კოლედანი 15000სე/მლ 10მლ ფლ.

69606
მარაგშია
22.54 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
22.54 

კოლედანი 15000სე/მლ 10მლ ფლ.

 

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 15000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, პოლიოქსილი 35 აბუსალათინის ზეთი, არომატიზატორი “ტუტი-ფრუტი”, გასუფთავებული წყალი.

ათქ კოდი: A11CC05 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 
კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვიტამინი D3 წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. ვიტამინ D-ს  უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდას.
ვიტამინი D3 წარმოადგენს ვიტამინ D-ს  ბუნებრივ ფორმას, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ვიტამინი D2-თან შედარებით, ხასიათდება 25%-ით მეტი აქტივობით. ქოლეკალციფეროლი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების აბსორბციაში, მინერალური მარილების ტრანსპორტსა და ძვლების კალციფიკაციის პროცესში, აგრეთვე არეგულირებს თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას. სისხლში ფიზიოლოგიურ კონცენტრაციებში კალციუმის იონების არსებობა უზრუნველყოფს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მიოკარდიუმის ფუნქციას, ხელს უწყობს ნერვული აგზნების გატარებას, არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს. ვიტამინი D აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ახდენს რა გავლენას ლიმფოკინების პროდუქციაზე.
საკვებში ვიტამინ D-ს  ნაკლებობა, მისი შეწოვის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, ასევე ბავშვის სწრაფი ზრდის პერიოდში მზეზე არასაკმარისად ყოფნა, იწვევს რაქიტს, მოზრდილებში – ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა განვითარდეს ტეტანიის სიმპტომები, ახალშობილებში გაძვალების პროცესების დარღვევა. ვიტამინ D-ზე    მოთხოვნილება იზრდება ქალებში მენოპაუზის პერიოდში, რადგან მათ ჰორმონალურ დარღვევებთან დაკავშირებით ხშირად უვითარდებათ ოსტეოპოროზი.  

ფარმაკოკინეტიკა
ქოლეკალციფეროლის წყალხსნარი უკეთ შეიწოვება, ვიდრე ზეთოვანი ხსნარი. ამას მნიშვნელობა აქვს დღენაკლულ ბავშვებში გამოყენებისას, რადგან პაციენტების მოცემულ კატეგორიაში აღინიშნება ნაღვლის პროდუქციის და ნაწლავში გადასვლის უკმარისობა, რაც არღვევს ზეთოვანი ხსნარების სახით არსებული ვიტამინების შეწოვას. 
შიგნით მიღების შემდეგ, ქოლეკალციფეროლი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში. 
პრეპარატი გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს. გამოიყოფა ქალის რძეში. ქოლეკალციფეროლი კუმულირდება ორგანიზმში.
ქოლეკალციფეროლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში, ტრანსფორმირდება აქტიურ მეტაბოლიტად – კალციფეროლად, რომელიც უერთდება ცილა-გადამტანებს, ტრანსპორტირდება სამიზნე ორგანოებში (ნაწლავები, ძვლები, თირკმელები).
სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს რამდენიმე დღე-ღამეს და თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივიც. გამოიყოფა თირკმელებით უმნიშვნელო რაოდენობით. ქოლეკალციფეროლი და მისი ცვლის პროდუქტების დიდი ნაწილი გამოიყოფა ნაღველით ნაწლავებში, საიდანაც შესაძლოა მათი ხელახალი შეწოვა ენტეროჰეპატური ცირკულაციის სისტემის შექმნით ან ექსკრეტირება  ფეკალიებით. 

გამოყენების ჩვენებები
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
- ვიტამინ D-ს დეფიციტი, მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა);
- რაქიტი და რაქიტისმაგვარი დაავადებები;
- ჰიპოკალცემიური ტეტანია;
- ოსტეომალაცია;
- მეტაბოლური ოსტეოპათიები (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი).
ოსტეოპოროზის, მათ შორის პოსტმენოპაუზის ასაკის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება
კოლედანი მიიღება შიგნით, გახსნილი ერთ კოვზ სითხეში (1 წვეთი შეიცავს 500 სე ქოლეკალციფეროლს). ძუძუმწოვარ ბავშვებს წვეთებს აძლევენ ერთ კოვზ რძესთან ან ფაფასთან ერთად. წვეთების ბოთლში ან თეფშში დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან ასეთ დროს დოზის სრულად მიღების გარანტირება შესაძლებელი არ არის. დოზა დგინდება ინდივიდუალურად, ვიტამინ D-ს რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც პაციენტი იღებს საკვები რაციონიდან და სამკურნალო პრეპარატების ფორმით. 

პროფილაქტიკური დოზები
დროულ ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე სწორი მოვლისას და სუფთა ჰაერზე საკმარისი დროით ყოფნისას პრეპარატი ინიშნება დოზით 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. 
დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არასასურველ პირობებში, ინიშნება 1000-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში. 
ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 500 სე-მდე (1 წვეთი) დღე-ღამეში. 
ორსულებს ყოველდღიურად უნიშნავენ 500 სე (1 წვეთი) დღე-ღამეში მთელი ორსულობის პერიოდში ან 1000 სე (2 წვეთი) დღე-ღამეში ორსულობის 28 კვირიდან. 
პოსტმენოპაუზის პერიოდში პრეპარატი ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. 

