სონოფიტო 50მლ წვეთები

123576
მარაგშია
37.50 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფინოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები) ჯენერიკიGamma-aminobut.ac.Glycin,Glutam.ac,Mg,B6 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
37.50 

სონოფიტო

ნოოტროპული, ნეირომეტაბოლური სტიმულატორი წვეთები 50 მლ

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა: (ყოველი 2 მლ):

• GABA – 200 მგ

• მაგნიუმი – 100 მგ

• გლიცინი – 200 მგ

• გლუტამინი – 20 მგ

• ვიტამინი B1 – 1,1 მგ

• ვიტამინი B2 – 1,4 მგ

• ვიტამინი B5 – 6 მგ

• ვიტამინი B6 – 1,4 მგ

• ვიტამინი B12 – 2,5 მკგ

• ბიოტინი – 50 მკგ

 

ფარმაკოლოგიური ეფექტი:

GABA-გამა ამინოერბო მჟავა -წარმოადგენს ამონომჟავას, რომელიც აბალანსებს ტვინის ქიმიურ მდგომარეობას. მისი დეფიციტი წარმოიშვება ხანგრძლივი დროის განმავლობაში სტრესის, შფოთვის ან დეპრესიულ მდგომარეობაში. გამა-ამინოერბოს მჟავა  ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს ცნს-ში და გააჩნია ნოოტროპული მოქმედება. წარმოადგენს ძირითად დამთრგუნველ მედიატორს ცნს-ში (დამამუხრუჭებელი მედიატორი). ამცირებს ნეირონების აქტივობას, ხელს უშლის ნერვული უჯრედების აგზნებადობას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს ენერგეტიკულ პროცესებს, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას. ზრდის აზროვნების ეფექტურობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი, ანტიჰიპოქსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. მონაწილეობს მეტყველების და მამოძრავებელი ფუქციების აღდგენაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

მაგნიუმი- მონაწილეობს ორგანიზმის მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში. მაგნიუმის იონები ამცირებენ ნეირონების აგზნებადობას, ასრულებენ ფიზიოლოგიურ როლს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, მონაწილეობენ მრავალ ფერმენტულ რეაქციაში და ატფ-ს სინთეზში. მაგნიუმი არის მინერალი, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას, კუნთების შეკუმშვას და რელაქსაციას, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გლიცინი არის მეტაბოლური ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს თავის ტვინში, ააქტიურებს დამცავ დათრგუნვის პროცესებს, ხსნის ფსიქო-ემოციურ დაძაბულობას, ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, აქვს სედატიური და ანტიდეპრესანტული მოქმედება.

გლუტამინი არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელიც გარდაიქმნება გლუტამინის მჟავად, რათა უზრუნველყოს ნეირონების ენერგია, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე დაბალია. ამავდროულად, მას აქვს დეტოქსიკაციური და იმუნომასტიმულირებელი ეფექტი.

B ჯგუფის ვიტამინები არის ნეიროტროპული ვიტამინები, რომლებიც ზრდის სუნთქვას და ენერგიის გამომუშავებას ნერვულ ქსოვილში, აჩქარებს ნეირონების რეგენერაციას, აუმჯობესებს ნერვულ გამტარობას.

დოზირების რეჟიმი:

0-2 წლამდე - 10 წვეთი დღეში ერთხელ

2-4 წლის - 10 წვეთი 2-ჯერ დღეში

4-7 წლის - 15 წვეთი 2-ჯერ დღეში

7 წლიდან  და მოზრდილებში - 20 წვეთი ორჯერ დღეში.

გამოყენების რეკომენდაცია:

  • განწყობის გაუმჯობესება;
  • დაძინების პროცესის შემსუბუქება და ძილის ნორმალიზება;
  • გონებრივი შრომისუნარობის გაზრდა; 
  • ფსიქოემოციური დაძაბულობის, აგრესიულობის, კონფლიქტურობის შემცირება და სოციალური ადაპტაციის გაზრდა;
  • ვეგეტო - სისხლძარღვოვანი დარღვევების შემცირება;
  • ინსულტის და ქალა - ტვინის ტრავმისას ტვინის მხრივ დარღვევების გამოხატულების შემცირება

არ გამოიყენება იმ შემთვევაში თუ გავოვლინდება:

შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

გამოშვებისფორმა: ფლაკონი საწვეთურით - 50 მლ

გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საკვები დანამატები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალანსებული კვების შემცვლელად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას.

წარმოებულია  GLOBAL CBS LLC -სთვის

Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti.

 
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები