მინერალკალცი #30ტ

96672
მარაგშია
38.40 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიCalcium carbonatum,D3,Zn,K1 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
38.40 

მინერალკალცი

ტაბლეტები N30

შემადგენლობა:

კალციუმის კარბონატი 1000მგ

ვიტამინი D3 400 სე

თუთია 10 მგ

ვიტამინი K1 (ფილოქინონი) 50 მკგ

მინერალკალცი არის საკვები დანამატი ტაბლეტების სახით, რომელიც მაღალი დოზით შეიცავს კალციუმს,  ვიტამინ D-ს, თუთიას და ვიტამინ K1-ს. ამ კომპონენტებს აქვთ სინერგიული მოქმედება და აუცილებელია ორგანიზმში მრავალი პროცესის ნორმალური მიმდინარეობისათვის.

  • კალციუმი

აუცილებელია ნერვული, კუნთოვანი და სისხლმბადი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას, აუცილებელია კბილების სიჯანსაღისთვის.

  • ვიტამინი D

ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, უზრუნველყოფს ძვლების და კბილების სიჯანსაღეს, აძლიერებს იმუნიტეტს.

  • თუთია

აუცილებელია მრვალი ორგანოსა და სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მათ შორის ჩონჩხის, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემების.

  • ვიტამინი K1

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, უზრუნველყოფს ოსტეოკალცინის სინთეზს და შესაბამისად, აბსორბირებული კალციუმის მაქსიმალურ ფიქსაციას ძვლოვან მატრიცაზე.

მინერალკალცი რეკომენდებულია:

კალციუმის დეფიციტისას, ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მოტეხილობების შემდეგ, მენოპაუზის პერიოდში, როდესაც ძვლის რეზორბციის პროცესი ჭარბობს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნის პროცესს.

რეკომენდაცია გამოყენებისთვის:

1 ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

შენახვის პრობები

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

ფორმა და შეფუთვა

შეფუთვა1X10X3  ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.

 

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

კომპანია Erbozeta S.P.A

მისამართი:  Strada Delle Seriole, 41/43 -47894 Chiesanuova (RSM) - იტალია

 

 

 

ერთად ყიდულობენ