თერაპიული დოზები
რაქიტისას პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად დოზით 2000-5000 სე (4-10 წვეთი) დღე-ღამეში 4-6 კვირის განმავლობაში, რაქიტის სიმძიმის ხარისხიდან (I, II ან III) და დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე. ამ დროს საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და ბიოქიმიური მაჩვენებლების (კალციუმის, ფოსფორის დონე, ტუტე ფოსფატაზის აქტივობა სისხლში და შარდში) კონტროლი. საწყისი დოზა შეადგენს 2000 სე (4 წვეთი) დღე-ღამეში 3-5 დღის განმავლობაში, შემდგომ, კარგი ამტანობისას, დოზას ზრდიან ინდივიდუალურ სამკურნალო (ჩვეულებრივ 3000 სე (6 წვეთი) დღე-ღამეში) დოზამდე. დოზა 5000 სე (10 წვეთი) დღე-ღამეში ინიშნება მხოლოდ გამოხატული ძვლოვანი ცვლილებებისას. საჭიროებისას, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მკვეთრი ეფექტის მიღებამდე შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით 500-1500 სე (1-3 წვეთი) დღე-ღამეში. 
რაქიტისმაგვარი დაავადებების მკურნალობისაას ინიშნება 20000-30000 (40-60 წვეთი) დღე-ღამეში, ასაკის, სხეულის მასის და დაავადების სიმძიმის შესაბამისად, სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების და შარდის ანალიზის კონტროლის ქვეშ. მკურნალობის კურსი: 4-6 კვირა.
პოსტმენოპაუზის ასაკის ოსტეოპოროზის მკურნალობისას (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. 

წინააღმდეგ ჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ვიტამინ D3-ის  და პრეპარატის სხვა კომპონენტების (განსაკუთრებით ბენზილის სპირტი) მიმართ;
- D ჰიპერვიტამინოზი;
- სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება;
- შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმელებში კალციუმის ოქსალატური ქვების წარმოქმნა);
- სარკოიდოზი;
- თირკმლის უკმარისობა.
სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი იმობილიზაციის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში; თიაზიდების, საგულე გლიკოზიდების მიღებისას; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში; ძუძუმწოვარ ბავშვებში ყიფლიბანდის ადრეული შეხორცებისადმი მიდრეკილებისას (როდესაც დაბადებიდან დადგენილია წინა თხემის მცირე ზომები).  

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ვიტამინ D3-ის  მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის იშვიათად გამოვლენისას ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან მაღალი დოზის მიღების შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები.
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება; თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი; შეკრულობა; პირის სიმშრალე; პოლიურია; სისუსტე; ფსიქიკის დარღვევა, მათ შორის დეპრესია; სხეულის მასის დაკარგვა; ძილის დარღვევა; ტემპერატურის მომატება; შარდში ცილის, ლეიკოციტების, ჰიალინური ცილინდრების გამოვლენა; სისხლში კალციუმის დონის მომატება და მისი შარდით გამოყოფა; შესაძლებელია თირკმელების, სისხლძარღვების, ფილტვების კალცინოზი. D ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა, კალციუმის შეზღუდვა, ვიტამინების A, C და B დანიშვნა. 

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია ვიტამინ D-ს ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება. 
ბავშვებში პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას აუცილებელია გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება და პერიოდული გამოკვლევებისას დოზირების რეჟიმის კორექცია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში. 
კოლედანის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ ან პრეპარატის დარტყმითი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული D3 ჰიპერვიტამინოზი.
ერთდროულად არ უნდა გამოიყენოთ კოლედანი და კალციუმი მაღალი დოზებით.
პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას აუცილებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონის კონტროლი.   

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
კოლედანი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისას კოლედანის მაღალი დოზების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლო ტერატოგენული მოქმედების გამოვლენის გამო. 
კოლედანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში, რადგან მეძუძურ დედებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ბავშვებში დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში სიცოცხლის 1 კვირიდან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კოლედანის ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რიფამპიცინთან, კოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას ქოლეკალციფეროლის აბსორბცია მცირდება.
კოლედანისა და თიაზიდური დიურეტიკების ერთად გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი. 
კოლედანის საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს მათი ტოქსიკური მოქმედება (იზრდება გულის რითმის დარღვევების რისკი). 

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პოლიურია, დიარეა, ნაწლავური კოლიკა. ხშირი სიმპტომებია თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, დეპრესია, ფსიქიკის დარღვევა, ატაქსია, სტუპორი, სხეულის მასის პროგრესული კლება. ვითარდება თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, კალიუმის მომატებული დაკარგვით, ჰიპოსთენურიით, ნიქტურიით და არტერიული წნევის მომატებით.
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია რქოვანა გარსის შემღვრევა, იშვიათად – მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, ფერადი გარსის ანთება კატარაქტის განვითარებამდეც კი. შესაძლებელია თირკმელებში ქვების წარმოქმნა, რბილი ქსოვილების კალციფიცირება, მათ შორის სისხლძარღვების, გულის, ფილტვების, კანის.
იშვიათად ვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა. ინიშნება დიდი რაოდენობით სითხე. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

გამოშვების ფორმა
წვეთები შიგნით მისაღებად, 10 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში, საწვეთურიანი საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
შიდა ქართლი
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია