დენრეკი 50მგ/2მლ2მლ #5ა

95844
მარაგშია
26.33 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიDexketoprophenum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
26.33 

დენრეკი

(DENREK)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დექსკეტოპროფენი;

ძირითადიფიზიკურ-ქიმიურითვისებები:

გამჭვირვალე უფერო ხსნარი;

შემადგენლობა:

საინექციო ხსნარის 2 მლ შეიცავს:

დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლს, 50 მგ დექსკეტოპროფენის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი, 50 მგ/2 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები.

პროპიონის მჟავას წარმოებულები.

ათქ-კოდი: M01AE17.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლი არის პროპიონის მჟავას მარილი, რომელსაც გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ჯგუფს. მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირებაზე ციკლოოქსიგენაზას დათრგუნვის გზით. კერძოდ, ფერხდება არაქიდონის მჟავას ტრანსფორმაცია ციკლურ ენდოპეროქსიდებში PGG2 და PGH2, რომლებიდანაც წარმოიქმნება პროსტაგლანდინები PGE1, PGE2, PGF, PGD2, ასევე პროსტაციკლინი PGI2 და თრომბოქსანები TxA2 და TxB2. გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ანთების სხვა მედიატორებზე, როგორიცაა კინინები, რამაც შეიძლება ირიბი გავლენა მოახდინოს პრეპარატის ძირითად მოქმედებაზე. აღმოჩენილია დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის დამთრგუნველი მოქმედება ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2 აქტივობაზე. სხვადასხვა სახის ტკივილის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლს აქვს გამოხატული ანალგეზიური მოქმედება. დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილების მქონე პაციენტებში კუნთში და ინტრავენურად შეყვანისას შესწავლილია სხვადასხვა სახის ტკივილისას, ქირურგიული ჩარევის დროს (ორთოპედიული და გინეკოლოგიური ოპერაციები, მუცლის ღრუს ოპერაციები), აგრეთვე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტკივილისას (მწვავე ტკივილი წელის არეში) და თირკმლის კოლიკის დროს. ჩატარებული კვლევის მსვლელობისას პრეპარატის ანალგეზიური მოქმედება სწრაფად მიიღწეოდა და აღწევდა მაქსიმუმს პირველი 45 წუთის განმავლობაში. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის ხანგრძლივობა 50 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის გამოყენების შემდეგ, როგორც წესი, შეადგენს 8 სთ-ს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ოპიატების დოზა მათი ერთდროულად გამოყენებისას პოსტოპერაციული ტკივილის კუპირების მიზნით. თუ პაციენტებს, რომლებსაც  პოსტოპერაციული ტკივილის კუპირების მიზნით შეუყვანეს მორფინი საანესთეზიო აპარატის დახმარებით, ასევე დაენიშნათ დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლი, მაშინ მათ გაცილებით ნაკლები მორფინი (30-45%-ით) ესაჭიროებოდათ, ვიდრე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

ფარმაკოკინეტიკა:

დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 20 წუთში (10-45 წთ). დადასტურებულია, რომ პრეპარატის 25-50 მგ ერთჯერადი ინტრამუსკულური ან ინტრავენური ინექციისას AUC მრუდის ქვეშ ფართობი ("კონცენტრაცია - დრო") დოზის პროპორციულია. პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ AUC და Cmax (საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობა) ბოლო ინტრამუსკულური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ არ განსხვავდება მაჩვენებლებისგან ერთჯერადი გამოყენების შემდეგ, რაც მიუთითებს პრეპარატის კუმულირების არარსებობაზე. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხის მქონე (99%) სხვა პრეპარატების მსგავსად, დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის განაწილების მოცულობა საშუალოდ 0.25 ლ/კგ. ნახევარგანაწილების პერიოდი შეადგენს დაახლოებით 0.35 საათს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი - 1–2.7 საათს. დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებით და თირკმლებით შემდგომი ექსკრეციით. დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის შეყვანის შემდეგ შარდში ვლინდება მხოლოდ ოპტიკური იზომერი S-(+), რაც მიუთითებს პრეპარატის ოპტიკურ იზომერად R–(-) გარდაქმნის არარსებობაზე. ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ პრეპარატის გავლენის ხარისხი ჯანმრთელ ხანდაზმულ მოხალისეებზე (65 წლიდან), რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში, მნიშვნელოვნად მაღალი იყო (55%-მდე), ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებზე, თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მისი მიღწევის დროში არ დაფიქსირებულა. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი გაიზარდა (48%-მდე), ხოლო განსაზღვრული ჯამური კლირენსი შემცირდა.

ჩვენება:

საშუალო და მაღალი ინტენსივობის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობა იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პერორალური გამოყენება მიზანშეუწონელია, მაგალითად, პოსტოპერაციული ტკივილის, თირკმლის კოლიკის და წელის ან ზურგის ტკივილის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები. რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ ინტერვალით 8-12 სთ. საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი დოზა შეჰყავთ 6 საათის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ. პრეპარატი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის, ამიტომ ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე ტკივილის პერიოდში (არა უმეტეს 2 დღისა). თუ შესაძლებელია, პაციენტები გადაჰყავთ ანალგეტიკების პერორალურ გამოყენებაზე. გვერდითი რეაქციების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო უმოკლესი დროის განმავლობაში. საშუალო ან მძიმე ხარისხის პოსტოპერაციული ტკივილის დროს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენებების მიხედვით იმავე რეკომენდებული დოზებით ოპიოიდურ ანალგეტიკებთან ერთად.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები. დოზის კორექცია ჩვეულებრივ არ არის საჭირო. თუმცა, თირკმლის ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითების გამო რეკომენდებულია პრეპარატის უფრო დაბალი დოზა, კერძოდ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევისას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას. ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის (5-9 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით) მაქსიმალური სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 50 მგ-მდე და საფუძვლიანად გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია. ღვიძლის მძიმე დაავადებებისას პრეპარატი უკუნაჩვენებია (10-15 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით).

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) მაქსიმალური სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 50 მგ-მდე. თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი

ბავშვები და მოზარდები. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.

ინტრამუსკულური შეყვანა. საინექციო ხსნარი ნელა უნდა იქნას შეიყვანილი ღრმად კუნთში.

ინტრავენური ინფუზია. ინტრავენური ინფუზიის განსახორციელებლად 2 მლ ამპულის შიგთავსი უნდა განზავდეს 30-100 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, გლუკოზას ხსნარში ან რინგერის ლაქტატის ხსნარში. საინფუზიო ხსნარი უნდა მომზადდეს ასეპტიკურ პირობებში. მომზადებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. ინფუზია უნდა ჩატარდეს 10-30 წუთის განმავლობაში. დღის ბუნებრივი სინათლის ზემოქმედება მომზადებულ ხსნარზე დაუშვებელია.

0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ან გლუკოზას ხსნარის 100 მლ-ში განზავებული დენრეკი შეიძლება შერეული იყოს დოფამინთან, ჰეპარინთან, ჰიდროქსიზინთან, ლიდოკაინთან, მორფინთან, პეტიდინთან და თეოფილინთან.

დენრეკი არ უნდა იყოს შერეული საინფუზიო ხსნარში პრომეთაზინთან და პენტაზოცინთან.

ინტრავენური ინექცია (ბოლუსური შეყვანა). საჭიროების შემთხვევაში, ერთი ამპულის შიგთავსი (2 მლ საინექციო ხსნარი) შეიყვანება არანაკლებ 15 წამის განმავლობაში.

პრეპარატი შეიძლება შერეული იყოს მცირე მოცულობებში (მაგალითად, შპრიცში) ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინის და თეოფილინის საინექციო ხსნარებთან.

დენრეკი არ უნდა იყოს შერეული მცირე მოცულობებში (მაგალითად, შპრიცში) დოფამინის, პრომეტაზინის, პენტაზოცინის, პეტიდინისა და ჰიდროკორტიზონის ხსნარებთან, რადგან წარმოიქმნება თეთრი ნალექი.

პრეპარატის შერევა შესაძლებელია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან.

ხსნარი ინტრამუსკულური ან ინტრავენური ინექციისთვის უნდა იქნას გამოყენებული მისი მომზადებისთანავე.

პრეპარატის განზავებული ხსნარების შენახვისას პოლიეთილენის პაკეტებში ან შეყვანისთვის ადაპტირებულ მოწყობილობებში ეთილვინილაცეტატისგან, ცელულოზას პროპიონატისგან, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან და პოლივინილქლორიდისგან სორბციის შედეგად მოქმედი ნივთიერების შემცველობის ცვლილებები არ გამოვლენილა.

პრეპარატი დენრეკი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის, ამიტომ გამოყენებული (გაუზავებელი) ხსნარის ნარჩენები უნდა განადგურდეს. პრეპარატის შეყვანამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა. მყარი ნაწილაკების შემცველი ხსნარის გამოყენება არ შეიძლება.

ბავშვები. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი ეფექტები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

ხშირად (1/100-დან 1/10-მდე), არახშირად (1/1000-დან 1/100-მდე), იშვიათად (1/10000-დან 1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (≤1/10000).

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად – ხორხის შეშუპება; ძალიან იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის  ანაფილაქსიური შოკი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირად – ანემია; ძალიან იშვიათად – ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - მხედველობის დაბინდვა.

სმენის ორგანოს მხრივ: არახშირად - ვერტიგო; იშვიათად - ტინიტუსი.

რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: იშვიათად - ბრადიპნოე; ძალიან იშვიათად -  ბრონქოსპაზმი, ქოშინი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება; არახშირად – ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, სისხლნარევი ღებინება, პირის სიმშრალე;   იშვიათად - წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა ან პერფორაცია; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰეპატიტი, სიყვითლე; ძალიან იშვიათად - ჰეპატოცელულური პათოლოგია.

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, პოლიურია, კეტონურია, პროტეინურია; ძალიან იშვიათად -  ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: იშვიათად - ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ანორექსია, მადის დაქვეითება.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა; იშვიათად - პარესთეზია, გულის წასვლა.

ფსიქიკის მხრივ: არახშირად - უძილობა, მოუსვენრობა.

გულის მხრივ: არახშირად - პალპიტაცია; იშვიათად - ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირად - არტერიული ჰიპოტენზია, წამოხურება; იშვიათად - არტერიული ჰიპერტენზია, ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად – დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, მომატებული ოფლდენა; იშვიათად – ჭინჭრის ციება, აკნე; ძალიან იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - კუნთების რიგიდობა, შებოჭილობა სახსრებში, კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: იშვიათად - მენსტრუალური დარღვევები, წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები.

ზოგადი და ადგილობრივი დარღვევები: ხშირად - ტკივილი ინექციის ადგილას, რეაქციები ინექციის ადგილას, მათ შორის ანთება, ჰემატომა, სისხლდენა; არახშირად - ცხელება, მომატებული დაღლილობა, ტკივილი, შემცივნება, ასთენია, შეუძლოდ ყოფნა; იშვიათად - კანკალი, პერიფერიული შეშუპებები.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: იშვიათად - ღვიძლისმიერი სინჯების ნორმიდან გადახრა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები აღინიშნებოდა უფრო ხშირად.

შესაძლოა წყლულოვანი დაავადების, პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის  განვითარება. არსებული მონაცემების თანახმად, პრეპარატის გამოყენების ფონზე შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლნარევი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. გასტრიტი ვლინდება უფრო იშვიათად. ასევე აღინიშნება შეშუპებები, არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს აასს-ების მიღებით. როგორც სხვა აასს-ების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები: ასეპტიკური მენინგიტი, რომელიც ზოგადად ვითარდება სისტემური წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში, პურპურა, აპლასტიკური და ჰემოლიზური ანემია, იშვიათად - აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია. შესაძლებელია ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან იშვიათად).

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

-          მომატებული მგრძნობელობა დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის, ნებისმიერი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს) ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

-          თუ მსგავსი მოქმედების ნივთიერებები, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა აასს ბრონქული ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის შეტევების განვითარებას აპროვოცირებს ან ცხვირის პოლიპების, ჭინჭრის ციების ან ანგიონევროზული შეშუპების განვითარებას იწვევს;

-          წყლულოვანი დაავადების აქტიური ფაზა ან სისხლდენა, მათზე ეჭვის არსებობა ან მორეციდივე წყლულოვანი დაავადება ან ანამნეზში სისხლდენის არსებობა (წყლულის ან სისხლდენის არანაკლებ ორი დადასტურებული ფაქტი) ან ქრონიკული დისპეფსია;

-          კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სხვა სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან მიდრეკილება სისხლდენებისადმი;

-          კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომლებიც დაკავშირებულია აასს-ით თერაპიასთან;

-          კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;

-          ბრონქული ასთმა ანამნეზში;

-          გულის მძიმე უკმარისობა;

-          თირკმლის ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი

-          ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (10-15 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით);

-          ჰემორაგიული დიათეზი და სისხლის შედედების სხვა დარღვევები;

-          ორსულობის III ტრიმესტრი ან ძუძუთი კვების პერიოდი;

-          გამოყენება ნეიროაქსიალური (ინტრათეკალური ან ეპიდურული) შეყვანის მიზნით (ეთანოლის შემცველობის გამო).

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

საშუალებები, რომელთა ერთდროული გამოყენება აასს-ებთან არ არის რეკომენდებული:

- სხვა აასს-ები, მათ შორის სალიცილატები მაღალი დოზებით (≥ 3 გ/დღეში). რამდენიმე აასს-ების ერთდროული გამოყენებისას იზრდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წყლულის და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკი მათი ურთიერთგამაძლიერებელი მოქმედების გამო.

- ანტიკოაგულანტები: აასს-ები აძლიერებენ ანტიკოაგულანტების მოქმედებას, მაგალითად ვარფარინის, სისხლის პლაზმის ცილებთან დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის შეკავშირების გამო, ასევე იწვევენ თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვას და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას. თუ ერთდროული გამოყენება აუცილებელია, ის უნდა ჩატარდეს ექიმის და შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების საფუძვლიანი კონტროლის ქვეშ.

- ჰეპარინი: იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი (თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვის და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო). თუ ერთდროული გამოყენება აუცილებელია, ის უნდა ჩატარდეს ექიმის და შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების საფუძვლიანი კონტროლის ქვეშ.

- კორტიკოსტეროიდული საშუალებები:  საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იზრდება წყლულის და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკი.

- ლითიუმი: აასს-ები ზრდის ლითიუმის დონეს სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია (თირკმლებით ლითიუმის გამოყოფის შემცირება). ამიტომ, დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის გამოყენების დასაწყისში, დოზის კორექციისას ან პრეპარატის მოხსნისას აუცილებელია სისხლში ლითიუმის დონის კონტროლი.

- მეტოტრექსატი მაღალი დოზებით (მინიმუმ 15 მგ კვირაში). აასს-ების გამოყენების ფონზე მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითების გამო ზოგადად იზრდება მისი უარყოფითი გავლენა სისხლის სისტემაზე.

- ჰიდანტოინის და სულფანილამიდების წარმოებულები: შესაძლებელია ამ ნივთიერებების ტოქსიკურობის გაზრდა.

საშუალებები, რომელთა ერთდროული გამოყენება აასს-ებთან მოითხოვს სიფრთხილეს:

- დიურეზული საშუალებები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანტიბაქტერიული ამინოგლიკოზიდები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები. დენრეკი ამცირებს დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობას. ზოგიერთ პაციენტში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (მაგალითად, გაუწყლოვნებისას ან ხანდაზმულებში) ციკლოოქსიგენაზას დამთრგუნველი საშუალებების აგფ-ინჰიბიტორებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ან ანტიბაქტერიულ ამინოგლიკოზიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თირკმლების ფუნქცია, რაც ჩვეულებრივ შექცევადი პროცესია. დექსკეტოპროფენის გამოყენებისას ნებისმიერ დიურეზულ საშუალებასთან ერთად უნდა დარწმუნდეთ პაციენტის გაუწყლოვნების არარსებობაში, ხოლო მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

- მეტოტრექსატი დაბალი დოზებით (კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები): მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირების გამო აასს-ების გამოყენების ფონზე იზრდება მისი ნეგატიური ზეგავლენა მთლიანად სისხლის სისტემაზე. ერთდროული გამოყენების პირველ კვირებში უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი ყოველკვირეულად. თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაშიც კი, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

- პენტოქსიფილინი: არსებობს სისხლდენის რისკი. აუცილებელია კონტროლის გაძლიერება და სისხლდენის დროის მაჩვენებლის უფრო ხშირი შემოწმება.

- ზიდოვუდინი: არსებობს ერითროციტებზე ტოქსიკური ზემოქმედების გაზრდის რისკი რეტიკულოციტებზე ზეგავლენის გამო, რაც აასს-ების გამოყენების პირველი კვირის შემდეგ იწვევს მძიმე ანემიას. აასს-ების გამოყენების დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი და შემოწმდეს რეტიკულოციტების რაოდენობა.

- სულფონილშარდოვანას პრეპარატები: აასს-ებს შეუძლიათ გააძლიერონ ამ საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება სისხლის პლაზმის ცილებთან ნაერთებში სულფონილშარდოვანას პრეპარატების ჩანაცვლებით.

გასათვალისწინებელია შესაძლო ურთიერთქმედება შემდეგი საშუალებების გამოყენებისას:

- β-ბლოკატორები: აასს-ებს შეუძლიათ შეასუსტონ მათი ჰიპოტენზიური მოქმედება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გამო.

- ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი: შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობის გაძლიერება თირკმლის პროსტაგლანდინებზე აასს-ების ზეგავლენის გამო. კომბინირებული თერაპიისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

- თრომბოლიზური საშუალებები: იზრდება სისხლდენის რისკი.

- ანტიაგრეგანტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი): კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი იზრდება.

- პრობენეციდი: შესაძლებელია დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში, რაც შესაძლოა გამოწვეულია თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის დათრგუნვით და პრეპარატის გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებით და მოითხოვს დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის დოზის კორექციას.

- საგულე გლიკოზიდები: აასს-ებს შეუძლიათ გაზარდონ გლიკოზიდების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

- მიფეპრისტონი: პროსტაგლანდინსინთეტაზას ინჰიბიტორების გავლენის ქვეშ მიფეპრისტონის ეფექტურობის შემცირების თეორიული ალბათობის გამო, აასს-ები უნდა დაინიშნოს მიფეპრისტონის თერაპიიდან მხოლოდ 8-12 დღის შემდეგ.

- ქინოლონი: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ქინოლონის წარმოებულების მაღალი დოზებით გამოყენებისას აასს-ებთან ერთად იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები უცნობია. მსგავსი პრეპარატები იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის  (ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი) და ნერვული სისტემის (ძილიანობა, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი) მხრივ დარღვევებს. შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლი გამოიდევნება ორგანიზმიდან დიალიზით.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის III ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის I და II ტრიმესტრებში დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის დანიშვნისას ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობის I და II ტრიმესტრში უნდა იქნას გამოყენებული  ყველაზე დაბალი შესაძლო ეფექტური დოზა მკურნალობის რაც შეიძლება უმოკლეს პერიოდში.

III ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორი იწვევს შემდეგს:

რისკები ნაყოფისთვის:

- კარდიოპულმონური ტოქსიკური სინდრომი (არტერიული სადინრის დახშობით და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით);

- თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შეიძლება პროგრესირებდეს თირკმლის უკმარისობამდე მცირეწყლიანობის განვითარებით.

რისკები დედისთვის და ბავშვისთვის ორსულობის ბოლოს:

- სისხლდენის დროის გახანგრძლივება (თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის ეფექტი), რაც შესაძლებელია დაბალი დოზების გამოყენების დროსაც კი;

- საშვილოსნოს შეკუმშვის შეფერხება მშობიარობის დაყოვნებით და გახანგრძლივებული მშობიარობით.

არ არსებობს მონაცემები დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის დედის რძეში შეღწევის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში ალერგიული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. საჭიროა აასს-თან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიურ ინჰიბიტორებთან, კომბინაციაში პრეპარატის გამოყენებისგან თავის არიდება. გვერდითი რეაქციების მინიმიზირება შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით უმოკლეს დროში, რომელიც აუცილებელია მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, წყლულის წარმოქმნა ან მისი პერფორაცია აღინიშნებოდა ყველა აასს-თან მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებზე, მიუხედავად წინამორბედი სიმპტომების ან ანამნეზში საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული პათოლოგიის არსებობის. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების, წყლულის წარმოქმნის ან მისი პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ების დოზის ზრდასთან ერთად ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით, რომელიც გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ამ პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით. აასს-ები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით ანამნეზში რადგან არსებობს მათი გამწვავების რისკი. აასს-ების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის რეციდივები, ასევე კრონის დაავადება რემისიის ფაზაში მყოფ პაციენტებში. დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის გამოყენების დაწყებამდე პაციენტები ანამნეზში ეზოფაგიტით, გასტრიტით და/ან წყლულოვანი დაავადებით უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ეს დაავადებები რემისიის ფაზაშია. პაციენტებში საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიის სიმპტომებით და ანამნეზში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით პრეპარატის გამოყენების განმავლობაში აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობის კონტროლი შესაძლო დარღვევების განვითარების გამო, განსაკუთრებით ეს ეხება კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას.

ამ პაციენტებისთვის და პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს, უნდა განიხილებოდეს კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა დამცავ პრეპარატებთან, მაგალითად, მიზოპროსტოლთან ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან.

ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების მქონე პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, უნდა აცნობონ ექიმს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ყველა უჩვეულო სიმპტომების შესახებ, კერძოდ, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენების შესახებ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებენ საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი, კერძოდ, პერორალური კორტიკოსტეროიდული საშუალებები, ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტული საშუალებები, როგორიცაა ასპირინი.

არასელექციურ აასს-ებს შეუძლიათ შეამცირონ თრომბოციტების აგრეგაცია და გაზარდონ სისხლდენის დრო პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის და დაბალმოლეკულური ჰეპარინის პროფილაქტიკურ დოზებში ერთდროული გამოყენება პოსტოპერაციულ პერიოდში შესწავლილ იქნა კლინიკურ კვლევებში და ზეგავლენა კოაგულაციის მაჩვენებლებზე არ იქნა აღმოჩენილი. ამასთან, პაციენტები, რომლებიც იყენებენ დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლს იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემოსტაზზე, მაგალითად, ვარფარინი, კუმარინის სხვა პრეპარატები ან ჰეპარინი, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

არტერიული ჰიპერტენზიის და/ან მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ორგანიზმში სითხის შესაძლო შეკავების და პერიფირიული შეშუპებების  განვითარების გამო.

არსებული კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად ზოგიერთი აასს-ების გამოყენებას, განსაკუთრებით მაღალ დოზებში და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლოა თან ახლდეს არტერიების თრომბოზით გამოწვეული მდგომარეობების, მაგალითად მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის, განვითარების რისკის უმნიშვნელო ზრდა. დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლის გამოსარიცხად საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, გულის დადასტურებული  იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების და/ან თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებების შემთხვევაში დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ. იგივე უნდა გაკეთდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა, რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე.

არსებობს მონაცემები კანის მხრივ სერიოზული პათოლოგიური რეაქციების იშვიათი შემთხვევების განვითარების შესახებ აასს-ების გამოყენების ფონზე, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. შესაძლოა, მათი განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნოს მკურნალობის დასაწყისში, უმეტეს პაციენტებში ისინი განვითარდა თერაპიის პირველი თვის განმავლობაში. კანის გამონაყრის, ლორწოვანი გარსების დაზიანების ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატი უნდა მოიხსნას.

ყველა აასს-ს მსგავსად, პრეპარატს შეუძლია გაზარდოს შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის დონე სისხლის პლაზმაში. პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, მის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს თირკმლების მხრივ გვერდითი რეაქციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სხვა აასს-ების მსგავსად, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ღვიძლისმიერი სინჯების დროებითი და უმნიშვნელო მატება, ასევე ასტ-ს და ალტ-ს დონის მნიშვნელოვანი ზრდა. ამ მაჩვენებლების გაზრდისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის და/ან გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მათთან აასს-ების გამოყენების ფონზე შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ორგანიზმში სითხის შეკავება და პერიფერიული შეშუპებების განვითარება. ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკის გამო პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დიურეზული საშუალებებით მკურნალობისას, ასევე პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება განუვითარდეთ ჰიპოვოლემია.

განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო ანამნეზში გულის დაავადებების  მქონე პაციენტებში, კერძოდ, გულის უკმარისობის წინა ეპიზოდებით, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების ფონზე იზრდება გულის უკმარისობის განვითარების რისკი.

თირკმლების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევების უმრავლესობა ვითარდება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.

დენრეკი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰემოპოეზის დარღვევებით, სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებით.

სხვა აასს-ების მსგავსად დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლს შეუძლია შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები მისი გამოყენებისას. იზოლირებულ შემთხვევებში აასს-ების გამოყენებისას იყო შეტყობინებები ინფექციური პროცესების გააქტიურების შესახებ, რომლებიც ლოკალიზებულია რბილ ქსოვილებში. ამრიგად, თუ გამოყენებისას ვლინდება ან ძლიერდება ბაქტერიული ინფექციის სიმპტომები, რეკომენდებულია პაციენტებმა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

ყველა სხვა აასს-ების მსგავსად, დექსკეტოპროფენის ტრომეთამოლს შეუძლია შეამციროს ფერტილობა, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ განაყოფიერების პრობლემები ან უტარდებათ უნაყოფობის მკურნალობა, უნდა განიხილებოდეს პრეპარატის მოხსნა. ორსულობის I და II ტრიმესტრში დენრეკის დანიშვნა შესაძლებელია უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

დამხმარე ნივთიერებები. პრეპარატის თითოეული ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს. პრეპარატმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებზე. ეთანოლის შემცველობა უნდა იქნას გათვალისწინებული პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის I და II ტრიმესტრში, ბავშვებში და რისკის ჯგუფის პაციენტებში, მაგალითად, ღვიძლის დაავადებებისას, ასევე ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ამიტომ პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

დენრეკის გამოყენების ფონზე შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა და მომატებული დაღლილობა, ამიტომ არ არის გამორიცხული სუსტი ან ზომიერი გავლენა ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ ეს და ობიექტურად შეაფასონ თავიანთი უნარი ასეთი სამუშაოს შესასრულებლად.

შეფუთვა:

2 მლ საინექციო ხსნარი ნარინჯისფერ მინის ამპულაში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია. განზავების შემდეგ შეინახეთ ხსნარი 24 საათის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი და მისი მისამართი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო);

საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

 

აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
ჩუღურეთი
ავერსი 2
თამარ მეფის გამზ.N30
მარაგშია
ავერსი 7
თამარ მეფის გამზ.N26/თ.მღვდლის
მარაგშია
ავერსი 72
წინამძღვრიშვ.ქ.N137
მარაგშია
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ.N4
მარაგშია
ავერსი 122
ჩიტაიას N37
მარაგშია
ავერსი 124
აბასთუმნის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქ.გადაკ
მარაგშია
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ.#28
მარაგშია
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ.#26
მარაგშია
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზN98
მარაგშია
ავერსი 13
აღმაშენებლის გამზN148(24სთ)
მარაგშია
ავერსი 142
თამარ მეფის ქ.#32
მარაგშია
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 3
ცხინვალის გზატკ.N12 (24)
მარაგშია
გორი 4
ჭავჭავაძის ქ.N84
მარაგშია
გორი 5
კარალეთის ადმინ.ბლ003,ნაკვ005
მარაგშია
კასპი 1
სააკაძის ქ.#89ვ
მარაგშია
ქარელი
ჭავჭავაძის გამზ.N8ა(24)
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 2
სამეფოს ქ.N78 (24)
მარაგშია
ხაშური 1
რუსთაველის ქ.N42(24)
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
ისანი
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ.N2
მარაგშია
ავერსი 16
ნავთლუღის ქ.N6/2
მარაგშია
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქ.#9
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 74
მეველის ქ.N3
მარაგშია
ავერსი 98
წინანდლის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 115
თ.დავითაის ქ#30(კარფური)
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 190
ყვარლის ქ.#99ა
მარაგშია
ავერსი 191
ბ/ხმელნიცკის ქ.#6ბ
მარაგშია
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
მარაგშია
ავერსი 206
ზ.პატარიძის ქ.#3
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
ავერსი 209
ნავთლუღის ქ.6/2
მარაგშია
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის ქ.#3
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 97
გამრეკელის ქ.N20
მარაგშია
ავერსი 21
ვაჟა ფშაველას გამზN39(24)
მარაგშია
ავერსი 23
პეკინის გამზ.N2 (24)
236-57-55
მარაგშია
ავერსი 39
ბახტრიონის ქ.N20
236-21-78
მარაგშია
ავერსი 41
ყაზბეგის გამზ.N8
მარაგშია
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ.N179
მარაგშია
ავერსი 65
დოლიძის ქ.N24,ბალაჩივაძისN17
236-34-51
მარაგშია
ავერსი 78
დიდი დიღ.პეტრიწის N5
მარაგშია
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 94
ს.ცინცაძის ქ.N9
მარაგშია
ავერსი 154
პ/ასლანიდის ქ#13/ბერბუკის ქ#8
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 157
ჟ.შარტავას #4/6
მარაგშია
ავერსი 158
დ/დიღომი,მირინ მეფის #75
მარაგშია
ავერსი 160
ნუცუბიძის მე-2მ/რ,1კვ.#3დ
მარაგშია
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ.#20
მარაგშია
ავერსი 166
სოფ.დიღომი,აღმაშენებლის#124
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 177
ვასო გოძიაშვილის ქ.#17
მარაგშია
ავერსი 178
მირიან მეფის ქ.#96
მარაგშია
ავერსი 3
ყაზბეგის გამზ.N5
მარაგშია
ავერსი 180
ჯიქია/მინდელის #11
მარაგშია
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარ
მარაგშია
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ.#45
მარაგშია
ავერსი 187
კანდელაკის ქ.61/59
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
მარაგშია
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
მარაგშია
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
მარაგშია
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
მარაგშია
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
მარაგშია
ავერსი 34
ს.ცინცაძის ქ.N1 (24)
მარაგშია
ავერსი 19
ვ/ფშაველას გამზ.მე-3კვ,9კორპ
მარაგშია
ავერსი 33
პეკინის ქ.N45
მარაგშია
ავერსი 153
ყაზბეგის გამზ.#16
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
ვაკე
ავერსი 11
ჭავჭავაძის გამზ.N50
მარაგშია
ავერსი 163
არაყიშვილის N3
მარაგშია
ავერსი 30
ჭავჭავაძის N54
მარაგშია
ავერსი 47
ფალიაშვილის ქ.N15
მარაგშია
ავერსი 81
ფალიაშვილის ქ.N82
მარაგშია
ავერსი 99
ჭავჭავაძის გამზ.N41
მარაგშია
ავერსი 148
არაყიშვილისN8(აბაშიძის26)
მარაგშია
ავერსი 167
ყიფშიძის ქ.#9
მარაგშია
ავერსი 164
წყნეთის გზატკეცილი #15
მარაგშია
ავერსი 207
კეკელიძის ქ.#10
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ავერსი 112
გორგასლის ქ.N39
მარაგშია
ავერსი 201
კრწანისის14#2(ნიუჰოსპიტ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 25
ც.დადიანის ქ.N321 (24)
მარაგშია
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ავერსი 50
ც.დადიანის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 51
მუხიანის მე-3 მ/რ, 5კორპ (24)
264-13-02
მარაგშია
ავერსი 58
ც.დადიანის ქ.N34
მარაგშია
ავერსი 88
ზღვისუბ,მე-3მ/რ,5კვრ.ნაკვ10/02
მარაგშია
ავერსი 103
გურამიშვ.გამზ.Mღმაღ.მიმდ/ტ
მარაგშია
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ.N1
მარაგშია
ავერსი 138
ც.დადიანის IIმკრ.IIკორპ
მარაგშია
ავერსი 161
ხუდადოვის ქ#95, რეხის ქ#6
მარაგშია
ავერსი 183
დადიანის ქ. 71
მარაგშია
ავერსი 185
ჭყონდიდელის ქ.#101
მარაგშია
ავერსი 186
გურამიშვილის #31
მარაგშია
ავერსი 93
ც.დადიანის ქ.261
მარაგშია
კახეთი
თელავი 4
ვ.სეხნიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ახმეტა
რუსთაველის ქ.N68
მარაგშია
გურჯაანი 1
ნონეშვილის ქ.N25(24)
მარაგშია
გურჯაანი 2
წმ.ნინოს ქუჩა
მარაგშია
თელავი 2
ალაზნის გამზ.#4
მარაგშია
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ.N2
მარაგშია
ლაგოდეხი 2
ზაქათალას ქ.ბაზრის მიმ/ტერ(24)
მარაგშია
საგარეჯო 1
დ.აღმაშენებლის ქ.14
მარაგშია
სიღნაღი
კოსტავას ქ.N8(24)
მარაგშია
ყვარელი
აღმაშენებლის ქ.N16
მარაგშია
წნორი
თავისუფლების ქ.N2(24)
მარაგშია
იორმუღანლო
საგარეჯ.რ-ნი,სოფ.იორმუღანლო
მარაგშია
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ.#1
მარაგშია
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ.240/210
მარაგშია
ჩუმლაყი
გურჯაანის რ-ნი,სოფ.ჩუმლაყი
მარაგშია
თელავი 3
ალაზნის გამზ.#4ა (24)
მარაგშია
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ.ყარაჯალა
მარაგშია
კაჭრეთი
გურჯაანის რ-ნი, სოფ.კაჭრეთი
მარაგშია
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახ.ნონეშვილის12
მარაგშია
ყვარელი 3
ჭავჭავაძის ქ.95
მარაგშია
თელავი 5
ქ.წამებულის ქუჩა, 3გ
მარაგშია
ახალსოფელი
ყვარლის რ-ნი, სოფ.ახალსოფელი
მარაგშია
ყვარელი 4
ჭავჭავაძის ქ.#122
მარაგშია
ახმეტა 2
რუსთაველის ქუჩა
მარაგშია
სამგორი
ავერსი 37
ქეთევან წამებულის ქ.N91
მარაგშია
ავერსი 38
მოსკოვის პრ. N41 ბ.42 (24)
მარაგშია
ავერსი 43
ხომლელის N1 (24)
მარაგშია
ავერსი 69
კალოუბნის N14 (24)
მარაგშია
ავერსი 86
სესილია თაყაიშვილის #70
მარაგშია
ავერსი 100
ჭიჭინაძის ქ.N10
მარაგშია
ავერსი 170
ვიქტორ კუპრაძის #72, კორპ.26
მარაგშია
ავერსი 175
ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქ.#5
მარაგშია
ავერსი 176
სუხიშვილის #35
მარაგშია
ავერსი 189
ანთიმოზ ივერიელის #1
მარაგშია
ავერსი 20
ჯავახეთის ქ.N2
მარაგშია
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია
გლდანი
ავერსი 44
ილია ვეკუას ქ#19
მარაგშია
ავერსი 87
მუხიანის IIმკრ.კორპ.N8
მარაგშია
ავერსი 90
გლდანი მე-5მ/რბ ნაკვ.013/036
მარაგშია
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ.#13
მარაგშია
ავერსი 143
გლდანი V-მკრ მე-10კორ.მიმდ(24)
მარაგშია
ავერსი 147
Mახმეტ.მიმდ/ტ.გლდანი მოლი
მარაგშია
ავერსი 14
ა.გობრონიძის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 162
ლიბანის ქ.#19-25 შორის
მარაგშია
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
მარაგშია
ავერსი 9
ხიზანიშვილის N6
მარაგშია
ავერსი 66
გლდანი V-მკრ.კორ.14(24ს)
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 45
წერეთლის გამზ.N110
მარაგშია
ავერსი 57
რობაქიძის გამზ.მე-2კვ.კN6ბ(24)
მარაგშია
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 102
წერეთლის გამზ.N55
მარაგშია
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ#1
მარაგშია
ავერსი 136
ლუბლიანას ქ.N9
მარაგშია
ავერსი 145
ლუბლიანას ქ.N5, ნაკვთ6/18
მარაგშია
ავერსი 169
დიღმის მასივი,მე-3 კვ,კორ.1ბ
მარაგშია
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ.N142-ის მოპირ.
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
აბაშა
თავისუფლების ქუჩა#50(24)
მარაგშია
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ.N91
მარაგშია
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ზუგდიდი 4
გამსახურდიას გამზ.N36 (24სთ)
მარაგშია
მარტვილი 1
თავისუფლების ქ.#16 (24)
მარაგშია
მარტვილი 2
თავისუფლების ქ.N14
მარაგშია
სენაკი 2
რუსთაველის ქ.N110(24)
მარაგშია
სენაკი 3
ჭავჭავაძის ქ.N95
მარაგშია
სენაკი 4
ი.ჭავჭავაძის ქ.N123
მარაგშია
ფოთი 1
რუსთაველის რკალიN24(24)
მარაგშია
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის N7
მარაგშია
ჩხოროწყუ 1
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ.N5
მარაგშია
ხობი
ბერიას ქ.N3
მარაგშია
ჯვარი
ლემონჯავას ქ.N13
მარაგშია
მარტვილი 3
კოსტავას#1თამარ/მ#5
მარაგშია
ბანძა
მარტვილის რ-ნი,სოფ.ბანძა
მარაგშია
ზუგდიდი 5
რუსთაველის ქ.N99(24)
მარაგშია
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ.#18
მარაგშია
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ.#3/5
მარაგშია
ზუგდიდი 1
კიტიას ქ.N7 (24სთ)
24 საათი
მარაგშია
მესტია
სეტის მოედანი #12
მარაგშია
ზუგდიდი 7
კონს.გამსახურდიას ქ #219
მარაგშია
სენაკი 6
რუსთავალის ქ.#170
მარაგშია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
ბრატისლავა რაჭის N21
მარაგშია
ცაგერი
კოსტავას ქ.#14
მარაგშია
ონი
დემეტრე მეორის მოედანი#4
მარაგშია
სამცხე ჯავახეთი
ახალქალაქი 1
აღმაშენებლის ქ.N5
მარაგშია
ახალციხე 2
სულხან-საბას ქ.N1(24)
მარაგშია
ბორჯომი 1
რუსთაველის ქ.N143
მარაგშია
ასპინძა
მეფე თამარის ქ.#1
მარაგშია
ბაკურიანი
აღმაშენებლის ქ.#3
მარაგშია
ახალქალაქი 2
თავისუფლების ქ.N41(24)
მარაგშია
ახალციხე 3
კოსტავას ქ.N27ბ
მარაგშია
ნინოწმინდა
თავისუფლების ქ.#12ა
მარაგშია
ახალქალაქი 3
ნალბანდიანის ქ.N30
მარაგშია
ბორჯომი 2
მესხეთის ქ.N 3
მარაგშია
ახალციხე 5
რუსთაველის ქ.93ე
მარაგშია
აჭარა
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ.N39(24)
მარაგშია
ბათუმი 3
ზ.გორგილაძის ქ.53 (24)
მარაგშია
ბათუმი 4
დ.აღმაშენებლის ქ.N20,ბ.3(24)
მარაგშია
ბათუმი 5
ბაგრატიონის ქ.N140(24)
მარაგშია
ბათუმი 6
მაიაკოვსკ.ქ.N11
მარაგშია
ბათუმი 7
გორგასლის 149/151/153(24)
მარაგშია
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ.N6(24)
მარაგშია
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ.#11
მარაგშია
ბათუმი 10
თამარ მეფის დასახ.12ა(24)
მარაგშია
ქობულეთი 1
აღმაშენებლის ქ.N3(24)
მარაგშია
ბათუმი 11
ბარათაშვილის ქ.N26
მარაგშია
ბათუმი 13
ხელვაჩაური,ფრ.ხალვაშის#356
მარაგშია
ბათუმი 12
დ.თავდადებულის ქ.#11
მარაგშია
ქობულეთი 2
რუსთაველის ქ.#122
მარაგშია
ბათუმი 15
ბესიკის ქ. #55
მარაგშია
ბათუმი 16
ინასარიძის ქ.#3
მარაგშია
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
მარაგშია
ბათუმი 14
მახინჯაური, ის.ჯინჭარაძის#1
მარაგშია
ბათუმი N17
პუშკინის ქ.#124
მარაგშია
ბათუმი N18
ჯავახიშვილის ქ.#65
მარაგშია
ხულო
მ.აბაშიძის #18
მარაგშია
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
მარაგშია
ბათუმი 20
ავგიას ქ.2 (გონიო)
მარაგშია
ბათუმი 22
ჰაიდარ აბაშიძის #64
მარაგშია
იმერეთი
ბაღდათი
წერეთლის ქ.N7(24)
მარაგშია
ვანი
თამარ მეფის მიმ/ტN3(24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 1
აღმაშენებლის ქ.N16 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ.N138
მარაგშია
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ.N27 (24სთ)
მარაგშია
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ.N12 (24)
მარაგშია
თერჯოლა
რუსთაველის ქ.N111 (24სთ)
მარაგშია
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ.N5
მარაგშია
საჩხერე 1
ი. გომართელის ქ.#3(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
ტყიბული
რუსთაველის ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 1
წმინდა ნინოს ქ.N17
მარაგშია
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ.N31
მარაგშია
ქუთაისი 3
ფალიაშვილის ქ.N21(24)
მარაგშია
ქუთაისი 4
ბუხაიძის #4
მარაგშია
ქუთაისი 5
ჭავჭავაძის ქ.N54 (24)
მარაგშია
ქუთაისი 6
ავტო მშენებლის ქ.N8/13(24)
მარაგშია
ქუთაისი 7
აბაშიძის ქ.N2(24)
მარაგშია
ქუთაისი 8
ავტომშენებლის ქ.N34
მარაგშია
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის ქ.N44
მარაგშია
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ.N56/2
მარაგშია
ქუთაისი 11
ასათიანის ქ.N147(24)
მარაგშია
ქუთაისი 12
დუმბაძის ქ.N48 (24)
მარაგშია
ქუთაისი 14
ბროსეს ქ.N20/22
მარაგშია
ქუთაისი 15
ნიკეას მე-2 შესახN18ა(24)
მარაგშია
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ.N19
მარაგშია
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ.N27
მარაგშია
ქუთაისი 18
დ.აღმაშენებლის გამზ.N24
მარაგშია
ქუთაისი 19
ნიკეას ქ.სკვერი(ნაკვ.1)(24)
მარაგშია
წყალტუბო
იმერეთის მოედ.ბაზრ.ტერიტ(24)
მარაგშია
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ.N6
მარაგშია
ჭიათურა 2
აბაშიძის ქ.N3
მარაგშია
ჭიათურა 3
იაშვილის ქ.N4
მარაგშია
ხონი
თავისუფლების მოედანი(24)
მარაგშია
ქუთაისი 20
რაზმაძის ქ.N56/აბაშ.N9(24)
მარაგშია
საჩხერე 3
ი. გომართელის ქ.#6
მარაგშია
ჭიათურა 4
ნინოშვილის ქ.N18
მარაგშია
ქუთაისი 21
ვარლამ.წმ.ნინოს ქ.კვეთა
მარაგშია
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ.#2
მარაგშია
ზესტაფონი 5
აღმაშნებლის #43
მარაგშია
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ.#3
მარაგშია
ქუთაისი 23
ბუკიას ქ.#1
მარაგშია
ქუთაისი 13
თაბუკაშვილის ქ.N115(24)
მარაგშია
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
მარაგშია
წყალტუბო 2
9 აპრილის ქ.#2ა
მარაგშია
ქუთაისი N 24
ბუხაძის ქ.#23ა
მარაგშია
ზესტაფონი 7
ზესტაფონი,დ.აღმაშენებლის#85
მარაგშია
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
მარაგშია
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
მარაგშია
თერჯოლა-2
რუსთაველის ქ.#78
მარაგშია
ქვემო ქართლი
ბოლნისი 1
სულხან-საბას ქ.117
მარაგშია
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ.N12(24)
მარაგშია
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
მარნეული 3
რუსთაველის ქ.#5ა
მარაგშია
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ.N10
მარაგშია
რუსთავი 2
კოსტავას ქ.N15(24)
მარაგშია
რუსთავი 3
მესხიშვილის ქ.N3ა(24)
მარაგშია
რუსთავი 4
მე-19 მ/რბ მე-11 კორპ.
მარაგშია
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ.61(შარტავას 17
მარაგშია
რუსთავი 7
თოდრიას #5
მარაგშია
დმანისი
წმ.ნინოს #37
მარაგშია
ბოლნისი 2
სულხან-საბას#165/165ა
მარაგშია
თეთრიწყარო 1
კოსტავას ქ.#1
მარაგშია
კრწანისი
სოფ.კრწანისი,მე-6ქ.ისIII,ჩიხი#
მარაგშია
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ.N4
მარაგშია
სადახლო
მარნეულის რ-ნი, სოფ.სადახლო
მარაგშია
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
მარაგშია
წალკა 1
არისტოტელეს ქ.#2
მარაგშია
გამარჯვება 1
გარდაბნის რ-ნი, გამარჯვება
მარაგშია
მარნეული 4
რუსთაველის ქ.78
მარაგშია
რუსთავი 8
მეგობრობის ქ.N18
მარაგშია
მარტყოფი 1
გარდაბანი, სოფ.მარტყოფი
მარაგშია
მცხეთა მთიანეთი
დუშეთი
სტალინის ქ.N99
მარაგშია
თიანეთი
რუსთაველის ქ.#8ა
მარაგშია
მისაქციელი
მცხეთა, მისაქციელი
მარაგშია
ნატახტარი
მცხეთის რ-ნი,სოფ.ნატახტარი
მარაგშია
საგურამო 1
საგურამო,ბლოკი084,ნაკვეთი030
მარაგშია
მუხრანი-1
მცხეთის რ-ნი, სოფ.მუხრანი
მარაგშია
წეროვანი 1
მცხეთა, წეროვანი
მარაგშია
გურია
ლანჩხუთი
ჟორდანიას ქ.136 (24)
მარაგშია
ოზურგეთი 2
ერისთავის ქ.N8
მარაგშია
ოზურგეთი 3
გურიის ქ.N37(24)
მარაგშია
ოზურგეთი 4
ნინოშვილის ქ.N3
მარაგშია
ჩოხატაური
დუმბაძის ქ.N20
მარაგშია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
ლანჩხუთი 2
ჟორდანიას ქ.#105
მარაგშია
მთაწმინდა
ავერსი 53
პუშკინის ქ.N1-3
მარაგშია
ავერსი 63
მელიქიშვილის გამზ.N8/2
მარაგშია
ავერსი 107
კოსტავას ქ.N22 (24)
მარაგშია
ავერსი 208
ბარათაშვილის ქ.#2
მარაგშია
ავერსი 1
კოსტავას ქ.N11
მარაგშია
მსგავსი პროდუქტები