მომენექსი 0,05% ნაზ/სპრეი

134030
მარაგშია
43.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისასუნთქი სისტემის პრეპარატები ჯენერიკიMometasonum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
43.00 

პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება 

1.სამედიცინო პროდუქტის დასახელება

მომენექსი 0,05% ნაზალური სპრეი, სუსპენზია

2.ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

ყოველი შესხურება შეიცავს  50.00 მიკროგრამ მომეტაზონის ფუროატს.

შემავსებლები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი    0.2მგ/გ

ყოველი შესხურება შეიცავს 100მგ სუსპენზიას, რომელიც არის 50მგ მომეტაზონის ფუროატის ექვივალენტური.

იხ. პარაგრაფი 6.1 არააქტიური ინგრედიენტები

3.ფარმაცევტული ფორმა

ნაზალური სუსპენზია გამოიყენება გამფრქვევი ტუმბოს მოწყობილობით

თეთრი, მორევის შემდეგ ჰომოგენური სუსპენზია

4.კლინიკური მახასიათებლები

4.1თერაპიული ჩვენება

მომენექსი ნაჩვენებია სეზონური და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტის  სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებში და 6-11 წლის ბავშვებში.

ნაჩვენებია სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მომენექსი შეიძლება გამოიყენონ ალერგიული რინიტის დროს 2-6 წლის ბავშვებში.

პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს დამტვერვის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.

მომენექსი ასევე გამოიყენება დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ცხვირის პოლიპები, შეგუბება და ყნოსვის დაკარგვა, 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში.

4.2დოზირება და გამოყენების მეთოდი

დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

პირველი გამოყენების განმავლობაში, ჩვეულებრივ 10-ჯერ უნდა გაასხურონ პრეპარატის სწორად გამოსვლამდე, სპრეის ტუმბოს კორექციისთვის. ყოველი გასხურება შეიცავს დაახლოებით 100მგ მომეტაზონის ფუროატის სუსპენზიას, რომელიც შეიცავს 50მგ მომეტაზონის ფუროატს. როდესაც სპრეის ტუმბო არ გამოყენებულა 14 დღის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ 2-ჯერ უნდა გაასხურონ პრეპარატის სწორად გამოსვლამდე, გამოყენებამდე სპრეის ტუმბოს მწყობრში მოსაყვანად.გამოყენებისას ან როდესაც გამფრქვევი ტუმბო არ გამოყენებულა 14 დღის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის

სეზონური ალერგიული ან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე რინიტი:

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით) და მოზარდები: პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა 200 მიკროგრამი, ორი შესხურება თითო ნესტოში დღე-ღამეში (50 მიკროგრამი/1 შესხურება). სიმპტომების კონტროლის ქვეშ მოქცევის შემდეგ, დოზა შეიძლება შემცირდეს დღე-ღამეში 100 მიკროგრამამდე, ერთი შესხურებით თითო ნესტოში.

თუ ვერ ხერხდება სიმპტომების სრული კონტროლი, სადღეღამისო მაქსიმალური დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მიკროგრამამდე, 4 შესხურებამდე თითო ნესტოში.

სიმპტომების კონტროლქვეშ მოქცევის შემდეგ რეკომენდებულია დოზის შემცირება.

2-11 წლის ბავშვები: რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 100 მიკროგრამი, ერთი შესხურება თითო ნესტოში, დღე-ღამეში ერთხელ (50 მიკროგრამი/1 შესხურება)

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგ პაციენტში, მომენექსი კლინიკური ეფექტურობის ნიშნებს ავლენს პირველი დოზიდან 12 საათის შემდეგ. თერაპიის სრული სარგებელი შეიძლება მიღწეული არ იყოს 48 საათის განმავლობაში.

აქედან გამომდინარე სრული სარგებლის მისაღწევად პაციენტებს ჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება.

ნაზალური პოლიპოზის მკურნალობა:

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით) და 18 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდები:

რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 200 მიკროგრამი, ორი შესხურება თითო ნესტოში, დღე-ღამეში (50 მიკროგრამი/1 შესხურება). თუ ვერ ხერხდება სიმპტომების სრული კონტროლი 5-6 კვირის განმავლობაში, სადღეღამისო მაქსიმალური დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მიკროგრამამდე, ორ შესხურებამდე თითო ნესტოში, დღე-ღამეში ორჯერ. უნდა შეირჩეს მინიმალური დოზა, რომლითაც ხერხდება სიმპტომების კონტროლი. თუ დღე-ღამეში ორჯერ გამოყენებისას ვერ ხერხდება სიმპტომების სრული კონტროლი 5-6 კვირის განმავლობაში, უნდა განიხილოთ ალტერნატიული მკურნალობა.

ნაზალური პოლიპოზის მკურნალობისთვის მომეტაზონის ფუროატის ეფექტურობის და უსაფრთხოებს კვლევები 4 თვიანი ხანგრძლივობისაა.

გამოყენების მეთოდი:

მომენექსის შესხურება ხდება ნესტოებში.

პირველი დოზის გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ტუმბო და დაახლოებით 10-ჯერ გაასხურეთ, სანამ არ დაინახავთ პრეპარატის სწორად გამოსვლას. როდესაც ტუმბო არ გამოიყენებოდა 14 დღის და უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ 2-ჯერ უნდა გაასხურონ პრეპარატის სწორად გამოსვლამდე. სპრეის ტუმბო ყოველ გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. სპრეის ტუმბო უნდა გადააგდოთ პირველი გახსნიდან 2 თვის შემდეგ ან გასხურებების გარკვეული რაოდენობის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ:

გამოყენება თირკმლის/ღვიძლის დაავადებების დროს:

თირკმლის/ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მონაცემები არ არსებობს.

პედიატრული პოპულაცია:

ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები განსაკუთრებით ხილულია დიდი დოზების ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას. ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ნაზალური კორტიკოსტეროიდების ლიცენზირებულ დოზებს აღინიშნა ზრდის შეფერხება. სასურველია  იმ ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ნაზალური კორტიკოსტეროიდებით. ზრდის სისწრაფის დაქვეითების შემთხვევაში მკურნალობას უნდა გადახედონ, რათა ნაზალური კორტიკოსტეროიდების დოზა შემცირდეს იმ მინიმალურ მაჩვენებლამდე, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების კონტროლს. პაციენტი ასევე უნდა წაიყვანონ პედიატრთან.

გერიატრული პოპულაცია:

გერიატრულ პოპულაციაში ნაზალური პოლიპოზის მკურნალობა ისეთივეა როგორც მოზრდილებში.

4.3 უკუჩვენება

მომენექსი არ უნდა გამოიყენონ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

მომენექსი არ უნდა გამოიყენონ ცხვირის ლორწოვანის არანამკურნალები ინფექციების შემთხვევაში.

ჭრილობის შეხორცებაზე კორტიკოსტეროიდების მაინჰიბირებელი მოქმედების გამო პაციენტებმა, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჩაუტარდათ ნაზალური ოპერაცია ან ჰქონდათ ტრავმა, ჭრილობის შეხორცებამდე ნაზალური კორტიკოსტეროიდები არ უნდა გამოიყენონ.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის

მომენექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირატორული ტრაქტის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზური ინფექცია, არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები ან თვალის ჰერპესის სიმპლექსის ინფექციები. მომენექსით 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ, ნაზალურ ლორწოვანში ატროფიის ნიშნები არ აღინიშნა; თუმცა მომეტაზონის ფუროატმა გამოავლინა  ნაზალური ლორწოვანის ნორმალურ ჰისტოლოგიურ ფენოტიპთან დაბრუნების ტენდენცია. როგორც ყველა ხანგრძლივი მკურნალობისას, პაციენტი, რომელიც იყენებს მომენექსს, რამდნეიმე თვის ან უფრო დიდი დროის განმავლობაში, უნდა შემოწმდეს ლორწოვანის შესაძლო დაზიანებებზე. თუ ვითარდება ცხვირის ან ხახის ლოკალიზებული სოკოვანი ინფექცია, შეიძლება აუცილებელი იყოს მომენექსით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის გამოყენება. ცხვირ-ხახაში პერსისტირებადი გაღიზიანება შეიძლება საჭიროებდეს მომენექსით მკურნალობის შეწყვეტას.

პაციენტების უმრავლესობაში მომენექსით მიიღწევა ნაზალური სიმპტომების უმრავლესობის კონტროლი, ხოლო თანმხლები მკურნალობით, შეიძლება მოხდეს სხვა სიმპტომების გაუმჯობესება (განსაკუთრებით თვალის სიმპტომები).

არ არსებობს განსაკუთრებული მტკიცებულება მომენექსის ხანგრძლივ გამოყენებას და ჰიპოთალამუსის-ჰიპოფიზის-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) ღერძის სუპრესიას შორის. მეტიც, პაციენტებში, რომლებიც სისტემური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობიდან გადადიან მომენექსის გამოყენებამდე, საჭიროა მეთვალყურეობა. ამ პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს  ადრენალური უკმარისობის სიმპტომები რამდენიმე თვის განმავლობაში HPA ღერძის ფუნქციონირების აღდგენამდე. თუ ამ პაციენტებს აღენიშნებათ ადრენალური უკმარისობის სიმპტომები, სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს და  უნდა დაინერგოს მკურნალობის სხვა მეთოდები და აუცილებელი ზომები. 

სისტემური კორტიკოსტეროიდებიდან მომენექსზე გადართვის შემდეგ, მაშინ როდესაც ზოგიერთ პაციენტს შეიძლება შეუმსუბუქდეს ნაზალური სიმპტომები, შეიძლება აღენიშნებოდეთ სისტემური კორტიკოსტეროიდების შეწყვეტით გამოწვეული ჩივილები (მაგ., ართრალგია და/ან კუნთების ტკივილი, დაღლილობა და პრელიმინარული დეპრესია). ამ შემთხვევაში მათ უნდა ურჩიონ გააგრძელონ მომენექსის მიღება. ამ გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების ხელახლა გამოვლენა, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი ან ეგზემა, რაც დაითრგუნა სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობით.

მომენექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება უნილატერალური პოლიპების სამკურნალოდ, ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებული პოლიპების სამკურნალოდ ან ნესტოების მაბლოკირებელი პოლიპების სამკურნალოდ, შესწავლილი არ არის.

უნდა გამოიკვლიონუნილატერალური პოლიპები უჩვეულო ან არარეგულარული აღწერილობით განსაკუთრებით წყლულების ან სისხლდენის შემთხვევაში შემდგომ.

პაციენტები, რომლებიც პოტენციურად იმუნოსუპრესირებულნი არიან კორტიკოსტეროიდების გამოყენების გამო, უნდა გააფრთხილონ ინფექციების რისკის შესახებ (მაგ., ჩუტყვავილა, წითელა) და უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამ შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მნიშვნელობის შესახებ.

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ ძალიან იშვიათად აღწერილია ნაზალური ძგიდის პერფორაცია ან თვალშიდა წნევის მომატება.

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ნაზალური პოლიპების მკურნალობისთვის მომენექსი უსაფრთხოების და ეფექტურობის კვლევა არ ჩატარებულა.

ნაზალური კორტიკოსტეროდიების სისტემური ეფექტები განსაკუთრებით აშკარაა მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას. ნაკლებად ხშირია ორალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით და იცვლება ადამიანებში სპეციფიკური კორტიკოსტეროიდის მიხედვით. შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს იშვიათ ფიზიოლოგიურ, ქცევით ცვლილებებს კუშინგის სინდრომის, კუშინგოიდური გარეგნობის, ადრენალური სუპრესიის, მოზარდებში ზრდის სისწრაფის დაქვეითების, კატარაქტას, გლაუკომის და ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობის, ძილის დარღვევების,  შფოთვის (ნევროზულობა და შიში), დეპრესიის და აგრესიის (განსაკუთრებით ბავშვებში) ჩათვლით.

რეკომენდებულია იმ ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ნაზალური კორტიკოსტეროიდებით,  თუ ზრდის სისწრაფე ქვეითდება, მკურნალობას უნდა გადახედონ ნაზალური კორტიკოსტეროიდების დოზის იმ მინიმუმამდე შემცირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების ეფექტურ კონტროლს. პაციენტი ასევე უნდა მიიყვანონ პედიატრთან.

რეკომენდებულზე მაღალმა კლინიკურმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ადრენალური სუპრესია. თუ არსებობს მტკიცებულება, რომ გამოყენებული იყო რეკომენდებულზე მაღალი დოზა, ქირურგიული ოპერაციების სტრესის დროს უნდა გაითვალისწინონ დამატებით სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

შემავსებლები

მომენექსი შეიცავს 0.2მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს. ამ რაოდენობით მოსალოდნელი არ არის ბრონქოსპაზმის გამოწვევა.

4.5 ურთიერთქმედება სხვა  სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ჩატარდა მომეტაზონის ფუროატის და ლორატადინის კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ პლაზმაში მომეტაოზნის ფუროატის კონცენტრაცია არ შეიძლება გაიზომოს სენსიტიური ანალიზებით დაბალი გაზომვის ზღვარით - 50პგ/მლ.

4.6 ორსულობა და ალაქტაცია

ზოგადი რჩევა

ორსულობის კატეგორია C

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები/კონტრაცეფცია

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

არ არსებობს ორსული ქალების საკმარისი რაოდენობის  და კონტროლირებული კლინიკური კვლევები. როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, ზარალი, რომელიც მომენექსმა შეიძლება მიაყენოს დედას, ნაყოფს და ბავშვს უნდა შეადარონ მის სარგებელს, ორსული ქალებისთვის დანიშვნამდე. საჭიროა იმ ბავშვების ჰიპოადლოსტერონიზმის მონიტორინგი, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს.

ლაქტაცია

როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, ზარალი, რომელიც მომენექსმა შეიძლება მიაყენოს დედას და ნაყოფს, უნდა შეადარონ მის სარგებელს, მეძუძური ქალისთვის დანიშვნამდე.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე მომენექსის ეფექტის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

4.7 ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე ცნობილი ეფექტი არ აქვს.

4.8 არასასურველი ეფექტები

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥100-<1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1000-<1/100); იშვიათი (≥1/10,000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<10,000), უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

  • მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, აღწერილი  მოზრდილების და მოზარდების კლინიკურ კვლევებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რინიტი, ჩამოთვლილია ქვემოთ:

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები

ხშირი: ეპიქსაქსისი, ფარინგიტი, ნაზალური ანთება, ნაზალური გაღიზიანება, ნაზალური წყლულები

ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების დარღვევები

უცნობია: ზრდის სისწრაფის დაქვეითება ბავშვებში, გახანგრძლივებული გამოყენების შედეგად.

რეკომენდებულია იმ ბავშვების სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ ნაზალური კორტიკოსტეროიდებით.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას:

ხშირი: თავის ტკივილი

ეპისტაქსისი ჩვეულებრივ იყო მსუბუქი და თავისით გაქრა. მაშინ როდესაც მისი სიხშირე მაღალია (5%) პლაცებოსთან შედარებით, შედარებადია ან უფრო დაბალია ვიდრე ხელმისაწვდომ აქტიურ ნაზალურ კორტიკოსტეროიდების კვლევებში (15%-ამდე). სხვა ეფექტების სიხშირე პლაცებოსთან შედარებადია.

გვერდითი ეფექტების სიხშირე როგორიცაა თავის ტკივილი (3%), ეპისტაქსისი (6%), ნაზალური გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) პედიატრულ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებადია.

  • ნაზალური პოლიპოზი: ნაზალური პოლიპების მქონე პაციენტებში გვერდითი მოვლენების სიხშირე პლაცებოსთან შედარებადია და იმ დაკვირვებების მსგავსია რაც აღინიშნა ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში. მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პოლიპების კლინიკურ კვლევებში, პაციენტების 1%-ში, შემდეგია:

რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები:

ძალიან ხშირი: ცხვირიდან სისხლდენა, დღე-ღამეში ორჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას.

ხშირი: ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, დღე-ღამეში ერთხელ 200 მიკროგრამის მიღებისას, ცხვირიდან სისხლდენა, დღე-ღამეში ერთხელ 200 მიკროგრამის მიღებისას.

ნაკლებად ხშირი: ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია, დღე-ღამეში ორჯერ 200 მიკროგრამის მიღებისას

გასტროინტესტინური დარღვევები

ხშირი: ყელის გაღიზიანება: 200 მიკროგრამი დღე-ღამეში ორჯერ

ზოგადი დარღვევები და დაავადება შეყვანის ადგილას

ხშირი: თავის ტკივილი  200 მიკროგრამი დღე-ღამეში ერთხელ, დღე-ღამეში ორჯერ 200 მიკროგრამით

უეცარი მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (როგორიცაა ბრონქოსპაზმი, დისპნოე) შეიძლება იშვიათად განვითარდეს მომეტაზონის ფუროატის ინტრანაზალური შეყვანის შემდეგ. ძალიან იშვიათად აღწერილია ანაფილაქსია და ანგიოედემა.

ძალიან იშვიათად აღწერილია სუნის და გემოს დაკარგვა

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ იშვიათად აღწერილია ნაზალური ძგიდის პერფორაცია, თვალშიდა წნევის მომატება და/ან კატარაქტა.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები ჩვეულებრივ აღინიშნება ხანგრძლივი დროით მაღალი დოზების გამოყენებისას.

4.9 ჭარბი დოზირება

რადგან მომეტაზონის ფუროატის ბიოშეღწევადობა (დაბალი გაზომვადობის ზღვარის მოწყობილობა 0.25პგ/მლ) <0,1%, დოზის გადაჭარბება არ საჭიროებს რაიმე ზომებს პაციენტის ზედამხედველობის გარდა და დანიშნული დოზის დაწყებას. ექსტრემალური დოზებით კორტიკოსტეროიდების ინჰალაციამ ან ორალურად გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს HPA ღერძის ფუნქციონირება.

5. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები - კორტიკოსტეროიდები.

ათქ კოდი: R01AD09

მომეტაზონის ფუროატი არის ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდი, რომელიც ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, სისტემურად არააქტიური დოზებით.

მომეტაზონის ფუროატის ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმი შესაძლოა განპირობებულია ალერგიული რეაქციის მედიატორების ინჰიბირებით. მომეტაზონი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს ლეიკოტრეინების სეკრეციას ალერგიული პაციენტების ლეიკოციტებისგან.

უჯრედების კულტურამ აჩვენა, რომ მომეტაზონის ფუროატს ჰქონდა IL-1, IL-6, და TNFa სინთეზის და სეკრეციის  ინჰიბირების მაღალი პოტენციალი, ასევე არის ლეიკოტრეინების ძლიერი ინჰიბიტორი. ასევე არის Th2 ციტოკინების, IL-4 და IL-5 პროდუქციის აქტიური ინჰიბიტორი  ადამიანის CD4+T უჯრედებში.

ნაზალური ანტიგენის დატვირთვის ტესტებმა აჩვენა, რომ მომეტაზონის ფუროატს ქონდა ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი ადრეულ და გვიან ალერგიულ პასუხზე. ეს გამოვლინდა ჰისტამინის და ეოზინოფილების აქტივობის დაქვეითებით (პლაცებოსთან შედარებით)და ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელური უჯრედების ადჰეზიის ცილების ინჰიბირებით (საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით).

კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი აღინიშნა პირველი დოზიდან 12 საათის შემდეგ, სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 28%-ში. განკურნების დასაწყებად საშუალო დრო არის (50%) 35.9 საათი.

ორ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 1954 პაციენტი, დღე-ღამეში ორჯერ 200მგ მომეტაზონის ფუროატის გამოყენება მნიშვნელოვნად უფრო ეფექტური იყო ვიდრე პლაცებო, რინოსინუსიტის სიმპტომების მკურნალობისთვის, 15 დღიანი მკურნალობისას (P02683, p<0.001; P02692, p=0.038). ამ კვლევაში შეფასება ჩატარდა სიმპტომების მთავარი სიმპტომების სკალის (MSS) კომბინაციის გამოკვლევით (ტკივილი/ზეწოლა/სენსიტიურობა სახეზე, სინუსური თავის ტკივილი, ნაზალური დრენაჟი, პოსტ-ნაზალური დრენაჟი და ნაზალური შეგუბება).ამოქსიცილინის 500მგ დღე-ღამეში სამჯერ ხაზში გამოვლინდა პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვანი განსხვავება MSS შეფასებისას სიმპტომების  შემცირების კუთხით. მომეტაზონის ფუროატისას SNOT-20, HRQL გამოვლინდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დღე-ღამეში ორჯერ 200მგ-ს გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (p=0.047). ამას გარდა, რეციდივის რაოდენობა მომეტაზონის ფუროატის შემთხვევაში, შემდგომი დაკვირვების პერიოდში დაბალი იყო და შედარებადი იყო ამოქსიცილინის და პლაცებოს ჯგუფებთან. გამოკვლეული არ იყო 15 დღეზე დიდხანს ნამკურნალები მწვავე რინოსინუსიტი.

პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ჩართულები იყვნენ პედიატრული პაციენტები (49 პაციენტი თითო ჯგუფში), 100 მიკროგრამი მომეტაზონის ფუროატი გამოიყენებოდა დღე-ღამეში ორჯერ, ერთი წლის განმავლობაში და არ აღინიშნა ზრდის სისწრაფის დაქვეითება.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში მომეტაზონის ფუროატის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები შეზღუდულია და შეუძლებელია ზუსტი დოზირების განსაზღვრა. კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 3-5 წლის 48 ბავშვი, რომლებიც 14 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ 50, 100 და 200 მიკროგრამით დღე-ღამეში ინტრანაზალური მომეტაზონის ფუროატით, მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა პლაზმაში კორტიზოლის დონეს შორის ტეტრაკოზაქტრინით სტიმულაციაზე პლაცებოსთან შედარებით.

5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

ნაზალურად გამოყენებული მომეტაზონის ფუროატის სისტემური ბიოშეღწევადობა პლაზმაში არის <1% მგრძნობიარე ანალიზების გამოყენებით, გაზომვადი ზღვარით-0.25პგ/მლ.

მომეტაზონის ფუროატის გასტროინტესტინური აბსორბცია ძალიან დაბალია.

განაწილება:

არ არსებობს რადგან გამოიყნება ნაზალურად.

ბიოტრანსფორმაცია:

მცირე რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაიყლაპოს ან შეიწოვოს გადის მნიშვნელოვან პირველადი გავლის ეფექტს ღვიძლში.

ელიმინაცია:

გამოიყოფა შარდით და ნაღვლით.

ხაზოვნება/არა-ხაზოვანი სიტუაცია:

მონაცემები არ არის.

5.3 კლინიკამდელი საიმედოობის მონაცემები

კლინიკამდელი კვლევები აჩვენებს, რომ მომეტაზონის ფუროატს არ გააჩნია ანდგორენური, ანტი-ანდროგენური, ესტროგენური ან ანტი-ესტროგენური მოქმედება, მაგრამ გარკვეული ხარისხით გააჩნია ანტი-უთეროტროპული ეფექტები სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად და  მაღალი დოზები როგორიცაა 56მგ/კგ დღე-ღამეში და 280მგ, იწვევს ვაგინალური ექსპანსიის გადავადებას ცხოველების ჯგუფებში.

სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად კლასტოგენურ პოტენციალს ამჟღავნებს მაღალი in vitro კონცენტრაციით. ამას გარდა, მუტაგენური ეფექტები არ აღინიშნა თერაპიულად თანაბარი დოზებით.

15მიკროგრამი/კგ დოზამ გამოიწვია უფრო ხანგრლივი და მძიმე მშობიარობა გახანგრძლივებული გესტაციის გამო და  შეამცირა ცოცხალი შთამომავლობის რაოდენობა, წონა და წონაში მატება. ეფექტი არ ქონდა ფერტილობაზე.

სხვა გლუკოკოტიკოიდების მსგავსად, მომეტაზონის ფუროატი ტერატოგენურია მღრღნელებში და ბოცვრებში. ტერატოლოგიური კვლევები ჩატარდა ორალურად, ადგილობრივად (დერმული) და/ან კანქვეშ გამოყენებისას ვირთაგვებში, თაგვებში და ბოცვრებში. აღნიშნული ეფექტებია ჭიპის თიაქარი ვირთაგვებში ≥600მიკროგრამი/კგ დოზის დროს, მგლის ხახა თაგვებში 180მიკროგრამი/კგ დოზის დროს და ნაღვლის ბუშტის აგენეზია, ჭიპის თიაქარი და მოხრილი წინა ბრჭყალები ბოცვრებში ≥150 მიკროგრამი/კგ დოზის დროს. ამას გარდა აღინიშნა წონაში მატების დაქვეითება ვირთაგვებში, ბოცვრებში და თაგვებში, ეფექტები ნაყოფის ზრდაზე (ნაყოფის დაბალი წონა და/ან დაგვიანებული ოსიფიკაცია)და ვირთაგვების გადარჩენილი შთამომავლობის რაოდენობის შემცირება.

არ აღინიშნა მომეტაზონის ფუროატის ექსპოზიციისთვის სპეციფიური ტოქსიკოლოგიური ეფექტები. ყველა აღნიშნული ეფექტი სპეციფიურია კორტიკოსტეროიდული პრეპარატების კლასისთვის  და დაკავშირებულია კორტიკოსტეროიდის ექსტრემალურ ფარმაკოლოგიურ ეფექტთან.

ინჰალაციით მიღებული მომეტაზონის ფუროატის კარცინგენობის პოტენციალი (CFC  პროპელანტური და ზედაპირზე აქტიური აეროზოლი) გამოიკვლიეს 24 თვიან log კვლევებში ვირთაგვებში და თაგვებში  0,25-2.0 მიკროგრამი/ლ კონცენტრაციით. აღინიშნა გლუკოკორტიკოიდებთან დაკავშირებული ტიპიური ეფექტები, ზოგიერთი არა-ნეოპლაზიური დაზიანების ჩათვლით. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზა-კავშირის განსაზღვრა შეუძლებელია  სიმსივნის რომელიმე ტიპისთვის.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 არააქტიური ინგრედიენტების ჩამონათვალი

მიკროკრისტალური ცელულოზა RC 591

გლიცეროლი (85%)

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი

ნატრიუმის ციტრატი

პოლისორბატი 80

ბენზალკონიუმ ქლორიდი

ფენილეთილის სპირტი

დისტილირებული წყალი

6.2 შეუთავსებლობა

ცნობილი შეუთავსებლობა არ არსებობს

6.3შენახვის ვადა

24 თვე

გაცემის წესი:                           

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

6.4 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

გთხოვთ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C-ზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

გთხოვთ არ დატოვოთ პირდაპირ მზის სინათლეზე. არ გაყინოთ.

6.5 შეფუთვის ხარისხი და შემადგენლობა

მომენექსი 0,05% ნაზალური სპრეი, სუსპენზია შეფუთულია პოლიეთილენის პლასტმასის ფლაკონში, ხელით დოზირების ნაზალური აპლიკატორის მოწყობილობით, შეიცავს 18გ-ს 140 შესხურებისთვის.

6.6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის კანონმდებლობის“ და „შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის კანონმდებლობის“ შესაბამისად.

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

რეკორდატი ილაჩ. სან ვე ტიკ ა.ს.

ც.ო.ს.ბ  კარააგაც მაჰ. ათათურქ კად.

N:36 კაპაკლი/ტეკირდაგ

ტელ: 0 282 999 16 00

 

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 1
რუსთაველის ქ.N172(24)
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
თელავი N6
თელავი 6
სეხნიაშვის ქ.#10
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები