კოლდისეპტი ნანოსილვ20მლ ყელ/სპ

96308
მარაგშია
24.56 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოტორინოლარინგოლოგიური სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიArgentum colloidum,Na,K,Ca Cloridum,Glyc გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
24.56 

კოლდისეპტი ნანოსილვერი

ყელის სპრეი

სავაჭრო დასახელება

კოლდისეპტი ნანოსილვერი

ინფორმაცია მწარმობლის შესახებ

არკონა ლაბორატორია სტომატოლოგიური ფარმაკოლოგიის გჟეგოჟა კალბარჩიკა, ნასუტუვი 99С, 21-025 ნემცე, პლპნეთი

АРКОНА Лаборатория стоматологической фармакологии Гжегожа Калбарчика, Насутув 99С, 21-025 Немце, Польша

დანიშნულება

სამედიცინო გამოყენების საქონელი სპრეის სახით ყელისთვის აუქმებს ცხვირის ლორწოვანის სიმშრალეს და გაღიზიანებას, ერთდროულად იცავს

გარემოს მავნე  ფაქტორების ზემოქმედებისგან, კერძოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:

- ინფექციური ან ალერგიული რინიტი

- ატროფიული რინიტი

- ისეთი მედიკამენტების გამოყენება, რომლებსაც აქვთ მავნე ზეგავლენა ცხვირის ლორწოვანზე

- სინუსიტი

- გარემოს მავნე ფაქტორების არსებობა (ჰაერის დაბინძურება, მტვერი, ექსტრემალური ტემპერატურა)

- მოწევა

- ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რომელიც გამოწვეულია ცენტრალიზებული გათბობის ან კონდიცირების სისტემის მუშაობით

- ხანდაზმული ასაკი.

სამედიცინო გამოყენების საქონელი კოლდისეპტი ნანოსილვერი ატენიანებს და ამშვიდებს ცხვირის ლორწოვან გარს, ხელს უწყობს მის რეგენერაციას და წვის შეგრძნების გაუქმებას.

შეიცავს ვერცხლისა ნანონაწილაკებს, რომლებიც ამცირებენ ბაქტერიებისა ზრდას. სამედიცინო საქონელი ქმნის გელის აპკს, რომელიც იცას ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას. აღნიშნული თვისება განპირობებულია შემადგენლობაში მინერალური მარილებისა და მცენარეული ექსტრაქტების არსებობით.

გამოყენების პირობები: გამოიყენეთ სისტემატიურად ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

არ წარმოადენს სამკურნალო საშუალებას.

ტექნიკური და ფუნქციონალური დახასიათება

პარამეტრის დასახელება

აღწერილობა

ნაწარმის აღწერილობა და მოწყობილობა

სითხე ფლაკონში ტუმბო-დოზატორით და გამაფრქვიელებლით, პლასტიკური დამცველი თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შევსების მოცულობა

20 მლ (200 დოზა; 0.1 მლ/დოზა)

შიგთავსის დახასიათება

ერთგვაროვანი სითხე თეთრი ან მოყვითალო ფერის, გამჭვირვალე ან ოდნავ ამღვრეული, ხილული გაუხსნელი ნაწილაკების გარეშე

შიგთავსის შემადგენლობა

გასუფთავებული წყალი, გლიცერინი, ნანოკოლოიდური ვერცხლი, სორბიტოლი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, ჰექსაგიდრატი, მაგნიუმის ქლორიდი, ჰექსაგიდრატი, ირლანდიური ხავსის ექსტრაქტი, ბაღის პიტნის ზეთი, ლიმონმჟავა.

გამოყენების უკუჩვენებები

  • ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
  • ვერცხლის მიმართ ალერგია

სიფრთხილის ზომები

  • მოერიდეთ შემთხვევით კონტაქტს თვალების ლორწოვან გარსზე;
  • შეაჩერეთ გამოყენება, თუ გამოვლინდა რაიმე საგანგაშო სიმპტომი;
  • ორსულ ქალებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სამედიცინო გამოყენების საქონელი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი

დოზირების რეჟიმი

განკუთვნილია უწყვეტი გამოყენებისათვის არა უმეტესს 30 დღის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი

  1. პირველ გამოყენებამდე საჭიროა რამდენიმე საცდელი დაჭერა დოზირების ტუმბოზე.
  2. შეიყვანეთ ნებულაიზერი პირის ღრუში, ყელის მიმართულებით.
  3. 6 წლამდე 2-3 შესხურება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, 6 წლიდან შეისხურეთ 3-4 დოზა (ტუმბო-დოზატორის დაჭერით).

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სამედიცინო გამოყენების საქონელის გამოყენებასთან, კომბინირებულ გამოყენებას სხვა სამედიცინო მოწყობილობებთან ან ინდივიდუალურ წამლებთან

გვერდითი მოვლენების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ალერგიის სიმპტომები. ალერგიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სამედიცინო გამოყენების საქონელის გამოყენება.

გვერდითი მოვლენების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, გვერდითი რეაქციები, სამედიცინო გამოყენების საქონელის ურთიერთქმედების თავისებურებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ამ სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებისას, უნდა გადაეცეს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ცხოვრობს პაციენტი.

შენახვის და გამოყენებისწესები

ვარგისობის ვადა - 3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვაზე მითითებული სიმბოლოების აღწერა

 

ვარგისია:

 

სერია:

 

მიმართეთ გამოყენების ინსტრუქციას

 

ევროპული შესაბამისობის ნიშანი