ს/მც-სელის თესლები 100გ(ნეოფ)

92942
მარაგშია
5.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები ჯენერიკიLinum usitatissimum * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
5.50 

სელის თესლი

SEMEN LINI

მცენარეული ნედლეული

ათქ კოდი: A03AX (სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავების ფუნქციების დარღვევისას).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საფაღარათო ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მცენარეული წარმოშობის ზედაპირის შემომგარსველი საშუალება.

მცენარეული ნედლეულის ქიმიური შემადგენლობა

სელის თესლის შემადგენლობაში შედის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მცენარეული ბოჭკო, წყალი, მონო და დისაქარიდები, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები; ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, PP, K, ქოლინი; მიკროელემენტები: რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, სელენი; მაკროელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი; ცხიმოვანი მჟავები: ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9; ანტიოქსიდანტები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

სელის თესლს აქვს შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო, ასევე მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.

სელის თესლის ლორწო ამოეფინება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს და ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. სელის თესლი ხელს უწყობს წონაში სწრაფად კლებას, ამყარებს იმუნიტეტს, აჯანსაღებს მთლიანად ორგანიზმს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

გამოიყენება, როგორც საფაღარათო, შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ენტეროკოლიტის, კოლიტის, გასტრიტის, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების, ინტოქსიკაციების დროს.

ჩვენება

• შეკრულობა,

• ნაწლავების ფუნქციური დარღვევები ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებების მაღალი დოზებით გამოყენებისას,

• მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი,

• როგორც საშუალება, რომელიც ამცირებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას გასტრიტის და ენტერიტის დროს,

მომზადების წესი

1 ჩაის კოვზ ნედლეულს ამატებენ ერთ ჭიქა (1:30) მდუღარე წყალს, ჭურჭელს თავს დააფარებენ და წამოადუღებენ 15წთ-ით ნელ ცეცხლზე პერიოდული მორევით. უმჯობესია, ნახარშის მომზადება მოხდეს საღამოს და დაყოვნდეს დილამდე შეფუთულ მდგომარეობაში. მიღებულ ლორწოს გადაწურავენ მარლის ორმაგ ფენაში.

მიღების წესი და დოზირებ

მიიღება 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა.

პრეპარატის გამოყენებამდე სასურველია კონსულტირება ექიმთან.

საფაღარათო და შემომგარსველი ეფექტის მიღებისთვის

 აუცილებელია შემდეგი რეცეპტის გამოყენება: 2 სუფრის კოვზ სელის თესლს უნდა დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყოვნოთ 10 წთ. უნდა მივიღოთ 1/2 ჭიქა ჭამამდე. ასეთი გამონაწვლილი ეფექტურია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს. საფაღარათო საშუალების სახით მოცემული პრეპარატის გამოყენება მოითხოვს პარალელურად დიდი რაოდენობით სითხის მიღებას.

• იგივე პროპორციებით და სქემით, მხოლოდ დაფქული სახით, სელის თესლი გამოიყენება გამონაცემის მოსამზადებლად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.

სელის თელის გამოყენება შეიძლება მთლიანი ან დაფქული სახით. მას უმატებენ სალათებში, ფაფებში, რძის პროდუქტებში, ღვეზელში, ან 1:1 თანაფარდობით ურევენ თაფლში ან ჯემში.

სელის თესლის რეკომენდებული დღიური დოზაა 5გ-დან 50გ-მდე. სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღებად სელის გამოყენება რეკომენდებულია რამდენიმე კვირის განმავლობაში.

უკუჩვენება

•  პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა,

• დისპეფსიური მოვლენები (დიარეა),

• ქოლეცისტიტის გამწვავება.

კატეგორიულად უკუნაჩვენებია სელის თესლის მიღება ნაწლავთა გაუვალობის, მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს, განსაკუთრებით გამწვავების პერიოდში.

დაუშვებელია აგრეთვე საკვებად დღეში გამოყენებულ იქნეს 1 სუფრის კოვზზე მეტი, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს სელის ზეთს და შესაძლოა ღვიძლის არეში აღინიშნოს უსიამოვნო შეგრძნება.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის მიღებისას, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს მეტეორიზმი, დიარეა, გულისრევა, ალერგიული რეაქციები.

საფაღარათო საშუალების სახით სელის თესლის გამოყენებამ საკმარისი რაოდენობით სითხის მიღების გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს ილეუსი (ნაწლავთა გაუვალობა).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა პრეპარატებთან ერთდროული მიღების დროს აქვეითებს მათ შეწოვას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს არასასიამოვნო შეგრძნებები ღვიძლის არეში.

გამოშვების ფორმა

100გ მცენარეული ნედელეული მუყაოს კოლოფებში.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

შპს ნეოფარმი.

საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები