სინტომიცინის ლინ10%25გ(ალტაივ)

14737
არ არის მარაგში
2.67 
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატები ჯენერიკიChloramphenicolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

სინტომიცინის ლინიმენტი 5% და 10%
     

5% და 10% სინტომიცინის ლინიმენტი შეიცავს სინტომიცინს, აბუსალათინის ზეთს, ემულგატორს, გასუფთავებულ წყალს, კონსერვანტს, გასუფთავებულ ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას. პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის, დამახასიათებელი სუნის მქონე ლინიმენტს.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქლორამფენიკოლი.

გამოყენების ჩვენება:
პრეპარატს გააჩნია მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა ჭრილობის ინფექციების და ჩირქოვან-ანთებითი პროცესების სხვადასხვა ფორმის გამომწვევების მიმართ. იგი გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების, ფურუნკულების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ტროფიკული წყლულების, II და III ხარისხის დამწვრობების დროს.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა. ლაქტაციის პერიოდში დვრილების დაზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება.

მიღების წესი და დოზირება:
მარლას გაჟღენთავენ პრეპარატით, ან ამ უკანასკნელს წაისმევენ უშუალოდ დაზიანების უბანზე ან ჭრილობაზე და ზემოდან აფიქსირებენ დამცავ ნახვევს, პერგამენტის ან კომპრესულ ქაღალდს. გადახვევას აწარმოებენ ჩვენების მიხედვით 1-3 დღის, ხანდახან 4-5 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ტუბებში ან ქილებში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.