რეგენოპია 10მლ თვ/წვ

127026
-30%
მარაგშია
40.98 
28.69 
დანაზოგი: 12.29 ₾ (30%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიოფთალმოლოგიური ადგილობრივი მოქმედების სხვადასხვა ხსნარები ჯენერიკიTrehalos,Sod.Hyaluronat,Panthenol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
40.98 
28.69 
დანაზოგი: 12.29 ₾ (30%)

რეგენოპია
თვალის წვეთები კონსერვანტების გარეშე


შემადგენლობა
რეგენოპია შეიცავს ტრეჰალოზს, ნატრიუმის ჰიალურონატს, ფუკოიდინს და D-პანთენოლს.
ამ უნიკალურ კომბინაციას აქვს თვალის ზედაპირის რეგენერაციული და დამატენიანებელი ეფექტი.
ჩვენება
რეგენოპია გამოიყენება თვალის ზედაპირის რეგენერაციისა და ინტენსიური დატენიანებისთვის:
 სხვადასხვა მიზეზით (კონდიცირება, მონიტორთან მუშაობა, ტელევიზორის დიდი ხანი ყურება, სიგარეტის კვამლი, ჰაერის დამინძურება, თვალის მექანიკური გღიზიანება, კონტაქტური ლინზების გამოყენება) გამოწვეული საშვალო და მძიმე ხარისხის მშრალი თვალის სამკურნალოდ და მასთან დაკავშირებული სიმპტომების (წვა, დისკომფორტი, სიწითლე, ცრემლდენა) მოსახსნელად.
 თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ თვალის სტრუქტურების აღსადგენად

როგორ მუშაობენ რეგენოპიას აქტიური ნივთიერებები?
ტრეჰალოზი - არის დისაქარიდი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ბევრ ცოცხალ ორგანიზმში, როგორიცაა მცენარეები, მწერები, სოკოები და ბაქტერიები. იგი იდენტიფიცირებულია, როგორც ძირითადი ინგრედიენტი სტრესის პირობებში გადარჩენისთვის, რომელიც დაკავშირებულია ანჰიდრობიოზთან (თითქმის სრული დეჰიდრატაცია).
მისი დამცავი ეფექტი დეჰიდრატირებულ უჯრედებში უჯრედშიდა წყლის მოლეკულების ჩანაცვლებაში მდგომარებს. ეს ძლიერი დამცავი, დამატენიანებელი თვისებები გამოიყენება ოფთალმოლოგიურ პრეპარატებშიც თვალის ზედაპირის სტრესის და დეჰიდრატაციის წინააღმდეგ
ნატრიუმის ჰიალურონატი - არის ჰიგიროსკოპიული თვისებების მქონე ვისკოელასტიური სითხე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. იგი ბუნებრივად გვხვდება, როგორც საპოხი, რომელიც შედგება ბიოთავსებადი პოლისაქარიდისგან და აქვს შესანიშნავი წყლის შემაკავებელი თვისებები. ჰიალურონის მჟავას ლორწოვანი გარსების თვისებები უზრუნველყოფს პრეპარატის უკეთეს შეწებებას თვალის ზედაპირზე, რაც გავლენას ახდენს რქოვანას ეპითელიუმის სწრაფ შეხორცებაზე. გარდა ამისა, ვისკოელასტიური თვისებების გამო, ცრემლის აპკის სტაბილურობა იზრდება და ხამხამის დროს დროს სწრაფად არ გამოირეცხება.
D-პანთენოლი - არის პანტოტენის მჟავას (ვიტამინი B5) ალკოჰოლური ანალოგი. მას აქვს ჰიგროსკოპიული თვისებები და წყლის შეკავების უნარი. გარდა ამისა იგი დადებით გავლენას ახდენს რქოვანას ეპითელიუმის შეხორცებაზე. ინტენსიურად ატენიანებს თვალის ზედაპირს, ქმნის ბარიერულ ბარიერს. ჰიგროსკოპიული თვისების გამო, ის ხელს უშლის ეპითელიუმის გამოშრობას და უნარჩუნებს თვალის ზედაპირის სტრუქტურებს მთლიანობას. D-პანთენოლის შემცველ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებს გააჩნიათ რქოვანას სტრუქტურების რეგენერაციის ხელშემწყობი თვისებები.

გამოყენების წესი
1 წვეთი.3-4 ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია უფრო ხშირი ჩაწვეთება.


1. პრეპარატის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.

2. მოხსენით თავსახური და ჩაწვეთებისას საწვეთური არ შეახოთ თვალის ზედაპირს.

3. თავი გადახარეთ ოდნავ უკან.

4. დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად.

5. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, მოუჭირეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ წვეთი კონიუნქტივალურ პარკში.

6. დახუჭეთ თვალები და თვალის კაკლის გადაადგილებით გადაანაწილეთ წვეთი თვალის ზედაპირზე.

7. გაიმეორეთ იგივე აქტივობები მეორე თვალისთვის.

8. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.

9. ჩაწვეთების შემდეგ არ ჩამოიბანოთ თვალის ზედაპირი წყლით ან სხვა სითხით.

უკუჩვენება
არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
არ გამოიყენოთ ინგრედიენტებზე ალერგიის არსებობისას
არ გამოიყენოთ ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების დროს

სიფრთხილის ზომები
• არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში
• არ შეახოთ თვალს ან სხვა ზედაპირს საწვეთურის წვერით
• სხვა ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის დაიცავით მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალი.
• რეგენოპია უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს
• მრავალჯერადად გამოყენებადი სამედიცინო პროდუქტი უნდა გამოიყენოს ერთმა პაციენტმა


შენახვის პირობები
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
• მოარიდეთ სითბოს წყაროებს
• შეინახეთ მშრალ ადგილას 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
• არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შეფუთვა
10 მლ. ოფთალმოლოგიური ხსნარი კონსერვანტების გარეშე

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

მწარმოებელი
SUPROBION Sp. z o.o., Sp. k.
ul. Kiełczowska 2
55-095 Mirków

დისტრიბუტორი
S-LAB Sp. z o.o.
ul. Kiełczowska 2
55-095 Mirków

ერთად ყიდულობენ