კლავომედი 1000მგ #10ტ

28603
მარაგშია
9.77 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინახევრადსინთეზური პენიცილინები ჯენერიკიAmoxycillinum+Acidum clavulanicum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
9.77 

კლავომედი 1000მგ
CLAVOMED

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა
Amoxicillin + Clavulanic acid

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ფერის ტაბლეტები გრავირებით „Clavomed“ ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:  ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით)   875 მგ,
                                 კლავულანის მჟავა (კალიუმის მარილის ფორმით) 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი.

ათქ კოდი: J01CR02.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან კომბინაციაში β-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან - კლავულანის მჟავასთან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამოქსიცილინი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან, აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
კლავულანის მჟავა - β-ლაქტამური ნაერთი, გააჩნია β-ლაქტამაზების (ფერმენტები, რომლებსაც ჩვეულებრივ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები აპროდუცირებენ) ფართო სპექტრის ინაქტივირების უნარი. კლავომედის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა ამოქსიცილინს იცავს β-ლაქტამაზების დამაზიანებელი მოქმედებისაგან და აფართოებს მის ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრს მასში პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ ჩვეულებრივ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჩართვით.
კლავომედი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
- გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis, Corynebacterium spp., Enterococcus faecalis, Enterococcus faecium, Listeria monocytogenes, Nocardia asteroides, Staphylococcus aureus, კოაგულაზონეგატიური სტაფილოკოკები ((Staphylococcus epidermidis-ის ჩათვლით), Streptococcus spp. (Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans -ის ჩათვლით);
- გრამდადებითი ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.;
- გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Bordetella pertussis, Brucella spp., Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pateurella multocida, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Yersinia enterocolitica;
- გრამუარყოფითი ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis-ის ჩათვლით), Fucobacterium spp.;
- სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi, Chlamydia spp., Leptospira icterohaemorrhagiae, Treponema pallidum.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატის ორივე კომპონენტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად აბსორბირდება. ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-1.5 საათს შეადგენს.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, მწვავე და ქრონიკული შუა ოტიტი, რეტროფარინგეალური აბსცესი);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მ.შ., ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია და ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა);
- საშარდე გზების ინფექციები (მ.შ.,ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი);
- სასქესო ორგანოების ინფექციები (მ.შ., სალპინგიტი, სალპინგოოოფორიტი, ენდომეტრიტი, სეპტიური აბორტი, პელვიოპერიტონიტი);
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ., გონორეა, შანკროიდი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფურუნკულოზი, აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობის ინფექცია, ფლეგმონა);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მ.შ., ქრონიკული ოსტეომიელიტი);
- სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
- სხვა შერეული ინფექციები, მაგალითად, სამეანო სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები;
- ოდონტოგენური ინფექციები (მ.შ., დენტოალვეოლური აბსცესი);
- ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას;
- ცხოველებისა და ადამიანის ნაკბენები.

უკუჩვენებები
- სიყვითლე ან ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის დარღვევა პრეპარატის გამოყენების ფონზე;
- ჰიპერმგრძნობელობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (მ.შ., პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ).

განსაკუთრებული მითითებები
ჯვარედინი მგრძნობელობის შესაძლო განვითარების გამო სიფრთხილით ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინებზე, პენიცილინებზე და სხვა ალერგენებზე.
კლავომედის გამოყენებას უნდა ვერიდოთ ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში ამოქსიცილინმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე, რაც დაავადების დიაგნოსტიკას ართულებს.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
ამოქსიცილინის მაღალი დოზებით გამოყენებისას რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება და ადეკვატური დიურეზის შენარჩუნება ამოქსიცილინის კრისტალების წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად.
პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია სისხლწარმოქმნის, თირკმელების, ღვიძლის ფუნქციების პერიოდული კონტროლი.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
კლავომედი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში სუსტად გამოხატულია და შექცევად ხასიათს ატარებენ.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზოგჯერ პრეპარატის ზემოქმედების შედეგად აღინიშნება სისხლის ანალიზის მაჩვენებლების ხანმოკლე ცვლილებები.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლებელია დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება. ალერგიული დერმატიტის ნებისმიერი ფორმის განვითარების შემთხვევაში კლავომედით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად – შექცევადი ჰიპერაქტივობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება (უფრო ხშირად პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას), გულისრევა; ზოგჯერ – დისპეფსია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრისტალურია.
მიკრობიოლოგიური მოქმედებით განპირობებული ეფექტები: ზოგჯერ – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი; ძალიან იშვიათად – ფსევდომემბრანოზული და ჰემორაგიული კოლიტი.

გამოყენების წესი და დოზები
ოპტიმალური აბსორბციისათვის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ შესაძლო გვერდითი ეფექტების შესამცირებლად კლავომედის გამოყენება რეკომენდებულია ჭამის წინ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
დოზირების რეჟიმის დადგენა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის ასაკის, სხეულის წონის, თირკმელების ფუნქციის, აგრეთვე, ინფექციის სიმძიმის ხარისხის მიხედვით.
კლინიკური სიტუაციის გადახედვის გარეშე მკურნალობის გაგრძელება 14 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება.
ბავშვები 12 წლამდე ასაკის ან 40 კგ-მდე სხეულის წონით:
1.0 გ-იანი ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებებით ექიმის კონტროლის ქვეშ.
მოზრდილები და ბავშვები 12 წელზე უფროსი ასაკის ან 40 კგ-ზე მეტი სხეულის წონით:
 1 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში.
პაციენტებისათვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ) დოზა ადეკვატურად უნდა შემცირდეს ან გახანგრძლივდეს მიღებათა შორის ინტერვალი:

 კრეატინინის კლირენსი > 30 30 - 10 < 10
 მიღებათა შორის ინტერვალი 8 საათი 12 საათი 24 საათი

   
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით:
მკურნალობა ტარდება სიფრთხილით, რეგულარულად ხორციელდება ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი. პაციენტთა ამ კატეგორიისათვის დოზირების რეჟიმის კორექციისათვის მონაცემები არასაკმარისია.
ხანდაზმული პაციენტები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
აღწერილია ამოქსიცილინური კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობის განვითარებას.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. კლავომედი სისხლიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით გამოიყოფა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლავომედისა და პრობენეციდის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას, რაც იწვევს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის, დონის მომატებასა და პერსისტენციას.
ალოპურინოლისა და ამოქსიცილინის კომბინირებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკის მომატება.
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად კლავომედს შეუძლია პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
კლავომედის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება. კლავომედის მავნე (ტერატოგენული) ზემოქმედება ნაყოფზე არ გამოვლენილა.
როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში კლავომედის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
5 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი ალუმინის ფოლგის პაკეტში.
2 პაკეტი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი
კლავომედი წარმოადგენს კომპანიის „ვორლდ მედიცინ“ (ინგლისი) სავაჭრო მარკას.
დამზადებულია „ლაბორატორია ბეილი-კრეატ“-ის მიერ (საფრანგეთი) (შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენ, 28500 ვერნუიე - საფრანგეთი) “მედრაიკ”-ის (ინგლისი) ლიცენზიით.

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ისანი
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
გლდანი
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
კახეთი
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
შიდა ქართლი
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
იმერეთი
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები