სარტონი პლუსი 16/12.5მგ #28ტ

30362
მარაგშია
66.90 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ჯენერიკიCandesartanum+Hydrochorthiazidum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
66.90 
სარტონი პლიუსი 
16/12,5 მგ ტაბლეტი
Sarton Plus 16მ/12.5მგ Tablet

                       


შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი აქტიური ინგრედიენტების სახით შეიცავს 16 მგ კანდესარტანის ცილექსეტილს და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს, ასევე რკინის წითელ და ყვითელ ოქსიდებს საღებავების სახით.

ფარმაკოლოგური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები:
კანდესარტანის ცილექსეტილი წარმოადგენს პერორალური გამოყენების პრო-მედიკამენტს, რომელიც გასტროინტესტინური ტრაქტიდან აბსორბციის შემდეგ ეთეროვანი ჰიდროლიზის შედეგად სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად – კანდესარტანად.
კანდესარტანი წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს, სელექტიურად მოქმედებს AT1 რეცეპტორზე, რომელსაც მჭიდროდ უკავშირდება და ხასიათდება ნელი დისოციაციით. პრეპარატს არ გააჩნია აგონისტური აქტივობა აღნიშნული რეცეპტორის მიმართ. კანდესარტანი არ უკავშირდება და არ თრგუნავს კარდიოვასკულურ რეგულაციაში მონაწილე სხვა ჰორმონულ რეცეპტორებს ან იონურ არხებს.
კანდესარტანი არ ახდენს ზეგავლენას ანგიოტენზინის გარდამქნელ ფერმენტზე (აგფ) და სხვა ფერმენტულ სისტემებზე. შესაბამისად, ხველის განვითარების ალბათობა ნაკლებია, რადგან არ ახდენს ზეგავლენას კინინისა და სხვა სუბსტანციების მეტაბოლიზმზე.
ჰიდროქლოროთიაზიდი თრგუნავს ნატრიუმის რეაბსორბციას თირკმლის დისტალურ მილაკებში და ზრდის ნატრიუმის, ქლორისა და წყლის სეკრეციას. კალიუმის და მაგნიუმის რენული ექსკრეცია დოზადამოკიდებულია, ხოლო კალციუმის რეაბსორცია მაღალია. ჰიდროქლორთიაზიდი ამცირებს პლაზმისა და უჯრედგარე სითხის მოცულობას, ამცირებს გულის წუთმოცულობას და არტერიულ წნევას. ხანგრძლივი მკურნალობის დროს, პერიფერიული რეზისტენტობის შემცირება ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.  კანდესარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იძლევა დამატებით ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს კანდესარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია იწვევს არტერიული წნევის ხანგრძლივ და დოზა დამოკიდებულ შემცირებას. კომბინაცია ამავე დროს არ მოქმედებს გულისცემის სიხშირეზე. მკურნალობის დაწყებისას არ ვლინდება მწვავე ან მნიშვნელოვანი პირველი დოზის ჰიპოტენზია და ასევე არ არის გამოხატული “უკუგების ეფექტი” მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. პრეპარატის ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება ჩვეულებრივ 2 საათში. ნებისმიერი დოზით მუდმივი მიღებისას არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება ჩვეულებრივ მიიღწევა 4 კვირაში, და ეს დონე ნარჩუნდება გახანგრძლივებული გამოყენებისას.
სარტონი პლიუსის დღეში ერთხელ მიღება უზრუნველყოფს არტერიული წნევის თანდათანობით და ეფექტურ დაქვეითებას 24 საათის განმავლობაში, მცირე განსხვავებით მაქსიმალურ და მინიმალურ ეფექტებს შორის დოზირების ინტერვალის (სამკურნალო პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი) განმავლობაში. კანდესარტანის ცილექსეტილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ერთნაირად მოქმედებს ყველა პაციენტში ასაკის და სქესის მიუხედავად.
ეპიდემილოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის ხანგრძლივი გამოყენება ამცირებს კარდიოვასკულური ავადობის და სიკვდილიანობის რისკს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია და განაწილება:
კანდესარტანის ცილექსეტილი
ორალური მიღების შემდეგ კანდესარტანის ცილექსეტილი გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად კანდესარტანად. კანდესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა კანდესარტანის ცილექსეტილის ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 14%-ია. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათში. კანდესარტანის პლაზმური კონცენტრაცია დოზირების თერაპიულ ინტერვალში დოზის გაზრდის შესაბამისად ხაზობრივად იზრდება. კანდასერტანის ფარმაკოკინეტიკაში არ არის აღწერილი სქესთან დაკავშირებული რაიმე განსხავვება. საკვები არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას კანდესერტანის პლაზმური კონცენტრაციის დროში ცვლილებების მრუდქვეშა ფართობზე (AUC). კანდესარტანი მნიშვნელოვნად უკავშირდება პლაზმის პროტეინებს (>99%). კანდესრატანის განაწილების მოცულობა არის 0.1 ლ/კგ. ჰიდროქლოროთიაზიდი
ორალური მიღებისას ჰიდროქლოროთიაზიდი სწრაფად შეიწოვება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 70%-ს. აბსორბციის მაჩვენებელი მატულობს 15%-ით, როდესაც მისი მიღება ხდება საკვებთან ერთად. ბიოშეღწევადობა შეიძლება შემცირდეს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კარდიალური დარღვევები და შეშუპება. ჰიდროქლოროთიაზიდი უკავშირდება პლაზმის ცილებს დაახლოებით 60%-ით. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.8 ლ/კგ-ს.
მეტაბოლიზმი და ექსკერეცია:
კანდესარტანის ცილექსეტილი
კანდესარტანი ძირითადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით და ნაღველით და მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად. კანდესარტანის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს. მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ ადგილი არა აქვს რაიმე სახის კუმულაციას. კანდესარტანის საერთო კლირენსი არის დაახლოებით 0.37 მლ/წთ/კგ, ხოლო თირკმლის კლირენსია 0.19 მლ/წთ/კგ. ხანდაზმულებში (65-ზე წელზე ზევით) კანდესარტანის Cmax და AUC მატულობს ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით, თუმცა საწყისი დოზის შეცვლა საჭირო არ არის.. 14C-ნიშანდებული კანდესრატანის ცილექსეტილის ორალური შეყვანისას შარდით გამოიყოფა დაახლოებით დოზის 26% კანდესარტანის სახით და 7% მეტაბოლიტების სახით, ხოლო ფეკალური მასებით კანდესარტანის სახით გამოიყოფა დოზის 56%, ხოლო ინაქტივირებული მეტაბოლიტის სახით დოზის 10%. 
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება  და იგი შეუცვლელი სახით გამოიყოფა გლომერული ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. ჰიდროქლოროთიაზიდის ნახევარდაშლის პერიოდი არის 8სთ. მიღებული ორალური დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდით. კანდესარტანთან კომბინირებისას ჰიდროქლოროთიაზიდის ნახევარდაშლის პერიოდი არ იცვლება (8სთ). კომბინაციის ხანგრძლივად გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდი არ განიცდის კუმულაციას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები სპეციალურ პოპულაციებში:
კანდესარტანის ცილექსეტილი
Cmax და AUC  მნიშვნელობები 50-80% მაღალია ხანდაზმულებში (65 წელი და მეტი) ახალგაზრდა პოპულაციასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ჰიპოტენზიური ეფექტი და გვერდითი მოვლენები მსგავსია ხანდაზმულ და ახალგაზრდა პოპულაციებში. თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის განმეორებითი დოზების შეყვანისას გამოვლინდა კანდესრატანის  Cmax და AUC მნიშვნელობების შესაბამისად 50%-ით და 70%-ით მომატება, თუმცა არ აღინიშნება T1/2 მაჩვენებლის ცვლილება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ცვლილებები შესაბამისად დაახლოებით 50% და 110%-ია,. კანდესარტანის ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით ორჯერ იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის მწავე უკმარისობის მქონე პაციენტებში კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკის მსგავსია. გამოვლინდა კანდესარტანის AUC–ის 20%-იანი გაზრდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობა.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდის ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივდება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ჩვენებები

ესენციური არტერიული ჰიპერტენზია, როდესაც მხოლოდ მონოთერაპია კანდესარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით არ არის საკმარისი.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია როდესაც აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა მოცემული პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ან სულფონამიდის წარმოებულების (ჰიდროქლოროთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული) მიმართ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, თირკმლის მწვავე უკმარისობისას,  ღვიძლის მწვავე უკმარისობის და/ან ქოლესტაზის დროს, აგრეთვე მკურნალობისადმი რეზისტენტული ჰიპერკალიემიის და ჰიპერკალციემიის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

თირკმლის არტერიის სტენოზი: სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, ბილატერალური თირკმლის არტერიის სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში, შეიძლება გაზარდონ სისხლში შარდოვანას და შრატის კრეატინინი. მსგავსი ეფექტები მოსალოდნელია ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების შემთხვევაშიც.
ინტრავასკულური მოცულობის შემცირება: რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების მსგავსად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სიმპტომური ჰიპოტენზია ჰიპოვოლემიის  მქონე პაციენტებში  (მაგალითად, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიურეზულებით, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა). სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სარტონი პლიუსით მკურნალობის დაწყებისას და უნდა ვეცადოთ ვაწარმოოთ ჰიპოვოლემიის კორექცია.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები: თირკმლის დარღვევების მქონე ჰიპერტენზიულ პაციენტებში სარტონი პლიუსის გამოყენებისას რეკომენდებულია პლაზმაში კალიუმის და კრეტინინის დონეების პერიოდული მონიტორინგი.  ცნობილია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე ან ბოლო სტადიის დარღვევები (კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ).
თირკმლის გადანერგვა: არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები სარტონი პლიუსის მიღების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებშიც განხორციელდა თირკმლის გადანერგვა.
ღვიძლის უკმარისობა: სითხის და ელექტროლიტების დისბალანსმა შეიძლება დააჩქაროს ღვიძლისმიერი კომა, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თიაზიდების გამოყენებისას ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში.
აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული  ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია): ისევე როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი: პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, ზოგადად არ ექნებათ რეაქცია ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო პრეპარატებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის საშუალებით. ამის გამო სარტონი პლიუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ელექტროლიტური დისბალანსი: შარდმდენებით მკურნალობისას რეგულარულად უნდა გაკონტროლოდეს პლაზმაში ელექტროლიტების დონე. თიაზიდები, ჰიდროქლოროთიაზიდის ჩათვლით, იწვევენ სითხის ან ელექტროლიტების დისბალანსს (ჰიპერკალციემია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, და ჰიპოქლორემიული ალკალოზი). ზოგჯერ, თიაზიდური შარდმდენები იწვევენ კალციუმის მცირე მატებას კალციუმის ექსკრეციის შემცირებით. აშკარა ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოდიზმის ნიშანი. ამის გამო, პარათირეოიდული ფუნქციის ტესტების განხორციელებამდე უნდა შეწყდეს თიაზიდების გამოყენება.
ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის კალიუმის ექსკრეციას და იწვევს ჰიპოკალიემიას. ეს ეფექტი ნაკლებადაა გამოხატული კანდესარტანის ცილექსეტილთან კომბინაციაში გამოყენებისას. სარტონი პლიუსით მკურნალობისას ჰიპოკალიემიის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზი, პოლიურია, ორალური ელექტროლიტების არასაკმარისი მიღება, იყენებენ კორტიკოსტეროიდებს ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (ACTH).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით, კანდესერტანის გამოყენებამ კალიუმ-დამზოგველ დიურეზულებთან, კალიუმის დანამატებთან, ან სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე (მაგ., ჰეპარინი), შეიძლება გამოიწვიონ პლაზმაში კალიუმის მატება ჰიპერტენზიულ პაციენტებში.
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები: თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობა ამცირებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას. შეიძლება საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის ინსულინის  დოზის რეგულირება. ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეებმა შეიძლება მოიმატოს. სარტონი პლიუსის შემადგენლობაში არსებული 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდი მსგავს ეფექტს მცირედ ან საერთოდ არ იწვევს. თიაზიდური შარდმდენები ზრდიან პლაზმაში შარდმჟავას კონცენტრაციას და შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა წინასწარგანწყობილ პაციენტებში.
ზოგადი: პაციენტებში, რომელთა სისხლძარვოვანი ტონუსი და რენული ფუნქცია უპირატესად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (მაგალითად პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობა ან თირკმლის დაავადება, მათ შორის თირკმლის არტერიის სტენოზი), აღნიშნულ სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობა დაკავშირებული იყო მწვავე ჰიპოტენზიასთან, აზოტემიასთან, ოლიგურიასთან და იშვიათად თირკმლის მწვავე უკამარისობასთან. მსგავსი ეფექტების შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს ანგიოტენზინ II რეცეპტორული ანტაგონისტებით მკურნლობისას თუმცა სარტონი პლიუსით მკურნალობის შემთხვევაში მსგავსი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, სისხლის წნევის მკვეთრი შემცირება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იშემიური კარდიოპათია ან იშემიური ცერებროვასკულარული დაავადება, შეიძლება გახდეს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი. ჰიდროქლოროთიაზიდის  მიმართ მომატებული მგრძნობელობა შეიძლება აღინიშნოს ალერგიის ან ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.
სისტემური წითელი მგლურა შეიძლება გააქტიურდეს ან მდგომარეობა გაუარესდეს თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს

ორსულობის კატეგორიები: C (პირველი ტრიმესტრი) და D (მეორე და მესამე ტრიმესტრი)
ორსულებში სარტონი პლიუსის გამოყენების შესახებ არ არსებობს მონაცემები. ადამიანის ემბრიონში თირკმლის პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის განვითარებაზე, იწყება მეორე ტრიმესტრში. ასე რომ ნაყოფზე ზიანის მიყენების რისკი იზრდება თუ სარტონი პლიუსი შეჰყავთ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. 
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს და პლაცენტის სისხლმიმოქცევა და პლაზმის მოცულობა.
გარდა ამისა, მან შეიძლება გამოიწვიოს ნეონატალური თრომბოციტოპენია.
ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ არის რეკომენდებული სარტონი პლუსის გამოყენება ორსულობის პერიოდში. თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორსულობა, პრეპარატის  მიღება უნდა შეწყდეს.
პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს: არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა კანდესარტანი ადამიანის რძეში. ჰიდროქლოროთიაზიდი გადადის დედის რძეში. ძუძუთა ასაკის ბავშვებზე პოტენციური გევრდითი მოვლენების გამო არ შეიძლება სარტონი პლიუსის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე: სარტონი პლიუსის ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ ფარმაკოდინამიკურ თვისებებზე დაყრდნობით კანდესარტანი სავარაუდოდ არ მოქმედებს ამ უნარზე. ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისას საყურადღებოა, რომ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან გადაღლა.

გვერდითი ეფექტები

საკონტროლო კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები იყო მცირე და გარდამავალი და უტოლდებოდა პლაცებოს ეფექტებს. გვერდითი მოვლენების ინციდენტი არ იყო დაკავშირებული პრეპარატის დოზასთან და პაციენტის ასაკთან.
გვერდითი მოვლენებით განპირობებული პრეპარატის მიღების შეწყვეტის სიხშირე მსგავსი იყო სარტონი პლიუსისა (3.3%) და პლაცებოს (2.7%) ჯგუფებში.
სარტონი პლიუსის 8 კვირის განმავლობაში გამოყენება ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში ასოცირებული იყო შემდეგ გვერდით მოვლენებთან:
სარტონი პლიუსთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი (>1%) გვერდითი მოვლენები

 კანდესარტანის ცილექსეტილი/ ჰიდროქლოროთიაზიდი
(n=526), %
 პლაცებო
(n=1025),%
 თავის ტკივილი 5.5 3.2
 ზურგის ტკივილი 2.4 3.0
 თავბრუსხვევა 1.2 2.6
 რესპირატორული ინფექცია 1.4 2.5
 გრიპის მგავსი სიმპტომები 1.6 2.1
 სინუსიტი 1.6 1.7
 ბრონქიტი 1.4 1.7
 საშარდე სისტემის  ინფექციები 0.4 1.4
 გულისრევა 0.6 1.3
 კანზე გამონაყარი 1.2 1.2
 ტაქიკარდია 0.8 1.1
 გადაღლა 0.8 1.1
 აბდომინური ტკივილი 0.8 1.0
 ფარინგიტი 1.0 1.0

პრეპარატის ჯგუფში AV ბლოკადა და ღებინება გამოვლინდა 0.5-1% მაჩვენებლით და არ აღნიშნულა პლაცებოს ჯგუფში.
ლაბორატორიული კვლევის მონაცემები: სტანდარტული ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად იყო დაკავშირებული სარტონი პლიუსის მიღებასთან. შარდმჟავის, შრატში გლუკოზისა და S-ALAT (S-GPT) მომატება (მაჩვენებლებით 1.1%, 1.0% და 0.9%, შესაბამისად) ოდნავ უფრო ხშირად იყო გამოვლენილი პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (0.4%, 0.2% და 0% შესაბამისად).
მცირე რაოდენობის პაციენტებში გამოვლინდა ჰემოგლობინის შემცირება და შრატის ASAT (SGOT) მომატება.
კანდესარტანის ცილექსეტილით მონოთერაპიისას პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში 8-კვირიანი მკურნალობისას >1% სიხშირით გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ხველა, დიარეა, პერიფერიული შეშუპება, და რინიტი. იშვითად განვითარდა ანგიოედემა.
ჰიდროქლოროთიაზიდით მონოთერაპიის დროს გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზური სიყვითლე), კანზე წითელი მგლურას მაგვარი რეაქციები, ვასკულიტები, ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია, ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპერნატრიემიის და ჰიპერკალიემიის ჩათვლით), ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეების მომატება, შრატის კრეატინინისა და შარდოვანას აზოტის დონეების გაზრდა, კუნთების სპაზმი, გადაღლა, მოუსვენრობა, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ვერტიგო, ძილის დარღვევა.

არასასურველი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სარტონი პლიუსის გამოყენებისას არ აღინიშნა სხვა პრეპარატებთან - ვარფარინი,  დიგოქსინი, ჰიდროქლოროთიაზი-დი, ორალური კონტრაცეპტივები (მაგალითად ეთინილესტარდიოლი/ლევონორ-გესტრელი), გლიბენკლამიდი და ნიფედიპინი - რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.
ურთიერთქმედების კვლევებით დადგენილია, რომ კანდესარტანის ცილექსეტილს არა აქვს რაიმე ზეგავლენა CYP2C9 და CYP3A4 ფერმენტულ სისტემაზე, ხოლო  ინ ვიტრო კვლევებზე დაყრდნობით ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომელთა მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ციტოქრომ P450 იზოფერმენტებზე, როგორიცაა CYP1A2, CYP2A6,  CYP2C9,  CYP2C19,  CYP2D6,  CYP2E1,  CYP3A4, არ არის მოსალოდნელი.
საკვები არ ახდენს ზეგავლენას კანდესერტანის ბიოშეღწევადობაზე.
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაიზარდოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციისას.
ჰიდროქლოროთიაზიდის კალიუმდამკარგველი ეფექტი შეიძლება გაიზარდოს სხვა პრეპარატების თანმხლები გამოყენებით, რომლებიც იწვევენ კალიუმის ექსკრეციის მომატებას ან ჰიპოკალიემიას (მაგალითად, კალიუმის გამომყოფი შარდმდენები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინი G ნატრიუმი, სალიცილის მჟავას ნაწარმები).
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენების გამოცდილების გათვალისწინებით, კანდესერტანის გამოყენებამ კალიუმ-დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის დანამატებთან, ან სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე (მაგალითად, ჰეპარინი), ერთად შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში კალიუმის მატება ჰიპერტენზიულ პაციენტებში.
შარდმდენებით გამოწვეული ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია ხელს უწყობს საგულე გლიკოზიდების და ანტიარითმიული პრეპარატების კარდიოტოქსიური ეფექტების გამოვლინებას. აღნიშნული პრეპარატების გამოიყენებისას სარტონი პლიუსთან ერთად აუცილებელია კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.
პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციების და ტოქსიურობის შექცევადი მატება აღინიშნა ლითიუმის  აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას. მსგავსი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენების დროს, ამიტომ ამ პრეპარატების გამოყენებისას რეკომენდებულია პლაზმაში ლითიუმის მონიტორინგი.
ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველი შარდმდენი, ნატრიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული ეფექტები შეიძლება დაითრგუნოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია მცირდება ქოლესტიპოლის ან ქოლესტირამინის ზემოქმედებით.
მიორელაქსანტების (მაგალითად, ტუბოკურარინი) ეფექტი შეიძლება გაიზარდოს ჰიდროქლოროთიაზიდით.
თიაზიდურმა შარდმდენებმა შეიძლება გაზარდონ პლაზმაში კალციუმის დონე კალციუმის ექსკრეციის შემცირების გამო. კალციუმის და D ვიტამინის შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას დოზირების რეგულაცია საჭიროა პლაზმაში კალციუმის დონის მონიტორინგის პარალელურად.
ბეტა-ბლოკერების და დიაზოქსიდის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს თიაზიდებთან ერთდროული გამოყენებისას. ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა (ატროპინი, ბიპერიდენი) შეიძლება გაზარდონ თიაზიდური შარდმდენების ბიოშეღწევადობა გასტროინტესტინური პერისტალტიკისა და კუჭის დაცლის შენელებით.
თიაზიდებმა შეიძლება გაზარდონ ამანტადინის არასასურველი ეფექტების მაჩვენებელი.
თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიური პრეპარატების (მაგალითად: ციკლოფოსფამიდი, მეთოტრექსატი) ექსკრეცია შარდში და გაზარდონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტი.
თიაზიდების სტეროიდებთან და ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოკალიემიის რისკი.
თიაზიდების ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან ან საანესთეზიოებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია.
თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობა ამცირებს გლუკოზისადმი ტოლერანტობას. შეიძლება საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის რეგულირება, მათ შორის ინსულინის გამოყენების დროს.
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება შეამციროს პრესორულ ამინებზე (მაგალითად ეპინეფრინზე) არტერიული რეაქცია; თუმცა ეს არ იწვევს პრესორული ეფექტის შემცირებას.
მაღალი დოზის იოდიზირებულ კონტრასტულ ნივთიერებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი.
ჰიდროქლოროთიაზიდს არ გააჩნია რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან.

დოზირება და მიღების წესები

რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი დღეში.
სარტონი პლიუსით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კანდესარტანის ცილექსეტილის მიღება. კლინიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებულების მიხედვით შესაძლებელია სარტონით მონოთერაპიიდან უშუალოდ სარტონი პლიუსზე გადასვლა. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ.
მიღების წესები: სარტონი პლიუსი მიიღება დღეში ერთხელ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში: სარტონი პლიუსით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია კანდესარტანის ცილექსეტილის მიღება (კანდესარტანის ცილექსეტილის რეკომედნებული საწყისი დოზა გერიატრიულ პაციენტებში შეადგენს 4 მგ-ს).
პრეპარატის გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს: ამ ემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მარყუჟოვან შარდმდენებს, ვიდრე თიაზიდებს.  რეკომედნებულია კანდესარტან ცილექსეტილის დოზის ტიტრაცია პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსია  ≥ 30მლ/წუთი/1.73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე (რეკომენდებული საწყისი დოზა არის 4 მგ თირკმილის მსუბუქი უკმარისობის და 2 მგ თირკმლის საშუალო სიმძიმის  უკმარისობის დროს).
არ არის რეკომენდებული კანდესარტანის ცილექსეტილის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ/1.73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე).
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობისას რეკომენდებულია საწყისი დოზა - 2 მგ /დღეში. პრეპარატი არ გამოიყენება ღვიძლის მწვავე უკამრისობის და/ან ქოლელითიაზის დროს.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში: ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ფარმაკოლოგიური თვისებების გათვალისწინებით კანდესარტანის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია სიმპტომური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების ცალკეულ შემთხვევაში 160 მგ და 432 მგ კანდესარტანის მიღებისას გამოჯანმრთელება პრობლემების გარეშე მოხდა.
ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბების ძირითადი ნიშანია სითხის და ელელქტროლიტების შემცირება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა ჰიპოტენზია, წყურვილის შეგრძნება, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი არითმია, სედატური ეფექტი/დარღვეული ცნობირება, და კუნთების სპაზმი.
მკურნალობა: არ არსებობს სპეციფიური ინფორმაცია სარტონი პლიუსის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. თუმცა გასათვალისწინებელია ქვემოთ მოცემული სიფრთხილის ზომები: რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა. თუ გამოვლინდა სიმპტომური ჰიპოტენზია, უნდა განხორციელდეს სიმპტომური მკურნალობა და გაკონტროლდეს სასიცოხლო ნიშნები. პაციენტი უნდა დავაწვინოთ ზურგზე აწეული ფეხებით. თუ ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს პლაზმის მოცულობა ინფუზიით; მაგალითად იზოტონური ხსნარის საშუალებით. თუ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები არ არის საკმარისი შეიძლება სიმპატომიმეტური სამკურნალო საშუალებების შეყვანა.  კანდესარტანის ელიმინაცია ჰემოდიალიზიით ვერ ხერხდება.

შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-ის ქვემოთ, ოთახის ტემპერატურაზე.


გამოშვების ფორმა:
შეფუთვაში 28 ტაბლეტი


ვარგისიანობის ვადა:
2 წელი

გაცემის წესი: პრეპარატი გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S.
Tunç Caddesi Hoşdere Mevkii No: 3 Hadımköy-Istanbul/TURKEY
tel.: 0090 212 622 66 00
faqsi: 0090 212 623 19 53


რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahm ILac Sanayi ve Ticaret, A.S. Maslak/-Istanbul/TURKEY

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
გლდანი
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
კახეთი
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები