სენტორი 100მგ #30ტ

50435
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ჯენერიკიLosartanum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

სენტორი 

 

გთხოვთ, პრეპარატის მიღების დაწყამდე ყურადღებით წაიკითხოთ საინფორმაციო ფურცელი.
- შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი, რადგანაც მასში არსებული ინფორმაცია შეიძლება დაგჭირდეთ მომავალში.
- თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები კონსულტაციისთვის, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან პროვიზორს.
- ეს პრეპარატი ექიმმა გამოგიწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვას, რადგან ეს შეიძლება საშიში აღმოჩნდეს მათთვის, მაშინაც კი, თუ თქვენ და თქვენს ნაცნობს დაავადების მსგავსი სიმპტომები გაგაჩნიათ. 
- მიმართეთ ექიმს ან პროვიზორს, თუ გვერდითი ეფექტები ძლიერდება ან ვლინდება ისეთები, რომლებიც გვერდით მოვლენებში ჩამოთვლილი არ არის.

რა ტიპის სამკურნალო პრეპარატებს მიეკითვნება სენტორი და რომელი დაავადებებისას გამოიყენება?
რომელი დაავადებებისას ნაჩვენებია სენტორი?
პრეპარატი სენტორი მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ანგიოტენზინ II (ტიპი AT1) რეცეპტორების ანტაგონისტს. 
სენტორის მიღების ჩვენებებია:
- ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა), როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში.
- გულის უკმარისობა, როდესაც თქვენთვის უკუნაჩვენებია აგფ ინფიბიტორები.
- ჰიპერტენზია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით (კედლის გასქელება). პრეპარატის გამოყენება ამცირებს ინსულტის რისკს.
- 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, პროტეინურიით (შარდში ცილის არსებობა), თირკმლის დაავადების სტაბილიზაცია, პროტეინურიის შემცირება. 

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის სენტორი გამოყენების დაწყებამდე.
არ მიიღოთ სენტორი იმ შემთხვევაში, თუ:
_ თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების კალიუმის ლოზარტანის მიმართ;
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ხართ ორსულად.
- ხართ ლაქტაციის პერიოდში.

სენტორი ტაბლეტები არ ენიშნებათ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
სენტორის მიღება სიფრთხილით საჭიროა შემდეგ შემთხვევებში, 
ამიტომ, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს:
- წინამორბედი დაავადების შესახებ, ღებინებისა და დიარეის თანხლებით,
- ღვიძლის დაავადების,
- თირკმელების დაავადების,
- თირკმლის ტრანსპლანტაციის,
- აორტის ან სხვა სისხლძარღვების შევიწროვების,
- სისხლში კალიუმის მაღალი დონის, ან კალიუმის დაბალი შემცველობის დიეტაზე ყოფნისას. 

სხვა პრეპარატების მიღება სენტორით მკურნალობის დროს
ძირითადად სხვა პრეპარატები, სენტორის მოქმედებაზე გავლენას არ ახდენენ. მიუხედავად ამისა, აცნობეთ ექიმს თუ თქვენ ღებულობთ ან ახლახანს ღებულობდით სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

ექიმის ინფორმირება საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
- კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილების, ან კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებების (მაგ.: სპირონოლაქტონი, ამილორიდი ან ტრიამტერენი) მიღებისას,
- არტერიული წნევის დამწევი ან ამწევი საშუალებების მიღებისას,
- რიფამპიცინის შემცველი, ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატების მიღებისას,
- სოკოვანი დაავადებების და რძიანას სამკურნალო, ფლუკონაზოლის შემცველი პრეპარატების მიღებისას,
- ლითიუმის მარილების შემცველი პრეპარატების მიღებისას,
- ინდომეტაცინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების შემცველი პრეპარატების (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა დღში 3გ-ზე მეტი დოზით, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი დაავადებების სამკურნალო ციკლოოგსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სპეციფიკური ინჰიბიტორების ჩათვლით) მიღებისას.   

პრეპარატის სენტორი მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მოქმედი ნივთიერების შეწოვაზე, ამიტომ პრეპარატის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს ან პროვიზორს თუ თქვენ ხართ ორსულად, ლაქტაცის პერიოდში, ან გეგმავთ ორსულობას უახლოეს მომავალში.
არ შეიძლება სენტორის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაორსულდით თერაპიის კურსის დროს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

 პრეპარატის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმის მართვის უნარზე.
ძირითადად, სენტორი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვაზე და მომატებული ტრავმატიზმის პირობებში მიმდინარე სამუშაოებზე. თუმცა, სანამ ექიმი დარწმუნდება იმაში, თუ როგორ იტანთ პრეპარატს, თავი შეიკავეთ ისეთი ქმედებისგან, რომელიც მოითხოვს განსაკთრებულ ყურადღებას (ტრანსპორტის მართვა ან მომატებული ტრავმატიზმის პირობებში მიმდინარე სამუშაო). 

პრეპარატის განმოყენება აფრიკული რასის ავადმყოფებში ჰიპერტენზიით და გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით
კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ავადმყოფებში ჰიპერტენზიით და გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, დაამტკიცა, რომ სენტორი ამცირებს ინსულტის საშიშროებას. ამ კვლევებში, ლოზარტანის სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებასთან (ათენოლოლთან) ეფექტურობის შედარებისას გამოვლინდა, რომ აფრიკული რასის ავადმყოფებში აღნიშნული დადებითი მოქმედება არ გამოვლინდა.  

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის სენტორი დამხმარე ნივთიერებებზე
ლაქტოზაზე (რძის შაქარი) მგრძნობელობის შემთხვევაში, საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ 50მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 1,050მგ ლაქტოზას, 100მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 2,10მგ ლაქტოზას.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება ლაქტაზა საამის (Lაპპ ლაცტასე დეფიციენცყ) იშვიათი მემკვიდრული დეფიციტის და გლუკოზო-გალაქტოზის შეწოვის დარღვევის დროს.

როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი სენტორი.
სენტორის მიღება საჭიროა ექიმის დანიშნულების მიხედვით.
თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ პრეპარატის დოზირებაში, დაუკავშირდით ექიმს. 
თუ თერაპიის კურსის დროს თვლით, რომ პრეპარატს აქვს ძალიან ძლიერი ან პირიქით – არასაკმარისად ეფექტური მოქმედება,  არ შეცვალოთ პრეპარატის დოზირება თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დღის ერთი და იგივე დროს.

ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა)
თუ ექიმმა არ დანიშნა სხვაგვარად, 24 საათის განმავლობაში წნევის დასარეგულირებლად, ჰიპერტენზიის სამკურნალო საყოველთაოდ მიღებული საწყისი დოზაა 50მგ დღეში ერხელ. 
ჰიპერტენზიის (გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით) სამურნალოდ, საყოველთაოდ მიღებული საწყისი დოზაა 50მგ დღე-ღამეში (ერთხელ), ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 100მგ-მდე (ერთხელ) დღე-ღამეში.  

გულის უკმარისობა 
თუ ექიმმა არ დანიშნა სხვაგვარად, პრეპარატის საყოველთაოდ მიღებული საწყისი დოზაა 12,5მგ დღეში ერხელ. საწყისი დოზირება თანდათან იზრდება, აუცილებელი ეფექტის მიღებამდე. ხანგრძლივი თერაპიისას საყოველთაოდ მიღებული საწყისი დოზა არის 50მგ დღე-ღამეში ერთხელ.

2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, პროტეინურიით 
თუ ექიმმა სხვაგვარად არ დანიშნა, პაციენტების უმრავლესობაში საყოველთაოდ მიღებული დოზა შეადგენს 50მგ-ს ერხელ დღეში. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 100მგ-მდე. 

გამოყენება ხანდაზმულ ასაკში
მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სენტორის ეფექტურობა და ამტანობა ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტების უმეტესობასთან დოზირების კორექცია საჭირო არ არის.

პრეპარატის გამოყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ბავშვთა ასაკში 6-დან 16 წლამდე 
ბავშვებში, რომელთაც შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა და რომელთა წონაც მერყეობს 20-50კგ-ს ფარგლებში, საწყისი დოზა შეადგენს 25მგ-ს დღეში ერთხელ, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 50მგ-მდე.
ბავშვებისთვის, სხეულის მასით 50კგ და მეტი, საწყისი ერთჯერადი დოზაა 50მგ დღეში, რომელიც აუცილობლობის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 100მგ-მდე.
ბავშვებისთვის დოზას საზღვრავს ექიმი, სხეულის მასის და ბავშვის არტერიული წნევის გათვალისწინებით.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მიიღეთ გამოწერილ დოზაზე მეტი სენტორი?
დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება, ამიტომ აუცილებელია არტერიული წნევის მკაცრი კონტროლის დაწესება. დაბალი არტერიული წნევის ნიშნების (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა) გაჩენისას, აუცილებელია ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაწვენა. შემდგომი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ექიმის მითითებით.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან პროვიზორთან. 

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო პრეპარატს, სენტორსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა იმ პირში, რომელიც ღებულობს პრეპარატს. პრეპარატის სენტორი გვერდითი ეფექტები მსუბუქი ხასიათისაა და თერაპიის კურსის შეწყვეტას არ საჭიროებენ. 
პრეპარატის სენტორი მოქმედი ნივთიერების, ლოზარტანის გამოყენების დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
პირველ რიგში, თერაპიის დასაწყისში შეიძლება ადგილი ჰქონდეს: არტერიული წნევის დაცემასთან დაკავშირებით მეხსიერების გაუარესებას, რეაქციების შენელებას, სწრაფ დაღლას, სისუსტეს, თავბრუსხვევას.
ჰიპერტენზიის, გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: სისუსტე, სწრაფი დაღლა, თავბრუსხვევა.
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები: (1 შემთხვევაზე მეტი ლოზარტანის მიმღებ 10 პაციენტში): თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი ეფექტები: (ლოზარტანის მიმღებ 100 პაციენტიდან 1-10 შემთხვევა): თავბრუსხვევა, უძილობა, ტკივილი კუჭის არეში, დიარეა, გულისრევა, საჭმლის მონელების დარღვევა, გულისცემის გახშირება, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი ზურგის არეში, კუნთური კრუნჩხვები, ხველება, ცხვირის გაგუდვა, ყელის ტკივილი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, სწრაფი  დაღლა/სისუსტე, ტკივილი გულმკერდის არეში, ანემია (სისხლნაკლებობა, რისი ნიშანიც შეიძლება იყოს დაღლილობა და ქოშინი), ღვიძლის ფერმენტების და კალიუმის დონის მომატება შრატში (ლაბორატორიული კვლევის მონაცემები).
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები: (10 შემთხვევა ლოზარტანის მიმღებ 1000 პაციენტში): წონასწორობის გრძნობის დარღვევა, შუილი ყურებში, ცხვირიდან სისხლდენა, ყაბზობა, გამონაყარი, შეუძლოდ ყოფნა, შრატში შარდოვანას და ანრჩენი აზოტის ან კრეატინინის დონის მომატება (ლაბორატორიული კვლევის მონაცემები). 
იშვიათი გვერდითი ეფექტები: (10 შემთხვევა ლოზარტანის მიმღებ 10000 პაციენტიდან): სისხლის წითელი უჯრედების და თრომბოციტების უკმარისობა, შაკიკი, სისხლძარღვთა ანთებითი დაავადებები, კუნთების და სახსრების ტკივილი, ხველა, გამონაყარი, კანის ქავილი, ღვიძლის ფუნქციის დაღვევა (ლაბორატორიული კვლევის მონაცემები). 
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები თირკმლის პატოლოგით, 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს: სწრაფი დაღლა, სისუსტე, თავბრუსხვევა, პლაზმაში კალიუმის დონის მომატება, რის გამოც ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პლაზმაში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების იშვიათი შემთხვევები: კანის გამონაყარი და კანის სიწითლე, როგორც სისხლძარღვების ანთებითი რეაქცია, ტუჩების, ყელის ან კიდურების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი.
ჰიპერმგრძნობელობის ნებისიერი ნიშნის გამოვლენისას დაუყოვნებლივ შეწყვითეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. 
პრეპარატის ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გაღრმავების ან ისეთ გვერდითი ეფექტების აღნიშვნისას, რომლებიც ამ საინფორმაციო ფურცელში ჩამოთვლილი არ არის, მიმართეთ ექიმს ან პროვიზორს.

შენახვა
შეინახეთ +15°C - +25°C ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილას. 
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
სენტორი შემოგარსული ტაბლეტები, 50მგ: 5 წელი
სენტორი შემოგარსული ტაბლეტები, 100მგ: 3 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი სენტორი
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება: კალიუმის ლოზარტანი
სენტორი შემოგარსული ტაბლეტები, 50მგ:
ყოველ შემოგარსულ ტაბლეტში 50მგ კალიუმის ლოზარტანი 
სენტორი შემოგარსული ტაბლეტები 100მგ:
ყოველ შემოგარსულ ტაბლეტში 100მგ კალიუმის ლოზარტანი

დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: სილიციუმის კოლიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: ოპადრი II. 33G28523 თეთრი (გლიცეროლის ტრიაცეტატი, მაკროგოლი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი E171, ჰიპრომელოზა).

პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვა
სენტორი შემოგარსული ტაბლეტები, 50მგ
მრგვალი, ორმხრივამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ცალ მხარეს – ნაზოლი, მეორე მხარეს – გრავირება <<50>> 
სენტორი შემოგარსული ტაბლეტები, 100მგ
მრგვალი, ორმხრივამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ცალ მხარეს – გრავირება <<100>>, მეორე მხარე -  გლუვი. 

შეფუთვა: 
10 შემოგარსული ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ-აპკის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

მსგავსი პროდუქტები