ლევოფლოქსაცინი 500მგ #10ტ

125450
მარაგშია
9.93 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფტორქინოლონები ჯენერიკიLevofloxacinun გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
9.93 

ლევოფლოქსაცინი

Levofloxacin

 შემადგენლობა:

თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შიეცავს ლევოფლოქსაცინს 500 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატის სახით USP.

 ფარმაცევტული ფორმა: აპკით შემოგარსული ტაბლეტები

 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება,  ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატი.

ათქ კოდი: J01MA12.

 ფარმაკოლოგია:

ფარმაკოდინამიკური თვისებები: ლევოფლოქსაცინი, ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატი, წარმოადგენს ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებას, არის ოფლოქსაცინის ოპტიკურად აქტიური მარცხნივმბრუნავიიზომერი. ლევოფლოქსაცინი გამოიყენება  ბაქტერიული კონიუნქტივიტის, სინუსიტის, ქრონიკული ბრონქიტის, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის და სტრეპტოკოკური პნევმონიის პენიცილინის რეზისტენტული შტამებით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ, კანის და კანის სტრუქტურების ინფექციების, საშარდე გზების გართულებული ინფექციების და მწვავე პიელონეფრიტის დროს. ლევოფლოქსაცინი აინჰიბირებს ბაქტერიული ტიპი II ტოპოიზომერაზას, ტოპოიზომერაზა IV-ს და  დნმ-ჰირაზას. მსგავსად სხვა ფტორქინოლონებისა, ლევოფლოქსაცინი  აინჰიბირებს A ქვეჯგუფის დნმ-ჰირაზას, ორი ქვეჯგუფი  კოდირებულია ჰირA გენით. ეს იწვევს ბაქტერიული ქრომოსომების გახლეჩვას, სუპერ მოხვევას და ჩაბეჭდვას; დნმ-ის რეპლიკაციის და ტრანსკრიფციის ინჰიბირებას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები: პერორალურად მიღებისას ლევოფლოქსაცინის შეწოვა სწრაფად ხდება და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1-2 საათში. აბსოლიტური ბიოშეღწევადობა 99-100%. ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე მცირე გავლენას ახდენს საკვები. სტაბილური მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა 48 საათის განმავლობაში 500 მგ-ს ერთხელ ან ორჯერ ყოველდღიური დოზის მიღებისას.

განაწილება: ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება სისხლის შრატის ცილას. ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 100 ლ ერთჯერადი და განმეორებითი 500 მგ დოზის შემდეგ, რაც განაპირობებს სხეულის ქსოვილებში ფართოდ გავრცელებას.

შეღწევა ქსოვილებში და სხეულის სითხეებში: ლევოფლოქსაცინმა აჩვენა შეღწევა ბრონქების ლორწოვანგარსში,ეპითელიალურ სითხეში, ალვეოლურ მაკროფაგებში, ფილტვის ქსოვილში, კანში (ბლისტერის სითხე), პროსტატის ქსოვილში და შარდში. თუმცა, ლევოფლოქსაცინი ნაკლებად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.

ბიოტრანსფორმაცია: ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტებია დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი N- ოქსიდი. აღნიშნული მეტაბოლიტები შეადგენენ დოზის <5% -ს და გამოიყოფიან შარდში. ლევოფლოქსაცინი არის სტერეო ქიმიურად სტაბილური და არ გადის კირალურ ინვერსიას.

ელიმინაცია: პერორალური და ინტრავენური მიღებისას ლევოფლოქსაცინი შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t½: 6 - 8 სთ). იგი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით (>85% მიღებული დოზის). საშუალოდ ლევოფლოქსაცინის მთლიანი კლირენსი სხეულში 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ იყო 175+/-29.2 მლ/წთ. ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკას ინტრავენური და პერორალური შეყვანის შემდეგ არ გააჩნია მნიშვნელოვანი სხვაობა, სავარაუდოა, რომ პერორალური და ინტრავენური გზით მიღება ექვივალენტურია.

ხაზოვანება:  ლევოფლოქსაცინს აქვს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა  50 დან 1000 მგ ფარგლებში.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები. არა-კლინიკური მონაცემებით არ ვლინდება  განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებზე, რომლებიც ეფუძნება ერთჯერადი დოზის ტოქსიკურობის ჩვეულებრივ კვლევებს, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობას, კანცეროგენურ პოტენციალს და ტოქსიკურობის რეპროდუცირებასა და განვითარებას. ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ვირთაგვებში ნაყოფიერების ან რეპროდუქციული მოქმედებების დარღვევა და მისი ერთადერთი გავლენა ნაყოფზე იყო შეფერხებული მომწიფება, რაც გამოწვეული იყო დედის ტოქსიკურობით. ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ბაქტერიული ან ძუძუმწოვართა უჯრედების გენური მუტაციები, მაგრამ ინვიტრო კვლევებში გამოიწვია ქრომოსომების ცდომილება ჩინური ზაზუნების ფილტვის უჯრედებში. ეს ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს ტოპოიზომერაზა II-ის დათრგუნვით.  In vivo კვლევებმა (მიკრობირთვული, დისეული ქრომატიდულიგაცვლა, დნმ-ის დაუგეგმავი სინთეზი, დომინანტური ლეტალური ტესტები) არ აჩვენა რაიმე გენოტოქსიკური პოტენციალი. თაგვებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ლევოფლოქსაცინის  ფოტოტოქსიკური მოქმედება მხოლოდ ძალიან დიდი დოზის მიღებისას. ლევოფლოქსაცინმა არ აჩვენა რაიმე გენოტოქსიკური პოტენციალი ფოტომუტაგენურ ცდებში და შეამცირა სიმსივნის განვითარება ფოტოკანცეროგენურ კვლევებში.  სხვა ფტორქინოლონებთან ლევოფლოქსაცინმა აჩვენა გავლენა ხრტილზე ვირთაგვებში და ძაღლებში. ეს ნიშნები უფრო მეტად აღინიშნა ადრეული ასაკის ცხოველებში.

 თერაპიული ჩვენებები:

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

-  მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;

- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;

-  საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია;

- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები. ზემოაღნიშნული ინფექციების დროს ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ისეთი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რომლებიც ზოგადად რეკომენდირებულია ამ ინფექციების საწყისი მკურნალობისთვის;

- პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები;

- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;

- გაურთულებელი ცისტიტი;

 - ინჰალაციური ანთრაქსი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა.

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მკურნალობის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებშიც ლევოფლოქსაცინით ინტრავენური მკურნალობის დროს აღინიშნება გაუმჯობესება. ანტიბაქტერიული საშუალებების შესაბამისი გამოყენების შესახებ უნდა გაითვალისწინოთ ოფიციალური მითითებები (გაიდლაინები).

 დოზა და მიღების წესი:

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება ერთჯერ ან ორჯერ დღეში. დოზის მიღება დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე, ასევე სავარაუდო გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა მერყეობს დაავადების მიმდინარეობის მიხედვით (იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი). ზოგადად, ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48-დან 72 საათი, მას შემდეგ რაც დადასტურდება ბაქტერიების არარსებობა პაციენტში.

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება შეიძლება შემდეგი დოზით: დოზირება თირკმლის  ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი> 50 მლ / წთ).

 

ჩვენება

სადღეღამისო დოზა (დაავადების სიმძიმის მიხედვით)

მკურნალობის ხანგრძლივობა

(დაავადების სიმძიმის მიხედვით)

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

500 მგ ერთჯერ დღეში

10 – 14 დღე

ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავება

500 მგ ერთჯერ დღეში

7 – 10 დღე

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

500 მგ ერთჯერ ან ორჯერ დღეში

7 – 14 დღე

პიელონეფრიტი

500 მგ ერთჯერ დღეში

7 – 10 დღე

საშარდე გზების გართულებული ინფექციები

500 მგ ერთჯერ დღეში

7 – 14 დღე

გაურთულებელი ცისტიტი

250 მგ ერთჯერ დღეში

3 დღე

ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი

500 მგ ერთჯერ დღეში

28 დღე

კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

500მგ ერთჯერ ან ორჯერ დღეში

7 – 14 დღე

ინჰალაციური ანთრაქსი

500 მგ ერთჯერ დღეში

8 კვირა

სპეციალური პოპულაციები

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი  <  50 მლ / წთ).

 

კრეატინინის კლირენსი

დოზირების რეჟიმი

250 მგ/24სთ

500 მგ/24სთ

500 მგ/12სთ

პირველი დოზა: 250 მგ

პირველი დოზა: 500 მგ

პირველი დოზა: 500 მგ

50-20 მლ/წთ

შემდეგ:

125 მგ/24 სთ

შემდეგ:

250 მგ/24სთ

შემდეგ:

 250 მგ/12სთ

19-10 მლ/წთ

შემდეგ:

125 მგ/48სთ

შემდეგ:

 125 მგ/24სთ

შემდეგ:

125 მგ/12სთ

<10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის ჩათვლით)

შემდეგ:

125 მგ/48სთ

შემდეგ:

125 მგ/24სთ

შემდეგ:

125 მგ/24სთ

ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის შემდეგ  დამატებითი დოზების მიღება არ არის საჭირო. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს დოზის კორექცია არ არის საჭირო, ვინაიდან ლევოფლოქსაცინი არ მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ ნებისმიერი შესაბამისი მოცულობით და ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით.

ხანდაზმული პოპულაციები: ხანდაზმულებში დოზის კორექცია არ არის საჭირო, გარდა თირკმლების ფუნქციის გათვალისწინებით.

პედიატრიული პოპულაციები: ლევოფლოქსაცინის მიღება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში.

მიღების წესი: ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ დამტვრევის გარეშე და საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ნაჭდევზე. ტაბლეტის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან კვების შორის შუალედში. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება შეიძლება რკინის მარილების, თუთიის მარილების, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანაციტებთან ან დიდანოზინთან (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირება ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული ნივთიერებები) და სუკრალფატთან  ორი საათით ადრე ან შემდეგ, რადგან შეიძლება შემცირდეს შეწოვა. 

უკუჩვენება:

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების  გამოიყენება არ შეიძლება:

  • პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ეპილეფსიის მქონე პაციენტებში;
  • პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მყესების დარღვევა ფტორქინოლონის მიღებასთან დაკავშირებული;
  • ბავშვებში და მოზარდებში;
  • ორსულობის დროს;
  • მეძუძურ ქალებში.

სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: ძალიან მძიმე პნევმოკოკური პნევმონიის შემთხვევებში ლევოფლოქსაცინი არ შეიძლება იყოს ოპტიმალურ თერაპიაში. P. aeruginosa-თი განპირობებული ჰოსპიტალური ინფექციების დროს  შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპია.

მეთიცილინ-რეზისტენტულიოქროსფერისტაფილოკოკი (MRSA): მეთიცილინ-რეზისტენტულიოქროსფერისტაფილოკოკი რეზისტენტულია ფტორქინოლონის, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ. ამგვარად, ლევოფლოქსაცინის მიღება არ არის რეკომენდებული მეთიცილინ-რეზისტენტულიოქროსფერისტაფილოკოკის ინფექციის სამკურნალოდ, სანამ ლაბორატორიული შედეგებით არ დადასტურდება ორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ. მეთიცილინ-რეზისტენტულიოქროსფერისტაფილოკოკის საეჭვო ინფექციების დროს ლევოფლოქსაცინი უნდა იყოს კომბინირებული მეთიცილინ-რეზისტენტულიოქროსფერისტაფილოკოკის ინფექციის მიმართ მგრძნობიარე დამტკიცებულ აგენტთან.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა: ტენდინიტი შეიძლება გამოვლინდეს იშვიათად. იგი ყველაზე ხშირად მოიცავს აქილევსის მყესს და შეიძლება გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა. ხანდაზმულებში და იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კორტიკოსტეროიდებს,  შეიძლება გაიზარდოს ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი. ამ პაციენტებში საჭიროა ხშირი მონიტორინგი თუ ისინი ღებულობენ ლევოფლოქსაცინს. საჭიროა ყველა პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან თუ მათ აქვთ ტენდინიტის სიმპტომები. თუ საეჭვოა ტენდინიტის არსებობა, ლევოფლოქსაცინის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგ. იმობილიზაცია).

კლოსტრიდიუმ დეფიცილესთან ასოცირებული დაავადება:  დიარეა, განსაკუთრებით  მძიმე ფორმა, მუდმივი და/ან სისხლიანი, ლევოფლოქსაცინის ტაბლეტებით მკურნალობის დროს ან შემდეგ შეიძლება იყოს კლოსტრიდიუმ დეფიცილესთან ასოცირებული დაავადების  დამახასიათებელი სიმპტომები, ყველაზე მძიმე ფორმა რომელიც არის ფსევდომემბრანული კოლიტი. თუ არსებობს ეჭვი ფსევდომემბრანულ კოლიტზე მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა გააგრძელოს შესაბამისი მკურნალობა კონკრეტული თერაპიით (მაგ.მეტრონიდაზოლი ან ვანკომიცინი პერორალურად). ამ კლინიკურ სიტუაციაში უკუნაჩვენებია ის პროდუქტები, რომლებიც იწვევენ პერისტალტიკის ინჰიბირებას.  

პაროქსიზმის მიმართ წინასწარ განწყობა პაციენტებში:

ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ეპილეფსია და სხვა ქინოლონების მსგავსად უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პაროქსიზმის მიმართ წინასწარ განწყობა, როგორიც არის პაციენტის წინასწარ არსებული ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება; ერთდროული მკურნალობა ფენბუფენით და მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ან პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ ცერებრალური პაროქსიზმის ზღურბლის დაქვეითებას, როგორიცაა თეოფილინი. კრუნჩხვითი პაროქსიზმის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა.

გლუკოზის 6-ფოსფატისდეჰიდროგენაზის დეფიციტისმქონეპაციენტები:  პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გლუკოზის 6-ფოსფატისდეჰიდროგენაზის ლატენტური ან რეალური ნაკლებობა, შეიძლება გამოუვლინდეთ ჰემოლიზური რეაქციები როდესაც მკურნალობენ ქინოლონების ანტიბაქტერიული აგენტებით და ამგვარ შემთხვევაში ლევოფლოქსაცინი გამოიყენება სიფრთხილით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ვინაიდან ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ლევოფლოქსაცინის დოზა უნდა იყოს მორგებული პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები:

ლევოფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ: ანგიოედემა ანაფილაქსურ შოკამდე), ზოგჯერ საწყისი დოზის მიღების შემდეგ. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს თავის ექიმს ან სასწრაფოს ექიმს, რომელიც მიიღებს სათანადო დაუყოვნებლივ ზომებს.

ჰიპოგლიკემია:

მსგავსად ყველა ქინოლონებისა, გამოვლინდა ჰიპოგლიკემია, როგორც წესიდიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობის დროს ერთდროულად იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (მაგ. გლიბენკლამიდი) ან ინსულინით. ამგვარ დიაბეტურ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონტროლი.

ფოტოსენსიბილიზაციის პრევენცია:

მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინის მიღებისას ძალიან იშვიათია ფოტოსენსიბილიზაცია, რეკომენდებულია, რომ პაციენტი მოერიდოს ძლიერ მზის სხივებს ან ხელოვნულ ულტრაიისფერ სხივებს (მაგ: მზის სხივის ნათურა ან სოლარიუმი), რათა თავიდან აიცილოს ფოტოსენსიბილიზაცია.

პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით:

კოაგულაციის ტესტების (PT/INR) ან/და სისხლდენის შესაძლო გაზრდის გამო, პაციენტები რომლებიც იღებენ ლევოფლოქსაცინს ვიტამინ K-ს ანტაგონისტებთან კომბინაციაში (მაგ: ვარფარინი) საჭიროა კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი, როდესაც ეს პრეპარატები მიიღება თანადროულად.

ფსიქოზური რეაქციები:

ქინოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიღებისას პაციენტებში გამოვლინდა ფსიქოზური რეაქციები. ძალიან იშიათ შემთხვევებში  იყო სუიციდური ფიქრები და თავის საფრთხეში ჩაგდების ქცევები - ხანდახან ლევოფლოქსაცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღებისას. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტში ვითარდება ეს რეაქციები, უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები. ლევოფლოქსაცინის დანიშვნისას რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა ფსიქოზურ პაციენტებში ან ფსიქიატრიული დაავადების მქონე პაციენტებში.

პერიფერიული ნეიროპათია:

სენსორული ან სენსორულ-მოტორული პერიფერიული ნეიროპათია აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, რაც დასწყისშივე შეიძლება სწრაფად განვითარდეს. შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდებათ ნეიროპათიის სიმპტომები.

ჰეპატობილიარული დარღვევები:

ლევოფლოქსაცინით მკურნალობისას აღინიშნა სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის, ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები, უპირველეს ყოვლისა, მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში, მაგ: სეფსისი. პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ ექიმს, თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები, როგორიც არის ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მტკივნეული მუცელი.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

სამედიცინო პროდუქტების გავლენა ლევოფლოქსაცინზე:

რკინის მარილები, მაგნიუმი ან ალუმინის შემცველი ანტაციდები.

ლევოფლოქსაცინის აბსორბცია მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც რკინის მარილები, ბუფერული ფორმულირებები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანაციდები მიიღება ერთდროულად. რეკომენდებულია, რომ ორვალენტიანი ან სამვალენტიანი კათიონების, როგორიც არის რკინის მარილები, ბუფერული ფორმულირებები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების მიღება მოხდეს ლევოფლოქსაცინის ტაბლეტის მიღებამდე 2 საათით ადრე ან შემდეგ. კალციუმის კარბონატთან ურთიერთქმედება არ არის აღმოჩენილი.

სუკრალფატი

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების  ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც იგი მიიღება სუკრალფატთან ერთად. თუ პაციენტს უწევს ორივეს, სუკრალფატის და ლევოფლოქსაცინის მიღება, მაშინ უმჯობესია სუკრალფატის მიღება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

კლინიკურ კვლევაში არ აღმოჩნდა ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება თეოფილინთან. თუმცა, შესაძლოა გამოვლინდეს ცერებრალური პაროქსიზმის ზღურბლის დაქვეითება, როდესაც ქინოლონები მიიღება თეოფილინის,  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან სხვა აგენტების პარარელურად, რომლებიც აქვეითებენ პაროქსიზმის ზღურბლს.  ფენბუფენთან ერთად მიღებისას ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია იყო დაახლოებით 13%-ით მაღალი, ვიდრე ცალკე მიღებისას.

პრობენეციდი და ციმეტიდინი

პრობენეციდს და ციმეტიდინს აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლის კლირენსი ციმეტიდინით შემცირდა (24%) და პრობენეციდით (34%). ეს იმიტომ, რომ ორივე მედიკამენტს შეუძლია დაბლოკოს ლევოფლოქსაცინის თირკმლის ტუბულარული სეკრეცია. თუმცა, ტესტირებული დოზების კვლევისას, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კინეტური განსხვავებები ნაკლებად სავარაუდოა რომ იყოს კლინიკურ შესაბამისობაში. საჭიროა სიფრთხილე, როდესაც ლევოფლოქსაცინი მიიღება ერთდროულად თირკმლის ტუბულარულ სეკრეციაზე გავლენის მქონე მედიკამენტებთან, როგორიც არის პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

სხვა შესაბამისი ინფორმაცია

კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა არ ახდენს გავლენას არცერთ კლინიკურად შესაბამის ხარისხზე იმ შემთხვევაში, როდესაც ლევოფლოქსაცინი მიიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად: კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანტიდინი.

ლევოფლოქსაცინის გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე:

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 33% როდესაც მიიღებოდა ლევოფლოქსაცინთან ერთად.

ვიტამინ K-ს ანტაგონისტები

კოაგულაციის ტესტების (PT/INR) ან/და სისხლდენის გაზრდა, აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოფლოქსაცინს ვიტამინ K-ს ანტაგონისტებთან კომბინაციაში (მაგ.: ვარფარინი). პაციენტები რომლებიც მკურნალობას გადიან ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით  საჭიროა კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი.

პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს

მსგავსად სხვა ქინოლონებისა, ლევოფლოქსაცინი გამოიყენება სიფრთხილით იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (მაგ.: კლასი IA და III ანტიარითმიული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები).

სხვა სახის ურთიერთქმედება

საკვები

არ არსებობს საკვებთან დაკავშირებული კლინიკურად შესაბამისი ურთიერთქმედება. ამიტომ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას საკვების მიღების მიუხედავად.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ არსებობს შეზღუდული მონაცემები. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ აღინიშნება პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება რეპროდუქციული ტოქსიკურობის მიმართ. თუმცა, ადამიანებში ჩატარებული კვლევების მონაცემების არარსებობის და ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების ექსპერიმენტული რისკის გამო, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულ ქალებში.

ლაქტაცია

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში. ინფორმაცია არასაკმარისია ადამიანის რძეში ლევოფლოქსაცინის გამოყოფის შესახებ; თუმცა, სხვა ფტორქინოლონები ექსკრეტირდება ქალის რძეში. ადამიანებში ჩატარებული კვლევების მონაცემების არარსებობის და ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების ექსპერიმენტული რისკის გამო, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნეს გამოყენებული მეძუძურ ქალებში.

ფერტილობა

ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ფერტილური ან რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა ვირთაგვებში.

გავლენა მექანიზმების მართვისა და გამოყენების უნარზე

ზოგიერთმა არასასურველმა ეფექტმა (მაგ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები) შეიძლება გააუარესოს პაციენტის კონცენტრაციის და რეაქციის უნარი, რის გამოც შეიძლება შეიქმნას რისკი იმ შემთხვევებში, როდესაც ამ შესაძლებლობებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. (მაგ.: ავტომობილის ან მექანიზმების მართვა).

არასასურველი ეფექტები

ზოგადად, ლევოფლოქსაცინი კარგად გადაიტანება. თუმცა, ხანდახან ვლინდება გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები მოიცავს: გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, მეტეორიზმს და იშვიათად ფოტოტოქსიკურობას (0.1%). ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენებია: ტრემორი, დეპრესია, შფოთვა, დაბნეულობა და სხვა.

ჭარბი დოზა

ტოქსიკურობაზე ცხოველებში ჩატარებული კვლევების ან კლინიკურ ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით, რომელიც ჩატარდა სუპრა-თერაპიული დოზებით, ლევოფლოქსაცინის ჭარბი დოზის მიღებისას   ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნებია ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ასევე კუჭ-ნაწლავის მხრივ რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ლორწოვანი გარსის ეროზიები.

გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოიცავს შემდეგ მდგომარეობებს: ცნობიერების დაბინდვა, კონვულსია, ჰალუცინაცია და კანკალი.

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ავადმყოფებზე გულდასმით დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. შესაძლო QT ინტერვალის გახანგრძლივების გამო საჭიროა ელექტროკარდიოგრამის გაკეთება. კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად შესაძლებელია ანტაციდების გამოყენება. ლევოფლოქსაცინი  არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის და მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის საშუალებით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი pH-101), პოლივინილპიროლიდონი (პოვიდონი K-30), მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტაკლი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი (აეროსილი-200), ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი, ოპადრი II თეთრი (პოლივინილის ალკოჰოლი BP, ლეციტინი BP, ტალკი BP, ტიტანის დიოქსიდი BP), *გასუფთავებული წყალი.

შეფუთვა:

ტაბლეტი, 10 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე და 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთან მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ მშრალ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის ამოწურვის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 36 თვე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

DRUG INTERNATIONAL LIMITED.

252 ტონგის სამრეწველო ზონა,

ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში

 

 

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
შიდა ქართლი
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
ერთად ყიდულობენ