კარდივა 25მგ #28ტ

77455
-16%
მარაგშია
14.90 
12.56 
დანაზოგი: 2.34 ₾ (16%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიბეტა-ადრენობლოკატორები ჯენერიკიCarvedilolum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
14.90 
12.56 
დანაზოგი: 2.34 ₾ (16%)

კარდივა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

CARDIVA™                    

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: Carvedilol

შემადგენლობა

ყოველი, აპკიანი გარსით დაფარული, ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: კარვედილოლი 6,25მგ, 12,5მგ და 25მგ

დამხმარე ნივთიერებებს: უწყლო ლაქტოზა, პრეჟტლატინიზირებული სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, აეროსილი 200, რკინის ყვითელი ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

 აღწერილობა

6,25 მგ ტაბლეტები: მრგვალი ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული,  ყვითელი ფერის, ერთი მხრიდან გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტები. ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად (3,125მგ. დოზისთვის)

12,5 მგ ტაბლეტები: მრგვალი ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი, ერთი მხრიდან გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტები. ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად (6,25მგ. დოზისთვის)

25 მგ ტაბლეტები: მრგვალი ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული, ვარდისფერი, ერთი მხრიდან გამყოფი ხაზის მქონე ტაბლეტები. ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად (12,5მგ. დოზისთვის)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ალფა- და ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

კოდი ათქ: C07AG02

 

ფარმაკოლგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კარვედილოლი  წარმოადგენს  α1, β1, და β2 ადრენორეცეპტორების ბლოკატორს. დადგენილია, რომ კარვედილოლი ახდენს ორგანოპროტექტორულ ეფექტს, წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და აუვნებელჰყოფს  ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებს.  კარვედილოლი წარმოადგენს  R(+) და S(-) სტერეოიზომერების რაცემიულ ნარევს, თითოეულ მათგანს გააჩნია ერთნაირი α ადრენომაბლოკირებელი და ანტიოქსიდანტური  თვისებები. აქვს ანტიპროლიფერაციული მოქმედება სისხლძარღვების  კედლების გლუვი კუნთების მიმართ, კარვედილოლის ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება არასელექტიური ხასიათისაა და განპირობებულია მარცხნივმბრუნავი  S(-) სტერეოიზომერით. კარვედილოლს  არ აქვს შინაგანი სიმპატომიმეტური აქტივობა და პროპრანოლოლის მსგავსად გააჩნია

მემბრანომასტაბილიზირებელი მოქმედება. ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკირების ხარჯზე, ის აქვეითებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობას, ამცირებს რენინის გამონთავისუფლებას, ამიტომ სითხის შეკავება იშვიათად ხდება. სელექტიური α1  ადრენორეცეპტორების ბლოკირების გამო, კარვედილოლი ამცირებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას.

კარვედილოლი არ ახდენს არასასურველ  მოქმედებას ლიპიდურ პროფილზე, ამიტომ არ ცვლის  დაბალი და მაღალი სიმკვრივის მქონე ლიპოპროტეინების თანაფარდობას.

 

ეფექტურობა

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, კარვედილოლი ამცირებს არტერიულ წნევას, β და α1 ადრენორეცეპტორების ბლოკადის ხარჯზე. არტერიულ წნევის შემცირების  დროს არ აქვს ადგილი პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის გაზრდას, რაც აღინიშნება არასელექტიური ბეტა-ბლოკერების მიღების დროს. გულის შეკუმშვათა რისხვი  შედარებით მცირდება. თირკმლის სისხლისმიმოქცევა და თირკმლის ფუნქცია, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში შენარჩუნებულია. ნაჩვენებია, რომ კარვედილოლი არ ცვლის დარტყმით მოცულობას და ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების  საერთო წინააღმდეგობას. კარვედილოლი არ არღვევს ორგანოების სისხლმომარაგებას და პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას, მათ შორის: ჩონჩხის კუნთებში, ზედა და ქვედა კიდურებში, კანის საფარველში, თავის ტვინსა და საძილე არტერიაში. დაღლილობა და კიდურების გაცივება, ფიზიკური დატვირთვის დროს, აღინიშნება იშვიათად. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი ჰიპოტენზიური ეფექტი  დემონსტრირებული იყო რამოდენიმე ორმხრივ ბრმა კონტრორირებულ კვლევაში.

 

გულის იშემიური დაავადება

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში კარვედილოლი ავლენს ანტიიშემიურ და ანტიანგინალურურ  მოქმედებას (ფიზიკური დატვირთვის საერთო ხანგრძლივობის გაზრდა, იზრდება დრო  1 მმ. მდე სიღრმის ST სეგმენტის დეპრესიის განვითარებამდე და სტენოკარდიული შეტევის აღმოცენებამდე),  რომელიც  ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიისას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ კარვედილოლი მნიშვნელოვნად ამცირებს მიოკარდის მოთხოვნას ჟანგბადზე და სიმპატო-ადრენალური სისტემის აქტივობას. ასევე ამცირებს პრედატვირთვას (ფილტვის არტერიის დახშობისას და ფილტვის კაპილარული წნევისას) და პოსტდატვირთვას (საერთო პერიფერიული სისხძარღვოვანი წინაღობა)

 

გულის ქრონიკული უკმარისობა

კარვედილოლი  მნიშვნელოვნად ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანებით გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას  და პაციენტების ლეტალობას. კარვედილოლი  ზრდის განდევნის ფრაქციას  და ამცირებს  იშემიური და არაიშემიური გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომებს. კარვედილოლის მოქმედების ეფექტი დოზადამოკიდებულია.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პერორალური მიღებისას კარვედილოლი სწრაფად შეიწოვება. ჯანმრთელ პირებში სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა  1 საათის განმავლობაში კარვედილოლის აბსოლიტური ბიოშეღწევადობაა  დაახლოებით 25%.

განაწილება

კარვედილოლს გააჩნია  მაღალი ლიპოფილობა. დაახლოებით 98-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა შეადგენს 2ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

კარვედილოლი განიცდის ექსტენსიურ ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში და წარმოქმინს რიგ მეტაბოლიტებს, ღვიძლში პირველი „გავლისას“ მეტაბოლიზდება კარვედილოლის დაახლოებით 60-75%. არსებობს მონაცემი საწყისი ნივთიერების ნაწლავურ-ღვიძლისმიერი ცირკულაციის შესახებ.

გამოყოფა

ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 საათს. პლაზმური კლირენსია დაახლოებით 500-700მლ/წთ. გამოყოფა ძირითადად სანაღვლე გზებით. მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით.

 

ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზია

კარვედილოლი ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის  სამკურნალოდ. შესაძლებელია როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინაცია სხვა ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან ერთად (მაგალითად, კალციუმის მაბლოკირებელ საშუალებებთან ან დიურეზულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით თიაზიდებთან კომბინაციაში)

გულის იშემიური დაავადება

გამოიყენება სტაბილური სტენოკარდიის  პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

გულის ქრონიკული უკმარისობა

მსუბუქი, საშუალო და მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობის მკურნალობა.

ხშირად გამოიყენება აგფ ინჰიბიტორებთან, დიურეტიკებთან და ხანდახან სათითურას პრეპარატებთან კომბინაციაში (სტანდარტული თერაპია).

 

უკუჩვენება

კარვედილოლის  ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

არასტაბილური/დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.

კლინიკური მნიშვნელობის მქონე თირკმლის ფუნქციის დარღვევები.

ორგანიზმში  სითხის გამოხატული შეკავება.

ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკერები, არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

- II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (გარდა გულის სტიმულატორის მქონე პაციენტებისა)

- გამოხატული ბრადიკარდია (პულსი

- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სინოატრიალური ბლოკადის ჩათვლით)

- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა <85მმვწყ.სვ.-ზე)

- კარდიოგენური შოკი

- ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა ანამნეზში

- მეტაბოლური აციდოზი

 

განსაკუთრებული მითითებები

კარდივა™ -ს ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატი არ ენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ: გალაქტოზის შეუთვისებლობა, ლაპა ლაქტაზის დეფიციტი,  გლუკოზა- გალაქტოზური მალაბსორბცია.

კარდივა™ -ს ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ნატრიუმკონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

ქრონიკული შეგუბებითი გულის უკმარისობა

ქრონიკული შეგუბებითი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის მომატება შეიძლება გახდეს გულის უკმარისობის სიმპტომების მატების ან სითხის შეკავების მიზეზი. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დიურეტიკების დოზის მომატება და  პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციამდე არ უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის მომატება. იშვიათ შემთხვევებში არსებობს დოზის შემცირების ან პრეპარატის დროებით მოხსნის აუცილებლობა. აღნიშნული ღონისიებები არ მოქმედებს პრეპარატის შემდგომი მოქმედების დადებით ეფექტზე. კარვედილოლი სიფრთხილით ინიშნება საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში, რადგან შესაძლებელია AV-გამტარებლობის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

თირკმლის ფუნქცია გულის ქრონიკული უკმარისობის დროს

პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა და დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა 100 მმ.ვწყ.სვ -ზე ნაკლები), გულის იშემიური დაავადება და სისხლძარღვების დიფუზური დაზიანება და /ან თირკმლის უკმარისობა, ადგილი ქონდა თირკმლის ფუნქციის შექცევად გაუარესებას. დოზის მომატების დროს, ზემოთ აღნიშნული ფაქტორების არსებობისას, საჭიროა თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი, მისი გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება, ან პრეპარატის მოხსნა.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები

პაციენტებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, აგრეთვე  ბრონქოსპაზმის მიდრეკილებით, რომლებიც არ ღებულობენ პერორალურ არ საინჰალაციო პრეპარატებს, კარვედილოლი ენიშნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენებით მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. ასეთ პაციენტებში მკურნალობის დასაწყისში დოზის მომატების შემთხვევაში, აუცილებელია დაკვირვება და ბრონქოსპაზმის ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა დოზის შემცირება.

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ, რადგანაც მას შეუძლია ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შენიღბოს ან შეასუსტოს. ქრონიკული გულის უკმარისობითა და შაქრიანი დიაბეტით  დავადებულ პაციენტებში, პრეპარატის მიღების შემდეგ, შესაძლებელია გართულდეს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი. პრეპარატის ბეტა-მაბლოკირებელი მოქმედებით შეიძლება გამოვლინდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი, დიაგნოსტირებული- დამძიმდეს, ხოლო სისხლში გლუკოზის კორექცია შეიძლება დაირღვეს.

პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებები

პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება სიმპტომები გაუუარესოს, რის გამოც კარვედილოლი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ.

რეინოს დაავადება

 პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტებს,  სიმპტომების შესაძლო გართულებების გამო, კარვედილოლი ენიშნებათ სიფრთხილით.

თირეოტოქსიკოზი

ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებს, კარვედილოლსაც შეუძლია შენიღბოს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები

საერთო ანესთეზია და მსხვილი ქირურგიული ჩარევები

კარვედილოლსა და ანესთეზიის პრეპარატებს შორის  უარყოფითი ეფექტების  შესაძლო სინერგიზმის გამო, სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქირურგიული ოპერაციები საერთო ანესთეზიით.

ბრადიკარდია

კარვედილოლს შეუძლია გამოიწვიოს ბრადიკარდია თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55- ზე დაბალია, დოზა უნდა შემცირდეს

მომატებული მგრძნობელობა

იმ პაციენტეში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციები, ან თუ გადიან დესენსიბილიზაციის კურსს, აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ბეტა-ადრენობლოკერებს შეუძიათ გაზარდონ მგრძნობელობა ალერგენების მიმართ და ანაფილაქსიური რეაქციების სიმძიმის ხარისხი.

ფსორიაზი

ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს, კარვედილოლი ენიშნებათ მხოლოდ სარგებელის/რისკთან შეფასების შემდეგ.

კალციუმის არხების მაბლოკირებელ საშუალებებთან ერთდროული მიღება

პაციენტებისთვის, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ კალციუმის არხების მაბლოკირებელ საშუალებებს, ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპისას, ასევე სხვა ანტიარიარითმულ პრეპარატებს, აუცილებელია არტერიული წნევის და ეკგ-ს რეგულარული მონიტორინგი.

ფეოქრომოციტომა

ფეოქრომოვიტომის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენომაბლოკირებელ საშუალებების დანიშვნამდე უნდა დაენიშნოს ალფა-ადრენომაბლოკირებელი პრეპარატები. მიუხედავად იმისა, რომ კარვედილილს გააჩნია როგორც ალფა, ასევე ბეტა ადრენომაბლოკირებელი თვისებები, ასეთ პაციენტებში არ არის მისი გამოყენების გამოცდილება, ამიტომ კარვედილოლი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ფეოქრომოციტომის მქონე პაციენტებს.

პრინცმეტალის სტენოკარდია

არასელექციურმა ბეტა-ადრენომაბლოკირებელმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მკერდის ღრუში პრინცმეტალის სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, მიუხედავად იმისა რომ კარვედილოლის ალფა-ადრენომაბლოკირებელ თვისებებს შეუძლია ასეთი სიმპტომების თავიდან არიდება, ასეთ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნის გამოცდილება არ არსებობს. პრინცმეტალის სტენოკარდიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, კარვედილოლი ინიშნება სიფრთხილით.

კონტაქტური ლინზები

პირებს, რომლებიც იყენებენ კომტაქტურ ლინზებს, უნდა ახსოვდეთ,  რომ შესაძლებელია ცრემლის რაოდენობის შემცირება.

აბსტინენტური სინდრომი (მოხსნის სინდრომი)

პრეპარატის მოხსნა სწრაფად არ შეიძლება, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში. აუცილებელია დოზის თანდათანობით შემცირება (2 კვირის განმავლობაში)

კანისმიერი მძიმე რეაქციები

კარვედილოლის გამოყენებისას  ძალიან იშვიათად ადგილი ქონია  მძიმე კანის რეაქციებს  სტივენსონ-ჯონსონის ტიპის და ტოქსიურ ეპიდერმულ ნეკროლიზს. აღნიშნული რეაქციების გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ასევე შესაძლებელია ჰიპერტენზიის სიმპტომები და გულისწასვლა

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ორსულ ქალებში, კარვედილოლის მიღების ადექვატური კლინიკური გამოცდილება, არ არის. პრეპარატი კარდივა™  შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მიღების სარგებელი ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს აჭრბებს.

ლაქტაცია

მონაცემები, კარვედილოლის გამოყოფის შესახებ ქალის რძესთან ერთად, არ არის. მეძუძურ დედებში საჭიროა შეფასდეს  შეფარდება რისკი/სარგებელი, პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე

კვლევები კარვედილოლის, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანებთან და მექანიზმებთან მუშაობის  შესაძლებლობაზე, ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა. ინდივიდუალური რეაქციების (მაგ. თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე) გამო, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, დოზის გადაჭარბებისას, ასევე ალკოჰოლის იმავდროული მიღებისას).

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო  საშუალებებთან

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

კარვედილოლი, ისევე როგორც Р-გლიკოპროტეინის სუბსტრატი, წარმოადგენს ინჰიბიტორს. ამიტომ კარვედილოლის და იმ მედიკამენტების  ერთდროული გამოყენებისას რომლების ტრანსპორტიც ხორციელდება Р-გლიკოპროტეინის საშუალებით, მათი ბიოშეღწევადობა შესაძლებელია გაიზარდოს. ამის გარდა, კარვედილოლის ბიოათვისებადობა შეიძლება შეიცვალოს Р-გლიკოპროტეინის ინდუქტორების ან ინჰიბიტორების ზეგავლენით.

CYP2D6 და CYP2C9 ინჰიბიტორებმა ან ინდუქტორებმა შესაძლებელია სტერეოსელექტიურად შეცვალონ კარვედილოლის სისტემური და/ან პრესისტემური მეტაბოლიზმი, რის გამოც R ან S-კარვედილოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება შეიცვალოს. ცვლილებები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტებში და ჯანმრთელ პირებში მოყვანილია ქვემოთ:

დიგოქსინი: კარვედილოლის და დიგოქსინის ერთდროული მიღებისას, დიგოქსინის კონვენტრაცია მატულობს დაახლოებით 15% ით. როგორც დიგოქსინი, ასევე კარვედილოლი ანელებს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას. კარვედილოლით მკურნალობის დასაწყისში, მისი დოზის არჩევისთვის, ან პრეპარატის მოსახსნელად, რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის კონტროლი.

ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები:  ბეტა-მაბლოკირებელი თვისებების მქონე პრეპარატებს შეუძლიათ გააძლიერონ ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (განსაკუთრებით ტაქიკარდია), შეიძლება შეინიღბოს არ შემცირდეს. ამის გამო პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის რეგულარული კონტროლი.

ღვიძლის მეტაბოლიზმის ინდუქტორები ან ინჰიბიტორები (CYP2D6 და CYP2C9): რიფამპიცინი ამცირებს კარვედილოლის კონცენტრაციას პლაზმაში დაახლოებით 70% ით,  ციმეტიდინი ზრდის მრუდის ქვედა ფართობს (AUC) დაახლოებით 30% ით, მაგრამ არ ცვლის მაქსიმალურ კონცენტრაციას (Сmax). სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პოლიფუნქციურ ოქსიდაზების ინდუქტორებს,  მაგალითად: რიფამპიცინი (ამცირებს სისხლის პლაზმაში კარვედილოლის კონცენტრაციას). ასევე პოლიფუნქციური ოქსიდაზების ინჰიბიტორები, მაგალითად: ციმეტიდინი (ზრდის სისხლის პლაზმაში კარვედილოლის კონცენტრაციას). იმის გათვალისწინებით, რომ ციმეტიდინის ზემოქმედება კარვედილოლის კონცენტრაციაზე უმნიშვნელოა, რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი  ურთიერთქმედების ალბათობა მინიმალურია.

კატექოლამინების შემცველობის შემამცირებელი პრეპარატები:  პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ ბეტა-ადრენობლოკერებს და კატექოლამინების შემცველობის შემამცირებელ პრეპარატებს (მაგალითად რეზერპინი და/ან  მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორები), უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რადგან არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის და/ან გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების რისკი.

ციკლოსპორინი: კარვედილოლის დანიშვნისას  გადანერგილი თირკმელის მქონე პაციენტებში, (სულ 21 პაციენტი) რომლებასაც განუვითარდათ ტრანსპლანტატის ქრონიკული მოცილება, აღენიშნებოდათ ციკლოსპორინის საშუალო კონცენტრაციის ზომიერი მატება.

ციკლოსპორინის კონცენტრაციის თერაპიულ დიაპაზონში შესანარჩუნებლად, პაციენტების  დაახლოებით 30%-ს შეუმცირეს ციკლოსპორინის დოზა (საშუალოდ 20 % ით), დანარჩენ პაციენტებში არ წარმოიშვა დოზის კორექციის აუცილებლობა. ციკლოსპორინის სადღეღამისო დოზის გამოხატული ინდივიდუალური მერყეობის გამო, რეკომენდებულია კარვედილოლით მკურნალობის დაწყების შემდეგ, ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

ვერაპამილი, დილთიაზენი და სხვა ანტიარითმული საშუალებები: კარვედილოლთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია მოიმატოს ატრიოვენტრიკული გამტარებლობის დარღვევის რისკმა.

ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი: რანდომიზებულ ჯვარედინ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდა  გულის უკმარისობის მქონე 10 პაციენტი, CYP2D6 მძლავრ ინჰიბიტორთან, ფლუოქსეტინთან, ერთდროული გამოყენების დროს, AUC R(+) ენანტიომერის საშუალო მნიშვნელობა იზრდებოდა 77 % ით, ხოლო კარვედილოლის მეტაბოლიზმი განიცდიდა სტერეოსელექტიურ ინჰიბირებას. ამასთან ერთად, არ აღინიშნებოდა გვერდით მოვლენებში რაიმე განსხვავება ჯგუფებს შორის.

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება

კლონიდინი: კლონიდინისა და ბეტა-მაბლოკირებელი მოქმედების მქონე პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ, შესაძლებელია გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და გულის რითმის შენელება. თუ იგეგმება კომბინირებული თერაპიის შეწყვეტა, პირველად უნდა შეწყდეს ბეტა-ადრენობლოკერის მიღება, რამოდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია კლონიდინის მოხსნა დოზის თანდათანობითი შემცირებით.

კალციუმის არხების ბლოკატორები: კარვედილოლის და დილთიაზემის ერთდროული დანიშვნისას, ადგილი ქონდა გამტარებლობის დარღვევის ერთეულ შემთხვევებს (იშვიათად- ჰემოდინამიკის დარღვევით). როგორც სხვა ბეტა-მაბლოკირებელი მოქმედების მქონე პრეპარატების, ასევე კარვედილოლის, კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთდროული დანიშვნისას ( ვერაპამილი ან დილთიაზემი), რეკომენდებულია ეკგ და არტერიული წნევის მკაცრი კონტროლი.

ერთდროული გამოყენებისას, ისევე როგორც სხვა პრეპარატებს ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედებით, კარვედილოლსაც შეუძლია გააძლიეროს სხვა ანტიჰიპერტენზული პრეპარატების მოქმედება(მაგალითად  α1 ადრენობლოკატორები), ან იმ პრეპარატებისა, რომლებსაც ჰიპოტენზური ეფექტი გააჩნიათ, როგორც გვერდითი მოვლენა.

საერთო ანესთეზიის შემთხვევაში, გასათვალიწინებელია კარვედილოლისა და ზოგიერთი ანესთეზური საშუალების უარყოფითი ინოტროპული მოქმედების სინერგიზმი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და კარვედილოლის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერტენზია და დაირღვეს არტერიული წნევის კონტროლი.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

ტაბლეტებს იღებენ შიგნით დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით. ქრონიკული გულის უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატი მიიღება საკვების მიღების დროს. კარვედილოლით მკურნალობა ხნგრძლივი პროცესია. პრეპარატის მიღების შეწყვეტა უცებ  დაუშვებელია. შეწყვეტა ხდება  თანდათანობით,  დოზის შემცირებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელობანია კორონარული არტერიების დაავადების მქონე  პაციენტებისტვის.

თუ არ არის სხვა რეკომენდაციები ექიმის მხრიდან, მაშინ ინიშნება შემდეგნაირად:

ესენციალური ჰიპრტენზია:  რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ 1- ჯერ დღე-ღამეში პირველი 2 დღის განმავლობაში, შემდეგ  25მგ 1-ჯერ  დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა არაუმეტეს 2 კვირიანი ინტერვალებით, მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე 50მგ 1-ჯერ დღე-ღამეში ან გაიყოს ორ მიღებაზე.

გულის იშემიური დაავადება:  რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ          2-ჯერ დღე-ღამეში პირველი 2 დღის განმავლობაში, შემდეგ 25მგ 2-ჯერ დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა არაუმეტეს 2 კვირიანი ინტერვალებით, მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე 100მგ დღე-ღამეში გაყოფილი ორ მიღებაზე

სტაბილური სიმპტომატური ქრონიკული გულის უკმარისობა: დოზას არჩევენ ინდივიდუალურად; დოზის მომატების დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. თუ პაციენტები იღებენ სათითურას პრეპარატებს, დიურეზულ საშუალებებს და აგფ ინჰიბიტორებს,  კარვედილოლთ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა მათი დოზების სტაბილიზება.                                                             რეკომენდებული საწყის დოზა შეადგენს 3,125მგ დღე-ღამეში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში. კარგად გადატანის შემთხვევაში დოზას ზრდიან  არაუმცირეს 2 კვირიანი ინტერვალით, 6.25მგ -მდე 2 -ჯერ დღეში, შემდგომ 12,5მგ მდე  2ჯერ დღეში,  შემდეგ 25მგ  მდე  2 ჯერ დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს  იმ მაქსიმუმამდე, რომელიც კარგად გადაიტანება პაციენტის მიერ. პაციენტებისთვის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობით და 85კგ.-ზე ნაკლები  სხეულის წონით რეკომენდირებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 25მგ 2 ჯერ დღე-ღამეში. პაციენტებისთვის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობით და 85კგ-ზე მეტი სხეულის წონით რეკომენდირებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 50მგ  2 ჯერ დღე-ღამეში. დოზის ყოველი გაზრდის წინ ექიმმა უნდა გასინჯოს პაციენტი, გულის უკმარისობის სიმპტომების გაძლიერების ან ვაზოდილატაციის, შესაძლო მომატების თავიდან ასაცილებლად. გულის უკმარისობის  სიმპტომების ტრანზიტორული მატების ან სითხის შეკავებისას  საჭიროა დიურეზულების  დოზის გაზრდა. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება პრეპარატის დოზის შემცირების ან დროებითი შეჩერების აუცილებლობა წარმოიქმნას.                                                                                                                                     თუ პრეპარატ კარდივა™ -თი მკურნალობას წყვეტენ 1 კვირაზე მეტი დროით, რეკომენდირებულია მისი გამოყენება მცირე დოზით განახლდეს, ხოლო შემდეგ გაიზარდოს ზემოთ მოცემული რეკომენდაციებით. თუ მკურნალობას წყვეტენ 2 კვირაზე მეტი დროით, მაშინ პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია განახლდეს დოზით  3,125მგ 2 -ჯერ დღე-ღამეში, შემდეგ დოზა გაიზარდოს ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციებით.                                                                                                               ვაზოდილატაციის სიმპტომების მოშორების მიზნით, საჭიროა ჯერ დიურეტიკების დოზის შემცირება, თუ სიმპტომები შენარჩუნდება, შესაძლებელია აპფ ინჰიბიტორების (თუ პაციენტი მათ იღებს), ხოლო შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში კარვედილოლის დოზის შემცირება. ასეთ სიტუაციაში პრეპარატის დოზა არ იზრდება, სანამ   გულის უკმარისობის გაუარესების და ვაზოდილატაციის სიმპტომები არ დასტაბილურდება.

სპეციალურ ავადმყოფთა ჯგუფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლის უკმარისობა

ფარმაკოკინეტიკის არსებული მონაცემები,თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა დაზიანებსი მქონე ავადმყოფებში (თირკმლის უკმარისობის ჩათვლით), საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ საშუალო და მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები  პრეპარატის დოზის კორექციას არ სჭიროებენ.

ღვიძლის უკმარისობა

კარვედილოლის მოხმარება კლინიკურად გამოხატული ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უკუნაჩვენებია

პედიატრიული ჯგუფი

პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება  18 წლამდე მოზარდებში შესწავლილი არარის

გერიატრიული ჯგუფი

ხანდაზმულ პაციენტებს  სიმპტომატური გულის უკმარისობით დოზის კორექცია არ სჭირდებათ.

არტერიული ჰიპერტენზია: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12.5მგ და ზოგიერთ შემთხვევაში უზრუნველყოფს ა.წ. დამაკმაყოფილებელ კონტროლს. იმ შემთხვევაში, თუ  სასურველი ეფექტი არ არი მიღწეული, შესაძლოა მაქსიმალური დღე-ღამური დოზის 50მგ -მდე გაზრდა (ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე)

სტენოკარდია: მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 50მგ-ს და გრძელდება რამოდენიმე მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების აღმოცენების სიხშირე: ძალიან ხშირად(≥1/10); ხშირად( ≥1/100-დან   <1/10-მდე); არცთუ ხშირად ( ≥1/1000-დან  <1/100-მდე); იშვიათად: ( ≥1/10000-დან   <1/1000-მდე);  ძალიან იშვიათად (<1/10000);  უცნობი სიხშირით (შეუძლებელია შეფასება მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით).

ინფექციები და ინვაზიები

ხშირად:  ბრონქიტი, პნევმონია, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, შარდგამომყოფი გზების ინფექციები.

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ

ხშირად: ანემია;

იშვიათად:  თრომბოციტოპენია;

ძალიან იშვიათად:  ლეიკოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები).

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ხშირად:  სხეულის წონის მატება, ჰიპერქოლესტერინემია, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში- სისხლში გლუკოზის დონის  კონტროლის მოშლა (ჰიპერ-, ჰიპოგლიკემია)

ფსიქიკის მსრივ

ხშირად: დეპრესია, დეპრესილი მდგომარეობა;

არცთუ ხშირად: ძილის მოშლა, აზროვნების არევა.

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

არცთუ ხშირად: გულყრის წინარე მდგომარეობა, გულყრა, პარესთეზია.

მხედველობის ორგანოების მხრივ

ხშირად: მხედველობის მოშლა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (თვალის სიმშრალე), თვალების გაღიზიანება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად: გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია;

ხშირად: ბრადიკარდია, შეშუპებები (მათ შორის, გენერალიზებული,შორისის შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპება) ჰიპერვოლემია;                                                                    არცთუ ხშირად:  ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, სტენოკარდია,  ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა (კიდურების გაყინვა, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება, „წყვეტილი“ კოჭლობის სინდრომის გამწვავება და რეინოს სინდრომი)

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

ხშირად:  ქოშინი, ფილტვების შეშუპება, ასთმა (მიდრეკილების მქონე პაციენტებში)

იშვიათად: ცხვირის გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება და გრიპის მაგვარი სიმპტომები, ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციური პნევმონიტი, ეოზინოფილური პნევმონია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად:  გულის რევა, დიარეა, ღებინება, დისპეპსია, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში;

არცთუ ხშირად: ყაზბობა;

იშვიათად: პირის ღრუს სიმშრალე.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად: ალანინამინოტრასფერაზას (ალტ),  ასპარტატამინოტრანსფერაზას(ასტ) და გამა-გლუტამილტრანსფერაზას (გგტ) აქტივობის მატება

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

არცთუ ხშირად: კანის რეაქციები (ალერგიული ეგზანთემა, დერმატიტი, ჰიპერჰიდროზი, ჭინჭრის ციება, ქავილი, კანის დაზიანება, ისეთები როგორიცაა ფსორიაზი და წითელი ბრტყელი ლიქენი), ალოპეცია;

ძალიან იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები, ისეთები როგორიცაა სტივენს-ჯონსონის  სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

ძვალ -კუნთოვანი და შემაერთებელი  ქსოვილის  მხრივ

ხშირად:  კიდურების ტკივილი.

თირკმლის და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

ხშირად:  შარდის გამოყოფის დარღვევა;

ძალიან იშვიათად:  ქალებში- შარდის შეუკავებლობა.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

არცთუ ხშირად:  ერექტილური დისფუნქცია.

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან ხშირად: დაღლილობა, სისუსტე;

ხშირად: ტკივილი.

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ, მას შემდეგ რაც სამკურნალო საშუალება იყო რეგისტრირებული, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს ხანგრძლივი კონტროლი შეფარდება სარგებელის/რისკთან სამკურნალო საშუალების გამოყენებისა.

არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები:  დოზის გადაჭარნებისას შეიძლება შეინიშნოს გამოხატული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გულის გაჩერება. ასევე შესაძლებელია სუნთქვის დარღვევა, ბრონქოსპაზმი, ღებინება, გონების არევა და გენერალიზებული კრუნჩხვები.

მკურნალობა: ზოგადი პროცედურების გარდა, საჭიროა ჩატარდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების  კონტროლი და კორექცია. აუცილებლობის შემთხვევაში-გაგრძელდეს მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. იმავდროულად  უნდა ჩატარრდეს შემანარჩუნებელი თერაპია

გამოშვების ფორმა

კარდივა™  6,25მგ, 12,5მგ, ან  25 მგ; 14 აპკიანი გარსით დაგარული ბლისტერზე.                 2 ბლისტერი (28 აპკიანი გარსით დაგარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტუქციასთან ერთად, შეფუთული მუყაოს კოლოფში

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°С, ორგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის  გასვლის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი  II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მწარმოებელი

ალი რაიფ ილაჩ სან ა.შ.

იქითელი ოსბ მაჰალლესი

10. ჯადდე №3/1ა

ბაშაქშეჰირი/სტამბული/თურქეთი

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
იმერეთი
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია