ვიტაფეროლი მეგა D3 #60კაფს

94138
-28%
მარაგშია
38.85 
27.78 
დანაზოგი: 11.07 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.85 
27.78 
დანაზოგი: 11.07 ₾ (28%)

ვიტაფეროლი მეგა დ3

(ქოლეკალციფეროლი)

მაღალი ხარისხის ვიტ. D3 მაღალი ბიოშეღწევადობით 

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

1  კაფსულა შეიცავს 2 000სე  ვიტამინი D3-ს

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმა ვიტამინი D3-ია (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთი სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად.

ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.

ვიტამინი D-ს სინთეზი კანში მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად დამოკიდებულია:

  • UVB (ულტრაიისფერი სხივები)-ის რაოდენობაზე (დამოკიდებულია სეზონზე, დღის პერიოდზე, მზეზე ყოფნის ხანგრძლივობაზე, ღრუბლის საფარზე, ნისლზე);
  • კანის ხილული ზედაპირის ფართობზე (მზე უნდა ასხხივებდეს სახეს, ხელებს, ზურგსა და ქვედა კიდურებს);
  • დასხივების ხანგრძლივობაზე (მზის პირდაპირი დასხივება უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 15 წუთი, კვირაში 3-ჯერ);
  • კანის ტიპზე (მუქი შეფერილობის კანის მქონე პირებს გაცილებით დიდი დროის გატარება უწევთ მზის პირდაპირი დასხივების ქვეშ, იმისათვის რომ მოხდეს ვიტამინ D-ს გამომუშავება)

საკვები პროდუქტებიდან ვიტამინ D-ს არასაკმარისი რაოდენობით მიღება, მისი შეწოვის დარღვევა, მზის ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური ინსოლაცია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა და კვების თავისებურება განაპირობებს ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტს.

ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს:  ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება. მისი დაბალი კონცენტრაცია ორგანიზმში კორელაციაშია კოგნიტური დეფიციტის განვითარების რისკთან (41-60%), ასევე მეტაბოლური და აუტოიმუნური დაავადებების განვითარებასთან.  D ვიტამინის დეფიციტი ზრდის გულ-სისხლძარღვთა (კარდიოვასკულური დაავადებები, ჰიპერტენზია, ინსულტი), საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვულ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს.

ჩვენებები:

  • ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა, ჰიპოკალცემიური ტეტანია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა. ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, ძვალ-სახსროვანი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, კანისა და კანის დანამატების დაავადებათა,რეპროდუქციული და იმუნური სისტემის დაავადებათა პრევენცია და კომპლექსურ თერაპიაში
  • ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებებისას, როგორც დამხმარე საშუალება

მიღების წესი და დოზირება:

დღიური დოზა შეიცავს:

ყოველი 1 კაფსულა შეიცავს

% DRI*

ვიტამინი D3

50.0 მკგ (2000 სე)

1000

ქოლეკალციფეროლი, მზესუმზირის ზეთი, მსხვილფეხა რქოსანი ჟელატინი, დამატენიანებელი: გლიცერინი.

რეკომენდებულია 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, ორსული და მეძუძური დედები 1 კაფსულა ყოველ მეორე დღეს.

ხანგრძლივობა: 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში, 1 თვის შემდეგ რეკომენდებულია კურსის გამოერება.

სიფრთხილის ზომები: არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ანაცვლებს საკვებს. არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

უკუჩვენებები: შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250 ტემპერატურაზე. დაიცავით ყინვისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან.

გამოშვების ფორმა:კაფსულები, 60 კაფსულა.

არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს.

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ ეტიკეტზე მითითებული თარიღი (EXP).

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი.

მწარმოებელი: „ვალმარკი“, ჩეხეთი

 

მსგავსი პროდუქტები