ShopAversi.ge - ზე შეძენილის პროდუქციის გადაცვლის, დაბრუნების და შეკვეთის გაუქმების პირობები


სრული სამომხმარებლო ხელშეკრულება

ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმა


1.    პროდუქციის შეცვლის პირობები 

1.1 პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას 14 კალენდარული დღის ვადაში იმ შემთხვევაში თუ:

1.1.1 პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება).
1.1.2. შეკვეთის ფორმირების დროს კომპანიამ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც მომხმარებელმა მიიღო არასწორი პროდუქცია.
1.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ კომპანიის თანხმობის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილი არ არის და ამასთან პროდუქცია არ წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 11.2 მუხლის ა, ბ და გ პუნქტებით გათვალისწინებულ პროდუქციას.
1.3. კომპანია, მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში, თუ:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
• პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

2.    ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და პროდუქციის დაბრუნების/შეკვეთის გაუქმების  პირობები:

2.1. მომხმარებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია უარის თქვას ხელშეკრულებაზე მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროდუქციის მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და პროდუქციის დაბრუნების/შეკვეთის გაუქმების უფლებას.

2.2. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ არსებობს  მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევები, მათ შორის: 
ა) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მხარეები ვთანხმდებით, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ გავრცელდება არც ერთი სახის ფარმაცევტულ პროდუქტზე ასევე წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 11 მუხლის 1, 3, 13, 131, 132, 14, 15, 16, 42, 48, 481 პუნქტებით განსაზღვრულ პროდუქციაზე, ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ პროდუქტზე და  ასევე ნებისმიერი სახის სურსათზე/სასურსათო პროდუქტზე);
ბ) მიწოდებულია ჰერმეტულად დაცული საქონელი, რომლის ჰერმეტულობა დარღვეულია მიწოდების შემდეგ და ამდენად, მისი დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო; დაზიანებულია პროდუქციის შეფუთვა, შენარჩუნებული არ აქვს სასაქონლო იერსახე, სამომხმარებელირებლო თვისებები, ბჟენები, ქარხნული იარლიყები და ა.შ; პროდუქცია გამოყენებულია.
გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული.
2.3. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია თავად გაწიოს პროდუქციის უკან დაბრუნების ხარჯი; 
2.4. მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ავტომატურად გამოიწვევს ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
2.5. მომხმარებელი ვალდებულია, ხელშეკრულებაზე უარის თქმის განზრახვის შემთხვევაში კომპანიას ელ-ფოსტაზე: [email protected] -ზე გაუგზავნოს შევსებული ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება მომხმარებლის გადაწყვეტილებას შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნების შესახებ ან დაუკავშირდეს კომპანიას ცხელ ხაზზე და შეატყობინოს წარმომადგენელს ნივთის დაბრუნების განზრახვის შესახებ. 
2.6. მომხმარებელი ვალდებულია ფორმაში მიუთითოს: 
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი;
ბ) შეკვეთის თარიღი;
გ) შეკვეთის მიღების თარიღი;
ე) შეკვეთის მიღების ადგილი/მისამართი;
ვ) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა შევსებულია ქაღალდზე);
ზ) შევსების თარიღი
თ) პოდუქციის დაბრუნების მიზეზი (აღნიშნული ინფორმაციის მითითება ხდება ნებაყოფლობით). 
2.7. პროდუქციის დაბრუნების განზრახვის შესახებ კომპანიისთვის შეტყობინების შემდეგ,   მომხმარებელი ვალდებულია არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნოს პროდუქცია კომპანიას ავერსის ნებისმიერ აფთიაქში (აფთიაქების მისამართი ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე www.shop.aversi.ge). პროდუქტთან ერთად მომხმარებელმა უნდა წარადგინოს: 
• შესყიდვის ქვითარი, ან სხვა რაიმე დოკუმენტი რომელიც ადასტურებს გადახდას; 
• მყიდველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
2.8. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია:
ა) სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა (მხოლოდ პროდუქციის ღირებულება, ტრანსპორტირების ღირებულების გამოკლებით) არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. 
ბ) თანხის დაბრუნება განხორციელდება გადახდის იმავე საშუალებებით, რაც გამოყენებული იყო მომხმარებლის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე და თუ მოხმარებელს არ წარმოეშობა დამატებითი ხარჯი.
2.9. მომხმარებლის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია  უფლებამოსილია უარი თქვას თანხის უკან დაბრუნებაზე მანამ, სანამ მომხმარებელი არ  დააბრუნებს პროდუქციას.
2.10. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია:
ა) კომპანიას დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ამ ვადაში პროდუქციის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ  ხელშეკრულებაზე უარის თქმა გაბათილდება და ხელშეკრულება ჩაითვლება შესრულებულად; 
ბ) დაფაროს  საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად ამ ქვეთავით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც წარმოადგენს ფიზიკურ პირს და რომელიც პროდუქციას ყიდულობს მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით.
2.11. განთავსებული შეკვეთის გაუქმება კომპანიის მიერ  შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
2.11.1. ნებისმიერ დროს, პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემამდე, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ, მომხმარებლისთვის დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე შეტყობინებით.
2.11.2. თუ პროდუქციის მომხმარებლის მიერ შერჩეული ფილიალიდან გატანის წესით გაკეთებილი შეკვეთის განთავსებიდან 7  (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში მომხმარებელი არ მიაკითხავს პროდუქციას, მომხმარებლის მიერ არჩეულ ფილიალში;
2.11.3. თუ მისამართზე მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებლის მისამართი არაზუსტი აღმოჩნდება ან მისამართზე არ იქნება არც ერთი პირი, ვინც უფლებამოსილი იქნება ჩაიბაროს შეკვეთა;
2.11.4. თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქცია აღმოჩნდა დაზიანებული/გასაყიდად უვარგისი ან დაზიანდა ტრანსპორტირებისას და არ არის შესაძლებელი მისი შემცვლელი პროდუქტით ჩანაცვლება;
2.11.5. თუ არსებობს მომხმარებლის მხრიდან თანხის გადახდასთან დაკავშირებული სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორი;
2.11.6. თუ არსებობს მომხმარებლის მხრიდან ფარმაცევტული პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული უფლებრივი შეფერხება, როგორიცაა, მაგალითად რეცეპტის არარსებობა ან მასთან დაკავშირებული სხვა სახის პრობლემა;
2.11.7. პროგრამული ხარვეზის არსებობისას, რის შედეგადაც პროდუქციაზე მოხდა  არასწორი ინფორმაციის მითითება (მათ შორის და არა მხოლოდ არსებულ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით აშკარად შეუსაბამო ღირებულების მითითება, ან/და სხვა ხარვეზი).
2.12. ამ ხელშეკრულების 2.11.1., 2.11.2., 2.11.4. 2.11.7 პუნქტების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნებს თანხას, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე, გაუქმებიდან სამი საბანკო დღის ვადაში. ხოლო, 2.11.3., 2.11.5., 2.11.6. პუნქტების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს დაუბრუნებს თანხას (მისამართზე მიწოდების მომსახურების ღირებულების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუქმებიდან სამი საბანკო დღის ვადაში.
2.13. მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა.