ვილნობი 50მგ #28ტ

97845
-28%
მარაგშია
46.24 
33.29 
დანაზოგი: 12.95 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები ჯენერიკიVildagliptinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
46.24 
33.29 
დანაზოგი: 12.95 ₾ (28%)

 

ვილნობი 50 მგ

ტაბლეტი

ფორმულა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს აქტიური ნივთიერების სახით; უწყლო ლაქტოზას დამხმარე ნივთიერების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოყენებული სამკურნალო საშუალებები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 (DPP-4) ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A10BH02.

ვილდაგლიპტინი მიეკუთვნება კუნძულოვანი უჯრედების გამაძლიერებლების ჯგუფს, არის ძლიერი და სელექტიური DPP-4 ინჰიბიტორი.

მოქმედების მექანიზმი

ვილდაგლიპტინის გამოყენება DPP-4 აქტივობის სწრაფ და სრულ ინჰიბირებას იწვევს, რასაც, თავის მხრივ, მოსდევს ინკრეტინის ჰორმონების GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და GIP (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის) უზმოზე და ჭამის შემდეგ ენდოგენური დონეების მომატება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

აღნიშნული ინკრეტინის ჰორმონების ენდოგენური დონეების გაზრდით, ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რასაც გლუკოზადამოკიდებული ინსულინის სეკრესიის გაუმჯობესება მოსდევს. ვილდაგლიპტინის დღეში 50-100 მგ დოზით მკურნალობამ მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბეტა-უჯრედების ფუნქციის მარკერები HOMA-β (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება-β), პროინსულინის და ინსულინის თანაფარდობა და ბეტა-უჯრედების მგრძნობელობის მაჩვენებლები ხშირად არჩევითი კვების ტოლერანტობის ტესტში. დიაბეტის არმქონე (ნორმალურ გლიკემიურ) პირებში, ვილდაგლიპტინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას ან არ ამცირებს გლუკოზის დონეებს.

ენდოგენური GLP-1 დონეების გაზრდით, ვილდაგლიპტინი ასევე აძლიერებს ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც, თავის მხრივ, იწვევს გლუკოზის შესაფერისი გლუკაგონის უფრო მეტ სეკრეციას.  

ჰიპერგლიკემიის დროს ინკრეტინის ჰორმონის გაზრდილი დონის გამო ინსულინის/გლუკანობის თაფარადობის მომატება იწვევს უზმოზე და ჭამის შემდგომი ღვიძლისმიერი გლუკოზის წარმოქმნის შემცირებას, რასაც შემცირებული გლიკემია მოჰყვება.

GLP-1-ის მომატებული დონეების ეფექტი, რომელიც ანელებს კუჭის დაცლას, ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს არ აღინიშნება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა:

უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ, ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება, რა შემთხვევაშიც პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 1.7 საათში აღინიშნება. საკვები ოდნავ აყოვნებს მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დროს 2.5 საათამდე, თუმცა არ ცვლის საერთო ექსპოზიციას (AUC). ვილდაგლიპტინის მიღება საკვებთან ერთად იწვევს შემცირებულ Cmax-ს (19%). თუმცა აღნიშნული ცვლილება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, შესაბამისად ვილნობის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 85%-ს შეადგენს.

განაწილება

ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (9.3%) და ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და სისხლის წითელ უჯრედებში. ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა მდგრად მდგომარეობაში ინტრავენური მიღების შემდეგ (Vss) შეადგენს 71 ლიტრს, რაც ექსტრავასკულარულ გავრცელებაზე მიუთითებს.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში ვიდაგლიპტინის გამოყოფის მთავარი გზა არის მეტაბოლიზმი, რაც დოზის 69% შეადგენს. მთავარი მეტაბოლიტი (LAY 151) არის ფარმაკოლოგიურად არააქტიური და წარმოადგენს ციანო ფრაგმენტის ჰიდროლიზის პროდუქტს, რაც დოზის 57%-ს შეადგენს, რასაც მოჰყვება გლუკურონიდის (BQS867) და ამიდის ჰიდროლიზის პროდუქტები (დოზის 4%). ადამიანის თირკმლის მიკროსომებში in vitro მონაცემები ცხადყოფს, რომ თირკმელი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს მის მთავარ ინაქტიურ მეტაბოლიტად, LAY151. DPP-4 ნაწილობრივ უწყობს ხელს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს in vivo კვლევაზე დაყრდნობით DPP-4 დეფიციტური ვირთხების გამოყენებით. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება CYP 450 ფერმენტების გამოყენებით დათვლად სიდიდემდე. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი, რომ ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე ზეგავლენა მოახდინოს CYP 450 ინჰიბიტორების და/ან სტიმულატორების თანმხლებმა გამოყენება. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ აინჰიბირებს/ასტიმულირებს CYP 450 ფერმენტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვილდაგლიპტინმა ზეგავლენა მოახდინოს CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4/5-ით მეტაბოლიზებული თანმხლები პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე.

გამოყოფა

[14C] ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდში, ხოლო დოზის 15% ვლინდება განავალში. შეუცვლელი ვილდაგლიპტინის თირკმლისმიერი გზით გამოყოფა შეადგენს დოზის 23%-ს პერორალური მიღების შემდეგ. ჯანმრთელ პირებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვილდაგლიპტინის პლაზმისა და თირკმლის საერთო კლირენსი შეადგენს 41 და 13 ლ/სთ-ს, შესაბამისად. ვენაში შეყვანის შემდეგ საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს.

ხაზოვნება/არახაზოვნება         

ვილდაგლიპტინის Cmax და ფართობი პლაზმური კონცენტრაციის ქვეშ (AUC) დროის მრუდთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით დოზა პროპორციული წესით თერაპიული დოზის დიაპაზონში.

მახასიათრებლები პაციენტების სპეციფიკურ ჯგუფებში

სქესი

ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებს შორის, ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის (BMI) ფართო დიაპაზონში, ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნა. სქესი ზეგავლენას არ ახდებს DPP-4 ინჰიბირებას ვილდაგლიპტინის მიერ.

ხანდაზმულები

ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებში (≥70 წელი), ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ დღეში ერთხელ) გაიზარდა 32%-ით, რასაც თან ახლდა პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაციის 18%-ით მომატება ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან შედარებით (18-40 წელი). თუმცა, აღნიშნული ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა. ასაკი არ ახდენს ზეგავლენას DPP-4 ინჰიბირებას ვილდაგლიპტინის მიერ.

ღვიძლის უკმარისობა  

ღვიძლის დისფუნქციის ზეგავლენა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე შეისწავლეს ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) მაჩვენებლებზე დაყრდნობით (რაც მერყეობდა 6-დან - მსუბუქი უკმარისობიდან 12-ის - მძიმე უკმარისობის ფარგლებში) ჯანმრთელ პირებთან შედარებით. ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია ერთჯერადი დოზის შემდეგ, ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში შემცირდა (20% და 8%, შესაბამისად), ხოლო ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გაიზარდა 22%-ით. ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (შემცირება ან გაზრდა) არის დაახლოებით 30%, რაც კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა. ღვიძლის დაავადების სიმძიმესა და ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის ცვლილებებს შორის კავშირი არ აღინიშნა.

თირკმლის უკმარისობა

ვილდაგლიპტინი ყველაზე დაბალი თერაპიული დოზის (50 მგ დღეში ერთხელ) ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად ჩატარდა მრავალჯერადი დოზირების, ღია კვლევა, რომელში შეადარეს კრეატინინის კლირენსით განსაზღვრული თირკმლის სხვადასხვა ხარისხის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები (მსუბუქი: 50-<80 მლ/წთ; ზომიერი: 30 -<50 მლ/წთ და მძიმე: <30 მლ/წთ) და ნორმალური ჯანმრთელი საკონტროლო სუბიექტები.

ვილდაგლიპტინის AUC საშუალოდ 1.4-ჯერ, 1.7-ჯერ და 2-ჯერ გაიზარდა შესაბამისად თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. LAY151 და BQS867 მეტაბოლიტების AUC საშუალოდ 1.5-ჯერ, 3-ჯერ და 7-ჯერ გაიზარდა შესაბამისად თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე პაციენტების შესახებ არსებული შეზღუდული მონაცემების თანახმად, ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მსგავსია. LAY151 კონცენტრაციები დაახლოებით 2-3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვილდაგლიპტინი შეზღუდული მოცულობით გამოიდევნება ჰემოდიალიზის გზით (3%-ით 3-4 საათიანი ჰემოდიალიზის სესიის განმავლობაში, დაწყებული დოზირებიდან 4 საათის შემდეგ).

ეთნიკური ჯგუფები

არსებული შეზღუდული მონაცემების თანახმად, რასა რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს.

ჩვენებები:

ვილნობი ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში:

მონოთერაპიის სახით:

-               პაციენტებში, რომელთა კონტროლი მხოლოდ კვებითა და ვარჯიშით ადექვატური არ არის, და როდესაც მეტფორმინი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის არსებობის გამო.

ორმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

-               მეტფორმინი, პაციენტებში არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით, მეტფორმინით მონოთერაპიის მაქსიმალური ტოლერანტული დოზის მიუხედავად,

-               სულფონილშარდოვანა, პაციენტებში არასაკმრისი გლიკემიური კონტროლით, სულფონილშარდოვანას მაქსიმალური ტოლერანტული დოზის მიუხედავად და როდესაც მეტფორმინის გამოყენება არაა მიზანშეწონილი უკუჩვენებების ან აუტანლობის არსებობის გამო,

-               თიაზოლიდინედიონი, პაციენტებში არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით, როდესაც თიაზოლიდინედიონის გამოყენება არაა მიზანშეწონილი.

სამმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

-               სულფონილშარდოვანა და მეტფორმინი, როდესაც კვება და ვარჯიში, პლუს აღნიშნული სამედიცინო პროდუქტებით ორმაგი თერაპია ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.

ვილნობის გამოყენება ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე), როდესაც კვება და ვარჯიში, პლუს ინსულინის სტაბილური დოზა ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

ზოგადი

ვილნობი არ წარმოადგენს ინსულინის შემცვლელს ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში. ვილნობის გამოყენება არ შეიძლება I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზს იტარებენ, ინფორმაცია  შეზღუდულია. შესაბამისად, ვილნობი აღნიშნული პაციენტებში სათანადო სიფრთხილის დაცვით გამოიყენება (იხილეთ ასევე პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის უკმარისობა

ვილნობის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, იმ პაციენტების ჩათვლით, რომელთა ალანინის ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST) დონე მკურნალობამდე არის > 3x ნორმის ზედა ზღვარი (ULN) (იხილეთ ასევე პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი

დაფიქსირდა ღვიძლის დისფუნქციის (ჰეპატიტების ჩათვლით) იშვიათი შემთხვევები. ასეთ შემთხვევებში, პაციენტები ზოგადად იყვნენ ასიმპტომატურნი კლინიკური შედეგების გარეშე და ღვიძლის ფუნქციური სინჯის შედეგები დაუბრუნდა ნორმას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ვილნობით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები პაციენტის საწყისი მაჩვენებლების დადგენის მიზნით. ვილნობით მკურნალობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი 3-თვიანი ინტერვალებით პირველი წლის განმავლობაში და შემდგომ - პერიოდულად. პაციენტებში, ტრანსამინაზას მომატებული მაჩვენებლებით, საჭიროა მონიტორინგი ღვიძლის ფუნქციის მეორე გამოკვლევით მონაცემების დადასტურების მიზნით და შემდგომი დაკვირვებით ღვიძლის ხშირი ფუნქციური სინჯებით, სანამ დარღვევები ნორმას არ დაუბრუნდება. ალანინის ამინოტრანსფერაზას (AST) ან ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (ALT) 3x ნორმის ზედა ზღვარის (ULN) ან მეტი მომატების შენარჩუნებისას, რეკომენდებულია ვილნობით თერაპიის შეწყვეტა.  

სიყვითლის ან ღვიძლის დისფუნქციაზე მიმანიშნებელი სხვა ნიშნების განვითარების შემთხვევაში, ვილნობით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ვილნობით მკურნალობის მოხსნის და LFT ნორმალიზაციის შემდეგ, ვილნობით მკურნალობა არ უნდა განახლდეს.

გულის უკმარისობა

ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური I-III კლასის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ უკავშირდებოდა მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებას ან არსებული გულის შეგუბებითი უკმარისობის (CHF) გაუარესებას პლაცებოსთან შედარებით. ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური III კლასის მქონე პაციენტებში, ვილდაგლიპტინით მკურნალობის კლინიკური გამოცდილება ჯერ კიდევ შეზღუდულია და შედეგები არასარწმუნოა (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური IV კლასის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს და შესაბამისად აღნიშნულ პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

კანის მხრივ დარღვევები

კანის დაზიანებები, ბუშტუკებისა და წყლულების არსებობის ჩათვლით, აღინიშნა მაიმუნების კიდურებში არაკლინიკური ტოქსიკოლოგიის კვლევებში. მიუხედავად იმისა, რომ კანის დაზიანება არ აღინიშნა მომატებული სიხშირით კლინიკურ კვლევებში, დიაბეტური კანის გართულებების მქონე პაციენტებში შეზღუდული გამოცდილება არსებობს. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბულოზური და ექსფოლიაციური კანის დაზიანებების პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები. შესაბამისად, დიაბეტური პაციენტების რუტინული მოვლის შენარჩუნებით, რეკომენდებულია კანის დაზიანებების, როგორიცაა ბუშტუკები და წყლულები, მონიტორინგი.

მწვავე პანკრეატიტი

ვილდაგლიპტინის გამოყენება უკავშირდება მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ.

პანკრეატიტზე ეჭვის დროს, ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის მიღება არ უნდა განახლდეს. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა მწვავე პანკრეატიტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.

ჰიპოგლიკემია

სულფონილშარდოვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. პაციენტები, რომლებიც ვილდაგლიპტინს ღებულობენ სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, იმყოფებიან ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ. შესაბამისად, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად მიზანშეწონილია სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზას აუტანლობის, Lapp ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების მქონე პაციენტებში აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ორსულ ქალებში ვილდაგლიპტინის გამოყენების ადექვატური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მაღალ დოზებზე. პოტენციური რისკი ადამიანებისათვის უცნობია. ადამიანების მონაცემების სიმწირის გამო, ვილნობის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა, თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი გამოიყოფა რძეში. ვილნობის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე ვილდაგლიპიტინის ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებსაც გვერდითი რეაქციის სახით გამოუვლინდა თავბრუსხვევა, უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობას.

გვერდითი მოვლენები / არასასურველი რეაქციები:

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

უსაფრთხოების მონაცემები მიღებულ იქნა 3,784 პაციენტისგან, რომლებიც ვილდაგლიპტინს ღებულობდნენ დღიური დოზით 50 მგ (დღეში ერთხელ) ან 100 მგ (50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ) კონტროლირებად კვლევაში მინიმუმ 12-კვირიანი ხანგრძლივობით. აღნიშნული პაციენტებიდან, 2,264 პაციენტმა ვილდაგლიპტინი მიიღო მონოთერაპიის სახით, ხოლო 1,520 პაციენტმა ვილდაგლიპტინი მიიღო კომბინაციაში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. 2,682 პაციენტი მკურნალობდა ვილდაგლიპტინის 100 მგ დოზით დღეში (50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ), ხოლო 1,102 პაციენტი მკურნალობდა ვილდაგლიპტინის 50 მგ დოზით დღეში ერთხელ.  

აღნიშნულ კვლევებში გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, რომლებიც არ საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას. გვერდით მოვლენებსა და ასაკს, ეთნიკურობას, ექსპოზიციის ხანგრძლივობას და დღიურ დოზას შორის კავშირი არ აღინიშნა

დაფიქსირდა ღვიძლის დისფუნქციის (მათ შორის ჰეპატიტების) იშვიათი შემთხვევები. ასეთ შემთხვევებში, პაციენტები იყვნენ ასიმპტომატურები კლინიკური შედეგების გარეშე და ღვიძლის ფუნქცია დაუბრუნდა ნორმას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 24-კვირიანი ხანგრძლივობის კონტროლირებული მონოთერაპიით და კომბინაციური თერაპიით მიღებული შედეგების თანახმად ალანინის ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST) მომატების ≥ 3x ნორმის ზედა ზღვარის (ULN) სიხშირე (კლასიფიცირებული, როგორც სულ მცირე 2 თანმიმდევრული გაზომვით ან მკურნალობის ბოლო ვიზიტზე გაზომვით მიღებული) იყო 0.2%, 0.3% და 0.2% ვილდაგლიპტინისთვის 50 მგ დოზით დღეში ერთხელ, ვილდაგლიპტინისთვის დოზით 50 მგ დღეში ორჯერ და ყველა კომპარატორისათვის, შესაბამისად. ტრანსამინაზების აღნიშნული მომატება ხშირად იყო ასიმპტომატური, არაპროგრესული თავისი ბუნებით და არ უკავშირდებოდა ქოლესტაზს ან სიყვითლეს.

საკონტროლო დოზების მსგავსი დოზებით ვილდაგლიპტინის მიღებისას აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები. შემთხვევათა უფრო მაღალი წილი აღინიშნა ვილდაგლიპტინის გამოყენებისას კომბინაციაში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებთან (აგფ-ინჰიბიტორებთან). შემთხვევათა უმრავლესობა იყო მსუბუქი და ქრებოდა ვილდაგლიპტინით მკურნალობის გაგრძელებისას.

გვერდითი მოვლენები ცხრილის სახით

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა ორმაგ-ბრმა კვლევებში პაციენტებში ვილდაგლიპტინის მიღებისას მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში, მოცემულია შემდეგ ცხრილში თითოეული ჩვენებისათვის სისტემათა ორგანოების კლასების და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; <1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

კომბინაცია მეტფორმინთან

ცხრილი 1. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას მეტფორმინთან ერთად კომბინაციაში ორმაგ-ბრმა კვლევებში (N=208)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი

ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

კანკალი

ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

თავბრუსხვევა

არახშირი

დაღლილობა

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

ხშირი

გულისრევა

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში + მეტფორმინის კომბინაციის დროს, გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა არც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში + მეტფორმინი ან არც პლაცებო + მეტფორმინის სამკურნალო ჯგუფებში.  

კლინიკურ კვლევებში, ჰიპოგლიკემია ხშირი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ 100 მგ ვილდაგლიპტინს დღეში მეტფორმინთან (1%) კომბინაციაში და არახშირი - იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებო+მეტფორმინს (0.4%). მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ აღინიშნა ვილდაგლიპტინის ჯგუფში.

კლინიკურ კვლევებში, წონა არ შეცვლილა საბაზისო მაჩვენებლიდან, როდესაც მეტფორმინს დაემატა 100 მგ ვილდაგლიპტინი დღეში (+0.2 კგ და -1.0 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).

2 წლამდე ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები არ გამოავლინა, ვილდაგლიპტინის მეტფორმინზე დამატების დროს.

კომბინაცია სულფონილშარდოვანასთან       

ცხრილი 2. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 50 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას სულფონილშარდოვანასთან ერთად კომბინაციაში ორმაგ ბრმა კვლევებში (N=170)

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათი

ნაზოფარინგიტი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი

ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

კანკალი

ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

თავბრუსხვევა

ხშირი

ასთენია

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

არახშირი

შეკრულობა

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში 50 მგ ვილდაგლიპტინი + სულფონილშარდოვანას კომბინაციით, გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევების საერთო სიხშირე იყო 0.6% 50 მგ ვილდაგლიპტინი+სულფონილშარდოვანას ჯგუფში და 0% - პლაცებო+სულფონილშარდოვანას სამკურნალო ჯგუფში.

კლინიკურ კვლევებში, ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე 50 მგ (დღეში ერთხელ) ვილდაგლიპტინის გლიმეპირიდზე დამატების შემთხვევაში იყო 1.2%, ხოლო 0.6% -  პლაცებო+გლიმეპირიდის შემთხვევაშ. ვილდაგლიპტინის ჯგუფში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში წონა არ შეცვლილა საწყისი მაჩვენებლიდან, როდესაც გლიმეპირიდს დაემატა 50 მგ ვილდაგლიპტინი დღეში (-0.1 კგ და -0.4 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).

კომბინაცია თიაზოლიდინედიონთან

ცხრილი 3. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას თიაზოლიდინედიონთან ერთად კომბინაციაში ორმაგ ბრმა კვლევებში (N=158)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი

წონაში მომატება

არახშირი

ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

არახშირი

თავის ტკივილი

არახშირი

ასთენია

სისხლძარღვთა მხრივ დარღვევები

ხშირი

პერიფერიული შეშუპება

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში 100 მგ ვილდაგლიპტინი + თიაზოლიდინედიონის კომბინაციით, გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა არც დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინი + თიაზოლიდინედიონის ან არც პლაცებო + თიაზოლიდინედიონის სამკურნალო ჯგუფებში.

კლინიკურ კვლევებში, ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არახშირი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინი + პიოგლიტაზონის (0.6%) კომბინაციას და ხშირი - იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებო+პიოგლიტაზონის (1.9%) კომბინაციას. მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ აღინიშნა ვილდაგლიპტინის ჯგუფში.

პიოგლიტაზონის კომბინაციურ კვლევაში, წონის აბსოლუტური მატება პლაცებოთი, დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინით იყო 1.4 და 2.7 კგ, შესაბამისად.

პერიფერიული შეშუპების განვითარების სიხშირე, 100 მგ დღეში ვილდაგლიპტინის დამატებისას პიოგლიტაზონის მაქსიმალურ დოზაზე (45 მგ დღეში ერთხელ) იყო 7.0%, 2.5%-თან შედარებით მხოლოდ პიოგლიტაზონის შემთხვევაში.

მონოთერაპია

ცხრილი 4. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას მონოთერაპიის სახით ორმაგ ბრმა კვლევებში (N=1,855)

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათი

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

ძალიან იშვიათი

ნაზოფარინგიტი

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

არახშირი

ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

თავბრუსხვევა

არახშირი

თავის ტკივილი

სისხლძარღვთა მხრივ დარღვევები

არახშირი

პერიფერიული შეშუპება

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

არახშირი

შეკრულობა

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები

არახშირი

ართრალგია

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

გარდა ამისა, ვილდაგლიპტინით ჩატარებულ კონტროლირებადი მონოთერაპიის კვლევებში გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე იმ პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობდნენ დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინით (0.3%) არ იყო პლაცებოზე (0.6%) ან კომპარატორებზე (0.5%) უფრო მაღალი.

შედარებით კონტროლირებად, მონოთერაპიულ კვლევაში ჰიპოგლიკემიის განვითარება იყო არახშირი და დაფიქსირდა პაციენტების 0.4%-ში (1,855-დან 7-ში) დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინით მკურნალობისას და პაციენტების 0.2%-ში (1,082-დან 2) იმ ჯგუფებში, რომლებიც მკურნალობდნენ აქტიური კომპარატორით ან პლაცებოთი, დაფიქსირებული სერიოზული ან მძიმე მოვლენების გარეშე. 

კლინიკურ კვლევებში წონა არ შეცვლილა საბაზისო მაჩვენებლიდან, როდესაც დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით (-0.3 კგ და -1.3 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).  

2 წლამდე ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები არ გამოავლინა ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის დროს.

კომბინაცია მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან

ცხრილი 5. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 50 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან ერთად კომბინაციაში (N=157)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი

ჰიპოგლიკემია

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

თავბრუსხვევა, კანკალი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ხშირი

ჰიპერჰიდროზი

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი მოვლენები

ხშირი

ასთენია

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტა არ დაფიქსირებულა ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი+გლიმეპირიდის სამკურნალო ჯგუფში პლაცებო+მეტფორმინი+გლიმეპირიდის სამკურნალო ჯგუფის 0.6%-თან შედარებით.

ჰიპოგლიკემიის შემთხვევები ხშირი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში (5.1% ვილდაგლიპტინი+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფის და 1.9% პლაცებო+მეტფორმინი+გლიმეპირიდის ჯგუფის შემთხვევაში). ვილდაგლიპტინის ჯგუფში დაფიქსირდა ერთი მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენა.

კვლევის დასასრულს, სხეულის საშუალო წონაზე ეფექტი ნეიტრალური იყო (+0.6 კგ ვილდაგლიპტინის ჯგუფის და -0.1 პლაცებოს ჯგუფის შემთხვევაში).

კომბინაცია ინსულინთან

ცხრილი 6. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას ინსულინთან (მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე) კომბინაციაში ორმაგ ბრმა კვლევაში (N=371)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

ხშირი

სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი

თავის ტკივილი, შემცივნება

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

ხშირი

გულისრევა, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

არახშირი

ფაღარათი, მეტეორიზმი

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში 50 მგ ვილდაგლიპტინის დღეში ორჯერ გამოყენებისას ინსულინთან ერთად კომბინაციაში, მეტფორმინის დამატებით ან მეტფორმინის გარეშე, გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე იყო 0.3% ვილდაგლიპტინის სამკურნალო ჯგუფში, ხოლო პლაცებოს ჯგუფში მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე ორივე სამკურნალო ჯგუფში მსგავსი იყო (14.0% - ვილდაგლიპტინის ჯგუფში და 16.4% - პლაცებოს ჯგუფში). მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები დაუფიქსირდა ორ პაციენტს ვილდაგლიპტინის ჯგუფში, ხოლო 6 პაციენტს - პლაცებოს ჯგუფში.

კვლევის დასასრულს, სხულის საშუალო წონაზე ეფექტი ნეიტრალური იყო (+0.6 კგ ცვლილება საბაზისო მაჩვენებლებიდან ვილდაგლიპტინის ჯგუფის შემთხვევაში და და წონის არავითარი ცვლილება - პლაცებოს ჯგუფის შემთხვევაში).

პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკა

ცხრილი 7. პოსტ-მარკეტინგული გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

უცნობი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

უცნობი

ჰეპატიტი (შექცევადი სამკურნალო პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ)

ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა (შექცევადი სამკურნალო პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ)

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

უცნობი

მიალგია

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

უცნობი

ჭინჭრის ციება

კანის ექსფოლიაციური და ბოლუზორი კერები, ბულოზური პემფიგოიდის ჩათვლით

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

ვილდაგლიპტინს გააჩნია ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ციტროქრომა P (CYP) 450 ფერმენტის სუბსტრატს და არ აინჰიბირებს ან ასტიმულირებს CYP 450 ფერმენტებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან იმოქმედოს აღნიშნული ფერმენტების სუბსტრატების, ინჰიბიტორების ან სტიმულატორების აქტიურ ნივთიერებებთან.

კომბინაცია პიოგლიტაზონთან, მეტფორმინთან და გლიბურიდთან

აღნიშნული პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით ჩატარებული კვლევის შედეგებმა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოავლინა.

დიგოქსინი (Pgp სუბსტრატი), ვარფარინი (CYP2C9 სუბსტრატი)

ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოავლინა. თუმცა, აღნიშნული არ დადგენილა სამიზნე პოპულაციაში.

კომბინაცია ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან ან სიმვასტატინთან

პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა ჯანმრთელ პირებში ამლოდიპინით, რამიპრილით, ვალსარტანით და სიმვასტატინით. აღნიშნულ კვლევებში, ვილდაგლიპტინთან თანმხლები გამოყენების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

კომბინაცია აგფ-ინჰიბიტორებთან

შესაძლებელია აღინიშნოს ანგიონევროზული შეშუპების მომატებული რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე ღებულობენ აგფ-ინჰიბიტორებს (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“).

ყველა სხვა პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს გარკვეული აქტიური ნივთიერებებით, როგორიცაა თიაზიდები, კორტიკოსტეროიდები, თიროიდული პრეპარატები და სიმპათომიმეტური საშუალებები.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

მოზრდილები

მონოთერაპიის სახით გამოყენებისას მეტფორმინთან კომბინაციაში, თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში ან ინსულინთან (მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე) კომბინაციაში, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზა არის 100 მგ, ერთი 50 მგ დოზის მიღებით დილით და ერთი 50 მგ დოზით - საღამოს.

ორმაგი კომბინაციის გამოყენებისას სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ დილით. პაციენტების აღნიშნულ პოპულაციაში, დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინი არ იყო უფრო ეფექტიანი, ვიდრე 50 მგ ვილდაგლიპტინი დღეში ერთხელ.

სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას, სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზა შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.

100 მგ-ზე უფრო მაღალი დოზების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ვილნობის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. იმავე დღეს არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება. 

ვილდაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა სამმაგი პერორალური თერაპიის სახით მეტფორმინთან და თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში არ არის დადგენილი.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციის შესახებ

ხანდაზმულები (≥65 წელი)

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ ასევე პუნქტები „ფარმაკოდინამიკური თვისებები“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსი ≥ 50 მლ/წთ) პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის ან  თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე პაციენტებში, ვილნობის რეკომენდებული დოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის უკმარისობა

ვილნობის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში,  იმ პაციენტების ჩათვლით, რომელთა ალანინის ამინოტრანსფერაზას (ALT) და ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST) დონე მკურნალობამდე არის > 3x ნორმის ზედა ზღვარი (ULN) (იხილეთ ასევე პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

ვილნობის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი), ვილდაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) დადგენილი არ არის. ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის (იხილეთ ასევე პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

მიღების წესი

პერორალური

ვილნობის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე (იხილეთ ასევე პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ჭარბი დოზირება:

ვილდაგლიპტინით ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

სიმპტომები

ჭარბი დოზირების შესაძლო სიმპტომების შესახებ ინფორმაცია მიღებულია დოზის ტოლერანტობის კვლევიდან ჯანმრთელ პირებში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდგლიპტინს 10 დღის განმავლობაში. 400 მგ-ზე, სამ შემთხვევაში აღინიშნა კუნთების ტკივილი, ასევე პარესთეზიის, ცხელების, შეშუპების და ლიპაზას დონის ტრანზიტორული მომატების მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის ინდივიდუალური შემთხვევები. 600 მგ-ზე, ერთ სუბიექტს გამოუვლინდა ტერფებისა და ხელების შეშუპება, კრეატინის ფოსფოკინაზას (CPK), ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონეების მომატება. სამ სხვა სუბიექტს გამოუვლინდა ტერფების შეშუპება, პარესთეზიით ორ შემთხვევაში. ყველა სიმპტომი  და ლაბორატორიული გადახრა ალაგდა მკურნალობის გარეშე საკვლევი სამკურნალო პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. 

მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობა. ვილდაგლიპტინის გამოდევნა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით ვერ ხერხდება. თუმცა ჰიდროლიზის მთავარი მეტაბოლიტის (LAY 151) მოცილება ჰემოდიალიზით შეიძლება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, თავის შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

ვილნობი 50 მგ ტაბლეტი; 28 და 56 ტაბლეტის შემცველ ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

ლიცენზიის მფლობელი:              ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტ ა.შ.

(NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.)

სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი:                            ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტ ა.შ.

(NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.)

დუზჯე/თურქეთი

იყიდება სამედიცინო დანიშნულებით.

აღნიშნული პროდუქტის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
კახეთი
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
შიდა ქართლი
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
იმერეთი
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები