სპერექსი 250მგ #10კაფს

28931
-28%
მარაგშია
31.06 
22.36 
დანაზოგი: 8.70 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიII გენერაციის ცეფალოსპორინები ჯენერიკიCefaclorum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
31.06 
22.36 
დანაზოგი: 8.70 ₾ (28%)

სპერექსი
(250 მგ N10 კაფს.)
(SPEREX)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ცეფაკლორი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

კაფსულები: გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი კორპუსითა და ლურჯი თავსახურით, შევსებული თეთრიდან მოყვითალომდე ფერის ფხვნილით;
ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის: მოთეთროდან მოვარდისფრომდე გრანულირებული ფხვნილი. წყალში გახსნის შემდეგ მიიღება წითელი ფერის სუსპენზია;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ცეფაკლორის მონოჰიდრატს, 250 მგ ცეფაკლორის ანჰიდრიდის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, გასუფთავებული წყალი, ჟელატინი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Brilliant blue (E 133).
სუსპენზიის 5 მლ შეიცავს:
ცეფაკლორის მონოჰიდრატს, 125 მგ ცეფაკლორის ანჰიდრიდის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საქაროზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი, ქარვის მჟავა, საღებავი Ponceau 4R (E 124), ჟოლოს არომატიზატორი.

გამოშვების ფორმა:
კაფსულები, 250 მგ.
ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის, 125 მგ/5 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეორე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ-კოდი: J01DC04.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
სპერექსი წარმოადგენს მეორე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად. სპერექსის ბაქტერიციდული აქტივობა განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი. სპერექსი მდგრადია ზოგიერთი ბაქტერიის ß-ლაქტამაზას მოქმედებისადმი. პრეპარატი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების უმეტესობის მიმართ: გრამდადებითი აერობები: სტაფილოკოკები, მათ შორის კოაგულაზადადებითი, კოაგულაზაუარყოფითი, პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით (სპერექსი არააქტიურია მეტიცილინისადმი ან ოქსაცილინისადმი რეზისტენტული სტაფილოკოკების მიმართ);  Streptococcus pneumoniae; Streptococcus pyogenes (A ჯგუფის ß-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები);
გრამუარყოფითი აერობები: Haemophilus influenzae (ß-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Moraxella (Branhamella) catarrhalis (ß-ლაქტამაზანეგატიური შტამები). Haemophilus influenzae-ს ß-ლაქტამაზანეგატიური, ამპიცილინისადმი რეზისტენტული (BLNAR) შტამები უნდა იქნას მიჩნეული სპერექსისადმი რეზისტენტულად, მიუხედავად in vitro დადასტურებული ზოგიერთი BLNAR შტამის მგრძნობელობისა. პრეპარატს  გააჩნია შეზღუდული აქტივობა შემდეგი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis.
სპერექსი აქტიურია ინ ვიტრო შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus (მეტიცილინისადმი სენსიტიური შტამები), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის ß-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus agalactiae (B ჯგუფის სტრეპტოკოკი), Streptococcus pneumoniae, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Shigella spp., Haemophilus influenzae (ß-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Citrobacter diversus, Neisseria gonorrhoeae, Providencia spp., Moraxella  catarrhalis, Peptostreptococcus spp., Propionibacterium acnes,  Bacteroides spp. (გამონაკლისია Bacteroides fragilis).
სპერექსისადმი რეზისტენტულია შემდეგი მიკროორგანიზმები: Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter spp., Bacteroides fragilis, Morganella morganii (Proteus morganii), ინდოლდადებითი Proteus-ი, Proteus vulgaris, Pseudomonas spp., Serratia spp., მიკობაქტერიები, Chlamydia spp., Enterococcus spp.-ის უმრავლესი შტამი, მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები,  Listeria monocytogenes, Moraxella (Branhamella) catarrhalis (ß-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამები).

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: სპერექსი ხასიათდება სტაბილურობით მჟავე არეში და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პერორალური მიღების შემდეგ. ბიოშეღწევადობა შეადგენს 95%-ს და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. პრეპარატის საკვებისაგან დამოუკიდებლად მიღების შემთხვევაში პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 30-60 წთ-ში და 250 მგ, 500 მგ და 1 გ სპერექსის ერთჯერადი მიღებისას შეადგენს შესაბამისად – 5-7 მკგ/მლ, 13-15 მკგ/მლ და 23-25 მკგ/მლ. 500 მგ სპერექსის საკვებისაგან დამოუკიდებლად პერორალურად მიღების შემთხვევაში პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 0.9 სთ-ის შემდეგ და შეადგენს საშუალოდ 16.8 მკგ/მლ, ხოლო პრეპარატის საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1.5 სთ-ის შემდეგ და შეადგენს საშუალოდ 9.3 მკგ/მლ-ს. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღების დროს პლაზმაში კონცენტრაციის პიკი (Cmax) მცირედ კლებულობს და მიიღწევა შედარებით გვიან (Tmax იზრდება), თუმცა აბსორბირებული პრეპარატის ტოტალური დოზა არ იცვლება.
18 თვემდე ასაკის ბავშვებში სპერექსის ერთჯერადი პერორალური დოზის 10 მგ/კგ მიღებიდან 1 სთ-ში პლაზმაში კონცენტრაციის პიკი შეადგენს 2-14 მკგ/მლ.
განაწილება: სისხლში ცირკულირებადი პრეპარატის დაახლოებით 25% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან. სპერექსი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში და აღწევს თერაპიულ კონცენტრაციას ქსოვილებისა და სითხეების უმეტეს ნაწილში, მათ შორის სინოვიურ, პერიკარდიულ, პლევრულ, პერიტონეულ სითხეში, მიოკარდიუმში, კანში, ძვლოვან და რბილ ქსოვილებში, ნაღვლის ბუშტში, ნაღველსა და შარდში. არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და არ აღწევს თერაპიულ კონცენტრაციას ცერებროსპინალურ სითხეში. პრეპარატი აღწევს ბაქტერიციდულ კონცენტრაციას შუა ყურში, სინუსებსა და ბრონქულ სეკრეტებში. სპერექსი გადის პლაცენტარულ ბარიერს და მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.
მეტაბოლიზმი: პრეპარატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
გამოყოფა: სპერექსი ორგანიზმიდან ექსკრეტირდება თირკმელებით, როგორც გლომერულური ფილტრაციის, ასევე მილაკოვანი სეკრეციის გზით. მოზრდილებში თირკმლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში სპერექსის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 30-60 წთ-ს. პრეპარატის ერთჯერადი პერორალური დოზის 50-85% გამოიყოფა თირკმელებით მიღებიდან 8 სთ-ში პრაქტიკულად უცვლელი სახით, აქედან უმეტესი წილი ექსკრეტირდება პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. 250 მგ, 500 მგ და 1 გ სპერექსის მიღებიდან 8 სთ-ში შარდში მიიღწევა შესაბამისად 600 მკგ/მლ, 900 მკგ/მლ და 1900 მკგ/მლ.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: კრეატინინის კლირენსის შემდეგი მაჩვენებლების პირობებში — 55 მლ/წთ, 10.5 მლ/წთ და 8 მლ/წთ — T1/2 შეადგენს შესაბამისად 1.3 სთ-ს, 2.5 სთ-ს და 5.6 სთ-ს. ჰემოდიალიზი ამცირებს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდს 25-30%-ით. ღვიძლის დისფუნქციის დროს სპერექსის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.

ჩვენება:
სპერექსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
 შუა ყურის მწვავე ანთება, გამოწვეული შემდეგი ბაქტერიებით: Streptococcus pneumoniae, Staphylococcus spp., Streptococcus pyogenes, Haemophilus influenzae;
 ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: სინუსიტი, ფარინგიტი და ტონზილიტი, გამოწვეული Streptococcus pyogenes-ით (A-ჯგუფის ß-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი);
 ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების სტადია, არაჰოსპიტალური პნევმონია, გამოწვეული შემდეგი მიკროორგანიზმებით: Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Haemophilus influenzae;
 შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, მათ შორის პიელონეფრიტი და ცისტიტი, გამოწვეული შემდეგი მიკროორგანიზმებით: Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella spp., კოაგულაზანეგატიური სტაფილოკოკები;
 გართულებების გარეშე მიმდინარე კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მაგ., კარბუნკული, ცელულიტი, ფოლიკულიტი, ფურუნკული, იმპეტიგო, ინფიცირებული დერმატიტი, პარონიქია, პიოდერმია, ზედაპირული აბსცესი, ინფიცირებული ჭრილობა და სხვ.), გამოწვეული შემდეგი მიკროორგანიზმებით: Staphylococcus aureus  და  Streptococcus pyogenes.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის მიღების წესი დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციისა და გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. სპერექსით თერაპიის კურსი შეადგენს საშუალოდ 7-10 დღეს. ß-ჰემოლიზური სტრეპტოკოკური ინფექციის სამკურნალოდ სპერექსი ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული მგრძნობელობის განსაზღვრის შემდეგ, მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.
მოზრდილებისთვის სადღეღამისო დოზა გამოითვლება სხეულის მასის მიხედვით – 10-15 მგ/კგ და იყოფა 2-4 მიღებაზე.
მოზრდილების მინიმალური თერაპიული სადღეღამისო დოზაა 750 მგ, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა – 2 გ, მაქსიმალური დასაშვები დოზა – 4 გ. 
მოზარდებისათვის მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზაა 2 გ.
სპერექსისადმი მრგძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შუა ყურის მწვავე ანთების, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების (სინუსიტის, ფარინგიტის და ტონზილიტის),  ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების (მათ შორის პიელონეფრიტის და ცისტიტის) სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება დოზით 250 მგ ყოველ 8 სთ-ში. მძიმედ გამოხატული ინფექციების, მაგ., პნევმონიის, შუა ყურის მწვავე ანთების (შუა ყურის მწვავე ანთების დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ-მდე) დროს ან სპერექსისადმი ნაკლებად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით განპირობებული ინფექციების სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ ყოველ 8 სთ-ში. შუა ყურის მწვავე ანთების ან ფარინგიტის დროს დასაშვებია სადღეღამისო დოზის გადანაწილება 2 მიღებაზე 12 სთ-ანი ინტერვალით. შარდგამომყოფი სისტემის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ შესაძლებელია სპერექსის დანიშვნა ერთჯერადი დოზით – 2 გ. სიმსუქნის მქონე პაციენტებში დასაშვებია პრეპარატის მიღება უფრო მაღალი დოზით, ვიდრე საშუალოდ რეკომენდებულია.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია სპერექსის სუსპენზიის სახით დანიშვნა.
ბავშვებში 1 თვის ასაკიდან:
მინიმალური თერაპიული დოზა – 20 მგ/კგ; მაქსიმალური თერაპიული დოზა _ 40 მგ/კგ; მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზა – 1 გ.
ბავშვებში 1 წლამდე (9 კგ) მიიღება სუსპენზიის 2.5 მლ 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-დან 5 წლამდე (9-18 კგ) მიიღება სუსპენზიის 5 მლ 3-ჯერ დღეში.
ბავშვთა ასაკში სპერექსი არ გამოიყენება მძიმე ინფექციების სამკურნალოდ.
ბავშვებში სუსტი ან საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ სპერექსი ინიშნება დოზით 20-40 მგ/კგ დღეში გაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე.
ბავშვებში შუა ყურის მწვავე ანთების დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 40 მგ/კგ დღეში განაწილებული 3 მიღებაზე. ზედა სასუნთქი გზების ინფექციების (სინუსიტის, ფარინგიტის და ტონზილიტის), ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, საშარდე სისტემის ინფექციების სამკურნალოდ მიიღება 20 მგ/კგ დღეში თანაბრად  დაყოფილი დოზებით ყოველ 8 სთ-ში 10 დღის განმავლობაში. შუა ყურის მწვავე ანთების ან ფარინგიტის დროს დასაშვებია სადღეღამისო დოზის გადანაწილება 2 მიღებაზე 12 სთ-იანი ინტერვალით. შედარებით მძიმედ მიმდინარე ან სპერექსისადმი ნაკლები მგრძნობელობის მქონე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ შესაძლებელია დაინიშნოს 40 მგ/კგ დღეში დაყოფილი დოზებით ყოველ 8 სთ-ში.
სპერექსის დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს:
როდესაც კრეატინინის კლირენსია 10-50 მლ/წთ მიიღება რეკომენდებული დოზის 50-100%;
თუ კრეატინინის კლირენსია < 10 მლ/წთ მიიღება რეკომენდებული დოზის 50%.
ჰემოდიალიზის დროს, პროცედურის  წინ საწყისი დოზა უნდა გაიზარდოს 250 მგ-იდან 1 გ-მდე, ხოლო პროცედურებს შორის  პრეპარატი მიიღება საშუალო რეკომენდებული დოზებით.
კაფსულები: სპერექსის კაფსულები მიიღება პერორალურად დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, შესაძლებელია ჭამის დროს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების ალბათობა.
სუსპენზია: სუსპენზია მიიღება პერორალურად, შესაძლებელია ჭამის დროს.
სუსპენზიის მომზადების წესი: ფლაკონის შიგთავსს დაამატეთ გადადუღებული, გაცივებული წყალი ფლაკონზე აღნიშნულ ზოლამდე და შეანჯღრიეთ.
მჭიდროდ დახურული ფლაკონი მზა სუსპენზიით ინახება მაცივარში 2-8ºC ტემპერატურაზე. სუსპენზია გამოიყენება მომზადებიდან არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში. დაუშვებელია გაყინვა. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!

გვერდითი მოვლენები:
სპერექსით მკურნალობის დროს შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები: მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, კუმბსის დადებითი ტესტი, იშვიათად - კვინკეს შეშუპება, ეოზინოფილია, ანაფილაქსიური რეაქციები, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, შრატისმიერი დაავადება. შემთხვევათა 0.5%-ში, სპერექსით მკურნალობის განმეორებითი კურსის პერიოდში ან მის შემდგომ, უფრო ხშირად 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქციები, გამოხატული მულტიფორმული ერითემით, გამონაყარით და კანის მხრივ სხვა გამოვლინებებით, რასაც თან ახლავს ართრიტი, ართრალგია, ზოგჯერ - ცხელება. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს რომელიმე ზემოხსენებული სიმპტომი იზოლირებულად, რაც არ უნდა მივიჩნიოთ შრატისმიერი დაავადების მსგავს რეაქციად. იშვიათად აღინიშნება სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატიური დერმატიტი, ანაფილაქსიური შოკი. ანაფილაქტოიდური რეაქციების მანიფესტირება შეიძლება მოხდეს სოლიტარული სიმპტომის სახით: ანგიოედემა, ასთენია, შეშუპება (სახისა და კიდურების ჩათვლით), დისპნოე, პარესთეზიები, სინკოპე, ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია. ანაფილაქსია უფრო ხშირია იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგია პენიცილინზე;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ორალური კანდიდოზი, მადის დაქვეითება, მუცლის არეში დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება, გულძმარვა, გლოსიტი, დისპეფსია, ტენეზმები, ფეკალური მასის კონსისტენციის ცვლილება (ხშირად - მსუბუქი ხასიათის, გარდამავალი, სპონტანურად ქრება მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ). იშვიათად აღინიშნება გარდამავალი ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ტრანსამინაზების (ასპარტატამინოტრანსფერაზა, ალანინამინოტრანსფერაზა) და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გარდამავალი მომატება, სისხლში ბილირუბინის მომატება.
სპერექსით მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ფსევდომემბრანოზული ენტეროკოლიტი, რომლის პირველი ნიშანი შესაძლოა იყოს თხიერი, სისხლნარევი ფაღარათის განვითარება. ასეთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები. მიმართეთ მკურნალ ექიმს;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - გარდამავალი არტერიული ჰიპერტენზია (პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას ან თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითების დროს), ერთეულ შემთხვევებში - ალერგიული მიოკარდიტი;
სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების მხრივ: სპერექსის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, გარდამავალი ლიმფოციტოზი), სისხლის შარდოვანას აზოტის მომატება, შრატის კრეატინინის მომატება, იშვიათად — ჰიპოთრომბინემია და ჰემორაგია (ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში ან კოაგულოპათიის, მაგ., K ვიტამინის დეფიციტის პირობებში);
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი, ვაგინიტი, ვაგინალური კანდიდოზი, იშვიათად – შექცევადი ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ცალკეულ შემთხვევებში – ტოქსიკური ნეფროპათია (ძირითადად ნეფროტოქსიკური პოტენციალის მქონე პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში და 50 წელს გადაცილებულ პირებში), პროტეინურია, ცვლილებები შარდის საერთო ანალიზში;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შექცევადი ჰიპერაქტივაცია, ნერვული აგზნება, უძილობა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, იშვიათად — კრუნჩხვები (უმეტესწილად ვითარდება თირკმლის უკმარისობის დროს ან პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას);
სხვა: ცხელება.

უკუჩვენება: სპერექსის ან სხვა ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მკაცრად უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკების კომბინაცია ცოცხალ ტიფოიდურ ვაქცინასთან (მცირდება ვაქცინის ეფექტურობა).
არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკების კომბინირება ცოცხალ BCG ვაქცინასთან (მცირდება ვაქცინის ეფექტურობა).
პრობენეციდი კონკურენტულად აინჰიბირებს სპერექსის მილაკოვან სეკრეციას, რის შედეგადაც იზრდება სისხლში პრეპარატის კონცენტრაცია და, შესაბამისად, ტოქსიკურობის რისკიც. აღნიშნულ კომბინაციას აქვს თერაპიული გამოყენებაც. 
სპერექსისა და კუმარინის ტიპის პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღების დროს ძლიერდება ამ უკანასკნელთა ანტიკოაგულაციური ეფექტი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება პროთრომბინის დროის გახანგრძლივება და სისხლდენა, ამიტომ საჭიროა სისხლის კოაგულაციის პარამეტრების განსაკუთრებული ყურადღებით კონტროლირება.
სპერექსის ანტიაგრეგაციულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას მატულობს სისხლდენის რისკი.
სპერექსის ფარმაკოლოგიურ ეფექტს აძლიერებს ამინოგლიკოზიდები.
პრეპარატი აძლიერებს ვანკომიცინის, ამინოგლიკოზიდების, პოლიმიქსინების ნეფროტოქსიკურობას.
ქოლესტირამინი ამცირებს სპერექსის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
არ არის რეკომენდებული სპერექსის კომბინაცია ბაქტერიოსტატული მოქმედების ანტიბიოტიკებთან, რადგანაც ამ დროს მცირდება სპერექსის ეფექტურობა.
სპერექსისა და მაგნიუმის შემცველი პრეპარატების (მაგნიუმის ჰიდროქსიდის ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები, ქვინაპრილი) პერორალურ მიღებებს შორის დროის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2-3 სთ-ს.
არ არის რეკომენდებული ორალური ანტიბიოტიკების მიღება ბალსალაზიდთან ერთად.
ანტიბიოტიკოთერაპიის დროს მიკოფენოლატ მოფეტილის მიღებისას მცირდება ამ უკანასკნელის იმუნოდეპრესიული ეფექტი.
სპერექსთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა შემცირდეს ესტროგენების ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება.
ფუროსემიდთან ან ეთაკრინის მჟავასთან ერთდროული მიღებისას მატულობს ცეფალოსპორინების ნეფროტოქსიკური პოტენციალი.

ჰიპერდოზირება: სპერექსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დიარეა, ყაბზობა, უმადობა. ეპიგასტრალური ტკივილისა და დიარეის ინტენსივობა კორელაციაშია დოზის გადაჭარბების ხარისხთან. პრეპარატის აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შესაძლებელია შევამციროთ გააქტივებული ნახშირის პერორალური მიღებით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სპერექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად  სჭარბობს ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, რის გამოც ჩვილ ბავშვს ძუძუთი კვების შედეგად შესაძლოა განუვითარდეს სპერექსისადმი ჰიპერმგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის მიკრობული ფლორის ალტერაცია, დიარეა ან ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციები.

გამოყენების თავისებურებები:
სპერექსი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პენიცილინებისა და ß-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი  მომატებული მგრძნობელობის არსებობისას, რადგანაც ასეთ შემთხვევათა 3-7%-ში ვლინდება ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. აგრეთვე ყურადსაღებია ანამნეზში ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქციების, მათ შორის შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქციის, ბრონქიალური ასთმის არსებობა. სპერექსით ხანგრძლივად მკურნალობისას (>3 კვირაზე) რეკომენდებულია სისხლწარმოქმნის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების რეგულარული კონტროლი, სისხლისა და შარდის ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორირება. 
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კოაგულოპათიის (მაგ., K ვიტამინის დეფიციტი) დროს.
სპერექსის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 თვემდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო სპერექსის გამოყენება არ არის რეკომენდებული დღენაკლულ ახალშობილებში.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის გასათვალისწინებელია, რომ სპერექსის სუსპენზია შეიცავს საქაროზას.
სპერექსით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს კუმბსის პირდაპირი დადებითი რეაქცია. აღნიშნული ტესტი ზოგჯერ დადებითია იმ ახალშობილებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში მკურნალობდნენ ცეფალოსპორინებით.
სპერექსით მკურნალობის პერიოდში შარდში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრისას ბენედიქტის და ფელინგის ხსნარებით, კლინიტესტის ტაბლეტებით ან სპილენძის სულფატის შემცველი სხვა რეაქტივით შესაძლოა გამოვლინდეს ცრუდადებითი რეაქცია. შესაძლებელია აგრეთვე შარდში ცილის შემცველობაზე ცრუდადებითი რეაქციის განვითარება. ზემოხსენებულ ტესტებზე ცრუდადებითი შედეგები შესაძლოა აღინიშნოს მაშინაც კი, როდესაც სპერექსი მიიღება ხანმოკლე კურსით.
ანტიბიოტიკები, მათ შორის ცეფალოსპორინები სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნაწლავის ანთებითი დაავადებების, მათ შორის არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის არსებობის დროს.
სპერექსით მკურნალობის პერიოდში ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების ალბათობის გამო საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ინტრამუსკულარული ინექციების დროს (შესაძლებელია სისხლდენის ან ჰემატომის განვითარება).
სპერექსი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებისას. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: სპერექსით მკურნალობისას თავბრუს, ძილიანობისა და ცნობიერების არევის განვითარების ალბათობა გათვალისწინებული უნდა იქნას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისას.

შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 1 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
ფხვნილი 60 მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებული ხუფით, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge  

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ავერსი 210
დავარის ქ.#41
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები