პანადოლი ექსტ500მგ/65მგ#24(თურ

96784
მარაგშია
4.95 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით ჯენერიკიParacetamol+caffeine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
4.95 

პანადოლ ექსტრა 500 მგ / 65 მგ აპკით შემოგარსული  ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის)გზით.

  • მოქმედი ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი 500 მგ პარაცეტამოლს და 65 მგ კოფეინს შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი(K25), ფხვნილი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სუფთა წყალი, ჰიპრომელოზა, ტრიაცეტინი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე  გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი ანდა დაბალიდოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება პანადოლ ექსტა?
  2. პანადოლ ექსტრას  გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება პანადოლ ექსტრა?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. პანადოლ ექსტრას  შენახვა

1.რა არის და რისთვის გამოიყენება დოსტინექსი?

პანადოლ ექსტრას თითოეული ტაბლეტი 500 მგ პარაცეტამოლს და 65 მგ კოფეინს შეიცავს, წამლის  მოქმედება ვლინდება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტით. პანადოლ ექსტრა, 24 ტაბლეტის შემცველ შეფუთვაშია მოთავსებული.

პანადოლ ექსტრა, მსუბუქი და საშუალო სიძლიერის ტკივილების (თავის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, სახსრების კალციფიკაციასთან დაკაშირებული ტკივილები) და  სიცხის დაწევის მიზნით  გამოიყენება.

2. პანადოლ ექსტრას გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პანადოლ ექსტრა  არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

  • თუ, პარაცეტამოლის, კოფეინის ანდა  ამ წამლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ
  • თუ, თირკმელბის ანდა ღვიძლის მძიმე უკმარისობა გაქვთ
  • თუ, სისხლის მაღალი არტერიული წნევა გაქვთ, ან არტერიული წნევის დამწევ წამალს ღებულობთ ანდა გულის რითმის დარღვევა გაქვთ
  • თუ, ალკოჰოლ-დამოპკიდებულების მკურნალობისთვის დიდი ხანია ღებულობთ დისულფირამის სახელით ცნობილ წამალს
  • თუ, დეპრესიის (ლითიუმის კარბონატის ჩათვლით), შფოთვის(კლოზაპინის ჩათვლით) ანდა დამამშვიდებელ წამლებს ღებულობთ ანდა  შფოთვითი აშლილობა გაქვთ
  • თუ, ეფედრინს (სასუნთქი გზების დახშობის  სამკურნალო წამალი) იყენებთ
  • თუ, თეოფილინის (სასუნთქი გზების დახშობის სამკურნალო წამალი) მომხმარებელი ხართ

პანადოლ ულტრა ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ;

  • ანემია გაქვთ
  • გულის დაავადება გაქვთ
  • ფილტვების დაავადება გაქვთ
  • თირკმელბის ანდა ღვიძლის დაავადება გაქვთ
  • პარაცეტამოლის პირველი გამოყენებისას ანდა   ადრე გამოყენების ისტორიის მქონე ავადმყოფებში, პირველი დოზის გამოყენების დროს ანდა განმეორებითი დოზის მიღების დროს კანზე გამოვლინდა სიწითლე, გამონაყარი ანდა კანის რეაქცია,  ამ ავადმყოფებმა  პარაცეტამოლი ანდა პარაცეტამოლის შემცველი სხვა წამალი აღარ უნდა გამოიყენოს განმეორებით.
  • პარაცეტამოლის შემცველ სხვა წამალს ღებულობთ, აღარ  გამოიყენოთ.  პარაცეტამოლის შემცველი სხვა წამლის გამოყენებამ შეიძლება დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს. პარაცეტამოლი, პარაცეტამოლის შემცველი, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, გრიპის და სურდოს სიმპტომების შემამსუბუქებელი  ანდა  საძილე საშუალებები ერთად არ გამოიყენოთ.
  • ალკოჰოლის მომხმარებელი ხართ, დღეში 2 გ-ზე მეტი პარაცეტამოლი (4 პანადოლ ექსტრას ტაბლეტი) არ მიიღოთ.
  •  დაბალი წონა გაქვთ, ანორექსიული ხართ ანდა კვების უკმარისობა გაქვთ.
  • ღვიძლის ფერმენტების მომატება და  ცვალებადი ხასიათის სიყვითლით გამოვლენილი  მემკვიდრული დაავადება- ჟილბერტის სინდრომი გაქვთ
  • სისხლში შაქრის მეტაბოლიზმისთვის მნიშვნელოვანი გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტი გაქვთ, იშვითდ შეიძლება ჰემოლიზი გამოვლინდეს (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა)
  • ძვლის ტვინის ფუნქციის მოშლა გაქვთ
  • ასთმა, ქრონიკული რინიტი (ხანგრძლივად მიმდინარე სურდო), ქრონიკული ურტიკარია (ხანგრძლივად მიმდინარე ჭინჭრის ციება) და განსაკუთრებუთ, კი ანთების საწინააღმდეგო წამლებზე მომატებული მგრძნობელობა გაქვთ
  • სხვა ანალგეტიკებთან (ტკივილგამაყუჩებელი წამლები)ერთად იყენებთ
  • ხანგრძლივად  იყენებთ

თუ, 3-5 დღეში ახალი სიმპტომები განვითრდება ანდა  ტკივილი არე შემცირდება  და/ანდა  ტემპერატურა არ დაიწევს,  პარაცეტამოლის მიღება შეწყვიტეთ და  ექიმს აცნოებთ.

პანადოლ ექსტრას მწვავედ (ხანმოკლე დროში) მაღალი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ტოქსიკური (მოწამლვა) დაზიანება. ზრდასრულებში, ქრონიკული (ხანგრძლივად მიმდინარე და განმეორებით გამოვლენილი)  ყოველდღიური დოზების მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.

სეფსისის მსგავსად, გლუტათიონის დეფიციტის მქონე ავადმყოფებში პრაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზის რისკის მომატება.

თუ, სერიოზული ინფექცია გაქვთ, მეტაბოლური აციდოზის რისკი მატულობს.

მეტაბოლური აციდოზის ნიშნები ქვემოთაა მოცემული:

  • ღრმა, აჩქარებული და გაძნელებული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
  • გულისრევა და ღებინება
  • უმადობა

პანადოლ ექსტრასთან ერთად  ღვიძლის დაზიანების  მომატების განმაპირობებელი და  ღვიძლში გლუტათიონის მარაგის შემცირების გამომწვევი წამლების გამოყენებამ შეძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი ინტოქსიკაცია. გამოყენების დროს ღვიძლის ფერმენტების დონე (ალტ) შეიძლება მომიმატოს.

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან  ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში  ანდა ამჟამად თქვენთან  ვლინდება,  თქვენს ექიმს აცნობეთ.

პანადოლ ექსტრას  გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პანადოლის, ალკოჰოლთან ანდა ალკოჰოლის შემცველ საკვებთან ანდა სასმელთან (მაგ. ზოგიერთ წამალთან) ერთად მიღებამ  შეიძლება ღვიძლზე დამაზიანებელი ეფექტი მოახდინოს. საკვებმა პარაცეტამოლის ნაწლავით შეწოვის პროცესი შეიძლება შეანელოს.

დიეტის საშუალებით მიღებული კოფეინის რაოდენობა კონნტორლის ქვეშ უნდა იყოს,  რადგანაც მაღალი დოზის კოფეინმა შეიძლება  გამოიწვიოს უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვა, წუხილი, თავის ტკივილი, კუჭის და ნაწლავების მხრივ ჩივილების გაჩენა, გულის ფრიალი.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

პანადოლ ექსტა, ორსულებში სარგებელი-ზიანის შეფასებით უნდა იქნას გამოყენებული. ორსულმა ქალებმა  წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით ექიმის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.  სპონტანური აბორტის რისკის  შესაძლო ზრდის გამო კოფეინის ორსულებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს  მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

პაანდოლ ექსტა, ბავშვის ძუძუთი კვების შემთხვევაში სარგებელი-ზიანის  რისკის შეფასების შემდეგ უნდა  იქნას გამოყენებული.  პარაცეტამოლის  დედის რძეში გადასვლის რაოდენობა ძალიან მცირეა. პარაცეტამოლი, ცოტაც რომ იყოს, დედის რძეში გადადის. კოფეინი დედის რძეში გადადის და ბავშვებში  არასასურველი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს (მოუსვენრობა, ტირილი, უძილობა და ა.შ).

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე წამლის რაიმე სახის ეფექტი არ არის მოსალოდნელი. თუმცა, პარაცეტამოლმა ზოგიერთ ავადმყოფში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ანდა ძილიანობა. პანადოლ ექსტრას გამოყენებისას   ისეთი სამუშაო არ შეასრულოთ, რომელიც სიფხიზლეს საჭიროებს.

პანადოლ  ექსტრას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ეს სამედიცინო პროდუქტი კალიუმს (სისხლში და უჯრედებში არსებული მნიშვნელოვანი ნივთიერება) შეიცავს.  ეს მდგომარეობა, თირკმლის ფუნქციების დაქვეითების მქონე ავადმყოფებში ანდა კალიუმის კონტროლირებადი დიეტის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზოგიერთ წამლებთან ერთად გამოყენებისას პანადოლ ექსტრას ეფექტი შეიძლება შეიცვალოს.  თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:

  • წამლები, რომლებიც კუჭის დაცლის გახანგრძლივებას იწვევს (მაგ. პროპანტელინი და ა.შ.)
  • წამლები, რომლებიც კუჭის დაცლის აჩქარებას იწვევს (მაგ. მეტოკლოპრამიდის მსგავსი)
  • ღვიძლის ფერმენტების მასტიმულირებელი წამლები(მაგ. ზოგიერთი საძილე წამალი, ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)
  • ანტიბიოტიკის სახით გამოყენებული ქლორამფენიკოლი
  • ვარფარინის და კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები(სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლები)
  • ტროპიცეტრონი, გრანიცეტრონი (ქიმიოთერაპიასთან დაკაშირებული გულისრევის და ღებინების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)
  • ზიდოვუდინი (ბავშვებსა და ზრდასრულებში გამოვლენილი აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალოდ და თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული წამლები
  • მიოკარდის (გულის კუნთის) რადიოლოგიური გამოკვლევისას გამოყენებული  ადენოზინი და დიპირიდამოლი
  • სედატიური (დამამშვიდებელი) წამლები
  • ეფედრინი(სასუნთქი გზების დახშობის სამკურნალო წამალი)
  • ბარბიტურატები (დამამშვიდებელი და საძილე საშუალებები)
  • ანტიჰისტამინური (ალერგიის ანდათებითი პროცესის სამკურნალო წამლები)
  • ორალური კონტრაცეპტივები (ორსულობის თავიდან აცილებისთვის გამოყენებული ტაბლეტები)
  • ციმეტიდინი (კუჭის მჟავიანობის სამკურანლო წამლები)
  • ფენილპროპანილამინი, ეფედრინი(გაცივების სამკურნალოდ გამოიყენება)
  • კლოზაპინი(ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება)
  • ატენოლოლი, მეტოპროლოლი, ოქსპრენოლოლი და პროპრანოლოლის  მსგავსი ბეტა-ბლოკერები (სისხლის არტერიული წნევის დაქვეითების მიზნით გამოიყენება)
  •  დისულფირამი (ალკოჰოლიზმის მკურნალობისას გამოიყენება)
  • ლითიუმი (დეპრესიის მსგავსი ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება)
  • მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (დეპრესიის მსგავსი ფსიქიური დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება)
  • ტრანკლიზანი (ნერვული გაღიზიანების დამშვიდების მიზნით გამოიყნება)
  • მეტოქსალენი (ფსორიაზის  სამკურნალოდ გამოიყენება)
  • ფენიტოინი, გლუტეტიმიდი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება)
  • რიფამპიცინი (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება)
  • პიპემიდიკის მჟავა(საშარდე გზები ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება)
  • თეოფილინი(ასთმის მსგავსად, სასუნთქი გზების დახშობის სამკურნალოდ გამოიყენება)
  • ლევოთიროქსინი (ფარისებრი ჯიკრვლის დაქვეითებული ფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება)
  • დომპერიდონი ( გულისრევა ღებინების მკურნალობის დროს)
  • ქოლესტირამინი (სისხლში ცხიმის დონის დამაქვეთებელი საშუალება)
  • წმ. ჯონის ვორტი(ანტიდეპრესანტის სახით გამოიყენება)
  • სხვა ტკივილგამაყუჩებელი წამლები

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება პანადოლ ექსტრა?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

პანადოლ ექსტრას გამოყენება რეკომენდირებულია ზრდასრულების და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. რეკომენდირებული დოზაა: 1-2 ტაბლეტი, საჭიროებისას შეიძლება დოზის გაზრდა და ყოველ 4 საათში მიღება. თუმცა, 24 საათში 4 დოზაზე მეტი არ უნდა იქნას მიღებული.  დღიური მაქსიმალური დოზაა 4000 მგ/520 მგ (პარაცეტამოლი/კოფეინი). 24 საათში 4 ტაბლეტზე მეტი დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული.  სიმპტომების შემსუბუქებისთვის ყოველთვის  ყველაზე დაბალი  ეფექტური  დოზა გამოიყენეთ. მითითებულ დოზაზე მეტი არ უნდა იქნას გამოყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში სასწრფოდ ექიმს მიმართეთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

მიიღება ორალური (პირის) გზით. 1 ჭიქა წყალთან ერთად გადაყლაპეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში  გამოყენება: ექიმის რეკომენდაციის გარეშე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენოთ.

ხანდაზმულებში გამოყენება: პარაცეტამოლი, ჯანმრთელ, აქტიურ ხანდაზმულებში, ზრდასრულებთან გამოყენებული დოზით შეიძლება იქნას მიღებული. სუსტი და  ნაკლებად აქტიური ხანდაზმულების შემთხვევაში, დოზის შემცირებაა საჭირო. თუმცა, იმის გამო, რომ პანადოლი კოფეინს შეიცავს, ხანდაზმულებში ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა იქნას გამოყენებული.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის და თირკმლების ფუნქციების დარღვევის დროს სიფრთხილით გამოიყენება.

თუ ფიქრობთ, რომ პანადოლ ექსტრას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, პანადოლ ექსტრას  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიფერმკრთალე, უმადობა, გულისრევა და ღებინება შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საათების განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს რაიმე სიმპტომი.  ამიტომ,  ჭარბი დოზის ანდა შემთხვევით ზედმეტი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ ექიმს  აცნოებთ ანდა  საავადმყოფოს მიმართეთ.  მწვავე (ხანმოკლე დროში) მაღალი დოზის  მიღებისას შეიძლება ღვიძლისმიერი ინტოქსიკაცია გამოვლინდეს.  პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შედეგები შეიძლება  ღვიძლის გადანერგვის საჭიროების  ანდა სიკვდილის გამომწვევ  ღვიძლის უკმარისობამდეც  კი გავიდეს. ღვიძლის ინტოქსიკაციურ ცვლილებებთან  და ღვიძლის ფუნქციების დარღვევასთან ერთდ შეიძლება გამოვლინდეს მწვავე პანკრეატიტიც. დოზის  გადაჭარბებისას დამაზიანებლი ეფექტი უფრო მეტია ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების დროს. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბება სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.

თუ პანადოლ ექსტრას  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

თუ,პანადოლ ექსტრას მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

პანადოლ ექსტრათი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

წამალი, ექიმის მიერ მითითებული დროის განმავლობაში მიიღეთ. წამლის, ექიმის რეკომენდაციის  შესაბამისად  გამოყენების შემთხვევაში, წამლის გამოყენების დასრულების შემდეგ რაიმე სახის გვერდითი ეფექტი არ გამოვლინდება.

4.  რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, პანადოლ ექსტრაში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

პანადოლ ექსტრასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები ძირითადად იშვიათად ვლინდება და წამლის გამოყენების შეწყვეტისას ალაგდება.  პარაცეტამოლის 10 გრამზე (20 ტაბლეტი პანადოლ ექსტრა) უფრო მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში,  მავნე ზემოქმედების გამოვლინების ალბათობა მაღალია.  დადგენილია, რომ კოფეინის დღიურად  520 მგ-მდე  მიღების შემთხვევაში, ჯანმრთელ ადამიანებში  არასასურველი ზემოქმედების გამოვლინება არ არის მოსალოდნელი, თუმცა, კოფეინის მიმართ მგრძნობიარე ანდა  კოფეინის არ მომხმარებელი ადამიანების მიერ მაღალი დოზით მიღებისას, შეიძლება არასასურველი ეფექტები გამოვლინდეს, ეს ეფექტებია: კანკალი, მომატებული რეაქცია გამღიზიანებელზე,  უძილობა, ნერვული გაღიზიანება, ნერვიულობა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, გულის ცემის რითმის დარღვევა, შარდის მომატება, კუჭის-მსხვილი ნაწლავის პრობლემები და ხშირი სუნთქვა.

ამ არასასურველი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, აღნიშნულმა მომხმარებლებმა პანადოლ ექსტრას  ანდა კოფეინის შემცველი სხვა წამლების მიღება უნდა შეწყვიტონ.

კოფეინის ხანგრძლივად მოხმარების შემდეგ შეჩერების დროს, 1 კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს  ზოგიერთი სიმპტომი, რის გამოც  აღნიშნული ადამიანები კვლავ იწყებენ კოფეინის მოხმარებას.  ეს სიმპტომებია:  თავის ტკივილი, დაღლილობა და ყურადღების შემცირება.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ  100 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან  შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, პანადოლ ექსტრას მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის  განყოფილებას მიმართეთ:

  • ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა, კანის სიწითლე, აშრევება ანდა პირის ღრუში წყლულები)
  • ანგიოედემა(თვალის ქუთუთოების, ხელების, ფეხების, სახის, მაჯების, პირის, ხახის, ტუჩების და ენის შეშუპება)
  • ანაფილაქსიური შოკი(წნევის დაცემის, სუნთქვის შეკვრის გამომწვევი ძლიერი ალერიული რეაქცია)
  • ასთმა და ფილტვებში ასთმის მსგავსი სიმპტომები, რომელიც სუნთქვის გაძნელებას განაპირობებს (ბრონქოსპაზმი)
  • ასპირინის და ასპირინის მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების გამოყენებისას თუ სუნთქვის გაძნელება ანდა მსგავსი სიმპტომები გამოგივლინდათ, მსგავსი სიმპტომები ამ წამლის მიღების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს
  • მოულოდნელი დალურჯებები და სისხლჩაქცევების გამოვლენა

ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული  გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პანადოლ ექსტრას მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

  • ძილიანობა (სომნოლეციო)
  • თავის ტკივილი
  • თავბრუხვევა
  • დაბუჟება, ჩხვლეტის ანდა  წვის  შეგრძნების მსგავსი მგრძნობელობის დარღვევები
  • ზემო სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები
  • გულისრევა
  • ღებინება
  • მუცლის ზედა ნაწილში დისკომფორტი, ტკივილი და მონელების პრობლემები
  • კუჭსა და ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება
  • მუცლის ტკივილი
  • ყაბზობა

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

  • ხანგრძლივი გამოყენების დროს თირკმლების უკმარისობის განმაპირობებელი თირკმლების დაზიანება (პაპილარული ნეკროზი)
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა

იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება(ლეიკოპენია), სისხლის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია), ანემია (სისხლნაკლებობა), სისხლში მეტჰემოგლობიის არსებობა (მეტჰემოგლობინემია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება(ნეიტროპენია), კაპილარებიდან სისხლის  კანში ჩაქცევა (თრომბოციტოპენიური პურპურა).

ეს არასასურველი გვერდითი ეფექტები პარაცეტამოლთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ არის.

  • თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასტთან დაკავშირებით კანქვეშა სისხლჩაქცევები
  • დიარეა
  • კანზე გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ალერგიული ედემა, სახეზე, ენაზე და ხახაში შეშუპება (ანგიოედემა), გავრცელებული გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს გამონადენი კანზე (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი), ხელზე, სახეზე და ფეხებზე მაქმანის მსგავსი სიწითლე, მომატებული მგრძნობელობა (მულტიფორმული ერითემა)
  • ალერგიული რეაქციის ნიშნები
  • სტივენს-ჯონსის სინდრომი (კანის და ლორწოვანი გარსის მიერ წამლის ანდა  ინფექციის მიმართ ძლიერი რექციის გამოვლინება)
  • დიდი რაოდენობით მიღებისას, ღვიძლის დაზიანება
  • ასთმის ანდა ასთმის მსგავსი ნიშნების გამოვლენა, რომელიც სუნთქვის გაძნელებას იწვევს (ბრონქოსპაზმი)
  • უეცრად დაწყებული და სიკვდილის განმაპირობებელი სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია)

ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:

  • აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედებს რაოდენობის შემცირებით მიმდინარე დაავადება)
  • ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (ღვიძლის დისფუნქცია)
  • ასპირინის ანდა მსგავსი არასტეროიდული ათების საწინააღმდეგო წამლების მიმართ მგრძნობელობს მქონე პირებში ბრონქოსპაზმი
  • სისხლში თრომბოციტების (შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების) რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია),
  • ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლიელის სინდრომი) (წამალსა და სხვადახვა ინფექციებთან დაკავშირებული კანის დაავადება)

უცნობი:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის გაღიზიანება, თავბრუსხვევა, ძილიანობა (სომნოლეციო) და თავის ტვინის ჩირქოვანი ანთება (ენცეფალოპათია), უძილობა, დაძაბულობა
  • გულის ფრიალი
  • მგრძნობელობის დადებითი (ალერგიული) სინჯი (ალერგიული ანალიზის  დადებითი შედეგის მოცემა)
  • იმუნური თრომბოციტოპენია (კანში სისხლჩაქცევების შედეგად განვითარებული პატარა წითელი გამონაყარი და  ადვილად დალურჯება
  • კანკალი
  • გულის ფრიალი
  • დაძაბულობა

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ანდა ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით ანდა დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5. პანადოლ ექსტრას  შენახვა

პანადოლ ექსტრა ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ   <250 C  ოთახის ტემპერატურაზე.

ვადა გადასული  ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის  შემდეგ  პანადოლ ექსტრა არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, პანადოლ ექსტრა არ გამოოიყენოთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. GlaxoSmıthKline თუქეთიჯი საღლიღი

ლევენთი, შიშლი-სტამბული

წარმოების ადგილი: 

შპს.  GlaxoSmıthKline Dungarvan

Dungarvan-CoWaterford-ირლანდია