დიფეროლ ფორტე D3 2000სე#20კ

91695
მარაგშია
30.24 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.24 

დიფეროლი ფორტე /Diferolforte

აქტიური ნივთიერება: cholecalciferol  

გამოშვები სფორმა: კაფსულა #20 

დიფეროლი ფორტეს შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს  ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი ) 50 უგ (2000 სე).

ვიტამინი D3 - ადამიანის საკვები რაციონის შეუცვლელი შემადგენელი ვიტამინი. არის რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ავსებს D3 ვიტამინის დეფიციტს. მონაწილეობას იღებს კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავში კალციუმის შეწოვას და თირკმელებში ფოსფატების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას, საჭიროა პარაფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ვიტამინი D3 მონაწილეობს უჯრედების გამრავლების რეგულაციებში, ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გარკვეული ჰორმონების სტიმულაციაში. 

 ჩვენებები: D ვიტამინის დეფიციტი;   იმუნიტეტის დაქვეითება; ოსტეოპოროზი (ძვლების დაავადება); კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევები. დოზირება და მიღების წესი: D ვიტამინის რეკომენდებული დოზები მათთვის, ვისაც აღენიშნება ვიტამინის დეფიციტი , ან მიეკუთვნება დეფიციტის რისკის ჯგუფს: ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში: 2000 სე დღეში წონის მიხედვით სექტემბრიდან აპრილამდე პერიოდში. 2000 სე დღეში წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში თუ ზაფხულში D ვიტამინის სათანადო რაოდენობით სინთეზი უზრუნველყოფილი არ არის. 65 წლის ზემოთ 2000 სე დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში, რადგან D ვიტამინის სინთეზის უნარი ამ ასაკობრივ ჯგუფში კანში დაქვეითებულია.  ჭარბწონიან ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში: 1600-4000 სე დღეში მთელი წლის განმავლობაში. ფერადკანიანი პირები:  1000-2000 სე დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში. ღამის ცვლის მუშაკები. 1000-2000 სე დღეში წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში. D ვიტამინის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირთათვის, ვისაც აწუხებს ძვლის დაავადებები, როგორიცაა: ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია - წარმოადგენს ძვლებში მინერალების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ოსტეოპოროზის განვითარების დასაწყისია. ოსტეომალაცია ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც ორგანიზმში აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვის დარღვევას, რასაც თავის მხრივ მივყავართ კალციუმის ნაკლებობამდე. D ვიტამინის დიდი დოზით მიღება ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აღენიშნებათ თირკმლის დაავადებები. პრეპარატ დიფეროლის-ის მიღება ერთდროულად მზის სხივების ზემოქმედებასთან ერთად არ ქმნის დოზის გადაჭარბების რისკს.

დოზირება:

დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით .პრეპარატი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

განსაკუთრებული მითითებები: პროდუქტი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით და მისი ზედამხედველობის ქვეშ. რეკომენდებული არ არის სხვაგვარად მისი მიღება. პროდუქტი არ არის განკუთვნილი პარენტერალური მიღებისთვის.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი :  International Health Solution  დიდი ბრიტანეთი

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები