ციპროფლოქს(ცეფლოქსი)500მგ#50ტ

25332
მარაგშია
37.30 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფტორქინოლონები ჯენერიკიCiprofloxacinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
37.30 

ცეფლოქსი-ავერსი
(ციპროფლოქსაცინი)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ციპროფლოქსაცინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, შემოგარსული ტაბლეტები ნაზოლით, ერთ მხარეს ჭდით და მეორე მხარეს ამოტვიფრული წარწერით _ 500;
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, 500 მგ ციპროფლოქსაცინის ეკვივალენტურს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Ready Mix White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171)).

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 500 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. ათქ-კოდი: J01MA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფლოქსი-ავერსი ფთორქინოლონების ჯგუფის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალებაა. პრეპარატი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით. ციპროფლოქსაცინი მიკრობის უჯრედში აინჰიბირებს ფერმენტ დნმ-ჰირაზას (II და IV ტოპოიზომერაზებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქრომოსომული დნმ-ის სუპერსპირალიზაციას ბირთვული რნმ-ის ირგვლივ), რის შედეგადაც ირღვევა ქრომოსომული ინფორმაციის ტრანსკრიფცია და დნმ-ის ბიოსინთეზი, ბაქტერიის ზრდისა და გამრავლების პროცესი. პრეპარატი იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (მათ შორის, უჯრედული კედლისა და მემბრანების) და ბაქტერიის უჯრედის სწრაფ კვდომას. ციპროფლოქსაცინის დაბალი ტოქსიკურობა მაკროორგანიზმის უჯრედებისადმი აიხსნება მათში დნმ-ჰირაზას არარსებობით.
ციპროფლოქსაცინი მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე პროლიფერაციისა და მოსვენების ფაზებში, გრამდადებით მიკროორგანიზმებზე _ მხოლოდ პროლიფერაციის ფაზაში.   
in vitro ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა: Acinobacter calcoaceticus, Aeromonas caviae, Aeromonas hydrophyla, Alcaligenes spp
., Brucella melitensis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Chlamydia trachomatis, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Corynebacterium diphtheriae, Edwardsiella tarda, Enterobacter aeorogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Flavobacterium spp., Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Legionella pneumophila, Listeria monocytogenes, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Morganella morganii, Mycobacterium kansasii, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Salmonella enteritidis, Serratia marcescens, Shigella flexneri, Shigella sonnei, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Streptococcus agalactiae, Streptococcus faecalis, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica.
პრეპარატის მიმართ ზომიერად მგრძნობიარეა: Enterococcus faecalis, Gardnerella spp., Mycobacterium avium intracellulare, Mycoplasma hominis, Peptococcus, Peptostreptococcus, Streptococcus pneumoniae.
პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია: Bacteroides spp., Clostridium difficile, Corynebacterium spp., Nocardia asteroides, Pseudomonas (Burkholderia) cepacia, Pseudomonas maltophilia, Stenotrophomonas maltophilia-ს ზოგიერთი შტამი, Streptococcus faecium, Treponema pallidum, Ureaplasma urealyticum.
ზოგიერთ შემთხვევაში ცეფლოქსი-ავერსი აქტიურია მიკროორგანიზმთა იმ შტამების მიმართ, რომლებიც რეზისტენტულია ფთორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატებისადმი. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ფთორქინოლონებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არსებობს. რეზისტენტობა ციპროფლოქსაცინის მიმართ ნელა და თანდათანობით ვითარდება (“მრავალსაფეხურიანი” ტიპი). ჯვარედინი რეზისტენტობა პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებსა და ამინოგლიკოზიდებთან არ აღინიშნება.
მჟავე არეში პრეპარატის აქტივობა მცირდება.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ციპროფლოქსაცინი პერორალური მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსორბცია ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავსა  და მლივ ნაწლავში ხდება. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 70–80%. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 1–1.5 სთ-ში მიიღწევა და 250, 500 და 750 მგ ციპროფლოქსაცინის მიღებისას შესაბამისად 0.1, 0.2 და 0.4 მკგ/მლ-ს შეადგენს. საკვების მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ ბიოშეღწევადობასა და Cmax-ს არ ცვლის. პრეპარატის 20–40% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
განაწილება: ციპროფლოქსაცინი კარგად აღწევს ქსოვილებში, სითხეებსა და უჯრედებში. პრეპარატი მაღალ კონცენტრაციას (რომელიც აღემატება კონცენტრაციას სისხლის შრატში) ქმნის თირკმლებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაღველში, ნუშისებრ ჯირკვლებში, ფილტვებში, ბრონქებისა და სინუსების ლორწოვან გარსში, ბრონქულ სეკრეტში, ქალის სასქესო ორგანოებში, წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე სითხეში, შარდში, ფაგოციტურ უჯრედებში (პოლინუკლეარები, მაკროფაგები). ციპროფლოქსაცინი ასევე აღინიშნება კანში, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთებში, ძვლებში, ხრტილებში, თვალის წინა საკანში, ნერწყვში, პლევრაში, პერიტონეუმში, ლიმფაში. ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია ნეიტროფილებში 2_7-ჯერ მეტია, ვიდრე სისხლის შრატში. პრეპარატი მცირე რაოდენობით აღწევს თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში არსებული კონცენტრაციის 6_10%-ს შეადგენს. ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში ტვინის გარსების ანთების დროს შრატში არსებული კონცენტრაციის 14_37%-ს შეადგენს. პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს. ციპროფლოქსაცინის განაწილების მოცულობა (Vd) არის 2_3 ლ/კგ. 
მეტაბოლიზმი: პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში (15_30%) ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების (დიეთილციპროფლოქსაცინი, სულფოციპროფლოქსაცინი, ოქსოციპროფლოქსაცინი, ფორმილციპროფლოქსაცინი) წარმოქმნით.
გამოყოფა: ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 3–5 სთ-ია. პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა თირკმლებით (გორგლოვანი ფილტრაციისა და მილაკოვანი სეკრეციის გზით): 40_50% _ უცვლელი სახით, 15% _ მეტაბოლიტების სახით. თირკმლის კლირენსია 3_5 მლ/წთ, საერთო კლირენსი _ 8_10 მლ/წთ. ნაწლავებით უცვლელი სახით გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 20%, მეტაბოლიტების სახით _ დაახლოებით 5_6%. ციპროფლოქსაცინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.  
500 მგ პრეპარატის 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: ღვიძლის ქრონიკული ციროზის დროს ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში T1/2 გაზრდილია 12 სთ-მდე.

ჩვენება:
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები: ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, მუკოვისციდოზი;
• LOR-ორგანოების ინფექციები: შუა ყურის ანთება, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, სინუსიტი, მასტოიდიტი, ტონზილიტი;
• მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, ინტრაპერიტონეალური აბსცესი, პერიტონიტი, სალმონელოზი, მუცლის ტიფი, კამპილობაქტერიოზი, იერსინიოზი, შიგელოზი, ქოლერა;
• თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციები: პიელონეფრიტი, ტუბულარული აბსცესი, ცისტიტი; 
• მცირე მენჯისა და სასქესო ორგანოების ინფექციები: პროსტატიტი, ადნექსიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ენდომეტრიტი, პელვიოპერიტონიტი;
• ვენერული დაავადებები: გონორეა, რბილი შანკრი, ქლამიდიოზი;
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული ჭრილობა, წყლული, დამწვრობა, აბსცესი, ფლეგმონა;
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეპტიკური ართრიტი;
• ბაქტერიემია, სეპტიცემია, მძიმე ინფექციები იმუნოდეფიციტისა და ნეიტროპენიის ფონზე, ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ინფექციური პროცესის ლოკალიზაციაზე, ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე, ასაკზე, სხეულის მასაზე, თირკმლის ფუნქციასა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
ცეფლოქსი-ავერსი ინიშნება პერორალურად 250_750 მგ 2-ჯერ დღეში. ციპროფლოქსაცინი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ციპროფლოქსაცინის უზმოზე მიღება აჩქარებს აბსორბციას.
მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 7_14 დღეს შეადგენს. სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე 3 დღე.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს ინიშნება 250_500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევებში _ 750 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 7_10 დღე.
LOR-ორგანოების ინფექციების დროს ინიშნება 500_750 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში (მაგ., მწვავე სინუსიტის დროს ინიშნება 500 მგ პრეპარატი 2-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში).
ინტრააბდომინალური ინფექციების (მაგ., ენტერიტი, მძიმედ მიმდინარე კოლიტი) დროს ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 7_14 დღის განმავლობაში.
ინფექციური დიარეის სამკურნალოდ ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 5_7 დღის განმავლობაში (ზოგჯერ 14 დღემდე).
სალმონელას მატარებლებში ინიშნება 750 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 2–4 კვირის განმავლობაში.
თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების გაურთულებელი ინფექციების დროს ინიშნება 250 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 3_5 დღის განმავლობაში. უროგენიტალური ტრაქტის გართულებული ინფექციების დროს ინიშნება 500 მგ პრეპარატი 2-ჯერ დღეში 1–2 კვირის განმავლობაში.
ქრონიკული პროსტატიტის დროს ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 4_6 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს.
გინეკოლოგიური დაავადებების დროს ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 7_14 დღის განმავლობაში.
გონორეის სამკურნალოდ რეკომენდებულია 250_500 მგ ციპროფლოქსაცინის ერთჯერადად მიღება.
რბილი შანკრის დროს ინიშნება 500 მგ პრეპარატი 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევებში _ 750 მგ 2-ჯერ დღეში.               მკურნალობის ხანგრძლივობაა 7_14 დღე.
ძვლებისა და სახსრების ინფექციების (მაგ., ოსტეომიელიტი) დროს ინიშნება 500 მგ ციპროფლოქსაცინი 2-ჯერ დღეში 4_6 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს (ოსტეომიელიტის დროს არა უმეტეს 2 თვისა).
პოსტქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 500_750 მგ ციპროფლოქსაცინი ოპერაციამდე 30_60 წთ-ით ადრე.
სტრეპტოკოკული ინფექციების დროს გვიანი გართულებების საშიშროების გამო, ასევე ქლამიდიური ინფექციების დროს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 10 დღისა.
იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში მკურნალობა გრძელდება ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დაავადების ძალზე მძიმე მიმდინარეობისა და გამომწვევის დაბალი მგრძნობელობის დროს შესაძლებელია 500 მგ ციპროფლოქსაცინის 3-ჯერ დღეში დანიშვნა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის ერთჯერადი დოზა საშუალო სადღეღამისო დოზის ნახევარს შეადგენს.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატი ინიშნება კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

დოზა

>50

დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი

30-50 

250-500 მგ 12 სთ-ში ერთხელ 

5-29 

250-500 მგ 18 სთ-ში ერთხელ 

    
 
ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ინიშნება 250_500 მგ ციპროფლოქსაცინი ერთხელ დღეში დიალიზის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, აბდომინალური ტკივილი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, მეტეორიზმი, ანორექსია, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ღვიძლის დაავადება აქვთ გადატანილი), ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზასა და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ბილირუბინის დონის გაზრდა;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ოფლიანობა, შფოთვა, ტრემორი, ქალას შიდა წნევის მომატება, პერიფერიული პარალგეზია, უძილობა, ღამის კოშმარები, ცნობიერების არევა, დეპრესია, ჰალუცინაციები და სხვა ფსიქოზური რეაქციები, სინკოპე, შაკიკი, ცერებრული არტერიების თრომბოზი;
გრძნობათა ორგანოების მხრივ: გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნების, მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, ფერების აღქმის დარღვევა), ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა,  არტერიული ჰიპოტენზია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ართრალგია, ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გაგლეჯა;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრისტალურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, ალბუმინურია, ჰემატურია, შარდოვანასა და კრეატინინის დონის გაზრდა;     
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
სხვა: საერთო სისუსტე, ფოტოსენსიბილიზაცია, კანდიდოზი.
 
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ფთორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ;
• ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცეფლოქსი-ავერსისა და სუკრალფატის, ციმეტიდინის, რანიტიდინის, დიდანოზინის, ანტირეტროვირუსული პრეპარატების, ასევე მაგნიუმის, ალუმინის, კალციუმის შემცველი ანტაციდური საშუალებების, რკინის, თუთიისა და ბისმუთის იონების შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ციპროფლოქსაცინის აბსორბცია მცირდება. ამიტომ ცეფლოქსი-ავერსი ინიშნება ამ პრეპარატების მიღებამდე 1_2 სთ-ით ადრე ან  მიღებიდან 4 სთ-ის შემდეგ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ანტაციდებზე, რომლებიც Н2-რეცეპტორების ბლოკატორთა კლასს მიეკუთვნება.   
ცეფლოქსი-ავერსი ამცირებს მიკროსომული დაჟანგვის პროცესების აქტივობას ჰეპატოციტებში, ზრდის თეოფილინისა და სხვა ქსანთინების (მაგ., კოფეინი) ნახევარგამოყოფის პერიოდსა და მათ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს ამ პრეპარატების გვერდითი ეფექტების გაძლიერებას. ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თეოფილინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის პლაზმაში და მისი დოზის ადეკვატური შემცირება.    
ცეფლოქსი-ავერსისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ვარფარინისა და სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება პროთრომბინული ინდექსის შემცირება.
ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკური მოქმედება. ცალკეულ შემთხვევებში პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ ციპროფლოქსაცინსა და ციკლოსპორინს, სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდა აღენიშნებათ, რის გამოც საჭიროა ამ მაჩვენებლის რეგულარული (კვირაში 2-ჯერ) კონტროლი.
ცეფლოქსი-ავერსისა და გლიბენკლამიდის ურთიერთქმედებისას შესაძლებელია გლიბენკლამიდის მოქმედების გაძლიერება, რაც ჰიპოგლიკემიით გამოიხატება.
ცეფლოქსი-ავერსისა და პრობენეციდის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას, რაც სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს ამცირებს. ამავე დროს ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა არ იცვლება.
ცეფლოქსი-ავერსისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (აცეტილსალიცილის მჟავას გარდა) ერთდროული გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი.
ცეფლოქსი-ავერსის აქტივობა იზრდება ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ამინოგლიკოზიდებთან, ვანკომიცინთან, კლინდამიცინთან, მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენებისას.
ცეფლოქსი-ავერსის გამოყენება შეიძლება აზლოცილინთან და ცეფტაზიდიმთან კომბინაციაში Pseudomonas spp.-ს მიერ გამოწვეული ინფექციების დროს; მეზლოცილინთან, აზლოცილინთან და სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში _ სტრეპტოკოკული ინფექციების დროს; იზოქსაზოლპენიცილინებთან და ვანკომიცინთან კომბინაციაში _ სტაფილოკოკური ინფექციების დროს; მეტრონიდაზოლთან და კლინდამიცინთან კომბინაციაში _ ანაერობული ინფექციების დროს.    

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების სპეციფიკური სიმპტომები არ არსებობს.
ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება შექცევადი ტოქსიკური ზემოქმედება თირკმლის პარენქიმაზე.  
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამომწვევი პრეპარატების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, შარდის მჟავე რეაქციის შექმნა, მაგნიუმისა და კალციუმის იონების შემცველი ანტაციდების (ციპროფლოქსაცინის აბსორბციის შესამცირებლად) დანიშვნა, თირკმლის ფუნქციის კონტროლი, დამატებით _ ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი (რის შედეგადაც გამოიყოფა პრეპარატის მხოლოდ 10%), სიმპტომური თერაპიის ჩატარება. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ცეფლოქსი-ავერსის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენების თავისებურებები:
ცეფლოქსი-ავერსი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, ინსულტის, კრუნჩხვის სინდრომის, ეპილეფსიის, ფსიქიკური დაავადებების, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის, თირკმლის ან/და ღვიძლის გამოხატული უკმარისობის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის შემდეგ მძიმე და ხანგრძლივი დიარეის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანოზული კოლიტის დიაგნოზის გამორიცხვა, რომელიც პრეპარატის დაუყოვნებელ მოხსნასა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას მოითხოვს.
მყესების ტკივილის შემთხვევაში ან ტენდოვაგინიტის პირველი ნიშნების განვითარებისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, რადგან ფთორქინოლონებით მკურნალობის დროს მყესების ანთებისა და გაგლეჯის ცალკეული შემთხვევებია აღწერილი.
ცეფლოქსი-ავერსით მკურნალობის პერიოდში კრისტალურიის განვითარების თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. ნორმალური დიურეზისა და შარდის მჟავე რეაქციის შესანარჩუნებლად საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ცეფლოქსი-ავერსით მკურნალობის პერიოდში შესაძლო ფოტოსენსიბილიზაციის გამო საჭიროა მზის სხივებისათვის თავის არიდება.
საჭიროა თავის არიდება ციპროფლოქსაცინისა და კალციუმით გამდიდრებული პროდუქტების (რძე, იოგურტი, კალციუმის გაზრდილი შემცველობის წვენები) ერთდოული მიღებისაგან.  
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ციპროფლოქსაცინი აქვეითებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რაც ხელს უშლის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობას, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთდროულად გამოყენებისას.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 5 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge 

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
თელავი N6
თელავი 6
სეხნიაშვის ქ.#10
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია