აქტივამენტი #14პაკ

80405
მარაგშია
68.25 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიCiticolinum+Vit.B6+B12 გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
68.25 

აქტივამენტი

სურსათის დანამატი

10 მლ ორალური ხსნარი საშეტში N14

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები

1 საშეტის შემადგენლობა

ციტიქოლინი

250 მგ

ვიტამინი B6

1.4 მგ

ვიტამინი B12

2.5 მკგ

სხვა ინგრედიენტები: წყალი, მღებავი: E150b; კოლას არომატი, მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა; კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; დამატკბობელი: სუკრალოზა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ციტიქოლინის ეგზოგენური მიღება ზრდის ბიოსინთეზური გზებისთვის ხელმისაწვდომი ქოლინის მარაგს. ამცირებს გლუტამატის დონეს და ზრდის ატფ-ს. იცავს იშემიით გამოწვეული ნეიროტოქსიური დაზიანებისგან. აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ტვინის სისხლმომარაგებას. ზრდის ნეიროტრანსმიტერების (აცეტილქოლინი, ნორეპინეფრინი, დოპამინი) ხელმისაწვდომობას.

ციტიქოლინი ასტიმულირებს დოპამინერგულ სისტემას თავის ტვინსა და ბადურაში. შედეგად ზრდის ბადურის ნეიროტრანსმიტერის (დოპამინი) დონეს.

აუმჯობესებს რეტინული და პოსტრეტინული ვიზუალური გზების ფუნქციას ამბლიოპიის დროს. ციტიქოლინის ქრონიკული მიღება ზრდის დოპამინის რეცეპტორების სიმკვრივეს და ხელს უწყობს ფუნქციის (რომელიც ნორმაში ასაკთან ერთად ქვეითდება) ნაწილობრივ აღდგენას. ასტიმულირებს გლუტათიონის სინთეზს, ხელს უწყობს სფინგომიელინის შენახვას და აუმჯობესებს სიგნალის ტრანსდუქციას ნერვულ უჯრედებსა და ბადურაში.

B6 და B12 ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვული უჯრედის ენერგიის მეტაბოლიზმს და მიელინიზაციას. აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს. აუმჯობესებს ნეიროტრანსმისიას და კოგნიტურ ფუნქციას.

ფარმაკოკინეტიკა

ორალური მიღების შემდეგ ციტიქოლინი კარგად შეიწოვება. აბსორბცია თითქმის სრულია და ბიოშეღწევადობა პარენტერალური მიღების ეკვივალენტურია. მეტაბოლიზდება ნაწლავსა და ღვიძლში ქოლინად და ციტიდინად. კარგად ნაწილდება ტვინის სტრუქტურებში. ქოლინის ფრაქცია სწრაფად ინკორპორირდება სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში, ციტიდინის ფრაქცია - ციტიდინურ ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინის მჟავებში. დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი (<3%) ხვდება შარდსა და ფეკალიებში. მიღებული დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა ამონასუნთქი ნახშირორჟანგის სახით.

გამოყენება

აქტივამენტი წარმოადგენს საკვებ დანამატს ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციისთვის. მიიღება  ყურადღების კონცენტრაციის, ფოკუსის, დასწავლისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად ბავშვებში, მოზრდილებსა და ასაკოვნებში.

აქტივამენტის მიღება ეფექტიანია შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი
  • ქირურგიული პროცედურის შემდგომი აღდგენითი პერიოდი
  • კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება, ასაკობრივი ან თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს
  • იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი
  • ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი არღდგენითი პერიოდი
  • დიაბეტური ნეიროპათია, რეტინოპათია
  • გლაუკომა
  • ამბლიოპია
  • დეპრესიის ადიუვანტური თერაპია

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებულია 1-2 საშეტი დღეში. საშეტის გახსნამდე მიზანშეწონილია შენჯღრევა შიგთავსის ჰომოგენიზაციის მიზნით.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ციტიქოლინის ან ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოყენება ორსულობის დროს

ციტიქოლინის ორსულობის დროს გამოყენების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

გამოყენება ბავშვებში

ადეკვატური დოზით ციტიქოლინის ორალური მიღება  უსაფრთხოდ ითვლება 1 წლამდე ასაკიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ურთიერთქმედება

ციტიქოლინი აძლიერებს ლევოდოპას შემცველი მედიკამენტების ეფექტს.

მისი მიღება არ უნდა მოხდეს მეკლოფენოქსატის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 12 - 25° C-მდე ტემპერატურის პირობებში. გამოყენების ვადა ვრცელდება პირობების დაცვით შენახულ გაუხსნელ პროდუქტზე.

სიფრთხილის ზომები

შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

საკვები დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.

არ გამოიყენოთ თუ ინახებოდა დაზიანებულ შეფუთვაში.

მწარმოებელი

Gruppo Farmaimpresa Srl

Via Cipro, 1 - 25124 Brescia, იტალია

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები