ერგოფერონი #20ტ საწ.

66339
-28%
მარაგშია
29.70 
21.24 
დანაზოგი: 8.46 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიინტერფერონები ჯენერიკიInterferon gamma გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.70 
21.24 
დანაზოგი: 8.46 ₾ (28%)

ერგოფერონი 20 ტაბლეტი

მწარმოებელი: 

მატერია მედიკა ჰოლდინგი

მიღების ჩვენებები A და B გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა. პარაგრიპის ვირუსით, ადენოვირუსით, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. ჰერპესვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ლაბიალური ჰერპესი, ოფთალმოჰერპესი, გენიტალური ჰერპესი, ჩუტყვავილა, ჰერპეს ზოსტერი, ინფექციური მონონუკლეოზი). ვირუსული ეტიოლოგიის (გამოწვეული ადენოვირუსით) მწვავე ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. ვირუსული ინფექციების ბაქტერიული გართულებების საპროფილაქტიკოდ, ხელს უშლის სუპერინფექციის განვითარებას.

აღწერა

გამოყენების  ინსტრუქცია
სამკურნალწამლო ფორმა
საწუწნი  ტაბლეტები

შემადგენლობა (1 ტაბლეტის)

ადამიანის გამა-ინტერფერონის აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები – 0.006გ*.ჰისტამინის ანტისხულების აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები – 0.006გ*. CD4-ის აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები – 0.006გ*.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა – 0,267გ, მიკროკრისტალური ცელულოზა – 0,03გ, მაგნიუმის სტეარატი – 0,003გ.

* იდება ლაქტოზის მონოჰიდრატზე სუბსტანციის წყალ-სპირტოვანი 3 აქტიური ნარევის სახით, განზავებული შესაბამისად 10012, 10030, 10050-ჯერ.

აღწერილობა
ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაზოლით და ნაჭდევით, თეთრიდან თითქმის თეთრი ფერის. ბრტყელ მხარეზე დატანილია წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეზე ERGOFERON.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული საშუალება.

ათქ კოდები. J05AX, N06A.

ფარმაკოლოგიურით ვისებები
ფარმაკოდინამიკა
ეფგოფერონის ფარმაკოლოგიური აქტივობის სპექტრი მოიცავს ანტივირუსულ, იმუნომამოდულირებელ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ექსპერიმენტულად და კლინიკურად დადგენილია ერგოფერონის კომპონენტების გამოყენების ეფექტურობა ვირუსული ინფექციური დავადებების დროს: გრიპი A და გრიპი B, მწვავე რესპირატორული ვირუსული იფექციები (გამოწვეული პარაგრიპის ვირუსებით, ადენოვირუსებით, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსებით), ჰერპესვირუსული ინფექციები (ლაბიალური ჰერპესი, ოფთალმოჰერპესი, გენიტალური ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ჩუტყვავილა, ინფექციური მონონუკლეოზი). ერგოფერონს გააჩნია პროფილაქტიური ეფექტურობა არაგრიპული წარმოშობის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მიმართ, ხელს უშლის ინტერკურენტული დაავადებების განვითარებას პოსტვაქცინაციურ პერიოდში. პრეპარატში შემავალ კომპონენტებს გააჩნია მოქმედების ერთიანი მექანიზმი, CD4 რეცეპტორის, გამა ინტერფერონის რეცეპტორების (იფნ-γ) და ჰისტამინის რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის გაზრდის სახით, რასაც შესაბამისად, ახლავს გამოხატული იმუნოტროპული მოქმედება. ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ გამა ინტერფერონის ანტისხეულები: ზრდიან იფნ-γ და იფნ-α/β, ასევე მათთან კავშირში მყოფ ინტელეიკენების (ილ-2, ილ-4, ილ-10 და სხვ.) ექსპრესიას, აუმჯობესებენ ინტერფერონების ლიგანდრეცეპტორულ ურთიერქმედებას, აღადგენენ ციტოკინურ სტატუსს; ნორმაში მოჰყავთ ბუნებრივი იფნ-γ ანტისხეულების კონცენტრაცია და ფუნქციური აქტივობა, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმის ბუნებრივი ანტივირუსული ტოლერანტობის მნიშვნელოვან ფაქტორს; ასტიმულირებენ ინტერფერონდამოკიდებულ ბიოლოგიურ პროცესებს: I, II ტიპების ჰისტოშეთავსებადობის მთავარი კომპლექსის ანტიგენების და Fc-რეცეპტორების ექსპრესიის ინდუქციას, მონოციტების აქტივაციას, NK-უჯრედების ფუნქციური აქტივობის სტიმულაციას, იმუნოგლობულინების სინთეზის რეგულაციას, შერეულის Th 1 და Th 2 იმუნური პასუხის აქტივაციით. CD4-ს ანტისხეულები, სავარაუდოდ წარმოადგენენ რა აღნიშნული რეცეპტორის ალოსტერულ მოდულატორებს, არეგულირებენ CD4 რეცეპტორის ფუნქციურ აქტივობას, რაც იწვევს CD4 ლიმფოციტების ფუნქციური აქტივობის მომატებას, CD4/CD8 იმუნომარეგულირებელი ინდექსის, ასევე იმუნოკომპეტენტური უჯრედების (CD3, CD4, CD8, CD16, CD20) სუბპოპულაციური შემადგენლობის ნორმალიზაციას. ჰისტამინის ანტისხეულები ახდენენ პერიფერიული და ცენტრალური H1 რეცეპტორების ჰისტამინ-დამოკიდებულ აქტივაციას და ამგვარად ამცირებენ ბრონქების გლუვი მუსკულატურის ტონუსს, ამცირებენ კაპილარების განვლადობას, რაც იწვევს რინორეის ხანგრძლივობის და გამოხატულების, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების, ხველის და ცემინების, ასევე ინფექციური პროცესის თანმხლები ალერგიული რეაქციების გამოხატულების შემცირებას, პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ჰისტამინის გამოთავისუფების, ლეიკოტრიენების პროდუქციის, ადჰეზიის მოლეკულების სინთეზის, ეოზინოფილების ჰემოტაქსის შემცირების და ალერგენთან კონტაქტზე თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის ხარჯზე.

კომპლექსური პრეპარატის კომპონენტების ერთობლივ გამოყენებას ახლავს მასში შემავალი კომპონენტების ანტივირუსული აქტივობის გაძლიერება.

ფარმაკოკინეტიკა

თანამედროვე ფიზიკო-ქიმიური ანალიზის მეთოდების მგრძნობელობა (აირსითხოვანი ქრომატოგრაფია, მაღალაქტიური სითხოვანი ქრომატოგრაფია, ქრომატო-მასს-სპექტრომეტრია) არ იძლევა ბიოლოგიურ სითხეებში, ორგანოებში, ქსოვილებში ანტისხეულების უმცირესი დოზების შემცველობის შეფასების საშუალებას, რაც ტექნიკურად შეუძლებელს ხდის პრეპარატის ერგოფერონი ფარმაკოკინეტიკის შესწავლას.

მიღების ჩვენებები
A და B გრიპის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

პარაგრიპის ვირუსით, ადენოვირუსით, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

ჰერპესვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ლაბიალური ჰერპესი, ოფთალმოჰერპესი, გენიტალური ჰერპესი, ჩუტყვავილა, ჰერპეს ზოსტერი, ინფექციური მონონუკლეოზი).

ვირუსული ეტიოლოგიის (გამოწვეული ადენოვირუსით) მწვავე ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
ვირუსული ინფექციების ბაქტერიული გართულებების საპროფილაქტიკოდ, ხელს უშლის სუპერინფექციის განვითარებას.

უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ერგოფერონის გამოყენების უსაფრთხოება არ შესწავლილა. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკი/სარგებლის თანაფარდობა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე – 1 ტაბლეტი (მაგრამ არა ჭამის დროს). ტაბლეტი არ იყლაპება, ის უნდა გაჩერდეს პირის ღრუში სრულ გახსნამდე. ბავშვებში 6 თვიდან. ადრეული ასაკის ბავშვებში დანიშნვისას (6 თვიდან 3 წლამდე) რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობა (1 სუფრის კოვზი) ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში. მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, მწვავე ინფექციის პირველი ნიშნების გამვლენისთანავე, შემდეგი სქემით: პირველი 2 საათის განმავლობაში პრეპარატს ღებულობენ ყოველ 30 წუთში, შემდეგ პირველი დღის განმავლობაში ახორციელებენ კიდევ სამ მიღებას, დროის თანაბარი შუალედებით. მეორე დღიდან და შემდეგ ღებულობენ 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ვირუსული ინფექციური დაავდებების საპროფილაქტიკოდ.

საპროფილაქტიკო კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და შეიძლება შეადგენდეს 1-6 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის შერწყმა სხვა ანტივირუსულ და სომპტომურ საშუალებებთან.

გვერდითიმოქმედება
შესაძლოა განვითარდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბიდოზირება
შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია დისპეფსიური მოვლენები, გამოწვეული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი შემავსებლებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები დღემდე დარეგისტრირებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობა, პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. ერგოფერონი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად სახიფათო სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვები სფორმა
მოსაწუწნი ჰომეოპათიური ტაბლეტები. 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში. 1, 2 ან 5 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობა
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი / მომხმარებელთაგან პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
შპს ,,ნპფ ,,მატერია მედიკა ჰოლდინგი”, 127473 რუსეთი, ქ. მოსკოვი მე-3 სამოტეჩნი შესახვევი, სახლი 9, ტელ/ფაქსი (495) 684-43-33
შპს ,,ნპფ ,,მატერია მედიკა ხოლდინგი”-ს
გენერალური დირექტორის მოადგილე ო. ა. პროკოფიევი

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები