სამომხმარებლო ხელშეკრულება
                                                                                                               

წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს თქვენსა და შპს „ავერსი-ფარმა“-ს (შემდგომში „ავერსი“, კომპანია ან shop.aversi.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტს.


 
1. შესავალი 

• წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს თქვენსა და შპს „ავერსი-ფარმას“ - (შემდგომში „კომპანია“)  შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს shop.aversi.ge  ვებ-გვერდის და ონლაინ მაღაზიის გამოყენების პირობებს (შემდგომში ერთად „ვებგვერდი“ ან „ონლაინ მაღაზია“). 
• ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გახსნას shop.aversi.ge-ზე პირადი ანგარიში, რათა შესაბამისად, მომხმარებელმა პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს, ხოლო კომპანიამ მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, კომპანია და მომხმარებელი  თანხმდებიან, დადონ წინამდებარე ხელშეკრულება.
• shop.aversi.ge უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. 
• პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მომხმარებლისგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე ხელშეკრულებაში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად (დანართი 1);
• ამ ხელშეკრულებაზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით shop.aversi.ge-ს კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას (დანართი N 1); 
• წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს და თანახმაა, რომ შპს „ავერსი-ფარმამ“ დაამუშავოს/შეინახოს მომხმარებლის მიერ მითითებული ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი და აცხადებს თანხმობას, რომ  მითითებული ელ. ფოსტაზე, ტელეფონის ნომერზე, მისამართზე შპს „ავერსი-ფარმასგან“ მიიღოს შეტყობინებები, მათ შორის სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები.

1. ტერმინთა განმარტება

1.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1.1. ანგარიში - ნიშნავს მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
1.1.2. ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს  წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
1.1.3. გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულებას, მასში მოცემულ წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს ხელშეკრულება შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;
1.1.4. ვებ-გვერდი - ნიშნავს  shop.aversi.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურებისა და პროდუქციის შეთავაზება/შეძენა;
1.1.5. მომხმარებელი - ნებისმიერი ქმედუნარიანი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საკუთარი ნებით რეგისტრირდება ვებ-გვერდზე და სურს shop.aversi.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს პროდუქცია;
1.1.6. კომპანია -  შპს „ავერსი-ფარმა“  shop.aversi.ge,  რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, (რეგისტრირებული 14.05.1999 წ. საიდენტიფიკაციო №211386695, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 148);
1.1.7. მხარეები - ნიშნავს კომპანიას და  მის მომხმარებელს;
1.1.8. shop.aversi.ge პლატფორმა - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს  shop.aversi.ge-ს ვებ-გვერდს; 
1.1.9. ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;
1.1.10. უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ shop.aversi.ge-სთვის  რეგისტრაციისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს shop.aversi.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
1.1.11. ხელშეკრულება - მომხმარებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, და ნებისმიერი სხვა დოკუმენტს, რომელზე მითითებასაც აკეთებს  ეს ხელშეკრულება, ასევე მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
1.1.12. მარაგი, მარაგშია - პროდუქტის ხელმისაწვდომობის სტატუსი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ონლაინ მაღაზიისთვის და არ იძლევა ინფორმაციას კომპანიის რომელიმე ფიზიკური ფილიალის მარაგების თაობაზე;
1.1.13. ფარმაცევტული პროდუქტი (სამკურნალო საშუალება) – წამალი ან ფიზიოლოგიურად აქტიური, ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომლის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება განპირობებულია ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური მოქმედებით და რომელიც ნებადართულია სამედიცინო გამოყენებისთვის, მათ შორის, ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით ნებაყოფლობით რეგისტრირებული კომპლემენტარული სამკურნალო საშუალება, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, პარასამკურნალო საშუალება.
1.1.14. რეცეპტი – ფარმაცევტისადმი ექიმის წერილობითი მიმართვა ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების, გაცემისა და მოხმარების წესების შესახებ;
1.1.15. წამლის კანონი - საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ;
1.1.16. პროდუქცია - ვებ. გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მოძრავი ნივთი და ასევე ფარმაცევტული პროდუქტი.
1.2. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

2. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ: 
2.1. არის საქართველოს (ან შესაბამისი ქვეყნის) კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;
2.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს shop.aversi.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.3. მომხმარებელს აქვს სრული და შეუზღუდავი უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას), რომ გააფორმოს ხელშეკრულება და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
2.6. მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
2.7. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული shop.aversi.ge -ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ shop.aversi.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  shop.aversi.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
2.11. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს shop.aversi.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
2.12. shop.aversi.ge ხელშეკრულებას დებს ამ ხელშეკრულებაში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია shop.aversi.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
2.13. მომხმარებელი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია და, რომ კომპანია უფლებამოსილია უარი უთხრას შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნებაზე ამ ხელშეკრულების მე-11 გათვალისწინებულ შემთხვევ(ებ)ში.  მომხმარებელი თანახმაა აღნიშნულ პირობაზე. 

3. shop.aversi.ge-ს სრული მომსახურებით სარგებლობის წესები

3.1. მყიდველს შეუძლია ისარგებლოს ვებგვერდის-shop.aversi.ge-ს მომსახურებით მასზე რეგისტრაციის და ავტორიზაციის გზით ან მათ გარეშე;
3.2. ავტორიზაციის გარეშე სარგებლობისას, მყიდველი შეძლებს, რომ ისარგებლოს ვებგვერდის მომსახურების ძირითადი ნაწილით და შესაძლოა, ვერ მიიღოს სრული მომსახურება;
3.3. ვებგვერდის სრული მომსახურებით სარგებლობისთვის:
3.3.1. მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე shop.aversi.ge;
3.3.2. რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, პირად ნომერს (იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო ნომერს), ელ.ფოსტას, ტელეფონის ნომერს და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა;
3.4. რეგისტრაციის ან/და შეკვეთის პროცესის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება shop.aversi.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და სამომხმარებლო ხელშეკრულებას, პროდუქციის შეცვლის/ დაბრუნების პირობებს;
3.5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით;
3.6. ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქციის მიღების (მიწოდების სერვისი ან  მომხმარებლის მიერ შერჩეული კომპანიის ფილიალიდან (აფთიაქიდან) პროდუქციის გატანის/ადგილზე მიკითხვის სერვისი) და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას;
3.7. კომპანიას უფლება აქვს  მომხმარებლისთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდების გარეშე ნებისმიერ დროს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება ამ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება;

4. რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები 

4.1. უნივერსალური იდენტიფიკატორებია: 

4.1.1. პაროლი – ვებგვერდზე ავტორიზაციისთვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს რეგისტრაციის დროს და ექვემდებარება შემდგომ განახლებას მომხმარებლის სურვილისამებრ;.
4.1.2. მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელსაც უთითებს მომხმარებელი და რომელზეც მომხმარებელი იღებს shop.aversi.ge-ს პროდუქციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას.
4.1.3. მომხმარებლის პირადი ნომერი - პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი;
4.1.4. მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - უნიკალური იდენტიფიკატორი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელსაც უთითებს მომხმარებელი და   გამოიყენება სისტემაში ავტორიზაციისთვის, მომხმარებელთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის    (შეტყობინებების გასაგზავნად).
4.2. მომსახურების გაუმჯობესების ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

5. ავტორიზაცია

5.1. ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელი გადის ავტორიზაციას, რაც საჭიროა ვებ-გვერდის სრული შესაძლებლობების გამოყენებისთვის (საკუთარი პროფილის / ანგარიშის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები);
5.2. ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

6. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა და  შეკვეთის განთავსება 

6.1. ავტორიზაციის ან ავტორიზაციის გარეშე მომხმარებელს შეუძლია ვებ. გვერდზე სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა და შესყიდვის განხორციელება, ვებ. გვერდზე განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
6.2. ვებ. გვერდზე განთავსებული ძიების ან ნავიგაციის სხვა ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს.
6.3. მომხმარებელი  სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ ვირტუალურ კალათაში.
6.3.1. მომხმარებელს ასევე შეუძლია პირდაპირ, კალათაში დამატების გზით გადავიდეს შესყიდვის გვერდზე, შესაბამისი „ყიდვის“ ღილაკის მეშვეობით;
6.4. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა მომსახურების (მაგ: მიწოდების, განვადების) საფასური და განახორციელოს შეკვეთის განთავსება.
6.5. კომპანია  უფლებას იტოვოს ნებისმიერ დროს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა და აცნობოს მომხმარებელს აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში, მომხმარებლის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით. 
6.6. კომპანიის მიერ შეკვეთების დამუშავების ვადები (საათები) მითითებულია მიწოდების პირობების გვერდზე. დეტალურად გასაცნობად, დააჭირეთ აქ. 
6.7. განთავსებული შეკვეთის მომხმარებლის მიერ გაუქმება მის მიწოდებამდე შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
6.7.1. არ არის დაწყებული შეკვეთის დამუშავების და პროდუქციის შიდა გადაადგილების პროცესი.
6.7.2. პროდუქცია არ არის გასული საწყობიდან ანუ არ არის დაწყებული მომხმარებელთან ტრანსპორტირების პროცესი.
6.7.3. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მოხდეს ნაწილობრივ, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის გამოკლებით ან ანაზღაურების პირობით.  აღნიშნული პირობა არ მოქმედებს პროდუქციის განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში. 

7. პროდუქციის მიღების წესები

7.1.   მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის მიღება შესაძლებელია: 
7.1.1. პროდუქციის მომხმარებლის მიერ შერჩეული ფილიალიდან გატანის გზით.
7.1.2. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში ადგილზე მიწოდების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში გადამზიდავის/კურიერის მეშვეობით მომხმარებლის მითითებულ მისამართზე მიწოდების გზით. 
7.2. მომხმარებელის მიერ შეძენილი პროდუქტის ჩაბარება ხდება მხოლოდ მომხმარებელზე ან მომხმარებელის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე.
7.3. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან shop.aversi.ge-ს უნდა მიაწოდოს პროდუქციის მიმღების პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა shop.aversi.ge-მ მოახდინოს მიმღების სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
7.4. მომხმარებელის მიერ პროდუქტის განვადებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელზე.
7.5. შეძენილი პროდუქციის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს თბილისის მასშტაბით.
7.6. მომხმარებელი shop.aversi.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღება შეუძლია  ა) მის მიერ შერჩეული კომპანიის ფილიალიდან (აფთიაქიდან) პროდუქციის გატანის გზით -  შეკვეთის განთავსებიდან  არაუგვიანეს  7 დღის ვადაში;
ბ) გადამზიდავის/კურიერის მეშვეობით მომხმარებლის მითითებულ მისამართზე მიწოდების შემთხვევაში. მიწოდების პირობების დაწვრილებით გასაცნობად, დააჭირეთ აქ.
7.7 პროდუქციის მიღებასთან (მიწოდებასთან) დაკავშირებული მომსახურების ტარიფები დგინდება შეკვეთის განთავსების პროცესში, მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის, პროდუქციის მიღების მეთოდის არჩევის შემდეგ.
7.8 მომხმარებლის მიერ shop.aversi.ge-ზე შეკვეთილი/შერჩეული პროდუქცია შეძენილად ითვლება და მომხმარებელს პროდუქციაზე საკუთრების უფლება გადაეცემა მხოლოდ ამ პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემის შემდეგ, ან მის მიერ განსაზღვრულ მისამართზე პროდუქციის ჩაბარების შემდეგ.

8. ანგარიშსწორების მეთოდები 

8.1. შესყიდვის გვერდზე არჩეული პროდუქციის მიღების მეთოდის შესაბამისად, პროდუქციის ღირებულების გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს:
• პლასტიკური ბარათით VISA ან MASTERCARD, Amex, Georgian Card-ით  ანგარიშსწორების გზით.
• კომპანიის საბანკო ანგარიშზე, ინვოისის საფუძველზე ან მის გარეშე საფასურის გადარიცხვის გზით.
• ვებ. გვერდზე არსებული ონლაინ განვადების გზით - სხვადასხვა ბანკს აქვს ონლაინ განვადების განსხვავებული პროცედურა. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ბანკში ფიზიკურად ადგილზე მისვლა და ხელშეკრულების ხელმოწერა.
8.2. მომხმარებლის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

9. პროდუქციის  შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი

9.1. მხარეები ვთანხმდებით, რომ პროდუქციის მომხმარებელზე გადაცემასთან ერთად მომხმარებელზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი.

10. პროდუქციის შეცვლის პირობები 

10.1. პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას 14 კალენდარული დღის ვადაში იმ შემთხვევაში თუ:
10.1.1. პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება).
10.1.2. შეკვეთის ფორმირების დროს კომპანიამ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც მომხმარებელმა მიიღო არასწორი პროდუქცია.
10.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ კომპანიის თანხმობის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილი არ არის და ამასთან პროდუქცია არ წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 11.2 მუხლის ა, ბ და გ პუნქტებით გათვალისწინებულ პროდუქციას.
10.3. კომპანია, მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში, თუ:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
• პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

11. ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და პროდუქციის დაბრუნების/შეკვეთის გაუქმების  პირობები 

11.1. მომხმარებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია უარის თქვას ხელშეკრულებაზე მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროდუქციის მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და პროდუქციის დაბრუნების/შეკვეთის გაუქმების უფლებას.
11.2. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ არსებობს  მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევები, მათ შორის: 
ა) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მხარეები ვთანხმდებით, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ გავრცელდება არც ერთი სახის ფარმაცევტულ პროდუქტზე ასევე წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 11 მუხლის 1, 3, 13, 131, 132, 14, 15, 16, 42, 48, 481 პუნქტებით განსაზღვრულ პროდუქციაზე, ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ პროდუქტზე და  ასევე ნებისმიერი სახის სურსათზე/სასურსათო პროდუქტზე);
ბ) მიწოდებულია ჰერმეტულად დაცული საქონელი, რომლის ჰერმეტულობა დარღვეულია მიწოდების შემდეგ და ამდენად, მისი დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო; დაზიანებულია პროდუქციის შეფუთვა, შენარჩუნებული არ აქვს სასაქონლო იერსახე, სამომხმარებელირებლო თვისებები, ბჟენები, ქარხნული იარლიყები და ა.შ; პროდუქცია გამოყენებულია.
გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული.
11.3. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია თავად გაწიოს პროდუქციის უკან დაბრუნების ხარჯი; 
11.4. მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ავტომატურად გამოიწვევს ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
11.5. მომხმარებელი ვალდებულია, ხელშეკრულებაზე უარის თქმის განზრახვის შემთხვევაში კომპანიას ელ-ფოსტაზე: [email protected] -ზე გაუგზავნოს შევსებული ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება მომხმარებლის გადაწყვეტილებას შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნების შესახებ ან დაუკავშირდეს კომპანიას ცხელ ხაზზე და შეატყობინოს წარმომადგენელს ნივთის დაბრუნების განზრახვის შესახებ. 
11.6. მომხმარებელი ვალდებულია ფორმაში მიუთითოს: 
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი;
ბ) შეკვეთის თარიღი;
გ) შეკვეთის მიღების თარიღი;
ე) შეკვეთის მიღების ადგილი/მისამართი;
ვ) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა შევსებულია ქაღალდზე);
ზ) შევსების თარიღი
თ) პოდუქციის დაბრუნების მიზეზი (აღნიშნული ინფორმაციის მითითება ხდება ნებაყოფლობით). 
11.7. პროდუქციის დაბრუნების განზრახვის შესახებ კომპანიისთვის შეტყობინების შემდეგ,   მომხმარებელი ვალდებულია არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში დაუბრუნოს პროდუქცია კომპანიას ავერსის ნებისმიერ აფთიაქში (აფთიაქების მისამართი ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე www.shop.aversi.ge). პროდუქტთან ერთად მომხმარებელმა უნდა წარადგინოს: 
• შესყიდვის ქვითარი, ან სხვა რაიმე დოკუმენტი რომელიც ადასტურებს გადახდას; 
• მყიდველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
11.8. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია:
ა) სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა (მხოლოდ პროდუქციის ღირებულება, ტრანსპორტირების ღირებულების გამოკლებით) არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. 
ბ) თანხის დაბრუნება განხორციელდება გადახდის იმავე საშუალებებით, რაც გამოყენებული იყო მომხმარებლის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე და თუ მოხმარებელს არ წარმოეშობა დამატებითი ხარჯი.
11.9. მომხმარებლის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია  უფლებამოსილია უარი თქვას თანხის უკან დაბრუნებაზე მანამ, სანამ მომხმარებელი არ  დააბრუნებს პროდუქციას.
11.10. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია:
ა) კომპანიას დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ამ ვადაში პროდუქციის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ  ხელშეკრულებაზე უარის თქმა გაბათილდება და ხელშეკრულება ჩაითვლება შესრულებულად; 
ბ) დაფაროს  საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად ამ ქვეთავით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც წარმოადგენს ფიზიკურ პირს და რომელიც პროდუქციას ყიდულობს მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით.
11.11. განთავსებული შეკვეთის გაუქმება კომპანიის მიერ  შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
11.11.1. ნებისმიერ დროს, პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემამდე, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ, მომხმარებლისთვის დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე შეტყობინებით.
11.11.2. თუ პროდუქციის მომხმარებლის მიერ შერჩეული ფილიალიდან გატანის წესით გაკეთებილი შეკვეთის განთავსებიდან 7  (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში მომხმარებელი არ მიაკითხავს პროდუქციას, მომხმარებლის მიერ არჩეულ ფილიალში;
11.11.3. თუ მისამართზე მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებლის მისამართი არაზუსტი აღმოჩნდება ან მისამართზე არ იქნება არც ერთი პირი, ვინც უფლებამოსილი იქნება ჩაიბაროს შეკვეთა;
11.11.4. თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქცია აღმოჩნდა დაზიანებული/გასაყიდად უვარგისი ან დაზიანდა ტრანსპორტირებისას და არ არის შესაძლებელი მისი შემცვლელი პროდუქტით ჩანაცვლება;
11.11.5. თუ არსებობს მომხმარებლის მხრიდან თანხის გადახდასთან დაკავშირებული სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორი;
11.11.6. თუ არსებობს მომხმარებლის მხრიდან ფარმაცევტული პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული უფლებრივი შეფერხება, როგორიცაა, მაგალითად რეცეპტის არარსებობა ან მასთან დაკავშირებული სხვა სახის პრობლემა;
11.11.7. პროგრამული ხარვეზის არსებობისას, რის შედეგადაც პროდუქციაზე მოხდა  არასწორი ინფორმაციის მითითება (მათ შორის და არა მხოლოდ არსებულ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით აშკარად შეუსაბამო ღირებულების მითითება, ან/და სხვა ხარვეზი).
11.12. ამ ხელშეკრულების 11.11.1., 11.11.2., 11.11.4. 11.11.7 პუნქტების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნებს თანხას, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე, გაუქმებიდან სამი საბანკო დღის ვადაში. ხოლო, 11.11.3., 11.11.5., 11.11.6. პუნქტების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს დაუბრუნებს თანხას (მისამართზე მიწოდების მომსახურების ღირებულების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუქმებიდან სამი საბანკო დღის ვადაში.
11.13. მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელობა.

12. საგარანტიო მომსახურება: 

12.1. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქტზე ვრცელდება გარანტია, მაშინ საგარანტიო მომსახურებით სარგებლობის მიზნით მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს „საგარანტიო ფურცელში“ მითითებულ საკონტაქტო პირს.

13. მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება

13.1. მხარეები ვთანხმდებით, რომ  წინამდებარე „ხელშეკრულება“ და ნებისმიერი ურთიერთობა shop.aversi.ge -სა და მომხმარებელს შორის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
13.2. ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე „ხელშეკრულებიდან“ ან მასთან დაკავშირებით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14. საკონტაქტო ინფორმაცია

14.1. თუ მომხმარებელს რაიმე შეკითხვა ექნება shop.aversi.ge-ს თან, წინამდებარე „ხელშეკრულებასთან“ „სერვისებთან“ ან ამ „პირობებით“ გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, shop.aversi.ge-ს მომხმარებლებს დახმარების მისაღებად, შეუძლიათ, მიმართონ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]

15. სხვა პირობები

15.1. იმ შემთხვევაში თუ „ხელშეკრულების“ რომელიმე პირობა გახდება ბათილი, მაშინ, ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები. 

 
დანართი N1:

პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა

პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) განმარტავს, თუ რა მონაცემების შეგროვება ხდება მომხმარებლის შესახებ, ასევე, რა მიზნით გამოიყენება შეგროვებული/დამუშავებული მონაცემების და ვისთვის ხდება ამ მონაცემების მიწოდება. 
წინამდებარე პოლიტიკა  ითვალისწინებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს და განსაზღვრავს, ვის უნდა დაუკავშირდეს მომხმარებელი კითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. 
წინამდებარე  პოლიტიკის მიზანია მარტივი და გასაგები ენით მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებისა დაპერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების თაობაზე. 
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე ვინც სარგებლობს ავერსი-ს მომსახურებით. ავერსი-ს/shop.aversi.ge-ს მომსახურებით სარგებლობისას, მომხმარებლის მიერ თანხმობის ელექტრონული მონიშვნა უთანაბრდება წერილობით თანხმობას და წარმოადგენს დასტურს, რომ მომხმარებელი თანახმაა ავერსის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის დამუშავებაზე, რაც განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკაში. 
shop.aversi.ge-ზე შემოსვლით მომხმარებელი ეთანხმებით წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკას.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, პერიოდულად განახლდეს. განახლებული მონაცემები გამოქვეყნდება shop.aversi.ge-ზე და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს გაეცნოს მას. 
1) რას  წარმოადგენს  პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა?
 წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალობის პოლიტიკა (შემდგომში „კონფიდენციალობის პოლიტიკა“/“პოლიტიკა“) განმარტავს, თუ როგორ ხდება შპს „ავერსი-ფარმას“ (შემდგომში „ჩვენ“, „ავერსი“, “აფთიაქი“, „ონლაინ აფთიაქი“, „shop.aversi.ge“ ან „კომპანია“) მიერ მომხმარებლის (შემდგომში „თქვენ“, „მომხმარებელი“ ან „მონაცემთა სუბიექტი“) პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, გამოყენება, შენახვა, გაზიარება და დაცვა.
 წინამდებარე პოლიტიკის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება იმ ვებ-გვერდების, აპლიკაციების, მობილური აპლიკაციების, კომპიუტერული პროგრამების, ტექნიკური მოწყობილობების, ინტერნეტ პროდუქტების, ელექტრონული პლატფორმების ან სისტემების, პირდაპირი გამოკითხვის (სატელეფონო, ონლაინ და სხვა მეთოდებით) საშუალებით, ელექტრონული ვაჭრობის ან/და სხვა ელექტრონული მომსახურებების მიღების ფარგლებში, რომლებსაც ახორციელებს, ფლობს ან/და აკონტროლებს ავერსი და რომლებიც ახორციელებენ მითითებას წინამდებარე დოკუმენტზე. 
პერსონალური მონაცემი  - არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, პირადი ნომერი,საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. 
მონაცემთა დამუშავება - არის ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
ავერსი ახორციელებს მომხმარებლის შესახებ არსებული მონაცემების  კონფიდენციალობის დაცვას, ამ ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზვრულ ფარგლებში.

2) ვის მიერ ხორციელდება პერსონალური მონაცემების დამუშავება? 
პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელი არის პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას. მომხმარებლის მიერ მიწოდებული ან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი გზით მოპოვებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს: შპს “ავერსი-ფარმა“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 211386695, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N 148.

3) რა სახის და რა წყაროდან მიღებულ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ავერსი მიერ? 
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების სახეობა და მოცულობა, რომლებსაც ავერსი აგროვებს  და ამუშავებს დამოკიდებულია იმ მომსახურებაზე, რომლის მიღება ან რომლით სარგებლობაც სურს მომხმარებელს. 
ავერსის მიერ ხორციელდება იმ პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება, რომელთა მოწოდების გარეშე ავერსი-ს მომსახურებებით ვერ ისარგებლებს მომხმარებელი და მათი მიწოდება სავალდებულოა. ავერსი ასევე ახორციელებს იმ პერსონალურ მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას, რომელთა მოწოდების ვალდებულება არ გააჩნია მომხმარებელს, თუმცა საკუთარი სურვილით აწოდებს მომსახურებით სარგებლობისას. ავერსის ვებ-გვერდებით, აპლიკაციებით, მობილური აპლიკაციებით, კომპიუტერული პროგრამებით, ტექნიკური მოწყობილობებით, ინტერნეტ პროდუქტებით, ელექტრონული პლატფორმებით ან სისტემებით სარგებლობისას ყველა იმ მონაცემზე  რომელთა მიწოდება სავალდებულოა თვალსაჩინოდ მითითებულია შესაბამისი აღნიშვნა. 
ავერსის მიერ დამუშავდება მომხმარებლის შემდეგი პერსონალური მონაცემები: 
i. მონაცემები, რომლების მიაწოდა მომხმარებელმა. 
ii. მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება მომხმარებლის მიერ ავერსის მომსახურებით სარგებლობისას. 
iii. მონაცემები, რომელთა მიღება ხორციელდება სხვა კანონიერი წყაროების საშუალებით. 
მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: 
a) მომხმარებლის პროფილის/ანგარიშის შექმნა;
b) პროდუქტების ან/და მომსახურების ძებნა shop.aversi.ge-ზე;
c) პროდუქტის დამატება ან ამოღება  კალათიდან, შეკვეთის განთავსება;
d) ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ტრანსილირება, ნახვა ან კონტენტის გამოყენება მოწყობილობაზე არსებული მომსახურების, პროგრამის ან აპლიკაციის საშუალებით;
e) მომხმარებლის მიერ პარამეტრების კონფიგურაცია, მონაცემთა წვდომის ნებართვების მოწოდება ან ურთიერთქმედება ავერსის ნებისმიერ მოწყობილობასთან ან სერვისთან;
f) shop.aversi.ge-თ ან/და ავერსის ვებ-ჩათებით სარგებლობა; 
g) კომენტარების და შეფასებების გაკეთება და გაზიარება; 
h) მომხმარებლის ანგარიშში „სურვილების სიის“ დამატება; 
i) გამოკითხვის პასუხების შევსება; 
j) კონკურსში, გათამაშებაში, პროგრამაში, კვლევაში, აქციაში ან სხვა ღონიძიებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარმოდგენა ან მასში მონაწილეობის მიღება;
k) კომუნიკაციის განხორციელება ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა გზით;
l) პროდუქტის ან მომსახურების შესახებ დამატებით ინფორმაციის მოთხოვნა ან შეკითხვის დასმა; 
m) მომხმარებლის მიერ მისი უფლებების/ინტერესების დაცვისათვის განცხადების, პრეტენზიის, საჩივრის ან სხვა დოკუმენტის წარმოდგენა; 
ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც შესაძლოა ავერსმა შეაგროვოს ან/და დავამუშაოთ მოიცავს შემდეგს: 
a) სახელი, გვარი; 
b) პირადი ნომერი; 
c) ელექტრონული ფოსტის მისამართი; 
d) ტელეფონის ნომერი; 
e) ასაკი; 
f) სქესი; 
g) დაბადების თარიღი; 
h) საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები); 
i) ლოიალობის პროგრამაში ჩართულობა - ლოალობის ბარათის მონაცემები; 
j) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლი ან მისი მონაცემები; 
k) საბანკო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი; 
მონაცემები, რომელიც ავერსისთვის გახდება ცნობილი მომხმარებლის მიერ შეფასებების, შენიშვნების, კომენტარების ან შეკითხვების წარმოდგენის ან ჩვენთან კომუნიკაციის ნებისმიერი არხის, საშულების, ფორმის ან მეთოდის მეშვეობით; 
მონაცემები, რომლებიც ავტომატურად წარმოიქმნება მომხმარებლის მიერ shop.aversi.ge-ს მომსახურებით სარგებლობისას და ავერსის მიერ შესაძლოა შეგროვდეს და დამუშავდეს მოიცავს შემდეგს:
a) დეტალური ინფორმაცია ავერსის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების თაობაზე; 
b) დეტალური ინფორმაცია shop.aversi.ge -ს მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული გადახდების ოპერაციების თაობაზე;
c) ინფორმაცია მომხმარებლის მიერ shop.aversi.ge-ს მომსახურებით სარგებლობისას გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების შესახებ; 
d) მომხმარებლის ტექნიკური მოწყობულობის IP მისამართი და ადგილსამყოფელის მონაცემები, რომელიც შესაძლოა მოიპოვოს კომპანიამ თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ბრაუზერის და IP მისამართის ან შესაბამისი ოპერაციის განხორციელების ობიექტის ადგილმდებარეობის მეშვეობით; 
e) ავტორიზაციისას გამოყენებული მონაცემები, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლის დაშიფრული ვერსია; 
f) ინფორმაცია კონტენტის ურთიერთკავშირების (მაგ. ინფორმაცია კონტენტის ჩატვირთვის, სტრიმინგის, ნახვის შესახებ და სხვა ) თაობაზე; 
g) ინფორმაცია ტექნიკური მოწყობილობის მაჩვენებლების (მაგ. ინფორმაცია მოწყობილობის ან აპლიკაციის სარგებლობის დროის, დაკავშირებების, შეცდომების ან ხარვეზების თაობაზე; 
h) მომსახურების მაჩვენებლები. მაგ. მონაცემები ტექნიკური შეცდომების წარმოშობის ან shop.aversi.ge-ს მომსახურების ფუნქციებთან ან კონტენტთან მომხმარებლის  ურთიერთკავშირის თაობაზე; 
i) მომხმარებლის სასაათო სარტყელის/ზონის პარამეტრების მონაცემები;
j) მოწყობილობების იდენტიფიკატორები, ქუქი-ფაილები (Сookies) და სხვა ტექნიკური საშუალებები მოწყობილობებზე, აპლიკაციებსა და ავერსის ვებ-გვერდებზე, რომლებიც გამოიყენება ვებ-გვერდების ნახვის, სარგებლობის ან სხვა ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის მისაღებად;  "Uniform Resource Locator" „URL“(მისამართები) იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც მომხმარებელი შევიდა ავერსის ვებ-გვერდზე შემოსვლამდე, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც მომხმარებელი გადავიდა ავერსის ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციიდან ბმულით ან ღილაკით, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც მომხამრებელი იყენებთ და მომხმარებლის ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ავერსის მხრიდან შესაბამისი წვდომის მინიჭების გზით (მაგ. სარეკლამო, მარკეტინგული ან სხვა მომსახურების მომწოდებელი კონტრაქტორები და სხვა) შესაძლებლობა აქვთ მოწყობილობების საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიების/ტრეკერების („Cookies“, „Web Beacons“, „Pixel Tags“ და სახვ ე.წ. „ტრეკერები“) საშუალებით მიიღონ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები. 

მონაცემები,რომლებიც შესაძლოა ავერსმა სხვა მესამე პირებისაგან/სხვა წყაროებისაგან  შეაგროვოს და დაამუშავოს მოიცავს შემდეგს: 
a) მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, სხვა მესამე პირებისგან მიღებული მონაცემები;
b) მიწოდებისა და მიწოდების მისამართების შესახებ განახლებული მონაცები, რომელსაც მოგვაწოდებს გადამზიდავი/კურიერი და რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღების ან მასთან კომუნიკაციის პროცესის გასამარტივებლად; 
c) ინტერნეტში ძიების შედეგები და ბმულები; 
d) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან; 
e) მონაცემები მიღებული მესამე პირებისაგან, მათი ლოიალობის პროგრამაში ჩართული მომხმარებლის ბარათის თაობაზე და ბარათზე დარიცხული ქულების/სარგებელის შესახებ, მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
f) მონაცემები, რომლებიც გამოიყენება მომხმარებელთა ვინაობის გადამოწმებაში (მაგ. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებისა და მიზნების არსებობისას თქვენი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა სსიპ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან); 
g) მონაცემები მიღებული მარკეტინგული ან სარეკლამო მომსახურების მომწოდებლებისაგან, იმ პირობით და ფარგლებში, რაც დაშვებულია კანონმდებლობის შესაბამისად. 
4) მონაცემების გამოყენებისა და დამუშავების მიზანი
 ავერსის მიერ ხორციელდება მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება შემდეგი მიზნებით: 
- პროდუქციისა და მომსახურების შეძენა და მიწოდება - ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეკვეთების მისაღებად, დასამუშავებლად და პროდუქციისა და მომსახურების მიწოდებისათვის, თქვენი გადახდების დასამუშავებლად და სამართავად, თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ლოალობის ბარათზე არსებული ქულების საშუალებით shop.aversi.ge-ს მომსახურების შეძენისათვის ამ ბარათზე არსებული ქულების ბალანსის შემოწმებისა და მათი გამოყენებისათვის, ასევე, პროდუქტის/მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად. 
- მომსახურების სისტემის უზრუნველყოფა, მომსახურების ხარვეზების გასწორება და გაუმჯობესება - ავერსი იყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომპანიის მუშაობის პროცესის გასაანალიზებლად, მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომებისა და ხარვეზების იდენტიფირებისა და გამოსწორებისათვის, ასევე, ავერსის მომსახურების სარგებლობის გასამარტივებლად და მისი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ავერსის მომსახურების სარგებლობის სტატისტიკის საწარმოებლად, მომსახურების გაწევის პროცესების, ველების და shop.aversi.ge-ს დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით, shop.aversi.ge-ს ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების/აქციების ეფექტურობის შესაფასებლად, shop.aversi.ge-ს ვებ-გვერდისა და მისი კომპონენტების მომხმარებლის საჭიროებებისათვის ადაპტირებისათვის, ასევე, იმის დასადგენად (ქუქი-ფაილებისა (Сookies) და Google Analytics-სა და სხვა ანალიტიკის ინსტუმენტების გამოყენების საშუალებით) თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები shop.aversi.ge-ზე. 
- რეკომენდაციებისა და შეთავაზებების განხორციელება - კომპანია იყენებს მომხმარებლის   პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლისთვის საინტერესო და ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებისათვის, ინტერესების შესაბამისი და პერსონალიზებული მომსახურების/პროდუქტის გამოსავლენის და ასევე, შესაბამისი აქციების შექმნისა და შეთავაზების მიზნით; 
- კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება - ავერსი იყენებს და ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. მაგ. გარკვეულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებს, ადმინისტრაციულ  ორგანოებს, სასამართლოს. ასევე, იმ პირებს, რომლებიც ავერსთან იმყოფებიან  სახელშეკრულებო ურთიერთობაში (მაგ. გადახდის მომსახურების ან საკურიერო მომსახურების გამწევი პირები). 
- უფლებებისა და ინტერესების დაცვა - ავერსის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად (მაგ. მომხმარებლის ან მესამე პირის საჩივრების, პრეტენზიების, განცხადებების შესწავლის ან გადაწყვეტის მიზნით). 
- კომუნიკაცია - shop.aversi.ge-ს მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომხმარებელთან  კომუნიკაციის მიზნით. მაგ. ელ.ფოსტის, ტელეფონის, ვებ-ჩათის ან სხვა საკომუნიკაციო არხი. 
- რეკლამა და მარკეტინგი - მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების გამოყენება ხორციელდება მომხმარებლის ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამების საჩვენებლად და მისთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებისათვის. ავერსი იყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცამებს პირდაპირი მარკეტინგისათვის და მათ, შორის,  არასარეკლამო ხასიათის შეტყობინების მიწოდებისათვის, ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრისთვის, ავერსის პროდუქციითა და მომსახურებით სარგებლობაზე დაყრდნობით, კვლევების, მარკეტინგული და სტატისტიკური ანალიზის განხორციელების მიზნით. 
- მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა და პრევენცია - ავერსი იყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ფინანსური და სხვა დანაშაულის ან სამართალდარღვევის გამოვლენის, მისი  აღსაკვეთად პრევენციის მიზნით, რათა დაცული იყოს როგორც კომპანიის ასევე მომხმარებლისა და მესამე პირის უსაფრთხოება, პერსონალური მონაცემები და საკუთრების უფლება. 
5) რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება? 
ავერსის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: 
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია shop.aversi.ge-ს მომსახურების მისაღებად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კომპანიის, მომხმარებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად; 
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; 
- მომხმარებლის თანმობის საფუძველზე; 
6) რა ფორმით და საშუალებით ხორციელდება პერსონალური მონაცემების დამუშავება? 
მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ როგორც ავტომატური (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით), ისე ნახევრად ავტომატური (ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად არაავტომატური საშუალებების გამოყენებით) საშუალებების გამოყენებით. 
7) რა ვადით ინახება პერსონალურ მონაცემები?
 მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება კომპანიის ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფილის/ანგარიშის/ექაუნთის რეგისტრაციის მომენტიდან მომხმარებლის პერსონალური მონაცემების წაშლამდე, რომელიც ხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. 
ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო და საგადასახადო ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით მომხმარებლის მიერ მონაცემების წაშლის თაობაზე განცხადების მიღებიდან წაშლა განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი საგადასახადო, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. 
8) პერსონალური მონაცემების დაცვა, მონაცემების უსაფრთხოება?
 კომპანია იღებს ყველა საჭირო ორგანიზაციულ და ტექნიკური უსაფრთხოების ზომებს, პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან თავის არიდების მიზნით. 
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ  მომხმარებლის პაროლის, ელექტრონული ფოსტის მისამართის ან ტელეფონის ნომრის მითითების შემთხვევაში.
პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება დაცულ სერვერზე, რომელზე წვდომაც აქვთ მხოლოდ კომპანიის შესაბამის პერსონალსა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებს.
მომხმარებლის მიერ პროდუქციის შესყიდვისას ხორციელდება პირადი საკრედიტო/საბანკო ბარათის მონაცემების მითითება. ავერსისთვის მომხმარებლის საბანკო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვოდმი და აღნიშნული მონაცემების შენახვა კომპანიის მიერ არ ხორციელდება.
ავერსი არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლის საშუალებით ხორციელდება ავერსი-ს მომსახურების მიღება/წვდომა.
მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით არ არის აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. კომპანია ატარებს  კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაცული იყოს მომხმარებლის მონაცემები. 
კომპანია პასუხს არ აგებს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მომხმარებლის პერსონალური ან საბანკო მონაცემები. 
მომხმარებლის მიერ ავერსი-ს პროდუქტებით სარგებლობისას გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის ნომრის, მოდელის, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის და კომპანიის აპლიკაციის ვერსიის შესახებ ინფორმაცია მარკეტინგული მიზნით შესაძლოა გადაეცეს სხვა ისეთ აპლიკაციებს როგორიცაა: Google Analytics, Facebook Pixel და სხვა აპლიკაციებს, რომლებიც თანხვედრაშია მონაცემთა დაცვის ზოგადი ევროპული რეგულაციის მოთხოვნებთან (GDPR - (General Data Protection Guide). 
9) პერსონალურ მონაცემების გამოყენება მარკეტინგის მიზნით 
კომპანია ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რათა განსაზღვროს, თუ რა საჭიროება და ინტერესები აქვს მომხმარებლებს. რა მომსახურება და შეთავაზებაა მომხმარებლისთვის საინტერესო.
პირდაპირი მარკეტინგი მოიცავს ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზებას მომხმარებლისთვის.  პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაძლებელია მოხდეს მომხმარებლის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.  
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შესაძლოა ასევე დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემებიც. 
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მისი პერსონალურ მონაცემების გამოყენების შეწყვეტაზე, ხოლო ავერსი უზრუნველვყოფთ ასეთი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტას,  მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღის დღის ვადაში. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი ან/და გამოაგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 

10) პერსონალურ მონაცემების გაზიარება მესამე პირისთვის?
კმპანიამ შესაძლოა განახორციელოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება სხვა პირისთვის შემდეგ შემთხვევებში: 
- მომსახურების/მისი ნაწილი გაწევა ხდება მესამე პირების მიერ - მომხმარებლის პერსონალურ მონაცემების გადაცემა მესამე პირისთვის ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანამშრომლობენ ავერსთან და ახორციელებენ გადაზიდვის, საფოსტო, საკურიერო, ტექნიკურ, სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებას. ასევე, ავერსი-ს მომსახურების ანგარიშწორებისათვის საჭირო გადახდების უზრუნველყოფას. ასევე იმ პირებს, რომლებთან ერთადაც ხორციელდება ერთობლივი სარეკლამო აქციები, გათამაშებები, კონკურსები ან სხვა ღონისძიებას, იმ პირობით ასეთი პირების მხრიდან სრულად იქნება დაცული/გაზიარებული  მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დაცვის გარანტიები.
მესამე პირებისათვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემა განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი მიზნით და მხოლოდ მათი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო მოცულობით. მესამე პირებს არ შეუძლიათ ავერსის მიერ მიწოდებული მონაცემები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის, გარდა მათთვის დაშვებული მიზნებისთვის, რაზეც სრულად მხოლოდ თავად აგებენ პასუხს. 

- საწარმოს რეორგანიზაცია და მომსახურების გადაცემა - ჩვენ შესაძლოა ჩვენი საწარმო ან ჩვენი უფლებება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გავასხვისოთ ან გადავცეთ სხვა პირებს, ასევე, განვახორციელოთ კომპანიის რეორგანიზაცია, მათ შორის, გარდაქმნა, გაყოფა (გამოყოფა და დაყოფა) ან/და შერწყმა (გაერთიანება და მიერთება). აღნიშნულ შემთხვევებში ჩვენ გავუზიარებთ და კომპანიის მიერ დამუშავებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ კომპანიის სამართალმემკვიდრეს ან უფლებამონაცვლეს.
- კანონისმიერი და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება - ავერსი უზიარებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემებს, როცა ეს საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის. 
- უფლებებისა და ინტერესებისა დაცვა - კომპანიამ შესაძლოა გაუზიაროს მომხმარებლის  პერსონალურ მონაცემები სხვა მესამე პირებს კომპანიის, მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. 
11) რას წარმოადგენს და რა მიზნით ხდება  ქუქი-ფაილებს „Сookies“ გამოყენება? 
ქუქი-ფაილები („Сookies“) ქუქი-ფაილები („Сookies“) ან „მზა ჩანაწერები“ წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც განთავსებულია და ინახება ბრაუზერებში ან მოწყობილობებში ვებ-გვერდების, აპლიკაციების, ონლაინ მედიისა და რეკლამების გამოყენების საშუალებით და გამოიყენება მომხმარებლის თაობაზე ინფორმაციისა და მომხმარებლის ქცევის შესახებ იფორმაციის შესაგროვებლად. 
ავერსი იყენებს ქუქი-ფაილებს და საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიებს შემდეგი მიზნებისათვის: 
- მომხმარებლების ავტორიზაცია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში; 
- მომხმარებლის პროფილის პარამეტრების დამახსოვრება; 
- კონტენტის ცნობადობის განსაზღვრა; 
- სარეკლამო აქციების ჩატარება და მათი ეფექტურობის შეფასება; 
- ვებ-გვერდის ტრაფიკის შეფასება; 
- ვებ-გვერდის მომხმარებელთა ქცევის შეფასება, ანალიზი და მათი ინტერესების იდენტიფიცირება. 
ამ შემთხვევაში ქუქი-ფაილები არ ახდენენ მომხმარებლის პირდაპირ იდენტიფიკაციას, ვინაიდან, წარმოადგენს აგრეგირებულ, გაერთიანებულ და ანონიმიზირებულ მონაცემებს. 
- კომპანია სარგებლობს შემდეგი სახის ქუქი-ფაილებით: 
- აუთენტიფიკაციის/ავტორიზაციის ქუქი-ფაილები;
- პრიორიტეტული/ფუნქციური ქუქი ფაილები;
- ანალიტიკური/სტატისტიკური ქუქი ფაილები; 
- სარეკლამო ქუქი ფაილები; 
ეს ჩანაწერები გვეხმარება თქვენი ონლაინ აქტივობის დასადგენად, რათა მოგაწოდოთ თქვენთვის მეტად შესაბამისი შეთავაზება ან შეგიზღუდოთ რეკლამის ნახვის რაოდენობა. ამ სახის ქუქი ფაილებისაგან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს ნებისმიერ პარტნიორ კომპანიას, იმ მიზნით, რომ სხვა ვებ-გვერდებზე ნაჩვენები იყოს მომხმარებლისთვის საინტერესო რეკლამა. კომპანიამ შესაძლოა დაამუშავოს იმ ვებ-გვერდის "Uniform Resource Locator" „URL“ (მისამართი), რომელზეც მომხმარებელი შევიდა ავერსის ვებ-გვერდზე შემოსვლამდე, ასევე  იმ ვებ-გვერდის „URL“, რომელზეც მომხმარებელი შევა ავერსის ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, ბრაუზერის სახეობა, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი და მისი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. 
ავერსს ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირს სარეკლამო, მარკეტინგული ან სხვა ტექნიკური მომსახურების გამწევ პირს შეუძლია ავტომატურად მიიღონ აღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც მომხმარებელი სარგებლობს ავერსის ვებ-გვერდით და ეს ხორციელდება ისეთი ელექტრონული მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა ქუქი-ფაილები (Cookies) და სხვა საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიები.
 წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმებით ქუქი-ფაილების გამოყენების და დამუშავების წესებსა და პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ისარგებლებთ ავერსი-ს მომსახურებით. 
12) პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები 
მომხმარებელს, თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით აქვს შემდეგი უფლებები: 
- პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების უფლება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
• მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები; 
• პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელს ან უფლებამოსილ პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვინაობა; 
• პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი; 
• პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; 
• რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები; 
• ვის გადაეცა პერსონალური მონაცემები;
 • პერსონალურ მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი. 
- პერსონალური მონაცემთა გაცნობისა და ასლების მიღების უფლება (მონაცემთა დამმუშავებელი უფლებამოსილია დააწესოს და მოითხოვოს შესაბამისი საფასურის გადახდა ასლების გადაცემაზე); 
- პერსონალურ მონაცემთა გასწორების, განახლების და შევსების უფლება; 
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის უფლება;
- პერსონალურ მონაცემთა წაშლის უფლება; 
- პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვის უფლება; 
- პერსონალურ მონაცემთა პორტირების (სხვასთან გადატანის) უფლება; 
- პერსონალურ მონაცემთა პროფილირებაზე უარის თქმის უფლება;
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობის უფლება; 
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების/პრეტენზიის წარმოდგენის უფლება; 
- პირდაპირი მარკეტინგისათვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უარი თქმის უფლება;
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, კომპანიას უფლება აქვს დაუკავშირდეს მომხმარებელს მონაცემთა გასწორების მიზნით, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობისას ან შეფერხებისას, შეწყვიტოს/შეაჩეროს ავერსი-ს მომსახურების მოწოდებას. 
ავერსი უფლებამოსილია ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის მოახდინოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზება და ამ ფორმით შენახვა.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს მიაჩნია, რომ  მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება არამართლზომიერად ან პერსონალურ მონაცემთა მიმართებით ხორციელდება წესების დარღვევა ან უფლებების დარღვევა, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს https://personaldata.ge ან საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
13) ცვლილების შეტანა წინამდებარე პოლიტიკაში. 
ავერსი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაში, რის შესახებაც მოხდება შეტყობინება მომხმარებლისთვის. მომხმარებელი მხოლოდ ცვლილებებზე თანხმობის გაცხადების შემთხვევაში შეძლებს ავერსი-ს მომსახურებით სარგებლობას. ცვლილება განთავსდება ავერსი-ს ვებ-გვერდის/აპლიკაციის მთავარ გვერდზე. კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებისას, მისი ბოლო ვერსია დაუყოვნებლივ განთავსდება ავერსი-ს ვებ-გვერდზე. 
14) საკონტაქტო ინფორმაცია 
კონფიდენციალობის პოლიტიკის ან პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით  მომხმარებლის ნებისმიერი შეკითხვის, თხოვნის შენიშვნის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგ საკომუნიკაციო არხებზე: საქართველო, ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N 148,  ელ.ფოსტა: [email protected]; ტელ: (+995) (032) 2 900 800 ან სხვა საკონტაქტო საშუალებებით, რომლებიც განთავსებულია ავერსის ოფიციალურ საიტზე.


ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმა