შემდეგ მალამოს გამოყენება არაა რეკომენდებული. 

შენახვის პირობები: ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: შპს ”ბორჯი”, ქავთარაძის 21ა, თბილისი, საქართველო.  

                              ტელ: მობ. 599 957087, 599 930595.

                              ელ-ფოსტა: [email protected]

                                                          www.fitomali.ge

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი პროდუქტები