პაპავერინი ჰ/ქლ2%2მლ#10ა(ბიოფ)

2333
მარაგშია
2.18 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიჰიპერტენზიული საშუალებები ჯენერიკიPapaverinum hydrochloridi გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
2.18 

პაპავერინის ჰიდროქლორიდის 2% საინექციო ხსნარი

Papaverini hydrochloride 2% pro injectionibus

 

გენერიული დასახელება: Papaverine hydrochloride

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიოტროპული, სპაზმოლიზური საშუალება

ATC - კოდი: BA03AD01

ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში

შემადგენლობა: ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 20მგ პაპავერინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ედტა, მეთიონინი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: პრეპარატი იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას. მისი ზემოქმედებით ფართოვდება სისხლძარღვები (განსაკუთრებით სპაზმირებული), ქვეითდება არტერიული წნევა, მცირდება შინაგანი ორგანოების მუსკულატურის სპაზმი.
ფარმაკოკინეტიკა: მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმლებით ძირითადად გლუკოურონის მჟავის ფენოლური ნაერთების სახით, მცირე ოდენობით უცვვლელი სახით. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 სთ.

ჩვენებები: სისხლძარღვების, მუცლის ღრუს და ბრონქების გლუვი მუსკულატურის სპაზმებით გამოწვეული ფუნქციური მოშლილობები და ტკივილი. გამოიყენება თავის ტვინის და კორონარული სისხლძარღვების სპაზმის და ჰიპერტონული კრიზების დროს; აგრეთვე სპასტიკური კოლიტების, ქოლეცისტიტის, შარდსადენი გზების სპაზმების და თირკმლის Qჭვალის დროს.

მიღების წესი და დოზირება: კანქვეშ, კუნთში და ინტრავენური ინექციები. ინტრავენური ინექციების დროს შეჰყავთ ნელა ექიმის კონტროლის ქვეშ!
ერთჯერადად 0,04გ (2მლ 2% ხსნარი). უმაღლესი ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის 0,1გ, სადღეღამისო 0,3გ. ბავშვებისათვის, ასაკზე დამოკიდებულებით 0,005-0,06გ 2-ჯერ დღეღამეში.

უკუჩვენებები: ჰიპოტენზია, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, 1 წლამდე ან ხანდაზმული ასაკი, გლაუკომა, პრეპარატისადმი ინდივიდუალური მგრძნობიელობა.

გვერდითი მოვლენები: ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ჰიპოტენზია, სისხლში ტრანსამინაზების დონის აწევა, ძილიანობა, ოფლიანობა.

ორსულობა და ლაქტაცია: უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კომბინაცია გულის გლიკოზიდებთან იწვევს მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის გამოხატულ გაძლიერებას.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატს მცირე დოზით და სიფრთხილით უნიშნავენ ხანაზმულ, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის, თავისქალა–ტვინის ტრავმის, გამოხატული სისხლძარღვოვანი ჰიპოტენზიის, ასევე გულშიდა სისხლძარღვების გამტარებლობის მქონე ავადყოფებს.
მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

ჭარბი დოზირება: პრეპარატის მაღალი დოზებით ინტრავენურმა შეყვანამ, შეიძლება გამოიწვიოს არითმიები ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადები. მკურნალობა სიმპტომატიური.

შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: 2მლ პრეპარატი ამპულაში. 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად, პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი: (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა: [email protected]

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
დიდუბე
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
შიდა ქართლი
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
იმერეთი
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები