ნოვალანსი 30მგ #14კაფს

59943
-28%
მარაგშია
38.25 
27.54 
დანაზოგი: 10.71 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიH+ K+ ატფ-აზის ინჰიბიტორები ჯენერიკიLansoprazole გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.25 
27.54 
დანაზოგი: 10.71 ₾ (28%)

ნოვალანსი

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი: ლანსოპრაზოლი.

თითო კაფსულა შეიცავს 15 მგ ლანსოპრაზოლს.

თითო კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.

ნოვალანსი 15 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები გაუმჭვირვალე ყვითელი კაფსულებია.

ნოვალანსი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები გაუმჭვირვალე თეთრი კაფსულებია.

სხვა ინგრედიენტები

კაფსულის შიგთავსი: შაქრის სფეროები (საქაროზის და სიმინდის სახამებლის), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეგლუმინი, მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთაკრილის მჟავა-ეთილის აკრილატის კოპოლიმერი (1:1), დისპერსია 30%.

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

15 მგ კაფსულის გარსი აგრეთვე შეიცავს: ქინოლინ ყვითელს (E104).

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, კუჭის წვენის სეკრეციის დამთრგუნველი საშუალება.

 

ჩვენებები

-   კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

-   საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი);

-   რეფლუქს ეზოფაგიტის პრევენცია;

-   გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა;

-   Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში;

-   კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა ან პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (გამოიყენება ტკივილის ან ანთების საწინააღმდეგოდ) ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ;

-   ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

 

უკუჩვენებები

-  ნოვალანსის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა);

-  ატაზანავირის (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ) შემცველი პრეპარატებით მკურნალობა.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება. ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია.

დიაგნოზის დასაზუსტებლად და/ან ავთვისებიანი დაავადების გამორიცხვის მიზნით ექიმმა შეიძლება დამატებითი გამოკვლევა მოითხოვოს, კერძოდ ენდოსკოპია.

 

ნოვალანსით მკურნალობის განმავლობაში დიარეის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, ვინაიდან ნოვალანსის მიღება ინფექციური დიარეის მცირე ზრდასთან არის დაკავშირებული.

 

თუ ექიმმა ნოვალანსი Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (ანტიბიოტიკები) ან ტკივილის ან რევმატიული დაავადების სამკურნალო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად დანიშნა, პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს ამ პრეპარატების ინსტრუქციებს.

 

თუ პაციენტი ნოვალანსს ხანგრძლივად (1 წელზე მეტ ხანს) იღებს, სასურველია იყოს ექიმის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ. ნებისმიერი ახალი, უჩვეულო სიმპტომის და გარემოების შესახებ პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.

 

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნოვალანსის მიღებამდე

•  თუ ოდესმე გამოვლრნილა კანზე გამონაყარი ნოვალანსის მსგავსი პრეპარატის, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავის რაოდენობას, მიღების შემდეგ;

• თუ ესაჭიროებათ სპეციფიკური სისხლის ანალიზის გაკეთება (ქრომოგრანინი ა).

თუ გამოვლინდა კანის გამონაყარი, კერძოდ, მზისგან დაუცველ ადგილებში, პაციენტმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ნოვალანსის მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს  სხვა გვერდითი ეფექტების შესახებ, მაგალითად, როგორიცაა სახსრების ტკივილი.

 

სხვა სამკურნალო საშუალებები და ნოვალანსი

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს იმავდროულად ან ახლო წარსულში მიღებული ნებისმიერი სხვა პრეპარატის შესახებ.

 

პაციენტმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ შემდეგი აქტიური ინგრედიენტებიდან რომელიმეს შემცველ პრეპარატებს ღებულობს, ვინაიდან ნოვალანსმა შეიძლება მათ მოქმედებაზე მოახდინოს გავლენა:

-  კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

-  დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ);

-  თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ);

-  ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისთვის);

-  ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ);

-  ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის სამკურნალოდ);

-  სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ);

-  კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ).

 

საკვებთან ერთად მიღება

საუკეთესო შედეგის მისაღებად, ნოვალანსის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე.

 

ორსულობა და ლაქტაცია

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს.

ორსულობის დროს ნოვალანსის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს ორსულობის დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ შესატყვისი მონაცემები. 

არასაკმარისი მონაცემებია ლანსოპრაზოლის ლაქტაციის დროს გამოყენების შესახებ. ცხოველებში გამოყენების დროს შედეგებზე დაყრდნობით, ლანსოპრაზოლი გადადის დედის რძეში.

გადაწყვეტილების მიღებისას: ძუძუთი კვების გაგრძელების ან ნოვალანსის მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ, მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს რა არის უპირატესი - ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლობა თუ თქვენთვის ნოვალანსით თერაპია.

 

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა

ნოვალანსის მიმღებ პაციენტებს ზოგჯერ ისეთი გვერდითი ეფექტები უვითარდებათ, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაღლილობა და მხედველობითი დარღვევები. ამგვარი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, პაციენტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან მისი რეაქციის უნარი შეიძლება დაქვეითებული იყოს.

 

პაციენტი მხოლოდ თავადაა პასუხისმგებელი გადაწყვეტილებაზე, აქვს თუ არა ტრანსპორტის მართვის ან სხვა სამუშაოს შესრულების უნარი, რომელიც მომატებულ კონცენტრაციას მოითხოვს. ეფექტების ან არასასურველი ეფექტების გამო, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება მის მიერ ამ საქმიანობების უსაფრთხოდ შესრულების უნარი დააქვეითოს, მედიკამენტების გამოყენებაა.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნოვალანსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ნოვალანსი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს დადასტურებული აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მიმართოს ექიმს.

 

მიღების წესი და დოზირება  

ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს, იხსნება ისე, როგორც ნაჩვენებია ილუსტრაციაზე:

-  ამოიღეთ ბლისტერი პერფორაციის ქვემოთ ჩამოშორებით;

-  ფრთხილად მოხსენით ფოლგა სანამ არ გამოჩნდება კაფსულა

(არ სცადოთ კაფსულაზე დაჭერით მისი ფოლგიდან ამოღება).

 არამოხევადი ბლისტერიდან კაფსულის ამოღება შესაძლობა ალუმინის ფოლგაზე დაჭერით.

 

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. კაფსულები ან მათი შიგთავსის არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ, ვინაიდან ეს მათ ჯეროვან მოქმედებას ხელს შეუშლის.

თუ ნოვალანსის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მიზანშეწონილია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება. საუკეთესო შედეგი მიიღება, ნოვალანსის დილით უზმოზე მიღებისას.

ნოვალანსს დღეში ორჯერ მიღებისას, პირველი დოზა მიიღება დილით, ხოლო მეორე – საღამოს.

ნოვალანსის დოზა პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

 

გულძმარვის და კუჭის წვენის რეგურგიტაციის მკურნალობა:

15 მგ ან 30 მგ ერთი კაფსულა 4 კვირის განმავლობაში. თუ 4 კვირის მანძილზე სიმპტომები შენარჩუნდა ან არ შემსუბუქდა, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

 

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:

30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 2 კვირის მანძილზე.

 

კუჭის წყლულის მკურნალობა:

30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.

 

საყლაპავის ლორწოვანის ანთების მკურნალობა (რეფლუქს ეზოფაგიტი):

30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.

 

რეფლუქს ეზოფაგიტის ხანგრძლივი პრევენცია:

15 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა და დანიშნოს 30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე.

 

Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა:

ჩვეული დოზაა 30 მგ ერთი კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დილით და 30 მგ ერთი კაფსულა ორ სხვადასხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში საღამოს. მკურნალობა ყოველდღიურია 7 დღის მანძილზე.

ანტიბიოტიკების რეკომენდებული კომბინაციებია:

-   30 მგ ნოვალანსი 250-500 მგ კლარითრომიცინთან და 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად.

-   30 მგ ნოვალანსი 250 მგ კლარითრომიცინთან და 400-500 მგ მეტრონიდაზოლთან ერთად.

 

თუ პაციენტი ინფექციას მკურნალობს წყლულის გამო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ წყლული ხელახლა გაჩნდეს თუკი ინფექციის მკურნალობა წარმატებით ჩატარდა. იმისთვის, რომ პრეპარატს საუკეთესო მოქმედების საშუალება ჰქონდეს, მისი მიღება უნდა მოხდეს რეკომენდებულ დროს და არ მოხდეს დოზის გამოტოვება.

 

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც  ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულისაშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ: 

30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე 4 კვირის მანძილზე.

 

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია პაციენტებში, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებათ:  15 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, ექიმის რეკომენდაციით  შეიძლება  ყოველდღიური დოზა 30 მგ ერთ კაფსულამდე გაიზარდოს.

 

ოლინგერ-ელისონის სინდრომი:

დასაწყისში ჩვეული დოზაა 30 მგ ორი კაფსულა ყოველდღე, შემდგომში ექიმი დანიშნულებისამებრ ხდება დოზირება, იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებს პაციენტი ნოვალანსზე.

 

ნოვალანსი არ ენიშნებათ ბავშვებს.

პრეპარატი მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, თუ როგორ მიიღოს წამალი, უნდა დააზუსტოს ექიმთან.

 

ჭარბი დოზირება

თუ პაციენტმა ნოვალანსი დანიშნულზე მეტი რაოდენობით მიიღო, სასწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო რჩევისთვის ან სასწრაფოდ მიიღოს კონსულტაცია ჯანმრთელობის ცენტრის ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრში.

 

დოზის გამოტოვება

თუ პაციენტს დოზის მიღება დაავიწყდა, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა მოახლოებული. ამ შემთხვევაში, გამორჩენილი დოზის გამოტოვება უნდა მოხდეს, მომდევნო კაფსულები კი ჩვეულებრივ მიიღება. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამორჩენილი დოზის ანაზღაურების მიზნით.

 

მკურნალობის შეწყვეტა

მკურნალობის შეწყვიტა არ უნდა მოხდეს ნაადრევად იმის გამო, რომ პაციენტს სიმპტომები მოეხსნა. მდგომარეობა შეიძლება არ იყოს სრულად განკურნებული და შესაძლოა განმეორდეს, თუ მკურნალობის კურსის დასრულება არ მოხდა.

გვერდითი ეფექტები

ისევე, როგორც ყველა პრეპარატი, ნოვალანსიც იწვევს გვერდით ეფექტებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს):

-  თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

-  დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა, შებერილობა, პირის ღრუს ან ყელის სიმშრალე ან ტკივილი;

-  გამონაყარი კანზე, ქავილი;

-  ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების ცვლილება;

-  დაღლილობა.

-  კუჭში კეთილთვისებიანი პოლიპი.

 

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):

-  დეპრესია;

-  სახსრების ან კუნთების ტკივილი;

-  სითხის შეკავება ან შეშუპება;

-  სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.

 

იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):

-  ცხელება;

-  მოუსვენრობა, ძილიანობა, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, უძილობა, მხედველობის დარღვევები, ვერტიგო;

-  გემოს შეგრძნების ცვლილება, მადის დაკარგვა, ენის ანთება (გლოსიტი);

-  კანის რეაქციები, მაგალითად, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება კანქვეშ, სისხლნაჟღენთები, სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა;

-  სინათლისადმი მგრძნობელობა;

-  თმის ცვენა;

-  კანზე ჭიანჭველების შეგრძნება (პარესთეზიები), კანკალი;

-  ანემია (სიფერმკრთალე);

-  თირკმლის პრობლემები;

-  პანკრეატიტი;

-  ღვიძლის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს კანის ან თვალების გაყვითლებით);

-  სარძევე ჯირკვლების შეშუპება მამაკაცებში, იმპოტენცია;

-  კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც კანს ან ლორწოვან გარსს აზიანებს);

-  ანგიოედემა;

ანგიოედემის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა სახის, ენის ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს;

-  ნოვალანსის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამ, განსაკუთრებით, ერთ წელზე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, შეიძლება მენჯ-ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი მცირედ გაზარდოს. პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს ოსტეოპოროზი ან თუ ღებულობს კორტიკოსტეროიდებს (რომლებმაც შეიძლება ოსტეოპოროზის რისკი გაზარდოს).

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):

-  მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის შოკი. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, გამონაყარს, შეშუპებას და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემას;

-  პირის ღრუს ლორწოვანის ანთება (სტომატიტი);

-  კოლიტი (ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება);

-  ნატრიუმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის ცვლილებები;

-  კანის ძალიან მძიმე რეაქციები, სიწითლით, ბუშტუკებით, მძიმე ანთებით და კანის აშრევებით;

-  ძალიან იშვიათად, ნოვალანსმა შეიძლება სისხლის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება გამოიწვიოს. თუ პაციენტს განუვითარდა ინფექცია ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული გაუარესება, ასევე ცხელება ადგილობრივი ინფექციის სიმპტომებით, როგორიცაა ყელის/ხახის/პირის ღრუს ტკივილი ან საშარდე სისტემის პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ლეიკოციტების შესაძლო შემცირების (აგრანულოციტოზი) შესამოწმებლად საჭიროა გაკეთდეს სისხლის ანალიზი.

 

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირე უცნობია):

•  თუ პაციენტი ლანსოპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის მანძილზე ღებულობს, შესაძლებელია სისხლში მაგნიუმის დონემ დაიწიოს. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვების, დეზორიენტაციის, კონვულსიების, თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირების სახით. თუ ამ სიმპტომებიდან პაციენტს რომელიმე აღენიშნება, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ, ასევე, შეიძლება სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება გამოიწვიოს. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სისხლის ანალიზების რეგულარული ჩატარება მაგნიუმის დონის მონიტორინგის მიზნით.

• გამონაყარი, შესაძლებელია სახსრების ტკივილთან ერთად;

• მხედველობითი ჰალუცინაციები.

 

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი დამძიმდა ან პაციენტი შენიშნავს ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებულ გვერდით ეფექტს, უნდა შეატყობინოს ექიმს.

 

შენახვის პირობები

ნოვალანსი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბლისტერზე, პოლიმერულ ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

ოპა-ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი

შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

სინესტისგან დასაცავად ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.

 

პოლიმერული ფლაკონი პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს

შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. პირველი გახსნის შემდეგ ინახება 6 თვის განმავლობაში.

სინესტისგან დასაცავად ფლაკონი ინახება კარგად დახურულად.

 

მედიკამენტები არ გადაყაროთ კანალიზაციის წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ როგორ უნდა გაანადგუროთ არასაჭირო მედიკამენტები, ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ლანსოპრაზოლი 15 მგ გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიძლება იყოს ბლისტერში (ოპა-ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი) ან პოლიმერულ ფლაკონში პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს და შეიცავს 14 ან 28 კაფსულას.

 

ლანსოპრაზოლი 30 მგ გასტრო-რეზისტენტული კაფსულები შეიძლება იყოს ბლისტერში (ოპა-ალ-პვქ/ალუ ბლისტერი, რომელიც შეიძლება მოიხიოს და არამოხევადი ბლისტერი) ან პოლიმერულ ფლაკონში პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის გამშრობს და შეიცავს 14 ან 28 კაფსულას.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დ და ფიშერ კო ლტდ

პროპიალიონ 41, რიტა კურთ 50,

ოფისი 401, 1048 ნიკოზია, კვიპროსი

ელ-ფოსტა: [email protected]

 

მწარმოებელი

ლაბორატორიოს ლიცონსა ს, ა

ავდა. მილარკამპო, Nო 7, პოლ. ინდ. მირალკამპო

19200 აქუაქუეკა დე ჰენარეს (გუადალაჯარა), ესპანეთი.

 

 

 

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
შიდა ქართლი
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ერთად ყიდულობენ