ShopAversi.ge - პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა


პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) განმარტავს, თუ რა მონაცემების შეგროვება ხდება მომხმარებლის შესახებ, ასევე, რა მიზნით გამოიყენება შეგროვებული/დამუშავებული მონაცემების და ვისთვის ხდება ამ მონაცემების მიწოდება.

წინამდებარე პოლიტიკა  ითვალისწინებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს და განსაზღვრავს, ვის უნდა დაუკავშირდეს მომხმარებელი კითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

წინამდებარე  პოლიტიკის მიზანია მარტივი და გასაგები ენით მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებისა დაპერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების თაობაზე.

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე ვინც სარგებლობს ავერსი-ს მომსახურებით. ავერსი-ს/shop.aversi.ge-ს მომსახურებით სარგებლობისას, მომხმარებლის მიერ თანხმობის ელექტრონული მონიშვნა უთანაბრდება წერილობით თანხმობას და წარმოადგენს დასტურს, რომ მომხმარებელი თანახმაა ავერსის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის დამუშავებაზე, რაც განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკაში.

shop.aversi.ge-ზე შემოსვლით მომხმარებელი ეთანხმებით წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკას.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, პერიოდულად განახლდეს. განახლებული მონაცემები გამოქვეყნდება shop.aversi.ge-ზე და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს გაეცნოს მას.

1)    რას  წარმოადგენს  პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა?

 წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა (შემდგომში „კონფიდენციალობის პოლიტიკა“/“პოლიტიკა“) განმარტავს, თუ როგორ ხდება შპს „ავერსი-ფარმას“ (შემდგომში „ჩვენ“, „ავერსი“, “აფთიაქი“, „ონლაინ აფთიაქი“, „shop.aversi.ge“ ან „კომპანია“) მიერ მომხმარებლის (შემდგომში „თქვენ“, „მომხმარებელი“ ან „მონაცემთა სუბიექტი“) პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, გამოყენება, შენახვა, გაზიარება და დაცვა.

 წინამდებარე პოლიტიკის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება იმ ვებ-გვერდების, აპლიკაციების, მობილური აპლიკაციების, კომპიუტერული პროგრამების, ტექნიკური მოწყობილობების, ინტერნეტ პროდუქტების, ელექტრონული პლატფორმების ან სისტემების, პირდაპირი გამოკითხვის (სატელეფონო, ონლაინ და სხვა მეთოდებით) საშუალებით, ელექტრონული ვაჭრობის ან/და სხვა ელექტრონული მომსახურებების მიღების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს, ფლობს ან/და აკონტროლებს ავერსი და რომლებიც ახორციელებენ მითითებას წინამდებარე დოკუმენტზე.

პერსონალური მონაცემი  - არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, პირადი ნომერი,საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

მონაცემთა დამუშავება - არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

ავერსი ახორციელებს მომხმარებლის შესახებ არსებული მონაცემების  კონფიდენციალობის დაცვას, ამ ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზვრულ ფარგლებში.

 

2)    ვის მიერ ხორციელდება პერსონალური მონაცემების დამუშავება?

პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი არის პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. მომხმარებლის მიერ მიწოდებული ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი გზით მოპოვებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს: შპს “ავერსი-ფარმა“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 211386695, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N 148.

 

3)    რა სახის და რა წყაროდან მიღებულ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ავერსი მიერ?

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების სახეობა და მოცულობა, რომლებსაც ავერსი აგროვებს  და ამუშავებს დამოკიდებულია იმ მომსახურებაზე, რომლის მიღება ან რომლით სარგებლობაც სურს მომხმარებელს.

ავერსის მიერ ხორციელდება იმ პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება, რომელთა მოწოდების გარეშე ავერსი-ს მომსახურებებით ვერ ისარგებლებს მომხმარებელი და მათი მიწოდება სავალდებულოა. ავერსი ასევე ახორციელებს იმ პერსონალურ მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას, რომელთა მოწოდების ვალდებულება არ გააჩნია მომხმარებელს, თუმცა საკუთარი სურვილით აწოდებს მომსახურებით სარგებლობისას. ავერსის ვებ-გვერდებით, აპლიკაციებით, მობილური აპლიკაციებით, კომპიუტერული პროგრამებით, ტექნიკური მოწყობილობებით, ინტერნეტ პროდუქტებით, ელექტრონული პლატფორმებით ან სისტემებით სარგებლობისას ყველა იმ მონაცემზე  რომელთა მიწოდება სავალდებულოა თვალსაჩინოდ მითითებულია შესაბამისი აღნიშვნა.

ავერსის მიერ დამუშავდება მომხმარებლის შემდეგი პერსონალური მონაცემები:

  • მონაცემები, რომლების მიაწოდა მომხმარებელმა.
  • მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება მომხმარებლის მიერ ავერსის მომსახურებით სარგებლობისას.
  • მონაცემები, რომელთა მიღება ხორციელდება სხვა კანონიერი წყაროების საშუალებით.

მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

  • მომხმარებლის პროფილის/ანგარიშის შექმნა;
  • პროდუქტების ან/და მომსახურების ძებნა shop.aversi.ge-ზე;
  • პროდუქტის დამატება ან ამოღება  კალათიდან, შეკვეთის განთავსება;
  • ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ტრანსილირება, ნახვა ან კონტენტის გამოყენება მოწყობილობაზე არსებული მომსახურების, პროგრამის ან აპლიკაციის საშუალებით;
  • მომხმარებლის მიერ პარამეტრების კონფიგურაცია, მონაცემთა წვდომის ნებართვების მოწოდება ან ურთიერთქმედება ავერსის ნებისმიერ მოწყობილობასთან ან სერვისთან;
  • shop.aversi.ge-თ ან/და ავერსის ვებ-ჩათებით სარგებლობა;
  • კომენტარების და შეფასებების გაკეთება და გაზიარება;
  • მომხმარებლის ანგარიშში „სურვილების სიის“ დამატება;
  • გამოკითხვის პასუხების შევსება;
  • კონკურსში, გათამაშებაში, პროგრამაში, კვლევაში, აქციაში ან სხვა ღონიძიებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარმოდგენა ან მასში მონაწილეობის მიღება;
  • კომუნიკაციის განხორციელება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა გზით;
  • პროდუქტის ან მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციის მოთხოვნა ან შეკითხვის დასმა;
  • მომხმარებლის მიერ მისი უფლებების/ინტერესების დაცვისათვის განცხადების, პრეტენზიის, საჩივრის ან სხვა დოკუმენტის წარმოდგენა;

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც შესაძლოა ავერსმა შეაგროვოს ან/და დავამუშაოთ მოიცავს შემდეგს:

  • სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ასაკი;
  • სქესი;
  • დაბადების თარიღი;
  • საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები);
  • ლოიალობის პროგრამაში ჩართულობა - ლოალობის ბარათის მონაცემები;
  • პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლი ან მისი მონაცემები;
  • საბანკო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი;

მონაცემები, რომელიც ავერსისთვის გახდება ცნობილი მომხმარებლის მიერ შეფასებების, შენიშვნების, კომენტარების ან შეკითხვების წარმოდგენის ან ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი არხის, საშულების, ფორმის ან მეთოდის მეშვეობით;

მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება მომხმარებლის მიერ shop.aversi.ge-ს მომსახურებით სარგებლობისას და ავერსის მიერ შესაძლოა შეგროვდეს და დამუშავდეს მოიცავს შემდეგს:

  • დეტალური ინფორმაცია ავერსის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების თაობაზე;
  • დეტალური ინფორმაცია shop.aversi.ge -ს მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული გადახდების ოპერაციების თაობაზე;
  • ინფორმაცია მომხმარებლის მიერ shop.aversi.ge-ს მომსახურებით სარგებლობისას გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების შესახებ;
  • მომხმარებლის ტექნიკური მოწყობულობის IP მისამართი და ადგილსამყოფელის მონაცემები, რომელიც შესაძლოა მოიპოვოს კომპანიამ თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ბრაუზერის და IP მისამართის ან შესაბამისი ოპერაციის განხორციელების ობიექტის ადგილმდებარეობის მეშვეობით;
  • ავტორიზაციისას გამოყენებული მონაცემები, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლის დაშიფრული ვერსია;
  • ინფორმაცია კონტენტის ურთიერთკავშირების (მაგ. ინფორმაცია კონტენტის ჩატვირთვის, სტრიმინგის, ნახვის შესახებ და სხვა ) თაობაზე;
  • ინფორმაცია ტექნიკური მოწყობილობის მაჩვენებლების (მაგ. ინფორმაცია მოწყობილობის ან აპლიკაციის სარგებლობის დროის, დაკავშირებების, შეცდომების ან ხარვეზების თაობაზე;
  • მომსახურების მაჩვენებლები. მაგ. მონაცემები ტექნიკური შეცდომების წარმოშობის ან shop.aversi.ge-ს მომსახურების ფუნქციებთან ან კონტენტთან მომხმარებლის  ურთიერთკავშირის თაობაზე;
  • მომხმარებლის სასაათო სარტყელის/ზონის პარამეტრების მონაცემები;
  • მოწყობილობების იდენტიფიკატორები, ქუქი-ფაილები (Сookies) და სხვა ტექნიკური საშუალებები მოწყობილობებზე, აპლიკაციებსა და ავერსის ვებ-გვერდებზე, რომლებიც გამოიყენება ვებ-გვერდების ნახვის, სარგებლობის ან სხვა ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის მისაღებად;  "Uniform Resource Locator" „URL“(მისამართები) იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც მომხმარებელი შევიდა ავერსის ვებ-გვერდზე შემოსვლამდე, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც მომხმარებელი გადავიდა ავერსის ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციიდან ბმულით ან ღილაკით, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც მომხამრებელი იყენებთ და მომხმარებლის ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ავერსის მხრიდან შესაბამისი წვდომის მინიჭების გზით (მაგ. სარეკლამო, მარკეტინგული ან სხვა მომსახურების მომწოდებელი კონტრაქტორები და სხვა) შესაძლებლობა აქვთ მოწყობილობების საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიების/ტრეკერების („Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“ და სახვ ე.წ. „ტრეკერები“) საშუალებით მიიღონ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები.

 

მონაცემები,რომლებიც შესაძლოა ავერსმა სხვა მესამე პირებისაგან/სხვა წყაროებისაგან  შეაგროვოს და დაამუშავოს მოიცავს შემდეგს:

  • მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, სხვა მესამე პირებისგან მიღებული მონაცემები;
  • მიწოდებისა და მიწოდების მისამართების შესახებ განახლებული მონაცები, რომელსაც მოგვაწოდებს გადამზიდავი/კურიერი და რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღების ან მასთან კომუნიკაციის პროცესის გასამარტივებლად;
  • ინტერნეტში ძიების შედეგები და ბმულები;
  • მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან;
  • მონაცემები მიღებული მესამე პირებისაგან, მათი ლოიალობის პროგრამაში ჩართული მომხმარებლის ბარათის თაობაზე და ბარათზე დარიცხული ქულების/სარგებელის შესახებ, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
  • მონაცემები, რომლებიც გამოიყენება მომხმარებელთა ვინაობის გადამოწმებაში (მაგ. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებისა და მიზნების არსებობისას თქვენი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა სსიპ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან);
  • მონაცემები მიღებული მარკეტინგული ან სარეკლამო მომსახურების მომწოდებლებისაგან, იმ პირობით და ფარგლებში, რაც დაშვებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

4)    მონაცემების გამოყენებისა და დამუშავების მიზანი

 ავერსის მიერ ხორციელდება მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება შემდეგი მიზნებით:

  • პროდუქციისა და მომსახურების შეძენა და მიწოდება - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეკვეთების მისაღებად, დასამუშავებლად და პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებისათვის, თქვენი გადახდების დასამუშავებლად და სამართავად, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ლოალობის ბარათზე არსებული ქულების საშუალებით shop.aversi.ge-ს მომსახურების შეძენისათვის ამ ბარათზე არსებული ქულების ბალანსის შემოწმებისა და მათი გამოყენებისათვის, ასევე, პროდუქტის/მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად.
  • მომსახურების სისტემის უზრუნველყოფა, მომსახურების ხარვეზების გასწორება და გაუმჯობესება - ავერსი იყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომპანიის მუშაობის პროცესის გასაანალიზებლად, მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომებისა და ხარვეზების იდენტიფირებისა და გამოსწორებისათვის, ასევე, ავერსის მომსახურების სარგებლობის გასამარტივებლად და მისი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ავერსის მომსახურების სარგებლობის სტატისტიკის საწარმოებლად, მომსახურების გაწევის პროცესების, ველების და shop.aversi.ge-ს დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით, shop.aversi.ge-ს ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების/აქციების ეფექტურობის შესაფასებლად, shop.aversi.ge-ს ვებ-გვერდისა და მისი კომპონენტების მომხმარებლის საჭიროებებისათვის ადაპტირებისათვის, ასევე, იმის დასადგენად (ქუქი-ფაილებისა (Сookies) და Google Analytics-სა და სხვა ანალიტიკის ინსტუმენტების გამოყენების საშუალებით) თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები shop.aversi.ge-ზე.
  • რეკომენდაციებისა და შეთავაზებების განხორციელება - კომპანია იყენებს მომხმარებლის   პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლისთვის საინტერესო და ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებისათვის, ინტერესების შესაბამისი და პერსონალიზებული მომსახურების/პროდუქტის გამოსავლენის და ასევე, შესაბამისი აქციების შექმნისა და შეთავაზების მიზნით;
  • კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება - ავერსი იყენებს და ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. მაგ. გარკვეულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებს, ადმინისტრაციულ  ორგანოებს, სასამართლოს. ასევე, იმ პირებს, რომლებიც ავერსთან იმყოფებიან  სახელშეკრულებო ურთიერთობაში (მაგ. გადახდის მომსახურების ან საკურიერო მომსახურების გამწევი პირები).
  • უფლებებისა და ინტერესების დაცვა - ავერსის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად (მაგ. მომხმარებლის ან მესამე პირის საჩივრების, პრეტენზიების, განცხადებების შესწავლის ან გადაწყვეტის მიზნით).
  • კომუნიკაცია - shop.aversi.ge-ს მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელთან  კომუნიკაციის მიზნით. მაგ. ელ.ფოსტის, ტელეფონის, ვებ-ჩათის ან სხვა საკომუნიკაციო არხი.
  • რეკლამა და მარკეტინგი - მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების გამოყენება ხორციელდება მომხმარებლის ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამების საჩვენებლად და მისთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებისათვის. ავერსი იყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცამებს პირდაპირი მარკეტინგისათვის და მათ, შორის,  არასარეკლამო ხასიათის შეტყობინების მიწოდებისათვის, ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრისთვის, ავერსის პროდუქციითა და მომსახურებით სარგებლობაზე დაყრდნობით, კვლევების, მარკეტინგული და სტატისტიკური ანალიზის განხორციელების მიზნით.
  • მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა და პრევენცია - ავერსი იყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ფინანსური და სხვა დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენის, მისი  აღსაკვეთად პრევენციის მიზნით, რათა დაცული იყოს როგორც კომპანიის ასევე მომხმარებლისა და მესამე პირის უსაფრთხოება, პერსონალური მონაცემები და საკუთრების უფლება.

5)    რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება?

ავერსის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია shop.aversi.ge-ს მომსახურების მისაღებად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კომპანიის, მომხმარებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მომხმარებლის თანმობის საფუძველზე;

6)    რა ფორმით და საშუალებით ხორციელდება პერსონალური მონაცემების დამუშავება?

მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ როგორც ავტომატური (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით), ისე ნახევრად ავტომატური (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად არაავტომატური საშუალებების გამოყენებით) საშუალებების გამოყენებით.

7)    რა ვადით ინახება პერსონალურ მონაცემები?

 მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება კომპანიის ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფილის/ანგარიშის/ექაუნთის რეგისტრაციის მომენტიდან მომხმარებლის პერსონალური მონაცემების წაშლამდე, რომელიც ხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.

ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო და საგადასახადო ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით მომხმარებლის მიერ მონაცემების წაშლის თაობაზე განცხადების მიღებიდან წაშლა განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი საგადასახადო, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

8)    პერსონალური მონაცემების დაცვა, მონაცემების უსაფრთხოება?

 კომპანია იღებს ყველა საჭირო ორგანიზაციულ და ტექნიკური უსაფრთხოების ზომებს, პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან თავის არიდების მიზნით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ  მომხმარებლის პაროლის, ელექტრონული ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის მითითების შემთხვევაში.

პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება დაცულ სერვერზე, რომელზე წვდომაც აქვთ მხოლოდ კომპანიის შესაბამის პერსონალსა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებს.

მომხმარებლის მიერ პროდუქციის შესყიდვისას ხორციელდება პირადი საკრედიტო/საბანკო ბარათის მონაცემების მითითება. ავერსისთვის მომხმარებლის საბანკო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვოდმი და აღნიშნული მონაცემების შენახვა კომპანიის მიერ არ ხორციელდება.

ავერსი არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლის საშუალებით ხორციელდება ავერსი-ს მომსახურების მიღება/წვდომა.

მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით არ არის აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. კომპანია ატარებს  კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაცული იყოს მომხმარებლის მონაცემები.

კომპანია პასუხს არ აგებს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მომხმარებლის პერსონალური ან საბანკო მონაცემები.

მომხმარებლის მიერ ავერსი-ს პროდუქტებით სარგებლობისას გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის ნომრის, მოდელის, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის და კომპანიის აპლიკაციის ვერსიის შესახებ ინფორმაცია მარკეტინგული მიზნით შესაძლოა გადაეცეს სხვა ისეთ აპლიკაციებს როგორიცაა: Google Analytics, Facebook Pixel და სხვა აპლიკაციებს, რომლებიც თანხვედრაშია მონაცემთა დაცვის ზოგადი ევროპული რეგულაციის მოთხოვნებთან (GDPR - (General Data Protection Guide).

9)    პერსონალურ მონაცემების გამოყენება მარკეტინგის მიზნით

კომპანია ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რათა განსაზღვროს, თუ რა საჭიროება და ინტერესები აქვს მომხმარებლებს. რა მომსახურება და შეთავაზებაა მომხმარებლისთვის საინტერესო.

პირდაპირი მარკეტინგი მოიცავს ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზებას მომხმარებლისთვის.  პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაძლებელია მოხდეს მომხმარებლის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.  

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შესაძლოა ასევე დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემებიც.

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მისი პერსონალურ მონაცემების გამოყენების შეწყვეტაზე, ხოლო ავერსი უზრუნველვყოფთ ასეთი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტას,  მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღის დღის ვადაში. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი ან/და გამოაგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].

 

10)  პერსონალურ მონაცემების გაზიარება მესამე პირისთვის?

კმპანიამ შესაძლოა განახორციელოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება სხვა პირისთვის შემდეგ შემთხვევებში:

  • მომსახურების/მისი ნაწილი გაწევა ხდება მესამე პირების მიერ - მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების გადაცემა მესამე პირისთვის ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანამშრომლობენ ავერსთან და ახორციელებენ გადაზიდვის, საფოსტო, საკურიერო, ტექნიკურ, სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებას. ასევე, ავერსი-ს მომსახურების ანგარიშწორებისათვის საჭირო გადახდების უზრუნველყოფას. ასევე იმ პირებს, რომლებთან ერთადაც ხორციელდება ერთობლივი სარეკლამო აქციები, გათამაშებები, კონკურსები ან სხვა ღონისძიებას, იმ პირობით ასეთი პირების მხრიდან სრულად იქნება დაცული/გაზიარებული  მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დაცვის გარანტიები.
  • საწარმოს რეორგანიზაცია და მომსახურების გადაცემა - ჩვენ შესაძლოა ჩვენი საწარმო ან ჩვენი უფლებება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გავასხვისოთ ან გადავცეთ სხვა პირებს, ასევე, განვახორციელოთ კომპანიის რეორგანიზაცია, მათ შორის, გარდაქმნა, გაყოფა (გამოყოფა და დაყოფა) ან/და შერწყმა (გაერთიანება და მიერთება). აღნიშნულ შემთხვევებში ჩვენ გავუზიარებთ და კომპანიის მიერ დამუშავებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ კომპანიის სამართალმემკვიდრეს ან უფლებამონაცვლეს.
  • კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება - ავერსი უზიარებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემებს, როცა ეს საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
  • უფლებებისა და ინტერესებისა დაცვა - კომპანიამ შესაძლოა გაუზიაროს მომხმარებლის  პერსონალურ მონაცემები სხვა მესამე პირებს კომპანიის, მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
  • მომხმარებლების ავტორიზაცია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში;
  • მომხმარებლის პროფილის პარამეტრების დამახსოვრება;
  • კონტენტის ცნობადობის განსაზღვრა;
  • სარეკლამო აქციების ჩატარება და მათი ეფექტურობის შეფასება;
  • ვებ-გვერდის ტრაფიკის შეფასება;
  • ვებ-გვერდის მომხმარებელთა ქცევის შეფასება, ანალიზი და მათი ინტერესების იდენტიფიცირება.
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების უფლება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
    • პერსონალური მონაცემთა გაცნობისა და ასლების მიღების უფლება (მონაცემთა დამმუშავებელი უფლებამოსილია დააწესოს და მოითხოვოს შესაბამისი საფასურის გადახდა ასლების გადაცემაზე);
    • პერსონალურ მონაცემთა გასწორების, განახლების და შევსების უფლება;
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის უფლება;
    • პერსონალურ მონაცემთა წაშლის უფლება;
    • პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
    • პერსონალურ მონაცემთა პორტირების (სხვასთან გადატანის) უფლება;
    • პერსონალურ მონაცემთა პროფილირებაზე უარის თქმის უფლება;
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობის უფლება;
    • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების/პრეტენზიის წარმოდგენის უფლება;
    • პირდაპირი მარკეტინგისათვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უარი თქმის უფლება;

მესამე პირებისათვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემა განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი მიზნით და მხოლოდ მათი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო მოცულობით. მესამე პირებს არ შეუძლიათ ავერსის მიერ მიწოდებული მონაცემები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის, გარდა მათთვის დაშვებული მიზნებისთვის, რაზეც სრულად მხოლოდ თავად აგებენ პასუხს.

 

11)  რას წარმოადგენს და რა მიზნით ხდება  ქუქი-ფაილებს „Сookies“ გამოყენება?

ქუქი-ფაილები („Сookies“) ქუქი-ფაილები („Сookies“) ან „მზა ჩანაწერები“ წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც განთავსებულია და ინახება ბრაუზერებში ან მოწყობილობებში ვებ-გვერდების, აპლიკაციების, ონლაინ მედიისა და რეკლამების გამოყენების საშუალებით და გამოიყენება მომხმარებლის თაობაზე ინფორმაციისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ იფორმაციის შესაგროვებლად.

ავერსი იყენებს ქუქი-ფაილებს და საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიებს შემდეგი მიზნებისათვის:

ამ შემთხვევაში ქუქი-ფაილები არ ახდენენ მომხმარებლის პირდაპირ იდენტიფიკაციას, ვინაიდან, წარმოადგენს აგრეგირებულ, გაერთიანებულ და ანონიმიზირებულ მონაცემებს.

  • კომპანია სარგებლობს შემდეგი სახის ქუქი-ფაილებით:
  • აუთენტიფიკაციის/ავტორიზაციის ქუქი-ფაილები;
  • პრიორიტეტული/ფუნქციური ქუქი ფაილები;
  • ანალიტიკური/სტატისტიკური ქუქი ფაილები;
  • სარეკლამო ქუქი ფაილები;

ეს ჩანაწერები გვეხმარება თქვენი ონლაინ აქტივობის დასადგენად, რათა მოგაწოდოთ თქვენთვის მეტად შესაბამისი შეთავაზება ან შეგიზღუდოთ რეკლამის ნახვის რაოდენობა. ამ სახის ქუქი ფაილებისაგან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს ნებისმიერ პარტნიორ კომპანიას, იმ მიზნით, რომ სხვა ვებ-გვერდებზე ნაჩვენები იყოს მომხმარებლისთვის საინტერესო რეკლამა. კომპანიამ შესაძლოა დაამუშავოს იმ ვებ-გვერდის "Uniform Resource Locator" „URL“ (მისამართი), რომელზეც მომხმარებელი შევიდა ავერსის ვებ-გვერდზე შემოსვლამდე, ასევე  იმ ვებ-გვერდის „URL“, რომელზეც მომხმარებელი შევა ავერსის ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, ბრაუზერის სახეობა, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი და მისი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი.

ავერსს ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირს სარეკლამო, მარკეტინგული ან სხვა ტექნიკური მომსახურების გამწევ პირს შეუძლია ავტომატურად მიიღონ აღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც მომხმარებელი სარგებლობს ავერსის ვებ-გვერდით და ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა ქუქი-ფაილები (Cookies) და სხვა საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიები.

 წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმებით ქუქი-ფაილების გამოყენების და დამუშავების წესებსა და პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ ავერსი-ს მომსახურებით.

12)  პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს, თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით აქვს შემდეგი უფლებები:

• მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები;

• პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს ან უფლებამოსილ პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა;

• პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი;

• პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

• რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები;

• ვის გადაეცა პერსონალური მონაცემები;

 • პერსონალურ მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, კომპანიას უფლება აქვს დაუკავშირდეს მომხმარებელს მონაცემთა გასწორების მიზნით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობისას ან შეფერხებისას, შეწყვიტოს/შეაჩეროს ავერსი-ს მომსახურების მოწოდებას.

ავერსი უფლებამოსილია ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის მოახდინოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზება და ამ ფორმით შენახვა.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს მიაჩნია, რომ  მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება არამართლზომიერად ან პერსონალურ მონაცემთა მიმართებით ხორციელდება წესების დარღვევა ან უფლებების დარღვევა, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს https://personaldata.ge ან საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

13)  ცვლილების შეტანა წინამდებარე პოლიტიკაში.

ავერსი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში, რის შესახებაც მოხდება შეტყობინება მომხმარებლისთვის. მომხმარებელი მხოლოდ ცვლილებებზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში შეძლებს ავერსი-ს მომსახურებით სარგებლობას. ცვლილება განთავსდება ავერსი-ს ვებ-გვერდის/აპლიკაციის მთავარ გვერდზე. კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებისას, მისი ბოლო ვერსია დაუყოვნებლივ განთავსდება ავერსი-ს ვებ-გვერდზე.

14)  საკონტაქტო ინფორმაცია

კონფიდენციალობის პოლიტიკის ან პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით  მომხმარებლის ნებისმიერი შეკითხვის, თხოვნის შენიშვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგ საკომუნიკაციო არხებზე: საქართველო, ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N 148,  ელ.ფოსტა: [email protected]; ტელ: (+995) (032) 2 900 800 ან სხვა საკონტაქტო საშუალებებით, რომლებიც განთავსებულია ავერსის ოფიციალურ საიტზე.


სრული სამომხმარებლო ხელშეკრულება